Tuesday, November 29, 2011

უფასო წიგნები

 დღეს ათასი რამით გადაღლილმა(კერძოდ კოლოქვიუმით, მაღლივის ქარით, რომისა და ბიზანტიის ბაზილიკების სწავლით) ინგლისურის წიგნი რომ გადავშალე სასწავლად ერთი საეინტერესო სტატია შემხვდა და ისე გამიტაცა კითხვამ რომ ვიფიქრე საინტერესო იქნებოდა ბლოგისთვის..




საქმე რაშია ..ამერიკელმა Ron Hornbaker–მა გადაწყვიტა ასეთი რამ გაეკეთებინა..კერძოდ კი ვისაც რა წიგნი უნდოდა რომ სხვებსაც წაეკითხათ უნდა დაეტოვებინათ თავშეყრის ადგილებში(ავტობუსი,პარკი,თეატრი,კაფე..)წარწერით "free book! take me home and read me!" 
წიგნი დარეგისტრირებული უნდა იყოს მის საიტზე რომ არ დაიკარგოს (მას სპეციალურ კოდის ადებენ). პირველად ეს იდეა 2001 წელს მოუვიდა თავში და გააკეთა საიტი რომელიც მილიონობით ადამიანმა ნახა. წიგნები სპეციალურად დატოვებულია თავშეყრის ადგილებში, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაინახოს და აიღოს. წაკითხვის შემეგ შეგიძლია წიგნი დაუბრუნო კომპანიას ან შენც დაუტოვო სხვას წასაკითხად.საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო აქციაა (თუ რაცაა). აი წარმოიდგინეთ მიდიხართ და ფიქრობ რომ იყიდო დაუშვად ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა" და ხედავ რომ სკამზე დევს თან უფასოა მმ მე მუაგრად გამიხარდებოდა. და მთელი დღეები გაფაციცებით მოვძებნიდი უფასო წიგნებს.
სტატისტიკა ამგვარია  
  1. USA 29%
  2. Germany 16%
  3. United Kingdom 13%
  4. Netherlands 11%
  5. Finland 10%
  6. Canada 8%
  7. Australia 5%
  8. France 4%
  9. Portugal 3%
  10. Spain 1%
საქართველოში ასეთი რამის გაკეთება რამდნეად შესაძლებელია არ ვიცი ალბათ უმეტესობა წიგნებისა დაიკარგებოდა(ვინმე გაყიდის,ვინმე მოტეხავს..)
არის წიგნები რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობენ..და იყო მომენტები როდესაც ბედნიერ ბომჟს უთქვამს რომ კარგა ხანია წიგნი არ წაუკითხავს და მადლობა გადაუხდია მათთვის. შემქმნელები თვლიან რომ bookcrossingი არის მსოფლიოს ბიბლიოთეკა.მათი სურვილია რომ წიგნით დააკავშირონ ადამანები ერთმანეთს.


if you love your books, let them go- The New York Times


მმ იმედია თქვენც ისე აღფრთოვანდით ამ წამოწყებით როგორც მე(რომელმაც გადმოვთარგმნე დავ"სსერჩე" და გადმოვწერე ინფორმაცია–)))
                                                                                                                                           თაკომე

Fellini!

არა! ეს უნდა დამეწერა!
დღეს მივდივარ ქუჩაში და ვხედავ ბრმა ძაღლს რომ ჩაუარა ბიჭმა თონის პურით ხელში, ცუგამ სუნი იგრძნო და თავი მისკენ მიატრიალა, ბიჭი გაჩერდა, მოუტეხა ცოტა და გადაუგდო, ძაგლმა ვერ დაინახა და თავში მოხვდა, თავი არც დაუხრია, პური რომ მოეძებნა, ბიჭმა უყურა ცოტა ხანს და წავიდა...
მე უკან მოვდიოდი და ძალიან, ძალიან, ძალიან გამეცინა.
ხანდახან ხდება ისე, ესეთ რაღაცებზე რომ გეცინება.
იმ მოთხრობას რომ დაგპირდით (რა საინტერესოა ვის?:D), ვერ დავდებ არ მინდა ავტორის უფლებები შევლახო. მომიტევეთ (ისევ და ისევ ვინ?) იმედები რომ ჩაგისახეთ და მერე რომ არ გავამართლე.


დღევანდელი ჩემი საზრუნავი ისაა მხოლოდ, რომ შინდის მურაბა მივირთვა, ჩაი მივაყოლო და აბსოლუტურად არაფერზე ვიფიქრო და ვიდარდო.
იცით ხანდახან თითქოს ვიჟანგები და პატარა (არადა საკმაოდ დიდი) შეძახილი მჭირდება, ფეხზე რომ წამოვხტე და ახალი ძალებით გავაგრძელო ცხოვრება, ხანდახან თითქოს ასეთ შეძახილებს ძალა და წონა აქვს, მაგრამ არის მომენტები, როცა ყველაფერი უმნიშვნელოდ გეცვენება, არა იმიტომ, რომ დეპრესიაში ხარ, ან რაიმე მსგავსი, არა, უბრალოდ მოულოდნელად ყველანაირი აზრი იკარგება და მერე ცოტა ხნით ინერციით ცხოვრობ, აი ჩემი სტუდენტობა ცარიელი ინერციაა და მეტი არაფერი. და ერთი დიდი მეგაფონიც ვერ ვიპოვე ვერსად ჩემს თავს ხმამაღლა და ომახიანად რომ ჩავძახო ყურში: "მიდი fიბი! მიდი!" სამაგიეროდ ხელს ჩავიქნევ და ჩავილუღლუღებ "დღესაც ვიქნები ესე და ხვალიდან..." მაგრამ "ხვალ" ისევ იგივე ლუღლუღი მეორდება.
მე მოვრჩები ბუტბუტს, თორემ თაკომე შემოვა, ამას წაიკითხავს და ისევ ჩემი მოსასულიერებელი იქნება მერე :D
                                                                           
ამდენი სისულელის ჩმახვას ჯობია ფელინიზე გელაპარაკოთ, დიდი ხანია ვაპირებდი ამის გაკეთებას და რათომღაც მეზარებოდა.
ფედერიკო ფელინი!
ამარკორდი, კაბირიას ღამეები, ორკესტრის რეპეტიცია... ეს ის სამი ფილმია, რომლებიც არასდროს გადამივლის.
ამარკორდი, ტქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემში ამდენ დადებით ემოციას თუ შეეძლო ეცხოვრა, არ ვიცოდი. ეს ფილმი არის ყველაფერი ულამაზესის, კეთილის, ამაღელვებელისა და არ ვიცი, ყველაფერი საუკეთესოს გამოსახულება ჩემთვის.
როცა ამარკორდი მესმის, სულ ის სცენა მახსენდება ქალაქში უზარმაზარი ტოვლი რომ მოვა და ლაბირინთს რომ გააკეთებენ და ამ სითეთრეში მოასიარულე გრადისკა წითელი თავსაფრით.
და კიდევ გემის შესახვედრად მთელი ქალაქი რომ გავა, ბრმა მუსიკოსს რომ წაიყოლებენ და ის რომ კითხულობს (გემის გამოჩენისას) როგორიაო...
კაბირიას ღამეები! ჯულიეტა მასინა, საოცრად მოცუცქნული, საყვარელი და უნიჭიერესი!
კაბირია- ეს პატარა, დაუცველი, მეოცნებე, მიუსაფარი, ბავშვივით სუფთა( მიუხედავად პროფესიისა), გულუბრყვილო და აი ისეთი, რომ გინდა მთელი ცხოვრება ხელში აყვანილი ატარო.
ორკესტრის რეპეტიცია- მუსიკალური საგიჟეთი :D
ვისაც ნანახი არ გაქვთ მართლაცდა მოსალოცად გაქვთ საქმე :D                

