Friday, March 30, 2012

fibiს ენა - თარსი ენა

მმმმ დაინტრიგდა ფიბი და უნდა გაიგოს რას ვერჩი.. რას და აი ამ პოსტში მიგვათარსა   ლინკი ჰუჰ მართალია ხვალაა დაჯილდოვება მაგრამ მაინც... არც პირველი ადგილი აგვიღია არც მეორე =)) ხვალინდელს იმეზია ფიბი მოყვება (ასე ამბობს კომპი მაქგაფუჭებული და ვერ შემოვიდვარო...ნწნწნწ) თაკომეს იმედზე ბლოგს რომ ტოვებ...



   მმმ სიახლეები სიახლეები ... 
როგორც იქნა ცხრილს მივეჩვიე მართალია ...მაგრამ ერთ დღეს ჯერ პირველში მაქ მერე ეგრევე მეხუთეში მერე ისევ ეგრევე პირველში და მიწევს სირბილი ენაგადმოდგებულს.. საგნებსაც არაუშავს და არ შემიძლია არ მოვყვე (ნუ ნამიოკები იყო დღეს მოყევი, მოყევიო) იოგას ერთ მაგალითზე თუ რა ვიცი რაც ქვია.. 
მოკლედ მიდიხარ გზაზე უკან დახევა არ შეგიძლია .. არც გვერდზე წასვლა.. უცებ წინ ხედავ ხეზე გველს... სხვა გზა არ გაქ წინ უნდა წახვიდე და როცა  შენი დაინტერესება უკვე პიკს აღწევს ლექტორი გეუნბენა რომ მიუახლოვდები აღმოჩნდება ეს გველი კი არა თოკი ყოფილაო =)) (უკვე მე3ედ მოვისმინე ლექციაზე)
    რამაც შეიძება ლექციაზე "მომკლას" ეს არის ის როდესაც
ლექტორს მასწით მიმართავენ
როცა ხმამაღლა გაუჩერებლად ლაპარაკობენ ..
როცა ვიღაც ამ ლაპარაკით დაღლილი წამოხტება და იწყებს იმათ ლანძღვას ვინც ლაპარაკობს ..
როცა ვიღაც მაგარიროჟა თავისი ვითომდა ცოდნის დემონსტრაციას ახდენს...
როცა მოღადავე ტიპები იუმორს აფრქვევენ..
როცა ლექციაზე ათას უაზრო კითხვას სვამენ იმიტომ რომ "იაქტიურონ"
როცა დაგვიანებული ოვაციით შემოდის ლექციაზე
როცა ლექციას კომენტარებს უკეთებენ..


და ა.შ 


                                                                                                             მოწუწუნეთაკომე

Monday, March 26, 2012

რემბრანდტ ვან რეინი



 რემბრანდტ ვან რეინი (1606-1669) ჰოლანდიელი მხატვარი დაიბადა მდიდარი მეწისქვილის ოჯახში.
  რემბრანტის პირველი მეუღლე სასკია ვან იულენბორხი იყო. 1642 წელს სასკია გარდაიცვალა, რემბრანტი გახდა მნიშვნელოვანი ქონების მფლობელი, მაგრამ ინტერესი მისი შემოქმედებისადმი ნელ-ნელა ეცემოდა, ის სულ უფრო მეტად იხლართებოდა ვალებში. გარკვეული წლების შემდეგ გაიყიდა მისი სახლი, ნივთები კი აუქციონზე გაიტანეს. 


"უძღები შვილის დაბრუნება" 




მას დახატული აქვს უამრავი ავტოპორტრეტი. ავტოპორტერებს იგი ხატავდა მთელი ცხოვრების მანძილზე ადრეული ასაკიდან დაწყებული, როდესაც იგი საკმაოდ წარმატებული და მოდური მხატვარი გახლდათ, ღრმა სიბერემდე, როდესაც მის სახეზე აღიბეჭდა სიმარტოვის სიმწარე და გაკოტრების ტრაგედია.








 რემბრანტის პორტრეტები გამოირჩევიან იმით, რომ მაყურებელი მათთან თითქოს ძალიან ახლო კონტაქტში შედის.






























































თაკომე




Sunday, March 25, 2012

* * *



 პოეზია (ბერძნ.: ποίησις "ვქმნი") — ხელოვნების უძველესი ფორმა, რომელშიაც ენა გამოიყენება მისი ესთეტიკური თვისებების გამო, მის მნიშვნელობასთან ერთად.


ოთარ ჭილაძე

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ,როგორც სიცივეს!
გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე
და ხმაურს ვიწყებ....
გათავდა..აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე,მხრებზე,მუხლებზე...სულში...
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც...
შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!...


  ***
აღარ დამაცდის, მოვითქვა სული
ან მოვიმაგრო ფეხი მიწაზე
და ვიდრე პეშვით მოვიკლავ წყურვილს,
ამატივტივებს და გამიტაცებს.

დამედევნება წივილით ქარი,
გამებლანდება ფეხებში ჩქერი,
დამეკარგება ფიქრი და კვალი,
ამიჭრელდება თვალი და ჭერი...

ბოლოს თევზივით შევრჩები რიყეს,
დალეწილი და დაღლილი ძლიერ,
თითოს მშფოთვარე სიზმარი იყო
და აუხდენელ ოცნებებს ვსდიე...

და აი, ბოლოს რიყეზე დავრჩი
და ვგრძნობ, როგორი უმწეო ვიყავ,
როგორც ქალაქში სოფლელი ბავშვი,
როგორც მძერწავის ხელებში თიხა.

მაგრამ იმ ქროლვას დღემდე ვიგონებ,
ქვის მოთმინებით ვიცდი და ვიცი,
რომ თუკი ისევ ჩამომიქროლებს,
მეც ერთი ტალღა გავხდები მისი.

კოლაუ ნადირაძე

პატარა ბავშვის ტერფების კვალი
ნამიან სილას ზღვის პირას აჩნდა...
მე თითქოს წამით ამეხსნა თვალი
და ის დღე ვიგრძენ იდუმალ ძალით,
როცა სიცოცხლე პირველად გაჩნდა!
ვიდექი მარტო. შორიდან ფრთხილად
მოდგა სიჩუმე და გულში ჩაჯდა.
ვხედავდი პირველ გაჩენის დილას...
და მხოლოდ სილას, ნამიან სილას,
პატარა ბავშვის ტერფები აჩნდა...


  შოთა ნიშნიანიძე  

არა მინდა რა, მილხინს თუ მიჭირს,
არაფერს არ ვთხოვ ბედს ჩაციებით,
ოღონდაც მომცეს მოთმენის ნიჭი,
მონანიების და პატიების.

