Wednesday, May 30, 2012

ბლოკნოტიდან ამოხეული (ისემც??? :D)


"ამაზე მეტი  forever alone-ა რა გინდა? ვზივარ პირველ კორპუსში და საკუთარ თავს ქალაქობანას ვეთამაშები. 
ვზივარ. ინგლისურს ვაცდენ, თანაც პრეზენტაცია მაქვს გასაკეთებელი და საერთოდ არ მაქვს ესე უაზროდ გასაფლანგი დრო. ზოგმა კიდე საათის ცნობა ვერ ისწავლა  და მთელი ცხოვრება აგვიანებს! მე რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული სახით ვზივარ და რა თქმა უნდა ძალიან "სერიოზულ" რაღაცას ვწერ. ამას ჯობია მოთხრობას ვწერდე, იქნებ ბედმა გამიღიმოს და ისევ რამე მოვიგო :D 

ჰოოოდა... კომპიუტერი მინდააა. ეხლა აქ ხომ წამოვიღებდი და ვიმეცადინებდი? მეტი არაა ჩემი მტერი (რა გამონათქვამია ეს? ) შევიდოდი Fეისბუქში რომელიღაც დებილ გვერდზე და არანაკლებ დებილ სურათებს დავათვალიერებდი და რაც არ უნდა დებილობა ყოფილიყო ეს საქმიანობა, ამ დებილობაზე უკეთესი მაინც იქნებოდა იმიტო რო დებილივით ვზივარ და დებილობებს ვჯღაბნი და რა დებილობა კალიგრაფია მაქვს და რაა? სიტყვა დებილობა და დებილი ხშორად გამოვიყენე? სულაც არა...
ამ ყველაფერს შემიძლია ის დავამატო,რომ ცალი "ნაუშნიკი" გამიფუჭდა და გარედან ისეთი ხმაური შემოდის, მგონი რკინიგზაზე არაა ეგეთი ამბავი.
ამაწსინად, რკინიგზაზე დავიკარგეთ და იქ ყველა ადამიანი რაღაცნაირი უბედური იყო... მე მეგონა ეგეთი რაიონები მარტო ფილმებში იყო. რა საინტერესოა, რამხელა გავლენა აქვთ ფილმებს. გიყალიბებენ სტერეოტიპებს სიყვარულზე, ადამიანებზე. თუნდაც ქვეცნობიერად მათზე ვართ დამოკიდებულები და ისეთი სამწუხაროდ ჩვეულებრივი რაღაცები ვერ დაგვიჯერებია, როგორებიც ღარიბთა უბნებია. არა, ვიცით, რომ არსებობენ, მაგრამ მაინც რაღაც არ გვჯერა...
ეს დღეებია პეპლები გადამეკიდნენ. გუშინ კოკისპირულ წვიმაში მოყვა ერთი (ჩემი არ იყოს) და ასფალტზე იჯდა, ვერარ ფრინდებოდა და სველ ფრთებს ისე უღონოდ ამოძრავებდა, თითქოს ბოლო ამოსუნთქვას აყოლებსო. დღეს, ავტობუსის გაჩერებაზე ერთი პეპელა მიმხმარი იყო რკინას. სულ გახუნებულიყო და ფრთების დახეული ჰქონდა, მაგრამ, ეტყობოდა,რომ თავისი სამდღიანი სიცოცლის ბოლო წუთამდე რაც ძალა და ღონე ჰქონდა ებღაუჭებოდა,წვიმას რომ არ ჩამოერეცხა.
ეხლა, პირველი კორპუსის ერთ-ერთ ფანჯარასთან ჯდომისას და ღარიბთა უბნებზე წერისას, წინ რაღაცა უზარმაზარმა ჩამიფარფატა. ფანჯარას ეხეთქებოდა. შიში დავძლიე და ფანჯარა გავუღე, ის კიდე ახლა უკვე კედელზე ზის და ალბათ უკვირს როგორ ხდება ისე,რომ ხეებს ხედავს და მათკენ როცა მიფრინავს, რაღაც უხილავი აბრკოლებს (მინა).
პეპლების მეშინია-მეთქი. არ მეშინია, უბრალოდ ძალიან მეზიზღებიან, რომ ვხედავ, ტანში უსიამოვნოდ მაჟრიალებს, ჩემდაუნებურად წარმოვიდგენ,რომ მათი ბუსუსა, წაგრძელებული სხეულაკები დამდიან და ამის გაფიქრებაზე ლამისაა ვიკივლო. 
მუსიკაც გაჩერდა მობილურში და თავი ყველაზე უბედური ადამიანი მგონია..."