                                                                                       p.s დღეს რაღაც დიდი პოსტი გამოვიდა...                                                                                                        მუდამ თქვენი ინერტული fიბი

Sunday, November 27, 2011

"ჟრუანტელის მომგვრელი"

საერთოდ არც გამიხედავს გუშინ ფანჯრიდან და დილით რომ გადავიხედე და ჯერ კიდევ შეუხებელი სითეთრე დამხვდა ძალიან მესიამოვნა.
საერთოდ არ ვაპირებდი გუნდაობას მაგრამ მე და fიბინიმ (და კიდევ ორმა) გავიხსენეთ ბავშვობა და დაუნდობლად ვესროდით ერთმანეთს გუნდებს ზოგს თავში მოხვდა ზოგს თვალში ზოგმა საერთოდ ვერ გაარტყა(მაგალითად მე) ეგ რომ მოგვბეზრდა მერე თოვლის ბაბუა ავაშენეთ და უსინდისოდ მკერდიც დავუკეთეთ..(ტრანსექსუალი თოვლის ბაბუა გამოვიდა)
რაც იზრდები მით უფრო ნაკლებად ამოდიხარ სველი გუნდაობის შემდეგ, სულ უფრო ნაკლებად გხვდება ყურში ნასროლი გუნდა და ზურგში ჩაყრილი თოვლი... სულ უფრო და უფრო გეზარება სიცივეშ გარეთ გასვლა და მითუმეტეს მოყინულ მიწაზე სიარული. 
საერთოდ ზამთარი სულ მიყვარდა და ვფიქრობ რომ ეს ცივი და სუსხიანი დრო უფრო აახლოვებს ადამიანებს. ხოდა ბარემ ამავე თემაზე დაწერილ ძველ (ჩემს) ჩანახატს დავდებ :)



"გარეთ როდესაც ცივა, ხშირად შემიმჩნევია შიგნით ხალხის სითბო მათბობს.
ზამთარი მოვიდა, თუმცა ამ მოსვლას რაღაც ეკლდა..
რაღაც თეთრი, ნაზი და ისეთი ყველას რომ უყვარს.
ამიტომაც უმეტესობა(მათ შორის მეც) რაღაცნაირად უღიმღამოდ შევხვდით მას. თითქოს თოვლის ბაბუას სააჩუქრები სკლეროზის გამო დავიწყნოდა.. და ახლა ყველა ველით რაღაცას , რაღაცას რაც ყველას გაგვახარებს..
..არ არსებობს ცუდი და კარგი წელი . წელი ყველა ერთია..გააჩნია შენ როგორ მიიღებ და რამდენად გაითავისებ მას..
 დღეს ფანჯრიდან რომ ვიხედებოდი, ხეებს რაღაცანირად თვალს ვარიდებდი. რცხვებოდათ მათაც და უკანასკნელ ფოთლებს იფარებდნენ..
 ..შემდეგ როდესაც მზის სინათლეს მოკლებულ გზებს ვუყურებდი..მეცინებოდა ხალხის მცდელობაზე მათთვის მზის სინათლე ნატურებით შეეცვალათ.
 მე განსაკუთრებულად  ზამთარი მიყვარს.
სუფთა ჰაერს მონატრებულმა ეზოში ჩასვა გადავწყვიტე. ახალ მეზობლებს საერთოდ არ ვიცნობდი და შორიდან ვუმზერდი, რაღაცნაირად..ცივად, უცხოდ.
ოთხი გოგონა ერთმანეთისგას სრულებით განსხვავებული გაშეშობანას თამაშობდნენ.
პუტკუნა გააშეშეს, მოიწყინა..ერთი გამომხედა და თავი ჩაქინდრა. ბავშვური დამარცხება მშვიდად აიტანა. გრძელი გოგონა ახალი მსხვერპლის ძებნაში იყო..ამ დროს ქოშინით სკამთან ჩამირბინა ფერმკრთალმა გოგომ, ასე მეგონა რაღაც სასტიკ ურჩხულს გაურბოდა (მიუხედავად იმისა რომ, მაშინ უკვე აღარ მჯეროდა ურჩხულების). პუტკუნას პაწია ხელი ძლივს მიაწვდინა და ამ დროს თბილზე, თბილი სიტყვები მომესმა.
"სიცოცხლე მაჩუქე. ამას მე არ დაგივიწყებ ანი."
საუცრად დადებითად განვეწყვე..მიყინული სხეული ძლივს წამოვწიე სკამიდან და უცნაური სიხარულით მივვარდი მათ ..მე მეხუთე ვიყავი.
 გარეთ როდესაც ცივა, ხშირად შემიმჩნევია შიგნით ხალხის სითბო მათბობს.
მე განსაკუთრებით მიყვარს ზამთარი, რადგანაც სხვა წელიწადის დროს ეს სითბო შეუმჩნეველია.."
                                                                                                      თაკომე

გაღიმებული,ხელში გუნდით...

ნეტა რამდენი ბლოგი გამდიდრდა დღეს (ან ყოველ შემთხვევაში გუშინ საღამოს) თოვლიანი ნაწერებით?
იცოდით, რომ თითოეული ფიფქი თითის ანაბეჭდივით, ჟირაფის ლაქებივით, ზებრის ზოლებივით უნიკალურია?
არის, არის :P
რატომღაც ვაპირებდი დღეს თოვლის თემატიკას არ ავეტანე და რამე სხვაზე დამეწერა, მაგრამ საწინააღმდეგო "ჩავიდინე" და ამისი ორი მიზეზი არსებობს:
ა) რატომ არ უნდა დამეწერა, როცა დილიდან სხვაზე არაფერზე ვფიქრობ და
ბ) თვალწინ სულ ჩემი პატარა მეზობელი მიდგას, აი წარმოიდგინეთ! ვიყურები ფანჯარაში და ვხედავ, მოცუცქნული იაკობი დგას ჩემს გარაჟთან( ავტოფარეხთან), ცალ ხელში თოვლის გროვა აქვს( გუნდა არა) და მეორეში მოზრდილი ლოლო, ხან ერთს გაიქანებს პირში და ხან მეორეს :D მერე მე გამომხედავს და მიღიმის. ესეთი ლამაზი ღიმილი აქამდე არ მინახავს. ესეთი წრფელი და ეშმაკური!



სიამოვნებით დავწერდი ჩემ ოჯახზე, რომელიც თოვისას საშინლად აწრიალდება და აფორიაქდება ხოლმე, მოვყვებოდი როგორ ვათენებთ თეთრ ღამეებს და გეტყოდით როგორ არც მეცინება, არც მეტირება და საერთოდ აღარანაირი რეაქცია აღარ მაქვს ამგვარ რაღაცებზე, მაგრამ ჰოლდენ კოლფილდის არ იყოს " ჩემებს თავისი დაემართებოდათ მათზე რომ დამეწერა".
 თოვლზე სულ ერთი მოთხრობა მახსენდება, რომელსაც აქ აუცილებლად დავდებ, როცა
აკომე წიგნს მომიანს, რომ ამოვბეჭდო და გასიამოვნოთ. ავტორი ჩემზე ერი-ორი წლით დიდი თუ იქნება, უნიჭიერესია, რასაც მომდევნო თუ არა, მომდევნოს მომდევნო პსით აუცილებლად დაგიმკტკიცებთ :)
ეხლა კი თაკომეს ველოდები იპოდრომზე სათოვლაოდ რომ წაავიდეთ.