ოღონდ შემეძლოს კვლავ გაოცება
და სიყვარული ღვთით ბოძებული,
თუნდაც სულ ჩემი დღე და მოსწრება
ვიყო ბავშვივით მოტყუებული.




თაკომე 

Wednesday, March 21, 2012

ყველაფერი დასწრებაზეა



ეს ჯუნგლების კანონია =)) მე როგორც თსუს სტუდენტს უკვე საკმაო გამოცდილება დამიგროვდა,ამიტომ ვიცი რომ აუცილებელია ელვის სისწრაფით შევარდე საიტზე და ყველას დაასწრო რამის არჩევა (საგანი ან ლექტორი)

...
ამიტომ არ გამჭირვებია სტუდენტურ დასაქმებაში სამუშაოს აღება (ნუ პირადად მე არ მიწვალია ამაზე ოჯახის წევრებმა გამიკეთეს მაგრამ..) 
ასე რომ ზაფხულის ცხელ დღეებს ბიბლიოთეკაში კლავიშების წკაპუნში გავატარებთ მე და ფიბი (ისიც ჩემთან ერთადაა)
დღეს მეილიც მომივიდა რომ ყველაფერი რიგზეა ხოდა გვეცმევა თეთრი summerjobის მაიკა და ვივლით ასე..


 ზოგადად კაია მსგავსი ტიპის წახალისებები მაგრამ მიუხედავად იმისა რომ "დასწრებაც" მოვასწარი მაინც არ მომწონს თვითონ სიტუაცია როგორც ხდება გადანაწილება ... აი ეს დასწრების პირნციპი ხო მკლავს... ჩასაფრებული უნდა იყო და ყოველ წამს არეფრეშო და გულში ფიქრობდე "დავასწრო! დავავასწრო!" 
არც ის მომწონს რეგისტრაცია 20 აპრილამდე როა და პირველივე დღეს საღამოს თითქმის აღარაფერი დარჩა .. 
არც ის მომწონს რომ წერია 500 ლარია ხელფასიო და სინამდვილეში 400ს რო გაძლევენ


მოკლედ მე კი ვარ გახარებული მაგრამ...რო არ ვიწუწუნო არც ეგ არ შეიძლება =))


თაკომე ვარ ბოლოსდაბოლოს

Tuesday, March 20, 2012

ბოლო ყვავილი ( ჯეიმს თურბერი )


ძალიან უხდება ერთმანეთს 



ყველასათვის ცნობილია, რომ XII მსოფლიო ომმა
ცივილიზაცია თითქმის მთლიანად გაანადგურა.
ქალაქები, სოფლები მთლიანად აღიგავნენ პირისაგან მიწისა.
ტყეებიც განადგურდა,
ბაღებიც,
ხელოვნების ნიმუშებიც...
კაცები, ქალები და ბავშვები უფრო დაბლები გახდნენ, ვიდრე ყველაზე დაბალი ცხოველები იყვნენ.
გულაცრუებულმა და დაღონებულმა ძაღლებმა მიატოვეს მათი დაცემული პატრონები.
დედამიწის ყოფილი ბატონების ამგვარი დაცემით გულმოცემული კურდღლები თავს დაესხნენ მათ.
წიგნები, ნახატები და მუსიკა გაქრა დედამიწიდან და ადამიანები ისხდნენ ასე, გულ-ხელ-დაკრეფილნი და არაფერს აკეთებდნენ.
ასე გადიოდა წლები...
რამოდენიმე გენერალს, ვინც გადარჩა, იმათაც დაავიწყდათ ბოლო მსოფლიო ომის ამბები.
ბიჭები და გოგონები იზრდებოდნენ ერთმანეთის ყურებაში და არაფერს გრძნობდნენ, ვინაიდან სიყვარულმა დატოვა ეს ქვეყანა...

ერთ დღეს, ერთი გოგონა, რომელსაც არასოდეს ენახა ადრე ყვავილი, შემთხვევით წააწყდა ბოლო გადარჩენილ ცალს.
მან მიირბინა ადამიანებთან და უთხრა, რომ ყვავილი კვდებოდა.
ერთადერთი, ვინც გოგონას ლაპარაკს ყურადღება მიაქცია, ახალგაზრდა კაცი იყო, მხოლოდ მას დააინტერესა რაღაცამ.
გოგონამ და ახალგაზრდა კაცმა ერთად დაიწყეს ყვავილის მოვლა და მანაც იხარა.
ერთ დღეს, ყვავილთან ფუტკარი მოფრინდა, მერე ბეღურაც.
მალე იქ ორი ყვავილი აღმოცენდა, მერე ოთხი და მერე ძალიან ბევრი.
ტყეები კვლავ აღმოცენდა, აყვავდა...
გოგონა დაინტერესდა როგორ გამოიყურებოდა.
ახალაზრდა კაციც დაინტერესდა გოგონათი და აღმოაჩინა, რომ სიამოვნებდა მასთან ყოფნა.
დედამიწაზე კვლავ დაიბადა სიყვარული.
ჯანმრთელი და ძლიერი შვილები ეყოლათ, მათ სიცილი და სირბილი ისწავლეს.
ძაღლები დაბრუნდნენ გადასახლებიდან.
ახალგაზრდა კაცმა აღმოაჩინა, რომ თუ ქვას ქვაზე დაადებდა, თავშესაფარს ააშენებდა.
ძალიან მალე ყველამ ააშენა თავშესაფარი.
ქალაქები და სოფლები კვლავ წამოიმართნენ.
ქვეყანაზე დაბრუნდა სიმღერა.
ტრუბადურები და ჟონგლიორები,
მკერავები და მეწაღეები,
მხატვრები და პოეტები,
მოქანდაკეები და ბორბლის ხელოსნები,
და ჯარისკაცები...
... და ... ,
 ... და ...,
... და ... ,
... და ... ,
და ლეიტენანტები და კაპიტნები,
და გენერლები და მაიორები,
და განმათავისუფლებლები, ვინც სიტყვით გამოდიოდნენ კრებებზე და იცავდნენ ხალხის ინტერესებს.
ზოგი სად წავიდა საცხოვრებლად და ზოგიც სად.
ხანი გამოხდა და ვინც მთებში წავიდა საცხოვრებლად, მოისურვა ბარში ცხოვრება,
ხოლო ვინც ბარში ცხოვრობდა, მთებში გადასახლებას აპირებდა.
განმათავისუფლებლებმა, ღმერთის სახელითა და ხალხის ინტერესების დასაცავად, გააღვივეს უთანხმოება.