<<<ერთი სიცოცლე გავლიე პეპლების სურათების თავლიერებით და ამ პეპელას კიდევ არაუშავს :D
    ეს იყო ჩანაწერი ბლოკნოტიდან :D ამასთან ერთად მთელი გვერდი გავავსე წინადადებით "კაციშვილი არაა ცემზე მოწყენილი" =)) გინდათ მითხრათ,რომ თავში მიქრის? მითხარით მერე.




fბი


Sunday, May 27, 2012

nowhere man

                                                                             თავი მეცხრე

   რამდენი დღე და რამდენი ღამე გავიდა აარონს წარმოდგენა არ ჰქონდა მოწყენილი იჯდა დათოვლილ ფანჯარასთან და დახორკლილის იმიტაციას აკეთებდა უნდოდა ეგრძნო ის სუსხი რასაც მთელი ნიუ იორკი მოეცვა ... 

ფანჯრიდან ყველაფერი ისეთი შორეული და ხელმიუწვდომელი იყო აარონისთვის რომ მოწყენილობისგან კორპუსზე აგურების თვლას შეუდგა 1, 2, 3,4 ...49 .. ორმოცდამეათე ჩამოვარდნილიყო 51.. აარონს უეცარმა აზრმა გაუელვა არ შეიძლებოდა ამხელა ქალაქში სხვა მისნაირი არ ყოფილიყო რა თქმა უნდა არ ქონდა იმის ილუზია რომ ვინმე ფუგუნაჭამს გადაეყრებოდა მაგრამ ამ ინტერესმა აიძულა და პალტო ააღებინა ხელში(რა თქმა უნდა აარონს პალტო არაფერში სჭირდებოდა მაგრამ წლების მანძლზე გამჯდარ ჩვევას ვერ ივიწყებდა).. აარონი კარიდან გამოვიდა და გაშრა .. სად შეიძებოდა მისი სხეული დაემარხათ ... ან კი დამარხეს საერთოდ იქნებ  კრემაცია გაუკეთეს? გაიფიქრა და გახალისდა წარმოიდგინა როგორ გამოიყურებოდა შებოლილი.. ასე იყო თუ ისე გეზი უახლოესი სასაფაოსკენ აიღო ... აარონმა ფილმებიდან კარგად იცოდა თუ სადმე სული დაძრწის ეს სასაფლაო! თანაც ბავშვობაში აარონს ბოროტი ჯეიმის (ასე ეძახდნენ საშუალო სკოლაში ბიჭს რომელსაც როგორც თვითონ ამბობდა ცოცხლად ჰყავდა ბაყაყი ნაჭამი) ბოროტ ხუმრობის გამო მოჩვენებების შიში 17 წლამდე ტანჯავდა ... 12 წლისა იყო აარონი ბოროტ ჯეიმსსთან ჭადრაკი რომ წააგო და მისი ერთი სურვილის ასრულება რომ დაევალა მთელი 12 წლის მანძილზე არასდროს მონდომებია ეკივლა და გაქცეულიყო როგორც მაშინ შებინდებისას სასაფლაოზე თეთრ პლედ გადაფარებული ბოროტი ჯეიმსი რომ მოსდევდა უცნაური ბგერების ძახილით... აარონი ჭიშკართან ერთხანს გაჩერდა გაახსენდა ბავშობის ეს მოგონება და ამჯერად უკვე ამაყად შეაღო ჭიშკარი ... ბოლო ბოლო ის თეთრ პლედ გადაფარებული ჯეიმსი რომა რ ყოფილიყო რისი უნდა შეშინებოდა .. თავისითავის მხოლოდ...

ჭიშკარმა ისეთი ხმა გამოსცა დაფაზე მოსუვენარი ბავშვი რომ ფრჩხილებს ჩამოუსმევს და მთელ ტანზე დაგბურძგლავს..  სასაფლაო სიწყნარეში იყო ჩაფლული...აარონმა მთელი დღე მოანდომა მოჩვენების ან სულის ძებნას თავიდან ენთუზიაზმით შეუდგა ... -ეიიი სულებოოოო! აქ ხართ? ან მოჩვენებებო ან უსხეულო არსებებო... სასაფლაოზე არავინ იყო.. დარაჯის გარდა რომელიც ჯიხურში სთვლემდა და ალაგ-ალაგ ხველბა აუვარდბეოდა ხოლმე. აარონს მობეზრდა სასაფლაოზე ღრიალი და ახლა უკვე თაისთვის უფრო ბუტბუტებდა ..

-ჰეიიი შოკოლადი მაქ .... შაავი გემრიელიიი ....( ამანაც რომ არ გაჭრა) ... უი არააა თეთრი ყოფიილა ...