                                                                                                                  fიბი

Friday, November 25, 2011

"მთელი ცხოვრება შენ თვალწინ"



                                                 
  საინტერესოა და საშიშიც გაიგო რას იფიქრებ ცხოვრების ბოლო წამს. ხშირად გაგიგიათ ალბათ რომ როდესაც სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება მთელი ცხოვრება თვალწინ გიდგება.რამდენად წარმოსადგენია ეს არ ვიცი ალბათ ესეც პირობითია და მხოლოდ ის მომენტი ან ის ადმაინი გახსენდება რაც გიყვარს ან ის გენანება რა ცვერ მოასწარი რომ გეთქვა ან გააგეკეთებინა.არადა ცხოვრებაში ხომ უამრავი დრო გაქვს იმისთვის რომ ეს ყველაფერი მოასწრო.
ვადიმ პერელმანის ფილმი „the life before her eyes” ძალიან ემოციურია. როდესაც ფილმი დამთავრდა ჯერ ვერ მივხვდი რა ხდებოდა მერე როცა სათაურს დავხედე გავაანალიზე და ძალიან იმოქმედა. სიუჟეტი ასეთია სკოლაში „ტერაქტია“ ორ მეგობარი გოგონას მკვლელი ეუბნება ,რომ ერთერთი მათგანი უნდა მოკლას, თუ რომელი .. ეს მათი გადასაწყვეტია. სიუჟეტი ძალიან ჩახლართულია ბოლო მომენტამდე. დასასრული მოულოდნელი ხოლო თვითონ ფილმი ძალიან ლამაზადაა გადაღებული. საკმაოდ ცხოვრებისეული ფილმია და ვისაც ფსიქოლოგიური დრამა მოსწონს თუ არ აქვს ნანახი შეუძლია უყუროს.
მე პირადად არ ვიცი ასეთი მომენტი უცებ რომ დამიდგეს (ჯვარი მწერია =)) ) რა შეიძება ვიფიქრო მაგრამ თუ ღრმა მოხუცებულობაში მოხდება ეს იმედი მაქ არ დამენანება სიცოცხლე. ადამიანებს ხშირად გავიყდება ანდაც არ ვაქცევთ ყურაღდებას ჩვენს ქმედებებს გავვიწყდება რომ მუდმივები არ ვართ და გვგონია რომ რაც დღეს ვერ მოვასწარით ამას ხვალ ან თუნდაც ზეგ შევძლებთ მაგრამ არის მომენტები როდესაც ასე არ ხდება.. საჭიროა ცხოვრების ყოველი წუთი გამოიყენო და იცხოვრო ისე თითქოს ეს ბოლო იყოს.
თუმცა სათქმელად გაცილებით ადვილია..
                                                                                                             თაკომე

"არსებობს წამი, რომელიც მთელს სიცოცხლეს უდრის "

^^ეწერა ჩემ მეგობარს Fეისბუქის სტატუსად.
მართლა?
не заблуждайтесь .
წამი წამია და მორჩა, წამი იმაზე მალე გავა, ვიდრე თვითონ ამ სიტყვის წარმოთქმას მოასწრებთ .
წა მში ვერ მოხდება ისეთი ვერაფერი, რაც თქვენ ცხოვრებას შეცვლის, ან თუნდაც შეედრება და "გადაუჯოკრავს". წამში ვერც მანქანა გაგიტანს და ვერც როიალი დაგემხობა თავზე. (ამას წამზე მეტი დრო დასჭირდება) და რომც მოხდეს, რომც მოასწროს როიალმა თქვენ თავზე მოკალათება, ეს თქვენს ცხოვრებას კი არ შეცვლის, არამედ დაასრულებს, მორჩა და გათავდა...:D
წამებს და სიცოცხლეებს და როიალებს თავს თუ დავანებებთ, გამოვა, რომ გუშინ თოვდა (არ გამოვა, მაგრამ აი მე გამოვიყვანე).
გუშინ თოვდა და დილით ჟოლობებიდან იღვრებოდა.
არ მიყვარს თოვლი თბილისში, პატარა ვადით აქვს მივლინება გაფორმებული.მაგრამ ერთია რომ არ გიყვარს და მეორეა, თვალს რომ ვერ აშორებ. თანაც უყურებ არა იმას, რაც შენი თვალების გასწვრივ ჩანს, არამედ იყურები ზევით, საიდანაც უფრო რბილად, თბილად და მშვიდად ეშვება ფიფქები.
" და მე თოვა გამოვტოვე?" ვიფიქრე გუშინ, როცა სიმართლეს მივაგენი ჩემდაუნებურად.
სიმართლე გითხრათ, თქვენთან არც თოვლზე და არც წამზე არ ვაპირებდი ლაპარაკს.
მთელი დღეა ვფიქრობ ( და არა მარტო ეს დღეა) რატომ ვაკეთებთ სიკეთეს? დაფიქრებულხართ ოდესმე?
რატომ ვეხმარებით ადამიანებს? რა არის ის, რაც სხვების შეცოდების უფლებას გვაძლევს?
თქვენი არ ვიცი და მე სულ ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ, fიბი, რატომ ეხმარები ხალხს? და მერე ვასკვნი, რომ არც ანგელოზი ვარ და არც სიკეთის მთესველი, მე უბრალოდ კმაყოფილი ვარ, სინდისი არ მქენჯნის, მე ხომ იმას დავეხმარე, ვისაც სჭირდებოდა, "არ მოვიქეცი არაადამიანურად"... და მერე ვძრწუნდები, ნუთუ მართლა? ცუდად გავხდები, რომ არ დავეხმარო, მაგრამ რატომ? ნუთუ მართლა ეს ყველაფერი მარტივ ერთეულებამდე უნდა დავიყვანო? ნუთუ მართლა ასეთი ადვილია პასუხი? მაშინ რატომაა ისე, რომ არ მინდა ვინმემ დაინახოს ჩემი "სიკეთე", არ იფიქროს, რომ სათნო და კეთილი ვარ, და რაც ყველაზე უფრო მთავარია, მე ხომ იმ სიამოვნების განცდა მამძიმებს, როცა ვიცი, რომ ვიღაცას რამითმაინც ვუშველე? იმიტომ კი არა, რომ ბოროტი ვარ, უბრალოდ იმ ფაქტის დაშვება მიჭირს, რომ შემიძლია კეთილი ვიყო. ეს ხომ ზეაღმატებული ფორმაა ჩემი კადნიერების?
არ ვიცი, ეხლა მეც დავიბენი, და თქვენც აგიყოლიეთ.
იქებ ესეც ერთგვარი პლაცებო ეფექტია?
რა აზრი აქვს რა მიზნით ეხმარები ვინმეს, მთავარი ხომ ისაა, რომ ის დღის ბოლოს მშიერი არ იქნება?