და ასე ჩაერთო ქვეყნიერება კვლავ ომში
 


ამჯერად ყველაფერი განადგურდა ...
 და ყვეყანაზე არაფერი აღარ გადარჩა 


მარტო ერთი კაცი
და ერთი ქალი
და ერთიც ყვავილი!.




თაკომე

უსახელო და უსურათო პოსტი

ალბათ გახსოვთ ჩვენი ეს პოსტი... :D
დღე დილის 9 საათიდან დაიწყო.
როცა ჯერ კიდევ ლამის თვალგაუხელელი მოვთავსდი კომპიუტერთან და summerjob.ge-ზე შევედი.
შევედი აბა რა ვქენი.
გადაჭედილი საიტი და დაგვიანებული რეგისტრაცია.
დაგვიანებული რეგისტრაცია და ვაკანსიების აღარარსებობა.

ჩამმა კომპმა საშვილიშვილოდ გაჭედა, თაკო კიდევ საერთოდ არ იყო სახლში და რეგისტრაციის ამბები ოჯახის წევრებისთვის ჰქონდა გადაბარებული.ვაკანსიები ხალხმა ისევე დაიტაცა, როგორც პური მაღაზიებში, ომის დროს :D
თუმცა მე და თაკომეს ბედმა გაგვიღიმა, იმიტომ,რომ: ა) საერთოდ რაღაც ადგილი გვერგო, ბ) ორივე ერთად მოვხვდით. (პრინციპში იმასიც გაგვიმართლა რო გაგანია ზაფხულში გარეთ მაინც არ მოგვიწევს ყოფნა :D)
თსუ-ს ბიბლიოთეკაში ავკრებთ სამეცნიერო ნაშრომებს კომპიუტერში და აი ზუსტად ამაში დავხარჯავთ ძვირფას ერთ თვეს.
ჩავიცვამთ იმ საშინელ ფორმას და ვივლით მოკლედ გარიმებულები.
რაც შეეხება ამინდს, ხალხი მზეზეც ისევე "დახამდა", როგორც ვაკანსიებზე :D
მაგრამ ავტობუსში გავიგონე 21-დან ისევ აცივდებაო და რავიცი...რავიცი...


p.s მაპატიეთ, სურათი ცოცხალი თავით არ დაიდო :-s
                                                                        fიბი

Thursday, March 15, 2012

რა კარგი იქნებოდა...

                         ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა თსუში არ ჩააბაროო..

ოჰ ღმერთმანი რამდენი პრობლემა მომესნებოდა..
ჯერ ხომ დარეგისტრირებაზე ვიაარე 3 დღე და მიჭეჭყილ მდგომარებაში დავრჩი .... მერე ათასი გაუგებრობა ყველა რომ ერთმანეთთან გიშვებს იქ იკითხე არა იქ იკითხე მერ ესე აღმოჩნდება საწყისს პოზიციას უბრუნდები და იქ გეტყვიან აა ხო ეგ აქ უნდა გეკითხა..

მოკლედ დღესაც "კურიოზული" სიტუაცია გადამხდა თავს ავირჩიე ერთი საგანი და შესაბამისად ლექტორი... აღმოვაჩინე რომ ის ლექტორი რომელიც მე ავირჩიე სულაც არაა იმ დროს და იმ აუდიტორიაში რაც მე დამიწერა თსუმ ცხრილში ხოდა ჩავედი კითხვით რა ვქნა..
მე: უკაცრავად აი ესე და ესეა და რა ვქნა?
ქალი: მერე რა ლექტორს რა მნიშვნელობა აქვს
მე: როგორ თუ რა მნიშვნელობა აქ
ქალი: რა მნიშვნელბა აქ?
მე: მე ის ლექტორი მინდოდა და იმიტომ ავირჩიე ის
ქალი: არ ვიცი აბა იქით მიდი (რა თქმა უნდა სვხგან გამიშვა)
იქ უკვე კაცი დამხვდა...
მე: უკაცრავად აი ესეა და რა ვქნა გამოცდის დრო რომ მოვა მერე რომელი ლექტორი უნდა დავაწერო "ნაშრომს"?
კაცი: რა დროს გამოცდებია .. (ამაზე კიდევ კაი უკვე სიცილი არ ავტეხე.... ისტერიული)
კაცი: ჯგუფი მითხარი რომელია
მე არ მახსოვდა 
კაცი: ხოდა გაიგე ჯგუფი და ჯგუფის მიხედვით იქნები.. 
მე: და იქ რომ სხვა ლექტორი მიწერია..
კაცი: მერე რა
დავიშოკე და წამოვედი ცხრილი მოვნახე და ამოვწერე..
დადადადადანნნ! და აი სახლში მოვდივარ და ჩემი არჩეული ლექტორი აღარ მყავს მიწერია იმ ქალის სახელი ... (რომელის ცხრილიც რატომღაც მე დამიწერა)
მოკლედ ახლა ვზივარ და ვერ ვხვდები რო აზრი  არ აქვს როდის გაგეხსება ბაზა როდის აირცევ ნანატრ ლექტორს მაინც ისე იქნება როგორც თსუს აწყობს..
და მართლაც რა აზრი აქვს ლექტორს ...
ხომ თანაც ისიც სახსენებელია რომ 3 საგანი რომელიც ავირჩიე ... და ვუთხარი ესენი მაქ არცეულიდ ა კიდევრ ას მირჩევდით თქო 
შეაცხადეს და ვაიმე შენ ეგენი როგორ აირჩიე ეგ მე-2 კურსზე უნდა გაიაროო არადა აშკარად ჩვეულებრივად ავირჩიე...(რაღა მექნა ავდექი და შევცვალე ყველაფერი)


პ.ს ამ დროს გარეთ აქცია იყო და მიხაროდა ..  აშკარად ყველა გარშემომყოფი დაიღალა ამ გაურკვევლობამ..


