Sunday, April 22, 2012

"ანტონიო და დავითი"

მახსოვს ამაზე კაი ხნის წინ ბლოგის პირველ პოსტშიც კი ვწერდი :)("ქარჩხაძეომანია") საკმაოდ საინტერესო და ამაღელვებელი წიგნია :) არ ვიცი ვისაც არ აქვს წაკითხული ვურჩევ რომ გადაწეროს და წაიკითხოს არაა დიდი და დარწმუნებული ვარ რომ მოგეწონებათ 
პ.ს ჩემი ატვირთული არაა 

თაკომე

Wednesday, April 18, 2012

ბავშვობის ფერები

უჰმ ჩემ ბავშოვობაშ რამდენი ლამაზი, შინაარსიანი და კეთილი მულთფილმები გადიოდა ხოლმე უამრავი კასეტა მქონდა და მიუხედავად იმისა რომ ზეპირად ვიცოდი ყოველი მომენტი მაინც უკვე მერამდენედ გულიანად ვხითხითებდი..




ადრე მულტფილმი არამარტოო ბავშვისთვის იყო საინტერესო და სახალისო საყურებლად არამედ უფროსებიც დიდი სიამოვნებით უყურებდნენ ..
ახლა მანახეთ უფროსი რომელიც ტინკივინკით აღფრთოვანდება და შეძლებს 5 წუთზე მეტხანს სიამოვნებით უყუროს.
არ ვიცი რისი ბრალია ასეთი მარაზმი მულტფილმები მაგრამ ფაქტია ანიმაციური (უი ციური =)) ) ფილმების ხარისხი ბევრად გაუარესდა..
მმ ტომი და ჯერი, "ნუ პაგაძი", ფიფჯია და 7 ჯუჯა, ბემბი, კონკია, ურჩხული და მზეთუნახავი, მრგვალი მაგიდის რაინდები, ელდორადო, პაპაი, პაპირუსი .. და სხვა უამრავი ხარისხიანი მულტფილმი.
ახლანდელი მულტფილმები ბევრად "ბოროტულია" მართალია ტომი და ჯერი ერთმანეთს არ ინდობდნენ მაგრამ არამგონია ვინმეს აგრესია გასჩენოდა მაგის ყურების შემდეგ .. მოკლედ მე პირადად ეს მულტფილმები მიფერადებდნენ ბავშვობას...და რა თქმა უნდა ფანტაზიას მიღვივებდნენ... ჰმ ვის არ უყვარს ზღაპრული სამყარო...

 მერე იყო jetix ნწუ იქამდეც იყო  fox kids შეიძლება ითქვას რუსული მულტფილმებიდან ავითვისე =)) და საერთოდ ჩემმა თაობამ (ნუ 18 ვარ) 
მმ დღე ისე როგორ გაივლიდა ლუი არ მენახა ან ენ"ძ"ი, ბავშვები 402 მეორე ოთახიდან  ან საიდუმლო დავალებაზე გავყოლოდი "tottaly spies", მოკლედ ბევრი შეიძება ვიბლუყუნო მართალია ახლაც იქმნება კარგი მულტფილმები მაგრამ მე მაინც ძველები მირჩევნია ...
ესეც სხვა ბლოგზე დაწერილი ამავე თემაზე გადავაწყდი.. მარტო მე არ მივსტრიიი თურმე =))
 "We were just happy to be distracted from the real world and allowed to live in a fantasy world where we could save the world from all kinds of baddies: Ghosts, Bullies, Warlocks, and Super Villains."


თაკომე

Friday, April 13, 2012

გეშინოდეთ, ეს ხომ fიბი-ნეტბუქთმმუსვრელია!!!! (ანუ ფუმფულა ადგილები სულაც არ ყოფილა ფუმფულა...)