                                                                                                                              fიბინი

Thursday, November 24, 2011

*ქარიანი ფიქრები*

 დღეს აქ რომ შემოვედი და ორი მკითხველი დამხვდა ძალიან გამიხარდა და სულ არ მადარდებდა შემთხვევით დაეჭირათ ხელი თუ მართლა მოეწონათ ...
საერთოდაც მხოლოდ იმისთვის ხომ არ წერ რომ ვინმემ წაიკითხოს..წერ იმისთვის რომ განთავისუფლდე მოწოლილი აზრებისგან, მოგეშვას,გაერთო ანდაც  უბრალოდ გეწერინება და წერ.
ახლა მე არც ისე მეწერინება დილით 7ზე ავდექი და იქიდან მოყოლებული თვალები მეწვის. ზამთარში გარეთ გასვლა ჩემთვის გმირობის ტოლფასია.
მე რადგანაც ჯერ ზუსტად არ გადამიწყვეტია ვარ თუ არა ხელოვნებათმცოდნე ჩემ მწირ ცოდნას გაგიზარებთ ..
საერთოდ დღევანდელი ხელოვნება ეგვიპტეს უნდა უმადლოდეს სწორედ აქ "დაირწა" თუ როგორცაა აკვანი ხელოვნებისა (ბლაბლაბლა როგორც ჩემი ლექტორი ამბობს) .
ეგვიპტურ ხელოვნების  ძირითადი იდეა რიტუალს უკავშირდებოდა. ეგვიპტელებს მკაცრად სწამდათ რომ ადამიანი სიკვდილის შემდგე აგრძელებს ცხოვრებას სწორედ ამიტომ აგებდნენ პირამიდებს, მისი  მიმართული წვეტიც სწორეთ სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. ფარაონებსა და წარჩინებულებს ატანდენ თან უამრავ განძს რათა შემდეგ ცხოვრებაში გამოეყენებინათ. ეგვიპტურ ქანდაკებების მზერა მუდამ შენ მიღმაა სხვა სამყაროსკენაა მიმართული, იშვიათად (ეს უკვე შემდეგ პერიოდებში) რომ ემოცია იგრძნობოდეს.
მმ თურმე როდესაც ეს ქანდაკება აღმოაჩინეს მუშებს შეეშინდათ რადგან მათი სოფლის მამასახლისსს გავდა =)) (ან რაღაც მსგავსი)
მოკლედ არ ვიცი რამდენად დაგაინტერესებთ ეგვიპტური ხელოვნება ამიტომ აღარ გავაგრძელებ.
საერთოდ ჯერ ვერ გამიგია ეს ბლოგი მხოლოდ პირადია თუ?
ნუ პირადი რომ უფრო საინტერესოა რა თქმა უნდა, ხოდა გადავალ პირადზე ადრე ძალიან ხშირად ვწერდი ხოლმე ჩანახატებს, სცენარებს, (2 ლექსიც მაქ =)) ) მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენად მეზარება პასტის ხელში აღება რომ.. ქარიანი ფიქრებიც ამიტომ დავარქვი და სულაც არ ვაპირებდი რომ ხელოვნებაზე მესაუბრა .. ვინც წერს ან წერდა ნაცნოობი სიტუაცია იქნება ალბათ როცა სათქმელი ბევრი გაქ გონებაშ დააწყობ უკვე და აი .. არ ხდება ისე რომ გადმოგაქ შენი ნაფიქრი. შემოქმედებითი კრიზისი არ გაქ .. მაგრამ მაინც ეგ გამოდის. იყო მომენტები როდესაც მობილურში ვიწერდი ხოლმე თუ უცებ რაღაც მომაფირქრდებოდა .. ახლა რაღაც ძალიან გავზარმაცდი სწორედ ეს იყო ერთ–ერთი მიზეზი იმისა რომ ბლოგზე წერა გადავწყვიტე. 
მინდა ძალიან მინდა რომ ვწერო.   
                                                                                                                                              Takome

Wednesday, November 23, 2011

გუშინ ღამით რვა გასროლის ხმა იყო, ერთით ნაკლებიც და იფიქრებდით მურტალოს ესვრიანო...

             ისეთ ხასიათზე ვარ, რაღაცას სიამოვნებით, მთელი ემოციითა და ენერგიით, რომ დავწერდი.
მაგრამ.
დღეს მთელი დღე ვიწექი და ცუდ ხასიათზე ვარ.
Giuseppe tornatore.
Malena, The legend of 1900
რა გინდა რომ თქვა? ულამაზესი ფილმები.
ვატყობ ჩემი საყვარელი რეჟისორების სიაში თავს იმკვიდრებს ჯუზეპე და მსიამოვნებს, მათბობს და მაღიმებს.
1900-ზე არ მიტირია.
ვატყობ მე უკუღმართი ვარ, ოფიციალური უკუღმართი, ვირი ისეთ რაღაცებზე, რაც იმ მომენშიც კი არ მადარდებს, მაგრამ არ/ვერ ვტირი იმაზე, რაც ვიცი, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ამაღელვებს, ჩემში დაილექება და ჩემ არსებას თავისი არსებობით შეავსებს.
დღეს მელანქოლიკი ვარ, არადა იმ არასწორი აიზენკის ტესტით მე ქოლერიკი გამოვედი.
(აქ ჩემ მწირ ცოდნას გახვევთ თავზე ფსიქოლოგიის სფეროში, "მაგანაც რა ქნას" იფიქრეთ თქვენ და მაინც მოძებნეთ აიზენკის ტესტი, არა? :D)

მაპატიეთ და დღეს იმდნი ვიმეცადინე, სადმე რომ არ გამვიყენო, არ დამეძინება.
პლაცებო ეფექტი.
პლაცებო ეფექტი.
პლაცებო ეფექტი!
(პლაცებო ეფექტი არის თვითდაჯერება, უფრო სწორად კი საერთოდ რაიმეს დაჯერება. (ანუ რომ დაგაჯერებე) მაგალითად როცა გეტყვიან ეს წამალი ტკივილს შეგიმსუბუქებსო, არადა უბრალო ვიტამინს რომ შემოგაჩეჩებენ... რა მერე, რომ მოტყუვდი? მთავარია შედეგი გაქვს, აღარ გტკივა, გამოჯანმრთელდი, წონაში დაიკელი, თვითშეფასება აგიმაღლდა...
მოდით, გავჩუმდები მე, ფსიქოლოგია ცხოვრების ბოლომდეც მეყოფა :D
იქნებ ჩემი მომავალი პაციენთიც კი იყოს რომელიმე თქვენგანი, ვინ იცის??
ა, თქვენ ფსიქოლოგი არ დაგჭირდებათ?
ჰმ.




                                                           fიბინი

Tuesday, November 22, 2011

დათო ტურაშვილი "კურკა"

ძალიან საყვარელი და პაწუკა მოთხრობა მოულოდნელი ფინალით...





მისი ნამდვილი სახელი არ ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ ანა–მარიამი ხშირად ახსენებდა ხოლმე და ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ანას ჯგუფელი იყო საბავშვო ბაღში.პირველად ვნახე ბაღის დამამთვრებელ ზეიმზე, სადაც ანაკომ მრავალმნიშვნელოვნად დამპატიჟა და კურკას გაგაცნობო, – დამპირდა. კურკა მართლა ლამაზი ბიჭი აღმოჩნდა, როგორც ანასაგან ვიცოდი და ზემზე ეცვა თეთრი ჩოხა, ერთად დააყენეს ზეიმის ბოლოს და სურათი გადაუღეს.მერე ის სურათი ანა–მარიამმა თავის ოთახში გააკრა კედელზე და მერე ზაფხულიც მოვიდა.