-თხილებით? მოესმა აარონს


Friday, May 25, 2012

თაკომეობა

                                               სანამ უშუალოდ თაკომეობას შევეხებოდე


1) გუშინ ვიყავი ფერების ფესტივალზე ნუ ისეთი ვერ გაამოვიდა როგორიც იდეაში დაგეგმილი იყო აი მაგალითად ამ ვიდეოში როგორცაა ასეთი არც ფერები ყოფილა და არც სინქრონი =)) ნუ მაგრამ პირველისთვის კაი იყო (ალბათ) ნუ ჭყლეტვას და ხამობას თუ არ ჩავთვლით და კიდევ იმას რომ საშინლად მგუდავი ფხვნილი იყო...
ესეც ამოგანგლული მე 
2) ფიბიმ ლიტ კონკურსში გაიმარჯვა!!! პირველზე გავიდა და 300 ლარიც მოიგო და დღეს რომ გავიგე სკამზე ვხტუნაობდი (ნუ ბიძგები უფორ იყო ვიდრე ხტუნვა =)) )  მაინც... და იმედია თავის ნაშრომს ატვირთავს კიდეც. დაწერე მეთქი დღევანდელზე და იუარა გოგომ გამომივიდა ეგეც თავმდაბალი!
3) დღეს ჩემი დაბ დღეა და ვგულოაბ დილამდე =)) კაი ხო არ ვგულაობ მმ დადა დღეს დიდი ხნის ნანატრი საჩუქარი მივიღე ჩემიიი უსაყვარლესი ადამიანისგან მმ ვისაც "ტრიუმფალური თაღი" წაკითხული გაქვთ( დფა თ არ გაქვთ წაიკითხეთ) დარწმუნებული ვარ თქვნეც მოგინდებოდათ ამის გასინჯვა.. ნუ ჯერ მეც არ გამიხსნია ჰუჰ :) 




მადლობა ფიბის მოლოცვისთვის 


თაკომე

დღეს თაკომეს დღეა


რააა ლააამაააზიიი დღეეეაააააააა! რააააა ნააათეეეელიიიიი მზეეეეეეაააააა (მერე რა, რომ წვიმს) იიიიიიიმიიიიტოოოოომ,როოოოომ დღეეეეეეს თაკოოომეეეესსსსსს დააააბააადეეეებიიიიის დღეეეეეაააა :D
დღეს ცვენი თაკომე 19 წლის გოგო გახდა :D
ძალიან მიყვარხარ და მართლა მადლობა რო მყავხარ (რაც არ უნდ აპათეტიკურ-ბანალურად ჟღერდეს :P)
დიიიდი და  სასახელო და ბედნიერი ( აბა უსახელო ხო არა :D) გოგო გამეზარდე :* :* :*
ერთმანეთიი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა :D ( აქ საკუთარი თავიც დავიპატიჟე შენ მომავალში)
fიბი, აბა თაკომე თავის თავს მიულოცავდა,რა გჭირთ, რას დაიბენით?? :D

Wednesday, May 23, 2012

რის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ ადამიანზე..

 გამიგია რომ ადამიანის შესაფასებლად ფეხსაცმელს უნდა დაუვირდე როგორი აცვია.. და რამდენჯერაც არ შემიხედავს იმდენჯერ არ მომწონებია ამ შემთხვევაშ გამოდის რომ ის ადამიანი. წარმოიდგინეთ გაიღვიძეთ დილით ძლივს აიზლაზნეთ რაც ხელში მოგვხდათ ის ჩიცვით ფეხზე მაინცდამაინც არ გაამახვილეთ ყურადღება ჩვეულებრივი ბოტასი ან კეტი ან სხვა რამე და გახვედით გარეთ იფიქრებთ რომ ვიღაცა მხოლოდ თვქენი ფეხსაცმლით იმსჯელებს თქვენზე? თქვენს პიროვნებაზე და არა იმდენად გემოვნებაზე...
ან მაგალითად არ გქონიათ ისეთი მომენტი როცა თვენთვის "ავტორიეტის" მქონდე ადამიანს განსხვავებული (ამ შემთხვევაში რადიკალურად) შეხედულება გასჩენია..ჰმ არამგონია ამის გამო გადაგყავრებოდათ... რატომ უნდა იმსჯელო ადამიანზე ერთი რამის მიხედვით .. შეხედე ამას რა საშინელი თმები აქ გეგონება 1 წელია არ დაუბანია ან შეხედე რა ფერები აცვია ან შეხედე რა სასწაული ჩანთა უჭრავს ..(ნუ მეც ხშირად მითქვამს ვაღაირებ)
მოკლედ არაფერი ხო? მაგრამ თითქოს ერთი რაღაცა საკმარისზე მეტია რომ ადამიანზე იმსჯელო და კაკ მინიმუმ დაასკვნა რომ შენ მასზე უკეთესი ხარ..
თუმცა მე (რადიკალურად) არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ შესაძლოა მხოლოდ ერთი ან თუნდაც რამდენიმე "რამით" იმსჯელო.. ვიღაც ბარსას ფანია ვიღაც ემინემს უსმენს ვიღაცას რემარკი მოსწონს ...
და სულაც რომ არაფერი ჩვეულებრივი ვაშლიც შიგნიდან ზოგჯერ დამპალია ხოლმე..და წარმოიდგინეთ რამდენი კარგად შეფუთული ადამიანი დადის
საერთოდ რამ გადამაწყვეტინა ამ თემაზე დაწერა.. იმან რომ გუშინ ვარჯიშზე რომ მივდიდდი ერთმა გოგომ ჩამიარა და ხელში ალუჩებით გამოტენილი პარკი ეჭირა თან რაღაც წვენიც მიჰქონდა ..რატომღაც გადავწყიტე რომ აუცილებლად კაი ტიპი იქნებოდა... ალუჩა უყვარს და წვენი თქო =)) მერე ჩემ თავზე გამეცინა..
არადა რამდნეჯერაა როცა ერთი რამის გამო უყავრდებათ ადამიანი აი თუნდაც იმიტომ რომ კარგად მღერის ან ისეთი მწერალი ან მხატვარი მოსწონს რომელზეც შენ ჭკუა გეკეტება...
ეს ყველაფერი ხომ არ ნიშნავს იმას რომ ის ადამიანი კარგია .. ადამიანურია..