   ეს ალბათ ყველაზე სამარცხვინო პოსტი იქნება ბლოგის ისტორიაში. 
არც კი ვიცი როგორ დავიწყო...
საინტერესოა თაკო უფრო დაზარალდა გუშინ თუ დღეს ჩემი თავმოყვარეობა უფრო დაზიანდებაამ სამარცხვინო ფაქტის აღიარებით? :D


   გუშინდელი დღე მტვრევა-ნგრევა-ნჯღრევით დაიწყო და უნდა მივმხვდარიყავი კიდეც როგორც გაგრძელდებოდა...
დილით მუშები მოვიდნენ და მთელი ეზო გაანადგურეს. თავზე ორი ბალიში მედო, მაგრამ მაინც ვეღარ დავიძინე.
პირველისთვის თაკომემ მომწერა..
ეჰ თაკომე, თაკომე..
მომწერა ამო უნივერისტეტში და მერე ჩემთან ერთად წავიდეთო...
  ეჰ თაკომე...
   ნუთუ გული არაფერს გიგრძნობდა?
 ავდექი და წავედი...
თაკომე, ნუთუ მაისურზე ყავა რომ გადაისხი (რომელიც პირველი კორპუსის ტუალეტში ვრეცხეთ-ვაშრეთ) ის არაფრის ნიშანი იყო?
ფილოსოფია გავაცდინეთ და თაკოს დედისკენ ავიღეთ გეზი... თაკოს ზაზუნას ბურთი ჩამოვიდა და დედამისს ჰქონდა... გმირთა მოედნის ესტაკადასთან ხის ხიდებზე რომ გადმოვედით ძაღლის წკმუტუნის ხმა გავიგეთ... ზოოპარკში ლაიკის ლეკვი ჰყავდათ და გამწედ წკმუტუნებდა... რატო ვერ მივხვდით რას მისტიროდა?..
   აღარ შემიძლია მე ამდენი.
    მე. ნინო. ტრაკსქელამ თაკოს ნეტბუქი გავტეხე.
კინექტზე ( თუ თან?) ცეკვისას წონაწრორობა ვერ შევიკავე ცალ ფეხზე ვიდექი და გადამწონა...
გადამწონა იმან, რითაც თაკოს ნეტბუქის ეკრანს სიცოცხლე მოვუსწრაფე... საწყალი, წარმოდგენაც არ მინდა რა იყო ბოლო კადრი მისი ცუცქნა თვალებისთვის...
ამ პოსტით წესით დანაშაულის 3% უნდა გამომესყიდა :D 
    და ახლა ლირიკული გადახვევის დრო დადგა:  თაკომეს ზაზუნა მშვენივრად დაცუქცუქებს იმ თავის ბურთში...




         სქელტრაკა fიბი :(

Thursday, April 12, 2012

აკვიატებები

  აი მივდივარ ქუჩაში საქმე არაფერი მაქვს აქეთ-იქით აბრებს ვკითხულობ, ცოტა მცხელა , გამვლელებს ვაკვირდები.. არიქა მზე ანათებსო და ყველას გონია რომ უკვე პაპანაქება სიცხეა... ისე გაიხადეს პლ"იაჟ"ზე გონიათ თავი თან ჩემთვის მეღიმება..
ნაცნობი სახე მოდის ..მიახლოვდება და ვიცი რომ ვიცნობ ამ ადამიანს ერთ ეზოში ვცხოვრობდით ან ცეკვაზე ერთად დავდიოდით ან ჩემი კურსელია ან მეგობრის ნაცნობია ან  ხშირად მხვდება ... და ყოველთვის დარწმუენბული ვარ რომ მე ამ ადამინას ვიცნობ იმას კიდევ წარმოდგენა არ აქვს ვინ ვარ მე.. არ ვახსოვარ..
თან ამას ისე დარწმუენბით და დაბეჯითებით ვფიქრობ რომ შანსი არაა გადამარწმუნო..
მგონი ეს აკვიატებაა და არა მარტო მე არამედ სხვებსაც ახასიათებთ..
აი რამდნეი ასეთი აკვიატება გვაქ და ვერ ვამჩნევთ ...
  მოდის ის ქუჩაში ახლა დაუმთავრდა 3 ლექცია ან სამსახური ან მეგობართან იყო ან რამის საყიდლად გამოვიდა, ცოტა ცხელა ფიქრობს იყიდოს თუ არა წყალი ერთ მაღაზიას გამოცდა მეორესაც ეზარება სიარული..
შორიდან ნაცნობ სახეს არჩევს უახლოვდება, დარწმუნებული იმაში რომ მას ვერ ცნობენ  .. ერთ ეზოში ცხოვრობდნენ ან ცეკვაზე დადიოდნენ ერთად ან მისი კურსელია ან მგეობრის ნაცნობია ან ხშირად ხვდება ხოლმე (მოკლედ ათასი სხვა ვარიანტი)