ზაფხულში კურკა არ უნახავს, მაგრამ რამდენჯერმე სევდიანად, ძალიან სევდიანად ახსენა და სექტემბერში პირდაპირ მითხრა – კურკა მომენატრაო. კურკა სხვა სკოლაში შეიყვანეს და ოქტომბერში ანა–მარიამმა ისევ შემახსენა – კურკასთან წაყვანას რომ დამპირდი , როდის შემისრულებო. უკვე ნოემბერი იყო, როცა სხვა გზა აღარ მქონდა დაპირება უნდა შემესრულებინა და კურკას სანახავად ტაქსით წავედით. ანაკოს ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, კინაღამ საკუთარი შვილის შემშურდა თეთრი, გულწრფელი შურით და კურკას მშობლებს კი ჩვენი სტუმრობა მართლა ძალიან გაუხარდათ. მშვენივრადაც გვიმასპინძლეს, სანამ ბავშვები თამაშობდნენ და უკვე წამოსვლისას, კარგა ტკბილად რომ დამღალა გემრიელმა ღვინომ, წიგნების თაროზე ის ფოტო შევნიშნე, ჩვენც რომ გვქონდა სახლში და ანაკოს და კურკას ბაღის დამამთავრებელ ზეიმზე რომ გადაუღეს. უფრო სწორად, ჩავთვალე რომ ის ფოტო იყო და წიგნების თაროსთან კმაყოფილი სახით, ახლოს მივედი. მაგრამ სურათს დავაკვირდი თუ არა მოულოდნელობისგან გამოვფიხზლდი კიდეც, რადგან ამ ფოტოზე თეთრჩოხიან კურკასთან ერთად სულ სხვა გოგო იყო გადაღებული. ალბათ, ინტიქტურად, ანაკოს რომ არ შეემჩნია , სურათი წიგნებს შორის შევაცურე და მერე დიდხანს აღარც დავრჩენილვართ - მასპინძლებს დავემშვიდობეთ და ფეხით გავუყევით ყვითელი ფოთლებით სავსე ქუჩას. გზაში ბევრი ვიფიქრე და სწორედ მაშინ,როცა გადავწყვიტე, რომ ანაკომ ის ფოტო ვერ შეამჩნია, უცებ გამაჩერა, ხელი მომკიდა და ძალიან ფრთხილად და ძალიან ფრთხილად მითხრა:
– არა უშავს, მა...
გვიანი შემოდგომა იყო და ციოდა, მაგრამ ჩვენ მაინც ფეხით მივუყვებოდით ქუჩას და არაფერი,
არაფერი არ მინდოდა სიკვდილის გარდა...



თაკომე

მმმმონე

დღეს ისეთ ხასიათზე ვარ, მთელი დღე ფუმფულა საწოლზე რომ ვიხტუნავებდი... ოგონდ არა მხიარულად, არამედ ანგარიშმიუცელმად, გაუაზრებლად, გონების დაკარგვამდე :D
გაჭედილ ავტობუსში ისე დავიძაბე როცა ჩემი ჩასვლის დრო მოვიდა, რომ მგონი წნევამ ამიწია.
ინგლისურის გამოცდა სასაცილო იყო, აბა რა გინდა უწოდო გამოცდას, სადაც ზოგი პასუხი კითხვის გასწვრივ წერია? ჩემმა აღშფოთებამ დამკვირვებელი გააღიზიან-გაახალისა: " გადაწერე მერე!"
ნეტა რეალობიდან ამაორთქლა. ჩამსვა მონესთან.,ის დახატავდა მე კიდევ იქვე ჩუმად ვიჯდებოდი.
ტიპი იჯდა და ერთსა და იმავე ნახატს დღის სხვა და სხვა მონაკვეთში ხატავდა, მშვენივრად გრძბნობდა,რომ თითოეული მომენტი განუმეორებელია და ასახავდა კიდევაც.და წყალი! ღმერთო ჩემო რა მარტივად აქვს წყლის პაწაწუნა ტალღების "პრობლემა"გადაწყვეტილი - მსუქანი, გემრიელი ბლიკები! მონე ჩემი უსაყვარლესი მხატვარია და საერთოდ იმპრესიონიზმი მიყვარს! ამაღელვებელი! გადარეული მონასმებით! შეხედავ ნახატს და იგრძნობ ყველაფერს, რასაც მხატვარი განიცდიდა აი ესეტი მხატვრობა მართმევს ლაპარაკის ძალას. სულაც არ მიყვარს სურათივით დახატული ნახატები (ტაFტოლოგია). შეხედავ, დაინახავ რომ კარგი ტექნიკა აქვს მხატვარს და მორჩა. არც მონასმი, არც ემოცია. ამიტომაც არ მიყვარს რუსტაველისა და მშრალი ხიდის ნახატების უმრავლესობა. თუმცა მხატვრების ცხოვრება რთულია და ეს უბრალოდ "პურის ფულისთვის" შრომაა და დარწმუნებული ვარ თითოეული მხათვარი სიამოვნებით დახატავდა იმას, რაც მოსწონს და არა იმას, რაც უფრო გაიყიდება.
ხვალინდელი დრე მახარებს! დასვენება! დასვენება! დასვენება!
დღეს ფილმებს ვამზადებ ხვალ რომ ჩავუჯდე ცხელ ჩაისთან ერთად და ვისიამოვნო, მაგრამ შუალედური გამოცდები! გმერთო მაღალო!
გამაჟრიალა ისე შევწუხდი ამის გახსენებაზე.
თაკომე მაპატიე პოსტი პატარა გამოვიდა :-s





შეუძლებელია ამ ნახატებს უყურო და არ იგრძნო უცბად როგორ შეივსე...




                                                                                          fიბინი

Monday, November 21, 2011

გადაჭედილი ტრანსპორტი

  ავტობუსში ჭყლეტვის ხმა უკვე რომ ჩვეულებრივი მოვლენაა არავისთვის არაა გასაკვირი..
ამას ხალხი იმდენად მიეჩვია რომ უკვე ტაქტიკები შეიუმუშავეს.
1) თუ ხარ მოხუცი აცილებლად უნდა გეგონოს რომ ვერ ჩასსწრებ ჩასვლას და ამიტო იქვე ''პაპაის" ისპანახი უნდა შეჭამო და ყველას უნდა გადაუარო.
2) თუ ხარ ახალგაზრდა აუციელბლად კართან უნდა დადგე და ფეხი არ მოიცვალო შენ გაჩერებამდე მიუხედავად იმისა რომ ათასჯერ დაგეტაკებიან ჩამსვლელ–ამომსვლელები.
3)თუ ავტობუსი გადატენილია მაშინ კონტროლიორიც ვერ ამოეტევა და შესაბამისად ბილეთის აღებაც არაა სავალდებულო და თუ არიქა და ამოვიდა ხელში გამზადებული გიჭირავს ისეთი საწყალი სახით თითქოს ბევრი იწელე იწელე მაგრამ ასაღებ აპარატს მაინც ვერ მისწვდი.


 თუ ავტობუსი გადაჭედილია (და ეს პიკის საათებში საკამოდ ხშირია) მაშინ შენ არ მოგიწევს რომ თავის შესამაგრებლად რაიმეს მოკიდო ხელი საკმარისია უბრალოდ იდგე. ძალიანაც რომ მოინდომო ვერ წაიქცევი.
 გაჩერებაზე ყოველთვის ისმის უკმაყოფილო ადამიანის ხმა "გადაიწიეთ რა ადგილია შუაში" (როგორც წესი ეს ყველაფერი ილუზიაა) და ის ადამაინიც იხტიბარს არ იტეხს და შესუნთქული ეტენება შიგნით. კადრი ქუჩიდან




გადაჭედილ ტრანსპორტში ხალხი ერთმანეთშია აზელილი ასე რომ თუ ბავშვიანი ჩამოხვალ არც ეგ უნდა გაგიკვირდეს..
თუ ავტობუსი იგვიანებს აცილებლად რომელიმე ერთი მგზავრი დაიწუწუნებს და მას მოჰყვება ზღვა წუწუნისა..
ხოლო თუ გაგიმართლა და დაჯექი მაშინ 2 გაჩერებით ადრე უნდა მოემზადო და ნელნელა დაიწყო წინსვლა კარისკენ.
 და თუ შენ ყველაფერი ეს კარგად იცი  და სწორედ ასე იქცევი მაშინ სანერვიულოც არაფერია.