 "ერთი ნახვით სიყვარული" კი არა "ერთი ნახვით შეფასების არ მჯერა მე" ! =))


თაკომე

Wednesday, May 16, 2012

შეხვედრა მწერალთან

  არსებობენ გრძელი დღეები და არსებობენ გაწელილი დღეები რომლებიც ერთი სული გაქვს დასრულდნენ ...
მე კიდევ ჩემ ერთ გრძელ დღეზე მოვყვები ..
   ყველაფერი "აღმოსავლური ფილოსოფიური მოძღვრებებით" დაიწყო მართალია მაგვიანდებოდა მაგრამ ვიცოდი რომ ლექტროი როგორც ყვოელთვის 20 წთ დააგვიანებდა.. არც შევმცდარვარ. მერე ანტიკური ლიტერატურით გაგრძელდა რომელიც ჩემდა გასაკვირად ძალიან შემიყვარდა, მერე დავდებ ერთ კარგ(ნუ ვეცდები კაი გამოვიდეს) "პოსტს" ამ თემაზეც..ხოდა რაღა გავწელო და უნივერსიტეტში ყველა განცხადებას ვკითხულობ თქო არა მაგრამ ტურაშვილის "ჯინსების თაობი " ყდის სურათმა მიმიზიდა დავხედე და აღმოვაჩინე რომ დღეს ტარდებოდა შეხვედრა ხოდა მეც რაღა კიინოში წავსულიყავი და უცბა"თ" შევცვალე გეგმები :) 
  ტურაშვილის ლოდინი სულაც არ იყო დამღლელი პირიქით ბევრი ვიხალისეთ რაღაცეებზე სანამ მოვიდოდა მუსიკას ვუსმენდით აუდიტორიაში მე მზიკა და ფიბი ვკამათობდით უფრო ვსაუბრობდით იმაზე როგორ უყავრდება ადამიანს წიგნი ... მოკლედ რაღაც კარგი მეგობრული გარემო შეიქმნა ორგანიზატორებიც გვამხიარულებდნენ . 
   ბატონი (ნუ დათოთი რომ მივმართო რაღაც ნიტოა=)) დათოც ისეთი აღმოჩნდა როგორიც მაგისი წიგნებია რაღაცნაირი ძალიან ღია,თავმდაბალი, უშუალო, მხიარული შემოვიდა თუ არა გაგვამხიარულა ... აღნიშნა რომ თსუს 1 კორპუსი მოეწონა განსაკუთრებით ტუალეტი და რომ თვალებს არ უჯერებდა... და რომ არა დეკანი(ან რექტორი) იქიდან არც გამოვიდოდა =)) (სხვათაშორის გამოვტყდები და მეც ძალიან მომწონს ეგ ადგილი თსუში :=))) 
ისაუბრა დავით გარეჯზე (ახლანდელ მოვლენებთან დაკავშირებით), ლიტერატურის დანიშნულებაზე რომ არაა აუცილებელი მწერალმა ადამიანს რაღაცისკენ მოუწოდოს... ისაუბრა თავის ახალ წიგნზე "მე რომ ფეხბუთელი ვიყო."  გაიხსენა ირაკლი ჩარკვიანი და შემდეგში მისი მუსიკის ფონზე გააგრძელა საუბარი... თქვა რომ ძალიან უყვარს წერის დროს მუსიკის მოსმენა , რომ წერისგან იღებს ძალიან დიდ სიამოვნებას.. 
ბევრ ისეთ თემას შეეხო რაც აქტუალური იყო .. მართალია იყო რაღაც საკითხები რაშიც მე სხვა მოსაზრება მქოდნა მაგრამ მერე რა? :)
 ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ამ ადამიანს კაი ხანია ვიცნობ იმდენად გახსნილია ურთიერთობაში. მოკლედ კარგი ენერგიით დამუხტული წამოვედი...
  დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა" ,"იყო და არა იყო რა", "გურჯი ხათუნი" და პატარა მოთხრობები მაქ წაკითხული და ამ შეხვედრამ რაღაცნაირად დამმუხტა რომ უფრო მეტი წამეკითხა მისი შემოქმედებიდან.. 
მთელი 2 საათი ყველა ვიღიმოდით საკამოდ კარგი იუმორის გრძნობა აქვს . 
ორგანიზტორებმა მგონი წიგნების თაობამ (იმედია არ მეშლება სახელი) პატარა კონკურსიც ჩაატარა .. უნდა გაგეგრძელებინა ფრაზა "კითხვა არის.."  მე რამ გამომაშტერა არ ვიცი (ნუ კი ვიცი =)) აღიარება მიჭირს =))  და ჩავთვალლე რომ შეკითხვაზე ამობობდნენ არადა შვილი რა შეკითხვა მწერალია მოწვეული წიგენბის თაობა და რა შეკიიითხვა... კაია რომ დროულად მივხვდი ჩემ დებილობას და დავწერე კითხვა არის დიალოგი ავტორთან.. ანუ კითხვის პროცესში გებადება რაღაც კითხვები რაზზეც საბოლოოდ ავტორი გცემს პასუხს თანდათან ..ნუ მმართალია ვერ გავიმარჯვე მაგრამ ეგ არაფერი  თითიდან გამოწოვილი (თუ როგორ ამობებენ ) გაცვეთილი ფრაზების რახარუხს ჯობს :) 
  ხოოოდა დადგა ის დრო რომ ავტოგრაფები უდნა დაერიგებინა მეც არ ვარ ფიბიმ აღნიშნა ავტოგრაფის ხამი და ბოლო წამამდე არ ვაპირებდი მისვლას იმ მიზეზის გამო რომ წიგნი არ მქონდა და ფურცელზე არ მინდოდა მაგრამ ემრე მომესმა ფრაზა.. ფურცელზე ვის გინდოდათ ?  (მე და ფიბიმ ვთხოვეთ სანამ წავიდოდა ფიბი) ხოდა მეთქი კაი მოვალ და გამოვართემვ ავტოგრაფს ჰუჰ ხოოოდა მივედი შემობურნდა და მხედავს ფურცლით ხელში გაღიმებულ გოგოს  და მეკითხება ...
-რა დავწერო? 
წამიერი დაბნევა დამემართა რა უნდა დაწერო? ნეტა რა? უდნა დამახასიათო.. ან დამხატო :=)) (მეგობრების დღიურებში რომ იყო ხოლმე) ხოდა მერე თავი ხელში ავიყვანე გავყარე ჩემი სულელი ფიქრები და ...
-რაც თქვენ გინდათ...
ხოდა აი ესეც ფურცელი 
დადადადანნნ! (და მართალია ფიბი ვის ეცალა მაგის ავტოგრაფისთვის)