მე და ის ნაცნობი ჩავუვლით ერთმანეთს.. ვინ  ცის მერამდენედ... გვქონდა აკვიატებული ფიქრი..


თაკომე

Tuesday, April 10, 2012

90-60-90< სავსებით ბანალური სათაური.


      დღეს მე და თაკომეს რაღაც წერის მუზა მოგვაწვა (სავარაუდოდ წიხლით) :D
მოდით ბევრს არ ვიბოდიალებ და პირდაპირ იმ თემაზე გადავალ,რომელიც ჩემ არეულ თავში წარმოიშვა. წარმოიშვა რა, კითხვის ფორმით დაისვა და ეხლა თქვენი თანდასწრებით ვაპირებ რომ პასუხი გავცე.
      უკვე ბნელდებოდა სახლში წამოსასვლელად ავტობუსის გაჩერებას რომ მივადექი. ცოტა ხალხი იდგა და გული მიგრძნობდა რომ 85 ნომერი რატომღაც ცარიელი იქნებოდა და კონკურენტიც არ მეყოლებოდა ადგილში რომ შემცილებოდა.
გაჩერემაზე გოგო იდგა. რომელმაც იმითი მიიქცია ჩემი ყურადღება, რომ დიიდი ინტერესით მათვალიერებდა, თითქოს ჩემ შესწავლას აპირებსო, ესე მეგონა მისი ფიქრები მესმოდა: "ჰმ, არაუშავს გოგოა, კაი სამაჯური უკეთია, უი რამსიგრძე თმა ჰქონია, ნუ ცოტა აეწეწა, მაგას არაუშავს,ეხლა დავხედოთ ფეხებს, მმმ ეს "ბალეტკები" უხდება ამ ჟაკეტს? ჟაკეტი შავი, ფეხსაცმელი ფერადი ყვავილებით, ჰმმ, ნუუ პრინციპში... სახე? მრგვალი სახე. ლოყები. წვრილი თვალები, ჩუქჩა?..."
    თითქოს ჩემი გარეგნობით ისიამოვნაო. ვგრძნობდი რომ მოვეწონე. კმაყოფილი იყო თითქოს. მე კიდე რამდენჯერაც შევხედე იმდენჯერ ვიფიქრე რა ლამაზი სახე აქვს მეთქი. ჩვეულებრივი მშვიდი, პატარა ნაკვთებიანი სახე ჰქონდა, ქერა თმა, მოკლე. პუტკუნა ეთქმოდა და აი სწორედ ამაზე მინდოდა მელაპარაკა, მე კიდევ ლირიკული გადახვევები ვაკეთე.
"ლამაზია, აი ცოტა გამხდარიც რომ იყოს..." ეს გავიფიქრე და ჩემი ტავისვე გამიკვირდა.
    რატომ უნდა ყოფილიყო გამხდარი?
    ვინ დაადგინა,რომ გოგო გამხდარი თუ არაა ლამაზი ვერ იქნება?
(თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ მე ვარ მსუქანი და იმიტო "აღვშფოთდი" :D (შეცდით ასე თუ იფიქრეთ))
უბრალოდ ჩემი თავისვე სტერეოტიპულობით გავოცდი, სულ თავს ვდებდი კლიშეებისა და იარლიყების მსხვერპლები ვართ მეთქი და მეთვითონვე გამაფიქრდა სისულელე.