თაკომე


პ.ს(2) არ ჩააბაროთ თსუში 
თუ რა თქმა უნდა ექსტრემი არ გიზიდავთ

Monday, March 12, 2012

ერიკ ემანუელ შმიდტი (7)

ძვირფასო ღმერთო,ამ დილით, რვა საათზე პეგის ვუთხარი, რომ მიყვარს და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ცრემლები წამოუვიდა და გამომიტყდა, რომ დარდი, მძიმე ლოდად რომ აწვა გულზე, მოეხსნა; რომ მისი ერთადერთი სიყვარული მე ვიყავი და ახლა, როცა ვარდისფერი გახდა, სხვას ვერავის ვერ იპოვის.
რა უცნაურია. ორივემ ზლუქუნი მოვრთეთ და ეს ფრიად საამური გახლდათ.რა სასიამოვნოა წყვილის ცხოვრება. განსაკუთრებით მაშინ, როცა 50 წლის ზღვარი გადალახე და ამდენ განსაცდელს გაუძელი.
ზუსტად 10 სათზე მივხვდი, რომ შობის დღე იყო და პეგისთან ვეღარ დავრჩებოდი. იმიტომ, რომ მალე მისი ოთახი ძმებით, ბიძებით, ძმისშვილებით, ბიძაშვილ-დეიდაშვილებით გაივსებოდა და მე კიდევ იძულებული გავხდებოდი, ჩემი მშობლები ამეტანა. ნეტავ ამჯერად რის ჩუქებას აპირებდნენ ამ ჯერზე? 18 ათასი ნაწილისგან შემდგარი თავსატეხის? ქურთულ ენაზე დაწერილი წიგნების? საექსპლუატაციო ბროშურების? შეიძლება ჩემი ადრინდელი პორტრეტი მომართვან, როცა ჯერ კიდევ არ ვუჩიოდი ჯანმრთელობას. ვერაფერს გამოვრიცხავდი. ერთ რამეში ვიყავი ღრმად დარწმუნებული, დღე ნამდვილად სულელურად ჩაივლიდა. სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება და გაქცევის გეგმაც მოვიფიქრე. გაცვლა-გამოცვლა და მისი ჯანი! ჩემი სათამაშოები -აინშტაინს, ბუმბულის ლეიბი -ბეკონს, პოპკორნს კი- კამფეტები. ხანმოკლე დაკვირვებამ მიჩვენა, რომ დედა-როზა წასვლამდე გასახდელში შეივლიდა ხოლმე. გამოვთვალე, რომ ჩემი მშობლები შუადღემდე ვერ მოვიდოდნენ. ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც დაგიბარებია: თორმეტის ნახევარზე დედა-როზამ მაკოცა და მშობლებთან ერთად ბედნიერი შობის გატარება მისურვა, შემდეგ კი გასახდელების სართულზე გაუჩინარდა. დავუსტვინე. აინშტაინმა და ბეკონმა სასწრაფოდ ჩამაცვეს, ხელში ამიყვანეს და დედა-როზას ჯაბახანამდე მიმარბენინეს. ალბათ, ასეთი იყო ავტომობილი, სანამ ადამიანი ნამდვილს გამოიგონებდა. პოპკორნმა, რომელსაც ბადალი არ ჰყავს კლიტეების გახსნში და ბედის წყალობით, ღარიბთა დაბაშია გაზრდილი, უკანა კარის საკეტი გატეხა. მე წინა და უკანა სავარძლებს შორის ძირს დამაგდეს. შემდეგ, ვითომც არაფერი, კლინიკაში შებრუნდნენ.
დედა-როზა კარგა ხნის შემდეგ, როგორც იქნა, მანქანში ჩაჯდა. სანამ დაძრვდა ერთი 10-15-ჯერ დაახველებინა, შემდეგ კი მოწყვიტა ადგილს და ტყვიასავით გავარდა. გენიალურია ჩვენს წელთაღრიცხვამდელი მანქანა. ისე ხმაურობს და ინჯღრევა, თავი ბაზრობაზე გეგონება. საქმე ისაა, რომ დედა-როზას ტარება თავისმა კასკადიორმა მეგობარმა ასწავლა. არაფრად დაგიდევდათ შუქნიშნებს, ტროტუარებსა და წრიულ მოძრაობებს. ამის გამო, მანქანა დროდადრო გზას წყდებოდა და მეც სალონში აქეთ-იქეთ ვაწყდებოდი. დედა-როზამ ბევრი ასიგნალა და მდიდარი ლექსიკაც არაერთგზის მოიშველია. მტრები, გზად რომ ეღობებოდნენ, უმშვენიერესი გამოთქმებით შეამკო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კეტჩი ცხოვრებისეული გამოცდილების ფასდაუდებელი სკოლაა.
წინასწარ მქონდა გათვლილი: როგორც კი მივიდოდით, თავი უნდა წამომეყო და მეყვირა ,,კუ-კუ, დედა-როზა! ეს მე ვარ!” მაგრამ დედა-როზას სახლამდე წინააღმდეგობების გადალახვა იმდენ ხანს გაგრძელდა, ამასობაში ძილიც მომერია. გამომეღვიძა. ისევ ბნელოდა, ციოდა და ირგვლი სიჩუმეს დაესადგურებინა. მე კი ძირს დაგებულ ნოტიო ხალიჩაზე ვიწექი. მაშინ პირველად გამიელვა თავში, რამე სისულელე ხომ არ ჩავიდინე-მეთქი. მანქანიდან გადმოვედი. თოვდა. ისე, “ფანტელების ვალსი” მაკნატუნადან ბევრად უფრო სასიამოვნო იყო. ისე მციოდა, ჩემდა უნებურად კბილს კბილზე ვაცემინებდი.
დიდ, განათებულ სახლს მოვკარი თვალი და იქეთ გავეშურე. სიარული ძალიან მიჭირდა. ღილაკს რომ მივწვდომოდი, ისე შევხტი, დაშვებისას ქეჩაზე მოვადინე ზღართანი. სწორედ ქეჩაზე მიპოვა დედა-როზამ. -კი მაგრამ…. კი მაგრამ…. – დააპირა რაგაცის თქმა. შემდეგ ჩემსკენ დაიხარა და ამოილუღლუღა:
-ჩემო ძვირფასო.