თაკომე
p.s  ვიდეოსაც დავდებ

ეჰ. ჩემი დათო ტურაშვილი


და სანამ მე ამ პოსტს ვწერ. ჩემი გოჭუნა ჭყივილით დარბის და დახტის საწოლზე ( და დიდი იმედი მაქვს,რომ ძირს არ ჩავარდება, ან თუ ჩავარდება... იმედია ვიპოვი :D)
დღეს არც ისე კარგი დღეა.
არადა ადამიანურად და თბილად და ბევრი სიცილით დაიწყო.
აი დღის მეორე ნახევარმა კი იმედები გამიცრუა...
5 საათისთვის პირველ კორპუსში დათო ტურაშვილთან შეხვედრა იყო დაგეგმილი. მისი ძალიან ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული და დათოს ნახვაც ყოველთვის მინდოდა. სამწუხაროდ აქამდე ვერც ერთ შეხვედრაზე ვერ მოვახერხე მისვლა და გული მწყდებოდა.


დღეს 5ის ნახევარზე მე და ჩვენი თაკომე უკვე 115 აუდიტორიის კართან ვიყავით დასკუპებულები. დათოს თურმე აგვიანდებოდა და დაწყება 6 საათამდე იყო გადადებული. 6ამდე ველოდე, სანამ ველოდებოდით, იქაურობა წუწუნით ავიკელი, ნეტა რაზე ვფიქრობდი, რომელიმე წიგნი წამომეო და ხელს მოვაწერინებდი-მეთქი. მერე წნევამ ამიწია და სახლში მომიწია წამოსვლა. თაკომეს ფურცელი დავუიტოვე ავტოგრაფი წამომიღე-მეთქი. (ავტოგრაფისტი არ ვარ, მაგრამ ეს ავტოგრაფი მინდოდა ბლოკნოტში რომ ჩამეკრა...) 
სანამ სახლში მოვედი საცობი და ხანძრიანი სახლი გამოვიარე (რის გამოც საცობი გაორმაგებული იყო) მოგატყუებთ, რომ ვთქვა ავტობუსში ადგილისა და ჰაერის ფუფუნება იყო-მეთქი. მაგრამ როგორღაც მოვახერხე და ჩემი პატივცემული უკანალი სკამზე ჩამოვდე. რის გამოც მერე ბევრი ბოდიშის მოხდა მომიწია "იცით, ძალიან ცუდად ვარ, თორემ ადგილს დაგითმობდით" (ახალგაზრდას ხომ დაღლა და ცუდად ყოფნა არ შეუძლია და თუ სკამზე დაჯდა ხომ უეჭველად უზრდელი,ანდა  ტყეში გაზრდილია არა?) " არა შვილო რას ბრძანებ"- შეიცხადებდნენ ბებოები და ბაბუები :D არადა გულში ფიქრობდნენ ეს არაადამიანი მშობლებს როგორ არხცვენსო..
სახლში მოვაღწიე, წამლები დავლიე და თაკომესა და მზიკას ველოდები შეხვედრის ამბები რომ მომიყვნენ და რაღაც არც ერთი გამოჩენილა აგერ უკვე თითქმის ერთი საათია და ეჭვი მაქვს ავტოგრაფებიც მარტო თავისთვის აიღეს...


                                         წნევიანი fიბი

Monday, May 14, 2012

ალუჩლენდი (2)

)   რატომღაც შემოვედი და დარწმუნებული ვიყავი,რომ ნაწერი დამხვდებოდა (ჩემივე) არადა მერე გამახსენდა,რომ არც არაფერი დამიწერია. გასაოცარია პირდაპირ :)))