    და საერთოდ როდის "შემოვიდა" სიგამხდრე მოდაში?
(შეიძლება ნათქვამიც მაქვს, მაგრამ მაინც ვიტყვი რა მენაღვლება? :D)
 სიგამხდრის ტენდენცია სხვა არავის ბრალია, თუ არა იმ მოდური დიზაინერებისა, ვინ ცდილობდა რაც შეეძლო გამხდარი მანეკენი ეპოვა, რათა ნაკლები ქსოვილი დაეხარჯა თავისი დეფილეებისთვის. ეს იყო და ეს... და ამ სრულიად კომერციული კი არადა, უბრალოდ მოგებაზე გათვლილი ნაბიჯის გამო დღეს ათასი გოგო იტანჯება. შეხედავ გოგოს ნორმალურია, ის კიდევ იმაზე წუხს, რომ 90-60-90 არ არის და თავი მახინჯი ჰგონია. (არადა მახინჯ, ფეხებდაღუნულ, ყურპარტყუნა მოდელებს რა დალევს ამ დედამიწაზე ღმერთო ჩემო??)

    დეგენერატად ჩამთვალეთ თუ გინდათ, მაგრამ მე მაინც მინდოდა მივსულიყავი და მეთქვა რა ლამაზი ხარ მეთქი, მაგრამ არა.
და აქ კიდევ მეორე კითხვა.
რატომ არ შეგვიძლია ერთმანეთს ვუთხრათ ესეთი რაღაცები?
წარმოიდგინეთ სიტუაცია: ვიღაც გოგო მოდის და გეუბნებათ რა ლამაზი ხარო. რას გაიფიქრებთ? ეს აშკარად ვერააო. არა?
   და რატო?
   რატო უნდა იყოს ესეთი ელემენტარული სიკეთე რაღაც არანორმალური და არაჯანსაღი?
შეიძლება მარტო მე ვარ ესეთი, მაგრამ მაინც ეჭვი მეპარება, რომ ვინმე უცნობი (თქვენივე სქესის მითუმეტეს) რომ მოვიდეს და კომპლიმენტი გითხრათ მაინც იფიქრებთ რომ ეს ადამიანი მაინცდამაინც დალაგებული ვერაა. და რატომ? ბავშვობაში რომ გვასწავლეს უცნობებს არ დაელაპარაკოთო მაგისი ბრალია ვითომ?



  ნუ, შეიძლება ზედმტეად პროპაგანდისტული პოსტი გამომივიდა "არიქა გოგოებო ჭამეთ" ლოზუნგით, მაგრამ რაც მინდოდა ის დავწერე, მიუხედავად იმისა, რომ არც ესეთი ჰუმანური  მგონია ჩემი თავი, როგორითაც ამ ნაწერით წარვსდექი ქვენ წინაშე :D




     მუდამ თქვენი კითხვის ნიშნებიანი fიბი

დაგვიანებული პოსტი

  თაკომე ძალიან გაზარმაცდა და შესაბამისად კაი ხანია ბლოგზე არაფერია რ დაუწერია მმ რომ ვთქვათ საპატიო მიზეზი მქონდა.. გაციებული ვარ უკვე 1 კვირაა და შეიძება ითქვას არაფერზე არ ვიწუხებ თავს.. მე2 სემესტრი იმაზე ძნელია ვიდრე მეგონა და ვარ ახლა მეზარება ყველაფერი (თან არც ისე საინტერესო საგნები მაქ .. ერთი ორის გარდა)