                                                                                                                      თაკომე





Thursday, November 17, 2011

"ოპერაცია დეიდა ტასო" ნაწ.1

ბევრი ვეძებე ინტერნეტში და ვერაფრით ვერ ვიპოვე ჯემალ ქარჩხაძის ეს უსაყვარლესი მოთხრობა ხოდა ამ ზაფხულს გადავწყვიტე ჩემით ამეტვირთა სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ... მაგრამ ნელნელა დავამთავრებ :) 
პროლოგი

პირმშვენირმა მდივანმა გოგონამ მერვედაც იგივე პასუხი დამახვედრა (თავმჯდომარეს თათბირი აქვს და ვერ მიგიღებსო)

ექსპოზიცია

1. ვინ არის და რას წარმოადგენს დედია ტასო.

დეიდა ტასო არის სამოცდათხუთმეტ წელს მიღწეული ვინ ჯგუფის სულიერი არსება; აქვს ხუთოთახიანი ბინა და ჰყავს ერთი ბებერი კატა, სახელად პიმენი.

სინამდვილეში დედია ტასო უფრო მამიდა ტასოა, რამდენადაც მამიდაჩემის ღვიძლი ბიძაშვილია, მაგრამ ვერ იტანს მამიდას დაძახება, რადგან ეს სიტყვა, ცოტა არ იყოს, ფამილარულად Qჟღერს და, თუ კარგად დავუკვირდებით, მემკვიდრეობის ერთგვარ პრეტენზიასაც შეიცავს.



დეიდა ტასოს პორტრეტი



დეიდა ტასო არის ძალიან მაღალი, ძალიან გამხდარი და თავისი ასაკის კვალობაზე წელში ძალიან გამართული ქალი.თეთრი, აბრეშUმივით თმა აქვს, შავგვრემანი სახე, სქელი და გრძელი შავი წარბები, მოზრდილი კეხიანი ცხვირი, განიერი, ოდნავ წინ წამოვარდნილი ნიკაპი და მეჩხერი წვერ-ულვაში.თუ ამას დავუმატებთ დინჯ. Gამოზომილ მიმოხრას, პორტრეტი შეიძლება დამთავრებულად ჩაითვალოს.



დეიდა ტასოს შინაგანი სახე



ა) დეიდა ტასო არიტოკრატია.

რაში გამოიხატება ეს არისტოკრატობა, წარმოდგენა არა მაქ ,იქნებ იმაში რომ, ეგრეთ წოდებულ “საზოგადოებში მოქცევის ნორმებს” არაფრად აგდებს; ან კიდევ იმაში, რომ თავის დას, ანიას, რუსულად ელაპარკება. ვერაფერს გეტყვით. Mაგრამ არისტოკრატი როაა, ეს დანამდვილებით ვიცი.

ბ) დეიდა ტასო დამსახურებული მასწავლებელია.

Aმას ადვილად შეამჩნევს ყველა, ვინც სამკერდე ნიშნებში ერკვევა.ზამთარში მაკარონის საყიდლად რომ გამოდის სახლიდან, დამსახურებლი მასწავლებლის ნიშანი პალტოზე უკეთია, შინ რომ დაბრუნდება და პალტოს გაიხდის, სამკერდე ნიშანს იხსნის და კაბაზე იბნევს.

გ) დეიდა ტასოს ძალიან უყვარს თეატრალური ხელოვნება (მთავარი შტრიხი დეიდა ტასოს შინაგან სახეში).

არ აცდენს არც ერთ ახალ წარმოდგენას.

კარგად იცნობს მსოფლიო დრამატურგიას და თეატრის ისტორიას, მოყოლებული ანტიკური ხანიდან დღემდე.

ხშირად უთქვამს: მოწოდებით მსახიობი ვარო.

არანაკლებ ხშირად უთქვამს: მოწოდებით რეჯისორი ვარო.

ერთი სიტყვით სულით ხორცამდე თეატრალია.

Dდ) დეიდა ტასოს სძულს ნათესავები(მეორე მთავრი შტრიხი დეიდა ტასოს შინაგან სახეში.)

Aარც ერთი ნათესავი თავის ბინაში არ ჩაწერა.

Aარც აპირებს.

Dდაუფარავად ამბობს, ბინა სახელმწიფოს უნდა დავუტოვოო.

2) ვინ ვარ და რას წარმოვაგდენ მე.

Mმე გახლავართ 38 წლის კაცი, ცოლშვილიანი (4 ანგელოზი გოგო მყავს), განათლებით ეკონომისტი, პროფესიით საქონელმცოდნე, თანამდებობით უფროსი საქონელმცოდნე. ვმუშაობ ერთ დიდ დაწესეუბლებაში. ხელმძღვანელობა კარგი თვალით მიყურებს და იმედი მაქვს, როცა განყოფილების გამგეს მანქან დაეჯახება, მის ადგილს მე დავიჭერ.

როგორც ყველა ეკონომისტი, გატაცებული ვარ პოეზიით და, როგორც ყველა საქონელმცოდნე, ვცხოვრობ საშუალოდ.

ბევრი რამ უკვე მაქვს, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ მაკლია.

მაგალითად, ბინა.

ბინა არა მაქვს.

ჩოლ-შვილი მყავს ( 4 ანგელოზივით გოგო) და ბინა არა მაქვს. უბინაობა კი, მოგეხსენებათ, არ არის კარგი.

კვანძის შეკვრა

რად უნდა სახელმწიოს ვიღაც დამსახურებული მასწავლებლი ხუთოთახიანი ბინა?!

ღოგორც თანამედროვე ფიზიკა გვასწავლის, სამყაროში ყველაფერი შეფარდებითია. ის , რაც ჩემთვის დიდი და მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსთვის პატარა და უმნიშვნელოა.

Gგარდა ამისა, მე სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები.

Eესეც არ იყოს, ის “ვინმე”, რომელმაც ადრე თუ გვიან დეიდა ტასო მიწას უნდა მიაბაროს, მე ვარ. ამიტომ, თუ სადმე სამართალია, უნდა მოერიდოს ჩემს განაწყენებას(ისე, გინდაც გამანაწყენოს,რა თქმა უნდა, დამარხვას მაინც არ დავზარდები. მაგრამ, როგორც იტყვიან დამარხვაც არის და დამარხვაც)

... და აი, ერთ მშვენიერ დილას, როდესაც გაზაფხულის მზე თანდათან ძალას იკრებდა, ატმის და ტყემლის კვირტები სიცოცხლეს შაჰხაროდნენ და ჩიტების საამური ჟღურტულით არემარეს ავსებდა, მე, უფროსმა საქონელმცოდნემ, სიკო მელაძემ, გადავწყვიტე მემკვიდრების მაძიებელი გავმხდარიყავი წარმოებიდან მოუწყვეტლად.

მოქმედების განვითარება

ერთხელ, ნასადილევს, როდესაც ცოლი ჭურჭელს რეცხავდა, ქმარმა საზეიმო მარშით რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა ოთახში, ბოლოს გარეცხილი თეფშების გვერდით შედგა, ხელები გულზე დაიკრიფა და განაცხადა:

-ბრწყინვალე იდეა დამებადა.

-ჰო -უინტერესოდ თქვა ცოლმა.