მაშინ გავიფიქრე, შეიძლება სისულელე სულაც არ ჩამიდენია-მეთქი. ხელში ამიყვანა და სასტუმრო ოთახში შემიყვანა, სადაც დედა-როზას უზარმაზარი ნაძვის ხე წამოჭიმულიყო და . თავმომწონედ გვიპაჭუნებდა თვალს. სახლის სილამაზემ გამაოცა. დედა-როზამ ბუხართან გამათბო და დიდი ფინჯნებიდან ცხელი შოკოლადიც მივირთვით. დარწმუნებული ვიყავი, სანამ გამომთათხავდა, სურდა, გაერკვია, კარგად თუ ვგრძნობდი თავს. მეც არ ვჩქარობდი ჯანზე მოსვლას. სხვთა შორის, არც გამძნელებია იმიტომ, რომ მართლა ქანცგაწყვეტილი ვიყავი.
-საავადმყოფოში ყველა შენს ძებნაშია, ოსკარ. წარმოუდგენელი ალიაქოთი და გნიასია. სასოწარკვეთილმა შენმა მშობლებმა პოლიციაც კი გამოიძახეს.
-მათგან არცაა გასაკვირი. თუ ფიქრობენ, რომ ხელზე ბორკილებდადებულს უფრო შემიყვარდებიან,ძალიან ცდებიან. _
-რას ერჩი მათ?
-ჩემი ეშინიათ. ჩემთან ლაპარაკი ვერ გაუბედავთ. რაც უფრო ვერ ბედავენ, მით უფრო ურჩხული მგონია თავი. რად მიფრთხიან ასე? ნუთუ ასეთი მახინჯი ვარ? იქნებ ცუდი სუნი მდის? ნუთუ იდიოტი ვარ და ვერ მივმხვდარვარ?
-მათ შენი კი არა, ავადმყოფობის ეშინიათ, ოსკარ.
- ჩემი ავადმყოფობა ჩემი სხეულის ნაწილია… იმის გამო, რომ ავად ვარ, განა სხვანაირად უნდა მოიქცნენ; გამოდის, რომ მხოლოდ ჯანმრთელი და საღ-სალამათი ოსკარის სიყვარული შეუძლიათ.
- მათ უყვარხარ ოსკარ, თვითონ მითხრეს.
- თქვენ რა, მათ ელაპარაკებით?
- ჰო, ძალიან შურთ ჩვენ ასე კარგად რომ გავუგეთ ერთმანეთს; არა კი არ შურთ, სწუხან, დარდობენ, რომ ეს თვითონ ვერ შეძლეს.
მხრები ავიჩეჩე. ბრაზიც ცოტა ჩამიცხრა. დედა-როზამ მეორე ფინჯანი ცხელი შოკოლადი მომართვა.
-იცი, ოსკარ, შენ ერთ მშვენიერ დღეს მოკვდები. შენი მშობლებიც მოკვდებიან.  დედა-როზას ნათქვამმა გამაოცა. ამაზე პირადად მე არასოდეს მიფიქრია. -დიახ, ისინიც მოკვდებიან. სრულიად მარტონი. საშინელი სინდისის ქენჯნის განცდით, რომ ერთადერთ ვაჟიშვილთან, პატარა ოსკართან შერიგება ვერ მოახერხეს.
-ნუ ამბობთ მსგავს რამეებს, დედა-როზა. საშინელი კაეშანი შემომაწვა გულზე
- იფიქრე მშობლებზე, ოსკარ. შენ მიხვდი, რომ მოკვდები. რადგან გონიერი ბიჭი ხარ. მაგრამ ის ვერ გაგიგია, შენს გარდა სხვებიც რომ კვდებიან. ყველა კვდება, ოსკარ: შენი მშობლებიც, მეც… ერთ დღეს.
- კეთილი, მაგრამ რაღა მე მომიწია პირველს? _
-მართალია, შენ პირველს გიწევს ამ ქვეყნიდან წასვლა, მაგრამ პირველობა განა ყველაფრის უფლებას გაძლევს? არც სხვისი დავიწყების უფლება მოუციათ შენთვის.
- გავიგე, დედა-როზა. დაურეკეთ მათ.
ეს იყო და ეს, ღმერთო. დანარჩენს მოკლედ მოვჭრი. მარჯვენა დამიმძიმდა და მიჭირს წერა. დედა-როზამ საავადმყოფო გააფრთხილა; საავადმყოფომ - ჩემი მშობლები, რომლებიც სასწრაფოდ დედა-როზასთან გამოცხადდნენ და ყველამ ერთად აღვნიშნეთ შობის დღე. როცა მშობლები მოვიდნენ, შემდეგი ვუთხარი:
-მომიტევეთ, დამავიწყდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენც მოკვდებით.
არ ვიცი ამ ფრაზამ რა ჭანჭიკი გადაუტრიალათ თავში, მაგრამ ისეთებივე გახდნენ, როგორც უწინ. მშვენიერი შობის საღამო გავატარეთ. დედა-როზამ დესერტად შუაღამის წირვის სატელევიზიო გადაცემისა და კეტეჩის ერთ-ერთი მატჩის ჩანაწერის ყურება ისურვა. განგვიმარტა, უკვე რამდენიმე წელია, წირვამდე კეტცის მატჩს ვუყურებ, მუხლებში ძალა რომ ვიგრძნოო. ეს ჩვევად მექცა და ახლაც სიამოვნებით ვნახავდიო. ამის გამო, ყველამ ერთად ვუყურეთ დედა-როზას მიერ საგანგებოდ შემონახულ ორთაბრძოლის ჩანაწერს. არაჩვეულებრივი იყო. მეფისტა ჟანა დარკის წინააღმდეგ. საცურაო კოსტიუმებისა და სამუხლეების კორიანტელი! ყოჩაღი ცქვიტი ქალები! - როგორც აწითლებული მამაჩემი ამკობდა მათ. ეტყობოდა, კეტჩის მიმართ არც მამაჩემი იყო გულგრილი. იმდენი უთაქეს სახეში ერთმანეთს ამ ქალებმა, წარმოუდგენელია პირდაპირ. მსგავს ორთაბრძოლაში მე ასჯერ მოვკვდებოდი. დედა-როზას თქმით, ყველაფერი ვარჯიშზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტი მუშტი გხვდება სიფათში, მით უფრო მეტს უძლებო. მთავარია, იმედი არ გადაგეწუროსო. საბოლოოდ ჟანა დარკმა დაამარცხა მეფისტო. თავიდან კი მსგავს ფინალს ვერც იფიქრებდი. შედეგი შენც უთუოდ გესიამოვნებოდა.
ჰო, მართლა, დაბადების დღეს გილოცავ, ღმერთო. დედა-როზამ ეს-ეს არის თავისი უფროსი ვაჟიშვილის ლოგინში ჩამაწვინა, კონგოში რომ მუშაობდა სპილოების ვეტერინარად და თანაც ჩამაგონა, რომ ჩემი მშობლებთან შერიგება შენთვის უპრიანი საჩუქარი იქნებოდა. სიმართლე რომ გითხრა, ეს საჩუქრის კვალობაზე დიდი ვერაფერია, სადღაც ზღვარზეა, არც იქით და არც აქეთ. მაგრამ დედა-როზა, შენი ძველი მეგობარი თუ იჩემებს…..

