воскресенье, 18 июня 2017 г.

რობერტ გელბრეითი - გუგულის ძახილი

ჯ.კ როულინგს ჰარი პოტერზე გაჩერება, რომ არ უყვარს დიდი ხანია გამოჩნდა. 2013 წელს როულინგის ახლი წიგნის გამოსვლამ „გუგულის ძახილი“ არ გამოიწვია აჟიოტაჟი, ხალხი არ მიაწყდა მაღაზიებს და ღამე არ გაათენა რიგში დგომაში, როგორც ეს, მაგალითად,  ჰარი პოტერიდა დაწყევლილი ბავშვის შემთხვევაში მოხდა. მიზეზი ფსევდონიმია. ჯოან როულინგმა გადაწყვიტა რობერტ გელბრეითის სახელს ამოფარებოდა. მაგრამ წიგნის გაყიდვები დიდი არ იყო, დეტექტივის ჟანრში თავის დასამკვიდრებლად მხოლოდ ამბავი საკმარისი არ აღმოჩნდა. 
 „The Sunday Times“ -მა ტვიტერზე ანონიმური მესიჯი მიიღო სადაც  ატყობინებდნენ, რომ გელბრეითი როულინგის ფსევდონიმი იყო. თაიმსმა გუგულის ძახილი სპეციალური პროგრამის მეშვეობით ჰარი პოტერს შეადარა სტილისტურად , რამაც დიდი მსგავსება აღმოაჩინა. ამის შემდეგ გაყიდვებმა საოცრად მოიმატა, რაც ბუნებრივია პოტერჰედების დამსაუხრებაა.

воскресенье, 22 января 2017 г.

მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის

თუ გიოცნებიათ, რომ რაიმე უჩვეულოს, ანომალიურს გადაყროდით, ან თავად ყოფილიყავით ამგვარი, შეგძლებოდათ სხვადასხვა უჩვეულო რამ, რაც ჩვეულებრივი ადამიანებისგან განგასხვავებდათ... და თუ ეს ნამდვილად გდომებიათ, რამდენი წლის იყავით?
და თუ ზოგჯერ, ახლაც გჯერათ და ოცნებობთ მსგავს თავგადასავალზე, მაშინ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ „მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის“. 

ამბავი ასე იწყება,
„შერეკილი“ ბაბუა შვილიშვილს უცნაურ ამბებს უყვება, ეს სხვებისთვისაა უცნაური, თორემ ბაბუა ამ ამბებზე ჩვეულებრივად ლაპარაკობს.
მერე ტრაგედია ტრიადება ოჯახში, ბაბუა უცნაურ ვითარებაში კვდება და ჯადოსნური, საშიში, ჩახლართული და საინტერესო ამბავიც იწყება. დაგროვილ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჯეიკობი(შვილიშვილი) ფოტოებზე აღბეჭდილი უცნაური ადამიანების მოსაძებნად მიდის.

пятница, 30 декабря 2016 г.

ამომავალი მზის ქვეყანაში

„ძაღლების ცხოვრების დამგეგმავი“ ვკითხულობ აბრაზე, ხელში ყავის ქილა მიჭირავს რომლის ბრაილის შრიფტსაც მზის სხივი ეცემა, მარჯვენა საჭიანი მძღოლი მოთმიდებით მიცდის როდის გადავალ ზებრაზე, ვხვდები რომ რაღაც ისე ვერაა, ფეხქვეშ ვიხედები და ვხედავ ოდნავ მარჯვნივ უნდა ვიარო ველოსიპედის ზებრაზე ვარ.

  ამომავალი მზის ქვეყანაში დილა ძალიან ადრე იწყება,ღამე ყველაზე ნაკლებად ჩერდება იაპონიაში. 5-ზე უკვე ბნელდება, თანაც ისე როგორც აქაური დროით 9-ზე.
კულტურული შოკი ნერვების შლაში გადადის. კი მაგრამ როგორ ახერხებენ რომ ყველაზე და ყველაფერზე წინასწარ აქვთ ნაფიქრი? ჩავდივარ მეტროში კიბეზე და ვცდილობ გამოვიჭირო იაპონია რამეში, რიგითი იაპონელიც რაღაცა იქნებოდა ეგებ გადამასწროს? ან ეგებ სულაც აიღოს და რამე დააგდოს ძირს ან ეგებ ქუჩაში ჭამდეს?- 

воскресенье, 13 ноября 2016 г.

ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი

ამ შემოდგომას იტალიაში ვიყავი, ნებისმიერი წიგნის მაღაზიის გამოსაჩენ ადგილზე „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ იდო, პირველი გვერდი მაშინვე შემომეკითხა.( უნდა აღვნიშნო რომ საკმაოდ ძვირი ღირდა 25 ევრო, რაც ჩვენ ვალუტაზე რომ გადმოვიყვანოთ 64 ლარია.)ამიტომ ყოველ ახალ შემხვედრ მაღაზიაში შემდეგ გვერდს ვკითხულობდი, მერე თბილისში ჩამოსულს საჩუქარი გამიკეთეს ... ჩამოვიდა თუ არა 2 დღეში წავიკითხე ( ისე ერთი დღის საქმეა).
ახლა რაც შეეხება წიგნს. „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ - ჯ.კ როულინგის, ჯეკ თორნის და ჯონ ტიფანის ახალი პიესაა. პიესის ნახვა ლონდონის Palace Theatre -შია შესაძლებელი. ლონდონში რომც წახვიდეთ, შანსი იმისა რომ ბილეთის ყიდვას შეძლებთ ცოტაა. საქართველოში რომ ამ პიესის დადგმა ვინმემ გადაწყვიტოს მშვენიერი ამბავი იქნება...და ნეტა ვინმემ მართლა გადაწყვიტოს.
ზოგადად პიესების კითხვა არ მიყვარს, მაგრამ ეს ის მომენტია როცა უნდა ვაღიარო, რომ როულინგს იმედი არ გაუცრუებია.
ვიცი ჰარი პოტერის „ფანებს“ ეს ამბავი როგორ გაახარებდათ, იმიტომ რომ მეც ძაალიან გამიხარდა და თან შემეშინა, იქნებ ვერ დაეწერა ისეთი... იქნებ შემცვლოდა წარმოდგენა...გაეფუჭებინა.