-დეიდა ტასოს ხუთოთახიანი ბინა უნდა ჩავიგდო ხელში.

ცოლმა სკეპტიკურად გაიცინა.

-კარგად ვერ გიცვნია დეიდა ტასო.

- რას ჰქვია ვერ მიცვნია! ერთი კვირაა იმაზე ფიქრში ვიღამებ და ვათენებ! შენ თუ ის გინდა თქვა, რომ მძიმე და შეუპოვარი ბრძOლა მომელის, მაგაში გეთანხმები. მაგრამ, - აქ ქმარმა ხმაში საზეიმო კილო შეაპარა, - გამარჯვება, რაც უფრო ძნელია, მით უფრო ტკბილია.

ცოლმა ამიოხრა და თქვა.

- ღმერთმა ქნას ჩვენს ბატკანს მგელი დაეჭიროს.

... ცოლის სკეპტიციზმს არ შევუშინებივარ. პირიქით, ოპერაციის პაქტიკულ მნიშვმელობას სპორტული ჟინიც ზედ დართო და გაორკეცებული ძალით დავიწყე ფიქრი.

საფიქრელი კი ბევრი მქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველი საზოგადოება სავსეა მემკვიდრეობის მაძიებლობით, მეთოდოლოგიის თვალსაზრისით ამ დარგში მნიშვნელოვანი არაფერი შექმნილა.

უხსოვარი დროიდან არსებობს ერთი და იგივე იდეა: თავი შეაყვარო საძიებელი ობიექტის პატრონს(ამ მიზნით: ელაქუცო, თვალებში უყურო, აქო, მონურად ემსახურო).

გამომადგება თუ არა მე ეს პრიმიტიული საშუალება?

ღასაკვირველია, არა!

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყოვლად წარმოუდგენელია ვინმემ (მით უმეტეს ნათესავმა) თავი შეაყვაროს დეიდა ტასოს.

მაშასადამე, სხვა გამოსავალი უნდა მეპოვა, ისეთი გასაღები უნდა შემექმნა, მის ხასიათს რომ მოერგებოდა.

ბევრი ვიფიქრე, ბერვი ღამე თეთრად გავათენე და ბოლოს, დეიდა ტასოს სულის ღრმა და საფუძვლიანი ანალიზის შედეგად, ერთ მშვენიერ იდეას მივაგენი.

ეს იყო იდეა, სადაც მემკვიდრეობის მაძიებელთა ტრადიციულ თავის შეყვარებას ცვლიდა შეჩვევა.



შეჩვევა.

ის ძაღლი, იტალიელებმა თუ ჰოლანდიელებმა რომ ძეგლი დაუდგეს, სიყვარულის გამო არ ელოდებოდა პატრონს წლების განმავლობაში. თავადპირველად შეიძლება ეს მართლაც სიყვარულის მაგვარი რაღაც იყო, მაგრამ შემდეგ ჩვევად იქცა და ბოლოს იმ ძაღლს წარმოდგენა არ ჰქონდა, რისთვის დადიოდა ყოველდღე ტრამვაის გაჩერებაზე. უბრალოდ დადიოდა. ჩვევა გამოუმუშავდა და დადიოდა. ღაც შეეხება პატრონს, მისი სახე დიდი ხანია ამოშლილი იყო ერთგული პირუტყვის მეხსიერებიდან.

დაახლოებით ასეთი ჩვევა , ასეთი რეფლექსი უნდა გამომუშავებოდა დეიდა ტასოს.

ისე უნდა შემჩვეოდა, რომ უჩემოდ ვერ გაეძლო.

ჩვევა კი ზოგჯერ სიყვარულზეც ძლიერია.

Mაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ გაცილებით უფრო ადვილია( როცა კი საერთოდ შესაძლებელია) ვინმეს თავი შეაყვარო, ვიდრე თავი შეაჩვიო.




                                                                         თაკომე

Wednesday, November 16, 2011

ფოთლები ცვიოდა, არადა მწვანე იყო.

8-ს რომ 5 აკლდა, ძლივს გამოვიეხედე თვალებში და კინაღამ საწოლიდან გადმოვვარდი.
გამოუძინებლობავ! სტუდენტობა უნდა გერქვას შენ.
მე და თაკომეს ავტობუსმა გაგვასწრო (ფეხი-ფეხადო, თუ როგორ?), მაგრამ მეორემ არ დააყოვნა.
დღეს საინტერესო არაფერი მომხდარა, გარდა ფსიქოლოგიური ტესტებისა.
გუშინ.
არ ვიცი დააკვირდით, თუ არა, მაგრამ გუშინ ხეებს ერთბაშად დასცვივდა ფოთლები. დილით მივდიოდი უზარმაზარი, ძველი თუთის ხის ქვეშ და თავზე ფოთლები მცვიოდა, მე თავი რომელიმე ფილმის გმირად წარმომედგინა, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეგრძნება მაშინვე გაქრა, რაც მოსახვევს გავცდი.
მოსახვევის იქით სიჩუმე იყო არადა, ცივი მთქნარებაატეხილი დილა იყო, პატარა ბავშვივით გაფუებული ლოყები ჰქონდა :D ( აი, აქ კი უკვე გავაფრინე :D ცოტაც და ეს ჩემი მოკრძალებული "თხრობა" ნოველად, მერე კიდევ რამე ბანძ რომანად გადაიქცევა და დავიღუპები )
არა, თუ არ ვიმაიმუნე, არაფერი გამომივა.
და აი! მოსახვევში გამოჩნდა ის! ჩემი გრძნობათაამშლელი და დამლაგებელი! ჩემი ნერვული სისტემის გამღიზიანებელი და დამამშვიდებელი! მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ის!!! ის იყო! << ეს დაახლოებით ისეთIვე   ჩანართია , აი ფილმებში რომ რაღაცას წარმოიდგენს პერსონაჟი (მაგალითად თავის ბოსს მაგრად სცემს), და სინამდვილეში უბრალოდ რომ დგას ხოლმე :D
 რა თქმა უნდა არც არავინ  გამოჩენილა მოსახვევში და მეც მშვიდად და უზრუნველად მივაღწიე გაჩერებამდე და იმის იქითაც.
შემდეგ. ( დღის მეორე ნახევარში)
მე და თაკომემ დიდი ხნის წინ დაგეგმილი რაღაც " ჩავიდინეთ" ...გადავლახეთ მარჯანიშვილის მტვერი და ტალახი! ვყლაპეთ ცემენტი! ავიცილეთ აგურები! ვიცოცეთ ხარაჩოებზე (თუ რაც ქვიათ) და მივაღწიეთ წითელ ჯვარში:D (იქნებ ცოტას ვაჭარბებდე კიდევაც...)
სიტყვა მოხალისეების გაგონებამ იქაურობა ეგზომ გაახალისა და გაბადრა :D

ბევრი რომ   არ ვიბოდიალო და ჰიპერბოლამ რომ არ ამიყვანოს ტყვედ, ვიტყვი, რომ წყნარად და მშვიდად ჩავეწერეთ მოხალისეათა რიგებში და ეხლა ერთგული და მოწადინებული ფინიებივით ველოდებით დავალებას.

ჩვენ ვიქნებით გაჭირვებული ხალხის დახმარების სადარაჯოზე! მოგვბაძეთ ჩვენ!
к службе готовы!!!
წინ! წინ და კიდევ ერთხელ წინ! აღარცერთი ნაბიჯი უკან!!!
წავედი მე საბჭოურ-პროპაგანდისთულ დებილობებში :D

მუდამ თქვენი წითელ ჯვაროსანი                      fიბინი
.