ხვალამდე, გკოცნი ოსკარი
P. შ. სურვილის ჩათქმა მავიწყდებოდა. დაე, ჩემი მშობლები მარად ისეთები იყვნენ, როგორც ამ საღამოს. არაჩვეულებრივი შობა იყო. განსაკუთრებით - მეფისტა ჟანა დარკის წინააღმდეგ. ვწუხვარ, სადღესასწაულო წირვას რომ ვერ ვუყურე, მანამდე ჩამეძინა.



takome

Sunday, March 11, 2012

სტუკა!




ახლანდელ პატარებს რომ კითხო საყვარელი თამაში რა არიო .. უმეტესობა გეტყვის რომელიმე კომპიუტერული თამაშის სახელს...
ჩემი ბავშვობის თამაშები ძირითადად ეზოს ეხებოდა მაგალითად "კლასობანა", "ვისი სული გსურს'', "დახუჭობანა", "გაშეშობანა", "დაჭერობანა","წრეში ბურთი ","წეროები", "გაფუჭებული ტელეფონი" მმ მიუხედავად იმისა რომ სეგაც მქონდა თამაში მაინც გარეთ მერჩივნა ..
განსაკუთრებით კლასობანა მიყვარდა ავარჩევდი ბრტყელ ქვას (კარგად ისროდი უფრო) და ვიწყებდი ხტუნაობას საკმაოდ აზარრტული თამაშია მე თუ მკითხავ ჰუჰ
ვისი სული გსურს  მთელი უბნის ბავშვები ვთამაშობდით დიდ სტადიონზე ჩავჭიდებდით ხოლმე ხელს და გამოექანებოდა ერთი ...
მმ არჩევანი არადანის დასწრება ხო ერთი დიდი თამაში იყო ჰუჰ
დახუჭობანა ძირითადად საღამოს თამაში იყო ცოტა რომ ბნელდებოდა (აქაც მთელი უბანი ჩაერთვებოდა ხოლმე) ყველა უფრო ბნელ და მიუგნებელ ადგილს ეძებდა ზოგიც ეგრევე დახუჭულის ზურგს უკან იმალებოდა და ეგრევე "ასტუკებდა" =))
გაშეშობანა ყველაზე ნაკლებად მიყვარდა მაგრამ ამასაც დიდი ჟრიამული მოჰქონდა..
პრინციპში გაშეშობანა და დაჭერობანა ერთმანეთს გავს ერთი ისაა გასეშობანაში მეტი შანსი გაქ ცოცალი დარჩე =))


ბავშვობაში უამრავ თამაშს ვიგონებდი (თანაც ტურებით) ახლა იმხელა ფანტაზია რომ მომცა ბლოგისთვისაც უკეთეს თემას ავირჩევდი ჰუჰ
და უკვე 9 საათისთვის დედაჩემის ხმა გაისმებოდა აივნიდან სახლისკენ მიხმობდა ... დაღლილი ავბობღდებოდი გაუნათებელ სადარბაზოში..
კაი იყო ის დროც..




პ.ს პასკა პასკა გამოცხვიი თუ არ გამოცხვები დედას გიტირებ!


თაკომე

Friday, March 9, 2012

რამ გაგვყო მე და სოლომონი?

        ორ დღიანი "ვოიაჟის" შემდეგ დავბრუნდი და ვცდილობ ბლოგზე წერის ტვირთი შევუმსუბუქო თაკომეს :D
    ყველას თავისი დევიზი აქვს ცხოვრებაში, ჩემი დევიზი მარტივია "ყველაფერს აქვს დასასრული". ეს სულაც არაა სენტიმენტალურ-ცრემლნარევი დევიზი, აქაოდა მაინცდამაინც კარგი რაღაცები უნდა სრულდებოდესო. თქვენი არ ვიცი და მე ამ რამდენიმე ჯადოსნურ სიტყვას ლოდინისას ვიყენებ და ძალიანაც მშველის, აი წარმოიდგინეთ სულ ცოტა ხნის წინ გზაზე ვიდექი, ქარში თან ხან ცალ ფეხზე დავხტოდი და ხან მეორეზე, თანაც გასახურებლად რაღაცებს ვღიინებდი და ტრანსპორტს (რა ოფიციალურად ჟღერს) ველოდებოდი და აი ეხლა საწოლში ვარ მოკალათებული. რა ტქმა უნდა კარგი რაღაცებიც მთავრდება, თქვენი არ ვიცი და ჩემთვის ძიირითადად კარგი რაღაცები ღიმილით მთავრდება ხოლმე და ძირითადად "რა კარგი იყოს" თქმის საშუალებას იძლევა. ყველანაირი მტკივნეული სინანულის გარეშე.
    "ყველაფერს აქვს დასასრული" ეს იყო ჩემი მხსნელი ფრაზა აბიტურიენტობის დროს, ესაა ახლა ჩემი მხსნელი ფრაზა, როცა ჯავახიშვილის უნივერსიტეტი წარმომიდგება თვალწინ.
    დღეს რაღაც უკუღმართი დღეა და არც გუშინდელი იყო მაინცდამაინც წაღმა.
გუშინ მთელი დღე ფანჯრის წინ ვიყავი და გაშიშვლებულ ტოტებს ვუყურებდი. შიგადაშიგ დაქალის ბებოს ვუქნევდი თავს, რომელიც ტელევიზორს უყურებდა და ყველას და ყველაფერს ლანძღავდა, ტელევიზორს არც ვუყურებდი, არც ვიცოდი ვინ იყო დამნაშავე და რატომ, მაგრამ მე მაინც თავს ვუქნევდი.
     ის ღამეც დამთავრდა, სიბნელეში რომ ვერ ვხვდებოდი თვალები გახელილი მქონდა თუ დახუჭული და გამაყრუებელ სიჩუმეში ვიღაცის ფეხის ხმაც რომ მეჩვენებოდა კორიდორში.
ეხლა ამ ყველაფერზეც მეღიმება.
    სოლომონ ბრძენს   ერთი ბეჭედი ჰქონდა, რომელზეც ორი სიტყვა ეწერა მხოლოდ, თუ ბეჭედს დახედავდა, როდესაც ბედნიერი იყო, მაშინ საშინლად გამწარდებოდა ხოლმე, თუ ბეჭედს დახედავდა როცა უბედური იყო, მაშინ უცბად გამხიარულდებოდა ხოლმე.
და რა ეწერა ბეჭედზე?
"ესეც გაივლის"
 რამ გაგვყო მე და სოლომონი? :D


    პ.ს (რამდენიმე სამარცხვინო დღის მერე) კეისარი კი არა სოლომონ ბრძენი იყო და როგორ ამერია და რა უვიცი გამოვედი ბოლოში წარმოდგენაც არ მინდა =D 
ეს შესწორება ეხება იმათ, ვინც ეს პოსტი აქამდე წაიკითხა და ჩემმა შეცდომამ ან შეაძრწუნა, ანდა შეცდომაში შეიყვანა :D მე მაპატიეთ :D
                                                   
                                                    დაბნეულ-სამარცხვინო fიბი 

ხელში ერთი ვარდით...