  ამ კვირის განმავლობაში მმმ ვუყურე "ბეჭდების მბრძანებლის" სამივე ნაწილს დაა მომეწონაა ძაან ჩამითრია და მეწყინა რატო მე4 არ არის თქო ..
კიიდევ გავაკეთე ტორტი ...ჩემი დის დაბ. დღისთვის(მე4-ედ საკუთარი თავის გაბანტვა დამეზარა) თან ისეთი გამოვიდა რომ ვჭამეთ მოგვთენთა (ბევრი ალკოჰოლით დავნამე  მგონი ) 
  ამინდები მახარებს და რამდენი გარეთ აღმოვჩნდები მინდა დავავლო ფიბის ხელი და როლიკებით ვისრიალოთ.. არადა ეს უჟმური ფიბი ხო.. ათას მიზეზს მოჩხლართავს და არ გამოგყვება.
როდის მოვა ზაფხული.. მმმ რა კაი იქნება (ნუ რა ამხარებს არ ვიიცი ეცხელება + გამოცდები მექნება + სამსახური დამეწყება) 
=))
  მიხარია მაინც რომ თბება მაგრამ ეს დღეები ისე უმოქმედო"თ" ვარ ოღონდ არაფერი ვაკეთო და..
  მოკლედ მე ვირუსი კი არა სიზარმაცე შემყარა..
ნელნელა ბლოგზე უფორო მეტი ხალხი შემოდის და გვიხარია მე დ აფიბის ჩვენ ნაჯღაპნებს რომ კითხულობენ..


  პ.ს პოსტის დაწერა იმან მაიძულა რომ ადამიანი ერთხელ რომ ჩაწერს შენი ბლოგის მისამართს და სიახლე არ დახვდება... კიდევ რომ ჩაწერს და არც მერე .. სულ ფეხებზე დაგიკიდებს =))




სიზარმაცეშეყრილითაკომე

Sunday, April 1, 2012

სიგარეტის ბოლი ხმაში


     და აი, შემოვიჭყიტე, ჩემი პატარა თაკომე სულ მივატოვე და ჩემი თავის მრცხვენია, მაგრამ ლეპტოპის კლავიატურა გამიფუჭდა და... ძალიან თუ მოვინდომე შემიძლია რამდენიმე გაფუჭებული კლავიშის მაგივრად რიცხვი დავწერო. (მაგალითად ი=1 და ა.შ) მაგრამ თქვენ კი არა მეც დამატყდებოდა თვალები ეგეთი პოსტის კითხვაში.
გუშინ რაღაც მსუყე დღე იყო, სავსე. 
დღეს, მიუხედავად ამ მშვენიერი და პირდაპირ გენიალური  ამინდისა მაინც საწოლში ვამჯობინებ ყოფნას. :D
    მმ, ვუსმენ ლანა დელ რეის. ეს ახალი ხმაა ჩემს ცხოვრებაში. ახალი სიმშვიდე და ახალი სიამოვნება. 


როგორია იცით ჩემთვის? თითქოს მის მშვიდად სექსუალურ ხმას სიგარეტის კვამლი დაყვებაო (ოღონდ რო გაყროლებს ისეთი არა), აი ისეთია თვალებმოხუჭულმა რომ უნდა მოუსმინო და თან სიამოვნებით ჩაიკრუტუნო.ჩაცმის სტილიც ისეთი აქვს, არამოდერნიზებული, არაათასნათურა და ათასწვეტჩამაგრებული და ხმაურიანი, არამედ ძველ PIN UP სტილში ( ეს სტილი ძალიან მიყვარს და მერე ამაზეც დავწერ პოსტს :D) ამ მომღერლის აღმოჩენა კი იმიტომ მიხარია, რომ ის ეხლანდელ "ვარსკვლავებს" არ ჰგავს. ის დარჩება დროის შემდეგ.

    არ ვიცი დაკვირვებულხართ თუ არა, მაგრამ დღევანდელი მუსიკა უსიცოცხლოა, (და რა ძნელი დასაკვირვებელი ეს იყო)... თითქოს ყველა მარო გახდა-ჩაცმაზეა გადასული ( უფრო გახდაზე) და ეს ყველას სასცენო კოსტიუმი, მიუხედავად თავისი ბრწყინვალება-ექსტრავაგანტულობა-ეპატაჟურობისა, მაინც  არაფერია თუ არა ერთნაირი დახურული საცურაო კოსტიუმი (დახურული, აი მუცელი რო არ ჩანს რა :D)