Monday, November 14, 2011

“ასეთი ამინდი თითქოს ადამიანის გამძლეობის გამოსაცდელად იდგა.” –ჯერალდ დარელი



   სწორედ ასეთივე ამინდი იყო დღეს. 7ზე მაღვიძარამ დარეკა უცებ შევკრთი და გავთიშე ფიქრით “5 წუთიც და” გავიდა რათქმაუნდა გვერდითხსენებულ 5 წთზე მეტი სანამ მე ავდექი. ავტობუსმა “ფეხიფეხზე”(ეს სიტყვა დღეს მოვიფიქრე რა და შემეშალა და ასე დამკვიდდრდა ჩემს ლექსიკონში) გამასწრო. დამაგვინდა , ლექციები გამიცდა, შემცივდა და მოკლედ ათასი უბედურება დამატყდა თავს სანამ ისევ სახლში არ აღმოვჩნდი.
 იქაც მიმუხთლა ბედმა და ფიბინი ამომადგა. დავიწყეთ სამუშაოს ძებნა. „სამუშაო“ „სამუშაო სტუდენტებისთვის“ „ვეძებ სამსაუხრს“ და მსგავსი შინაარსის ძიების შემდეგ აღმოვაჩინეთ ჭღრპ საიტი სადაც სულო და გულო ინატრე ხელფასიო, ფეხიფეხზე გადადებაო, თქვენ ოღონდ მოდით და... მოკლედ როგორც შემდეგ დავასკვენით ტყულად გვიხაროდა. პინოქიო რომ ყოფილიყო მაგ საიტის ავტორი პლანტაციები ექნებოდა ცხვირზე.
მოკლედ ჩვენი რჩევა იქნება ნუ ენდობით მსგავს შემოთავაზებებეს : „.ანაზღაურება 700 ლარი“
 „ გათვალისწინებულია უფასო სწავლებები 2 კვირიდან 1 თვემდე და კარიერულ წინსვლასთან ერთად მიღწეულ შედეგებზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები და დიპლომები.“


 და რაც მე და fiბინიმ  ვისწავლეთ(ან ვიწვნიეთ) დღეს იყო ის რომ
 „აუცილებელი სახლის ტელეფონის ქონა“ ...
                                                                                                                         takome

ავე.

დღე ავე მარიათი დაიწყო,ოღონდ მოდილიანიში როა აი იმითი, მთელ ფილმში ეგ მომენტი მიყვარს ყველაზე მეტად...
აჰა, ე.ი მოდილიანიზე ვწერ, როგორც ჩანს, უმრავლესობამ ფილმის შემდეგ გაიგო მისი არსებობის ამბავი და უმრავლესობამ ფილმის მერე გააფანატა და ჭკუა ჩაიკეტა. "აუუ! ვგიჯდები მოდიზეეე" თბილისელი გოოგების დევიზი, გამოწვეული იმით, რომ მხოლოდ ეს მხატვარი იციან :-s (მომადგა ცრემლი) არა, მოდილიანის სრულებითაც არ ვერჩი, პირიქით, მაგრამ ესე ბრმად გაფანატება და შოკში ჩავარდნა არ მესმის და რა ვქნა :P
ბარემ რადგანაც მხატვრებით დავიწყე... მე მონე მიყვარს.
ავე მარია დამთავრდა და გია ყანჩელი დაიწყო! აქ არაფერს ვიტყვი. 
ვარ არამოტივირებულად კარგ ხასიათზე :D (ეგ როგორია არც მე ვიცი)
გუშინ დავდიოდი და ინფორმაციას ვაგროვებდი, თოთოეული წერტილი და მძიმე დავგეგმე და... არც არაფერი, გული მიგრძნობდა რამეს სხვას დავწერდი.

შტოტა იზ რიადა ვონ ვიხოძიაშეე : იმაზე ვზიფრობ, რაზეც არ ღირს :D (ისე, საერთოდ ადამიანები, ბევრს ვფიქრობთ ხოლმე.)
ჩემი თავის მეამაყება, 4 თემა საათზე ნაკლებში (სემერიხ ადნიმ უდარამ :D არ იცით ეს ხო? :D)

ველოდები ჩემი ინგლისურის მასწავლებელს (ჩემი ინგლისურის?). როგორც ყოველთვის აგვიანებს აგერ უკვე 49-ე წუთი დაიწყო...

მოვა და ვა ვეტყვი (გთხოვთ, გთხოვთ მაპატიოთ ჩემი საქციელი :ჭრიჭინა:):а ты такой не жданны как гитлер в аквапарке  :)))))

წავედი მასწავლებელი მოვიდა.არა, არ მოსულა მინდოდა დრამატული ვყოფილიყავი :D 

P.S ნეტა როდის დავიწყებ რამე ღირებულზე ლაპარაკს? ვიცი რამე ღირებულის შესახებ? და იქნებ ღირებული მობეზრდა ყველას (გაჭირდა კაცო ცხოვრება :D)

 ბირჟავიკები იხ. ზემოთ ^ ^ ^ ^ ^ ^ ^(ეხლა თვქენც, და მეც ... ანუ მოკლედ ჩვენც და მოკლედ ყველას გვიკვირს ესენი რა შუაში არიან აქ. :?)

მორჩა კინო, წაით სახლებში.



  fიბინი

პატარაობანა

 მას შემდეგ, რაც სამი კალიისმაგვარი რაღაც მივასრისე კედელზე (ჩემი ძმიოთახის კედელზე), არარსებული სახელოები დავიკაპიწე და ვიწყებ. თუმცა შოკი ჯერაც არ მშორდება: მე.კალია. მოვკალი. (თანაც სამი) არ იფიქროთ ეხლა ეს იმათ რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც ცხოვრებაში ჭიანჭველისათვისაც არ დაუდგამს ფეხი და ეხლა შეძრწუნდაო. :D მე როგორც ბიჭებთან ერთად გაზრდილი გოგოების (ე. წ თომბოების) უმრავლესობა, სულაც გამადიდებელი შუშით დავსდევდი მწერებს, პლასტმასის ჯარისკაცებით ვთამაშობდი და "უჟასებს" ვყვებოდი კოცონთან :P
საიდან დავიწყე და...
ჰო, კალიების სიკვდილმა იმიტომ შემაძრწუნა,რომ უბრალოდ მათი მეშინია (მას მერე, რაც "გავიზარდე")... შემიძლია ვიამაყო, რომ რაღაც მაქვს სალვადორ დალისთან საერთო :D 
ეჰ, დალისთან საერთო.
სამაგიეროდ! მე შემიძლია შემთხვევით ფრჩხილი შევიტრუსო, ძილში საწოლიდან გადმოვვარდე და მთელი დღის მენიუ აღვბეჭდო დედაჩემის მიერ "გაპიწკინებულ" სამოსზე, მე, ჩემი თმის შემაწუხებელი სიგრძითა და სისწორით, თვალების   ნახევრად სიმწვანითა და ნახევრად   თაფლისფერობით, არამდგრადი ხასიათითა და წარმოუდგენელი სიჯიუტით მაინც გავხდები ტარანტინოს მუზა :P

წესით მე არ მცალია და აქაურობაზე არცკი უნდა ვფიქრობდე, მაგრამ რა ვქნა, მომბეზრდა "სწავლა! სწავლა!და სწავლა!" და რაღაც მხიარული მინდა, თუმცა არავითვის იქნება გასაკვირი აქაურობა ისევე რომ დამავიწყდეს, როგორც ჩემი წინა დღის ჩაცმულობა.



fიბინი