ამა წლის ამ თვის ამ პარასკევს მე, თაკომე და კიდევ ორი ჩვენნაირი (მარი და მზიკა) წავედით ჩემთან სოფელში. სოფელი ესე, მდებარეობს სიღნაღთან მოკლედ :)) სიღნაღი, მიუხედავად თავისი სილამაზისა თუ გარემონტებულობა-ლოყებშეფაკლულობისა ძალიანაც მოსაწყენი ქალაქი გახლავთ. იქ ან ჯვარი უნდა დაიწერო, ანდა იდგე და ხედები ათვალიერო, ანდა ჰო. კიდე მუზეუმია (მუზე-შემწვარი...მუზე-უმი) 
სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ჯვარს არც ერთი ჩვენგანი არ იწერდა, ხედები და ნახატები კიდევ მილიონჯერ გვქონდა დათვალიერებული, ამიტომაც მხოლოდ იმით შემოვიფარგლეთ,რომ პოპულში რაღაცები ვიყიდეთ და.. და რა? ეგ იყო და ეგ.
   სახლში ჩასულებს დიიიიდი არა, მაგრამ დააახულული (თ  ეს სიტყვა აქამდე არ გაგიგიათ მით უკეთესი, იმიტომ, რომ ზუსტად რა ასოციაციაც გამოიწვია თქვენში აი იმას ასახავს, მაგრამ რატომ ჩავთვალე,რომ ვინმემ ეს სიტყვა არ იცის ეგ უკვე მმ, სხვა თუ არაფერი, საკითხავია მაინც...)ალუჩის ხე დაგვხვდა...
   ჩემი ალუჩა სხვათა შორის ძალიანაც ტკბილია, კბილების ე.წ მოჭრა თუ აჭრა თუ ჩაჭრა თუ მოკვეთა არ ახასიათებს და ამიტომაც იყო, რომ საუზმედ, სადილად და ვახშმად ძირითადად ალუჩა ჭარბობდა ჩვენი კვების რაციონში. 
რაღაც ეს პოსტი ზედმეტად გადაპრანჭული გამომდის. =)))
თაკომეს სურათების გადაღება კი უყვარს, მაგრამ უამინდობაც იყო ხოლმე და სიზარმაცეც და ამიტომ მაინცდამაინც ბევრი სურათი ვერ გადავიღეთ. (ეხლა ამ პოსტს თსუ-ს ბიბლიოთეკიდან ვწერ და სურათებს იმედია მერე ან მე, ან თაკომე დაამატებს )
თბილისის საქვეყნოდ (და არამარტო) ცნობილი წარღვნის დროს არც ჩვენთან ხდებოდა ნაკლები ვნებათაღელვა...
   p.s 
გაგრძელება სახლში...
ჰოდა როგორც გითხარით დიდი ვნებათაღელვა იყო ჩვენთანაც. იმ ას თუ არ ჩავთვლით,რომ მშობლები ყოველ სუთას რეკავდნენ და ცდილობდნენ როგორმე კატერი, ან წყალქვეშა ნავი მაინც გამოეგზავნათ ჩვენ დასახმარებლად და ჩვენი პასუხით (რომ საგანგაშო არაფერი იყო) კიდევ უფრო ფეთდებოდნენ (ოდეს ტყუილი ეგონათ), ჩვენ მაინც ასე თუ ისე დაძაბულები ვიყავით :D
   ღამე იყო და გარეთ ელავდა და ქუხდა და სახლში ოთხი თვალებდაჭყეტილი გოგონა ვისხედით (ნუ ზოგი წამოწოლილი იყო)... რომელიღაცამ წარმოთქვა ჭიშკარი რაღას ჩავკეტეთ მოძალადეს და ქურდს მოსვლა რომ ჰქონდეს დაგეგმილი, გადმოძრომით მაინც გადმოძვრება და მოდი კარი გავუღოთ, რაღას ვაწვალებთო...
აი აქ დაიწყო :D
   თითქოს 4-ვე დარწმუნებულები ვიყავით, რომ ის ის იყო ვინმე შემოგვივარდებოდა. (რის გამოც მარიმ ხერხი დაიდო სასთუმალთან :D) ეხლა მეცინება, მაგრამ იმ ავბედით ღამეს არც კი მერიმებოდა :D აი ორი კინკილა სურათი :D თქვენთი
ონაც იცით,რომ სურათებით ვერ დვაიკვეხნით... წავედი ალუჩას მოვიან...