ვარდები არასდროს არ მიყვარდა...რაღაც "მდიდრული" ყვავილები არ მომწონს .. და ეს ერთი ვარდი ხომ საერთოდ მკლავს...
"სიყვარულის დღეს" "8 მარტს" კიდევ ერთ(ვითომდა) სიყვარულის დღეს(ვიღაც ქალის დაბ.დღე როა სინამდვილეში ) თბილისში ყველგან შეგხვდება მოსეირნე წყვილი და გოგოს აუცილებლად ხელში ერთი წითელი ვარდი უჭირავს..
 აუცილებლად დადგენილი დღესასწაული უნდა იყოს რომ საყვარელ ადამიანს რამე აჩუქო? არა შეიძლება ისეც ჩუქნიან მაგრამ ძირითადად ასეა..
სკოლაში 8 მარტს ყველას იები გვქონდა ხოლმე ისიც მასწავლებლების ნამიოკები იყო ჩარტყმული იმაზე რომ ბიჭებმა გოგოებს რამე უნდა აჩუქონ (ნუ ეს ბავშობაში) მოკლედ რატო გვჭირდება დღესასწაულები საჩქრების დასარიგებლად ისიც ხო ჩვეულებრივი დღეა არაფრით განსხვავებული წინასგან ... ხომ მართალია სულ არ გაქ ამის შესაძლებლლობა რომ საყავრელი ადამიანი გაანბივრო საჩუქრებით მაგრამ აუცილებელი ხომ არაა საჩუქარი თანხებთან იყოს დაკავშირბეული.
მოკლედ ყოველ სიყვარულის დღეს და 8 მარტს ვხედავ ცალი ვარდით მოსიარულე გაღიმებულ გოგოებს მე კიდევ ცალი ვარდი რომ მაჩუქოს...
მაღიზიანებს ეს დაშტამპული აზროვნება .. რაც მარტივი მოსაფიქრებელია ყველა იმას აკეთებს .. იყიდება ცალი ვარდი? ესეიგი ეგ უნდა აჩუქო..
მოკლედ რამ გამაბრაზა არ ვიცი ჩმეთვის ცალი ვარდი არ უჩუქებიათ (<3) მაგრამ მაღიზიანებს ეს ერთნაირი "აზროვნება" ...
ყველას ხო არ მოსწონს ვარდი არა? ადექი და სხვა ყვავილი აჩუქე...
ძაან ცუდია როცა ისეთ საჩუქარს გჩუქნიან რომელიც არ მოგწონს.. და გიწევს ძალით გაიღიმო


თვითონარიცის რატომ აღელვებული თაკომე

Wednesday, March 7, 2012

მე მამაშენი ვარ!



მმ არ ვიცი რა იფიქრე სათაურს რომ შეხედე მკითხველო მაგრამ მე სერიალებს შევეხები ..  პირველი სერიალი რომელი იყო ნამდვილად არ მახსოვს რაც ვნახე მაგრამ .. იყო "იუდას ქალები" ჩემი ბავშვობის კოშმარი =)) (სხვათაშორის ჩემი და ფარდით მაშინებდა ხოლმე ჩაიმალებოდა ფარდაში და მოფრიალებდა =))) .
ასევე იყო ტიპური სერიალები .. კასანდრა, ბარბარა, ბლანკოს ქვრივი,ესესე ომბრე ტარარარ რარ არ ა, ზორო, კლონი,  და ა.შ
მოკლედ მე სულაც არ მიტყდება რომ ვთქვა სერიალებს ვუყურებ თქო 

ადრე დაახლოებით 3 წლის წინ TNT ზე გადიოდა "rebelde way" დააა ძალიიიიან მიყვარდა ჰუჰ მერე აქაც რომ გამვოიდა ქართულ ტელესვრცეში რა თქმა უნდა "გააბანძეს" ანუ ჩათვალეს რო ბანძობა იყო , მე თუ მკითხავ 14-15 წლის ასაკში საკამოდ საინტერესო საყურებელია..




მერე ისეთს არაფერს არ ვუყურებდი .. 
ცოტახნაში დაკარგულების ყურება დავიწყე და ბოლომდე ჩავამთავრე საინტერესო სერიალია "LOST"იც




მერე გაქცევასაც" Prison Brake" ვუყურებდი ეგეც ბოოლომდე დავამთავრე მმ ბოლო არ მომეწონა... 


მერე გმირების "Hiroes"  ყურება დავიწყე და მერე შეწყვიტეს მაგის გადაღება :S 


მმმ ამჯერად ვუყურებ "gossip girl", "the vampire diaries","secret cercle", "hart of dixie"
მმმ ჭორიკანა ამ ბოლო დროს ძალიან გაწელეს, ვამაპირის დღიურებიც ისე ჩახლართეს თვითონაც აღარ იციან მგონი სიმართლე, საიდუმლო წრე ჯერ პირველი სეზონია და არაუშავს და  "hart of dixie" სასიამოვნო სანახავია კარგ გუნებაზე დაგაყევნებს ..
ესეც ასე თაკომეს აღიარება ბლოგზე ...






სერიალებით გავლენა მოხდენილი თაკომე (=))) 

Monday, March 5, 2012

5 მარტი

რა ლამაზი დღეა..
რა ნათელი მზეა
იმიტომ რომ
დღეს ფიბის 
დაბადების დღეა !!!


ნინნნ გილოცავ მრავალს დაესწარი სისტრიჩკა ბედნიერებას, სიხარულს და დიიიდ სიყავრულს გისურვებ !!!
(გეყოფა)






თაკომე

Saturday, March 3, 2012

ვარჯიში

სათაური ძაან ბანალური როა კი ვიცი ...