"იმან წვეტიანი ლიფი ჩაიცვა, მოდი მე ხორცში გამოვეწყობი"... ეს ტენდენცია მგონი LADY GAGA-მ შემოაცუნცულა და ყველა თავგანწირვით ცდილობს მიბაძოს, გადაჯოკროს...( არა, ეს ტენდენცია სულ იყო, მაგრამ მე მაინც სულ ესეთი შთაბეჭდილება მრჩება და თქვენი არ ვიცი)
მაგრამ იცით რა, საბოლოო ჯამში, თუ შევკრებთ ამ ნიკი მინაჟებს და ათას მისნაირ "რაღაცნაირ" საცვალში გამოწყობილ ვაივარსკვლავს, მივიღებთ, რომ დღევანდელი შოუ-ბიზნესი სხვა არაფერია, თუ არა ელექტრონულად დაყენებული ხმის, სილიკონ-აღზევებული ფიზიონომია-სხეულისა და საოცარი (ამ სიტყვის ირონიული მნიშვნელობით) ვარცხნიილობების აღლუმი.
როგორც მოვიდნენ ისე წავლენ და მერე ადგილი ახალი სულელური ტენდენციებისთვის გათავისუფლდება.


ნეტა შეიძლება ვთქვა, რომ ეპოქის მოტანილს ეპოქა წაიღებს?  მგონი შემიძლია არა?


                                                  მუდამ თქვენი დაკარგული fიბი :D

მარტის მიწურულს..

და დაპირებული პოსტი .. (ეთერშია ისევ თაკომე)
გუშინ ბიბლუსის დაჯილდოვებაზე მივედით მე და ფიბი და წამოვედით ისევ უკან =)) ანუ არაფერი არ მოგვიგია ჰუჰ ესეც ჩვენი სიმბოლური ხელმოწერა..


ზოგადად კონკურსზე რომ ვილაპარაკო ძალიან კაია კონკურსში მონაწილეობის მიღება და რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს მთავარი მონაწილეობაა და არა გამარჯვება მმ ყოველი "შეჯიბრების" მერე რაღაცის იზრდები.. (ჰაჰა ისე გამოვიდა ვითომ ძააან განვიცდი და ახლა თავს ვიმშვიდებ =)))))
  
   გუშინ (მარტის მიწურულს) ჩემს აივანზე თუთიყუში შევნიშნე და თაკომე რის თაკომეა თუ ცხოველი ან ფრინველი არ შეიტყუოს თავის ბუნაგშ(მუჰაჰაჰაა)
ასე და ამგავრად (უკვე ჩემს თუთიყუშს ) გავუგე აივნის კარი და ისიც მალევე შემოფრინდა ასე დაგვემატა ახალი წევრი( დედა, მამა, და, მე, ზაზუნა და თუთიყუში)
მმ იმ დღესვე უყიდე გალია იქმადე კიდევ სახლში დაფრინავდა ჰუჰ და მამაჩემს აჯდებოდა თავზე საკმაოდ თამამი ვინმეა..
საოცარი ისაა რომ ჩემს ოჯახში არცერთი ცხოველია რ მოყავდათ და თუ მოყავდათ ისიც 3-4 დღეს (კურდღელი ან ძაღლი)
ხოოდა სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ზაზუნა ჩემთან რომელიც სიუჟეტის გადასაღებად იყიდეს და არავის არ უნდოდდა სახლში წაყვანა და დედაჩემმა მომიყვანა ..
თუთიყუშიც თავად მოგვადგა=)) 


და ისმის კითხვა რა იქნება შემდეგი?
(სხვათაშორის გუშინ დედაჩემი და ფიბი ლაპარაკობდნენ)
დედაჩემი: მალე ალბათ ძაღლი და კატაც მოფრინდება თავისით ჩვენთან 
ფიბი:თუ ძაღლი და კატა მოფრინდა აუცილებლად უნდა შემოუშვა! =))
ესეც ჩემი ზაზუნა (უკუღმართი ზაზუნა)


თაკომე