   p.p.s სურათების ხარისხს არ ვიმჩნევთ :P


     fიბი

ალუჩლენდი

მმმ დიდი ხანია არ დაგვიწერია არაფერი და ეს იმიტომ, რომ არ ვიყავით  არც მე და არც ფიბი თბილისში პარასკევს გეზი კახეთისკენ ავიღეთ. ფიბის კუსუნა სოფელია სიღნაღთან ახლოს სადაც 2008-2009 წლებში ვისვენებდით. ხოოდა ჩასვლისთანავე გავსკდით ალუჩის ჭამით იმდენი "ალუჩები "იყო თამამად გადავარქმევდი "ბროწლიანს" "ალუჩლენდად" ...
კაია ქალაქიდან გასვლა რამდნეიმე დღით.. 

რა თქმა უნდა ყველაფერი იდეალურად არ წავიდა =))
1) წყალი არ იყო ნუ მო"წვეთავდა"=))
2) საწოლი ჩავტეხეთ და შუაღამისას ავტეხეთ ჩაქუჩის რტყმა =))
3)მე პირადად ზაგრის გადამკიდე მივიწვი ცოტაარრიყოს და...
4) შუაღამისას მანიაკებით შეშინებულებს ხერხით გვეძინა.
5) იქაც სასწაულად გაწვიმდა.
6) ყოველი ახალი ბზიკის შემოფრენაზე ოთახში ისეთივე ღრიალით, წივილით და კიილით გავრბოდით როგორც წინა წლებში.
7) ფიბი პირველად ვნახე ცეცხლოკიდებული "ვედროთი" მორბენალი 
8) გავსიჯეთ უცნაური ჯიშის ხინკალი სოი+ხორცი და საბოლოო ჯამში არცერთი =))
 მიუხედავად ამ დავიდარაბისა მეც და ფიბისაც სოფელი ძალიან გვიყვარს.... ამიტომაც ასეთ შანს ხელიდან არ გავუშვებდით...






სოფლიდან ახლახანს ჩამოთრეული თაკომე

Monday, May 7, 2012

ზღვის გოჭის სახლები :D


 და აი, სანამ მუზა მუჭში მყავს მომწყვდეული, ვდილობ რაც შეიძლება მეტი დავწერო.
არ ვაპირებ ჩემი გოჭუნათი თავი მოგაბეზროთ, მაგრამ იმედი მაქვს ჩემნაირი ინტერესიანები მოიძებნებიან და ამ პოსტს დააფასებენ, ანუ იქნებ ვინმეს აქვს ჩემნაირი პრობლემა :D საქმე კი ის არის,რომ გოჭუნას  აკვარიუმი ძალიან პატარაა და მომიწევს რამე დიდი გალია გავუკეთო, ამითსვის ჩავწერ ხოლმე გუგლში ხელითნაკეთ გალიებს და ისეთ კარგ იდეებს ვაწყდები, რომ მმმ....
ხანდახან კი იდეებთან ერთად დიიიიიდ ფართობს ვაწყდები, ანუ როცა ღვის გოჭუნების გალიას მთელი ოთახი უკავია და გული საწყლად მეკუმშება, ჩემი პაწაწინას აკვარიუმი მათთან შედარებით უბრალოდ ე.წ ხრუშჩოვკა რომაა და მეტი არაფერი :D (იმედია თაკომე არ მიწყენს, ეს აკვარიუმი მათხოვა და მე კიდე რა დღეში ვარ :D)
ჰოდა, მოკლედ გადავწყვიე ნეტში ნანახი შევაჯამო და გაგიზიაროთ და იმედი მაქვს რომ რომელიმე სახლუკას იდეას ხორცს აუცილებლად შევასხამ. 
    იზრდება გოჭობიდან უკვე ღორობაში გადადის და როგორც ვიტყვით ხოლმე "ფეხის გაშლაც დასჭირდება" :D
ასე რომ... 
დავიწყეთ :D