მოკლედ ვარჯიში ყოველთვის მეზარება ხოლმე ადექი მოკალათებული სავარძლიდან და იქნიე ხელფეხი არც ისე მიმზიდველია არა? (არ შემეპასუხოთ =)) ) 
სახლში ტრენაჟორი მაქვს რომელსაც ყოველდღე გევრდს ვუვლი ... ხოდა ასე და ამგავარად გადავწყივტე თავი მეიძულებინდა და "ფორმაში" ჩავმდგარიყავი ეს კიდევ იმ შემთხვევაშ მოხდებოდა თუ ავდგებოდი და სადმე ვივლიდი (ანუ ფულს გადავიხდიდი და შესაბამისად იძულებული გავხდებოდი მეარა =))) 
მოკლედ ფიბიმ აღნიშნა Xboxს ამბავი და მეც პირველივვე დღეს ვეცი და ვითამაშე ვიხტუნე , ჩავიკუზე და ა.შ და  დავრჩი მეორე დღეს გაღიმებული ... კუნთების ტკივილი არაფერია იმასთან რასაც  Xbox დაგმართებს =)) ისიც ვიფიქრე რაში მინდა ვარჯიშზე სიარული თქო.(ფიბი ისეთი კეთილია გუშინ ითამაშა და სოლიდარობის ნიშნად კუნთები დაიჭიმა მადლობ ფიბი შენ ნამდვილი მეგობარი ხარ =))))
მოკლედ დღეს პირველი დღე მქონდა ვარჯიშის და რატომღაც მთელი ღამე ვფიქრობდი რომ დილით არაფერი აღარ მექნებოდა დაჭიმული(ფეხი დამეჭიმა) ხოოდა ავდექი დილით და ვეღარ ავდექი =)) ისე სასაცილოდ ვიარე გზაზე გამვლელები აშკარად ფიქრობდნენ "საწყალი დეფექტიანიო" 
სხა გზა არ მქონდა ავდექი და უფრო ავიტკიე კუნთები პირველი დღე იყო მაინც და თავი გამოვიჩინე =)) ვზივარ ახლა კუნთები მაქ დაწყვეტაზე სკამიდან რომ ვდგები ვკივი ..
ასე რომ თაკომეს რჩევა.... იყავით მოკალათებული დივანზე .




Takome

გოგო რო ტატუს გაიკეთებს

ტატუები.
მმმ. ტატუები.
აღიარეთ ვის გიყვართ (ტუმცა რა ასაღიარებელი ესაა? :D).
რამდენჯერ წარმოდგიდგენიათ აი აქ გავიკეტებ ტატუს და აქ და აი აი კიდევ აქ. ( გარყვნილები ამ წინადადებას გადაახტით :D)
მე ბევრი ტატუ მინახავს და მიფიქრია აი აუცილებლად მექნება. მექნება ხელზე (მხარზე არა ოღონდ), კოჭთან, ოღონდ დიდი და უზარმაზარი არა, პატარა და საყვარელი.
არ ვიცი დედაჩემი რას იფიქრებდა მე რომ ტატუიანს დამინახავდა. უფრო სწორად ვიცი. უფრო სწორად კი ეჭვი მაქვს ფიქრს ვერ მოასწრებდა ტატუს ნახვასა და გულის წასვლას შორის დროის პატარა მონაკვეთში.
თუმცა.
ჰო, სურათების უმრავლესობა ucnauri.com-დან ამიღია და მადლობა მქონია სათქმელი :D




 ამ გოგონას სისაყვარლე საყვარლობის ათბალიან შკალაზე ალბათ თერთმეტია? :D
















pacman-იანი ფეხების სისასასცილოე (რაა?) ამ გოგოს ^^ სისაყვარლეს არ ჩამოუვარდება















ეს ულვაშები მაინც ყველაზე მეტად მომწონს <3
 ჩიტების ორი ვერსია :P >>>>1
<<<<<<2
აი აქ უკვე ვიბნევი. ძალიან რომ მინდა ფაქტია და თქვენი არ ვიცი.
ინდიელები სვირინგს იკეთებდნენ იმ ღვთაებების პატივსაცემად, რომლებიც მათ ძალას აძლევდა, თავდაპირველად ტატუებს სამკურნალოდ იკეთებდნენ. ახლა კი ცოტა არ იყოს და ტენდენცია შეიცვალა.
თუმცა.
ამ მკურნალობის კუთხითაც რომ მივუდგეთ, განა სამკურნალო არ ვარ? :D აი შემომხედეთ ( უცბად არ შემომხედოთ)
მოკლედ ჩემ თავზე საუბარს რომ შევწყვეტდე ალბათ თქვენც დაისვენებთ და მეც.
ეს ის ტატუებია, რომლებიც ინტერნეტში ბოდიალისას მოვაგროვე და მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა...

რატომ კვდებიან შემთხვევითი ადამიანები?

დღეს მე და თაკომეს დიიიიდააად გამთანგველი დღე გვქონდა.
საქმე იმაშია, რომ თაკომეს სახლში დიიიდი სიხარული ესტუმრა :D მოსიყვარულე მამამ მას X-BOX 360 ა ჩ უქა :D და ახლა თქვენთვის ყველაფერი ნათელია ხომ?
თაკომეს ქვედა მეზობელი ალბატ სულ ცვენ ქება-დიდებაში იყო.
ამდენი ცხოვრებაში არ მიხტუნავია და არ ჩავკუზულვარ :D
სამწუხაროდ ცოტა არ იყოს და ძვირი სიამოვნებაა ეს მართლაცა ძვირფასი ნივთი , მაგრამ მე რა მენაღვლება თაკომეს სახლის კარი ჩემთვის სულ ღია იქნება.
არაა?????
ეგ რა შუაშია და გამახსენდა ჩემი ინგლისურის მასწავლებელი რა კოშმარობებს მიყვებოდა ხოლმე.
ერთხელ მომიყვა გოგო რომ მოიტაცეს.
თუმცა ეს ამბავი სულაც არაა არც რომანტიკული და არც მხიარული და არც ჰეფი ენდით დასრულებული.
და ნეტა რატომ გამახსენდა, მაგრამ ბარემ დავიწყე.
გოგო მოიტაცეს. მოიტაცა არასჰეყვარებულმა. და ქალების სისულელის ამბავი იცით? ჯერ არაფერი იცით.
ადგა ამ გოგოს დედა და დასახმარებლად დაურეკა მეზობელ ბიჭს, რომელსაც ეს გოგო არც უყვარდა და არც მაინდცამაინდ მეგობრად თვლიდა, უბრალოდ უბნელები იყვენ და ეს კიდევ კარგი ბიჭი იყო.
მიივიდა იმ წყნეთსში და მოკლეს.
ჰოდა აი აქ იბადება კითხვა.
რატო კვდებიან აი ესეთი შემთხვევითი ადამიანები?
ბიწს თავისი საქმე ექნებოდა, ალბათ იმ საღამოს მეგობრებთან ასვლას აპირებდა, ალბათ ლუდს დალევდა, გაიცინებდა, იხუმრებდა, მუსიკას მოუსმენდა, ნასიამოვნები, ღიმილიანი აბრუნდებოდა სახლში და საწოლში წამოწოლლილი და თავქვეშხელებამოწყობილი მომდევნო დღეზე იფიქებდა.
რატომ კვდებიან შემთხვევითი ადამიანები?

 



                                                                                               fიბი