ეჰ, უფრო ლამაზი და ორიგინალური სახლებიც ვნახე, მაგრამ ვერ გადმოვწერე სურაები და ამიტომ უბრალოდ ლინკს დავდებ,რომ დაინტერესებულმა პირებმა (თუნდაც ცხვირებმა) თქვენთვიონვე დაათვალიეროთ :D http://www.guineapigcages.com/photos/showphoto.php?photo=10522



<<აუ ეს სახლი ყველაზე მეტად მესაყვარლება, მაგრამ ნუთუ ამას არ გამოღრღნის? :D






















მეეც მინდა ჩემ გოჭუნას ამხელა სახლი რომ ჰქონდეეეს :( რა უსამართლობაა :(((














ჰაჰა :D ინტერნეტში ქექვისას ასევე წავაწყდი ტანსაცმელებს და რომ არ განახოთ არ შემიძლია :D

 ვაიმე პიკაჩუ რომ დავინახე, კინაღამ სკამიდან გადავვარდი :D
 სუპერგოჭი და GOOD BAD AND UGLY გოჭი :D
 ოჰ...თქვენო უდიდებულესობავ ნუთუ თქვენი ბალიში თქვენივე ლოყებივით არ ააფუმფულეს? ოჰ ეს პატრონები ღმერთო ჩემო...
<<< ფლორენს ნაითინგეილი გოჭუნა :D
 PLAY-გოჭი =)) ვაიმე ვეღარ ვსუნთქავ :D


ეჰ fიბი, fიბი... გირჩევნია არქიტექტორობასთან და ინტერიერის დიზაინერობასთან ერთად ჭრა-კერვაც ისწავლო :D



სრულიად მოსალოდნელი პოსტი.


არა!
   უსინდისობასაც აქვს საზღვარი!
დღეს მიწისძვრა მგონი მარტო მე ვერ ვიგრძენი :D ერთადერთი ის გავიე, ბებიაჩემი რო აჭყიპინდა ადექი, ჩაიცვი, ვიღუპებითო.
ძილი გავაგრძელე, მაგრამ შარვალი იქვე დავიდე, არიქა მიწა კიდევ თუ იძრა, უცბად ამოვიცვამ და გავვარდები თქო, მერე გამახსენდა, რომ ეხლა მარტო ჩემ თავზე არ უნდა ვზრუნავდე და ჩემი გოჭუნაც (ზღვის გოჭუნა) უნდა მეხსნა ტავზე ჩამონგრეული ჭერისგან. საბედნიეროდ არაფერი მომხდარა.
    დღეს ისე წვიმდა, ვიფიქრე უნივერსიტეტი რა ხილია არ ვიცი და არც მინდა რომ ვიცოდე თქო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც წავედი და გავარკვიე, რომ თურმე 30 ქულიანი კოლოკვიუმიდან 7 ამიღია! (არ მოგესმათ) და რა მიხარია? იკითხავ თქვენ.
საქმე ის არის, რომ კოლოკვიუმზე სამარცხვინოდ ვიწერდი და ლექტორმა ჩემი ეს გადამწერლობითი სამუშაო სულ რაღაც ერთი წინადადებით დაასრულა: "თქვენ უკან, შეწყვიტეთ წერა"... მეც დავნებდი და უბრძოლველად ჩავაბარე ფურცელი, იმის იმედით, რომ ნაწერს არ გამიუქმებდა... იმედით კი იმიტომ,რომ ლექტორს თვალებში ვეღარ ჩავხედე, რომ მეკითხა რა ბედი ეწევა ჩემს ნაშრომს-მეთქი, მხოლოდ ის შევძელი რომ დარცხვენილმა და თავჩაქინდრულმა გამოვაბიჯე აუდიტორიიდან...

სათქმელი,როგორც ატყობთ მაინცდამაინც არაფერი მაქვს და სინდისის ქენჯნის გამო ვწერ, ამიტომაც მოდით და ჩემ გოჭუნას აღგწერთ.
ვირთხას ამსგავსებენო?
მე მომკალით და (ანდა არ გინდათ) ვირთხას ვერაფრით ვამსგავსებ, ჰაჰა- პატარა ბაჭიასთან გავავლო პარალელი, ეგაა და ეგ.
    დღეს აკვარიუმში მეორე სართული, უფრო სწორედ კი ანტრესოლი გავუკეთე, საძინებელი ზევით, სამზარეულო და სველი წერტილები ქვევით...
ეჰ...არადა ანტრესოლზე როგორ ვვოცნებობ. ხომ გაგიგიათ მშობლები ცდილობენშვილებს ის გაუკეონ, რაც თქვითონ არ აქვთო... ეჰ, ანტრესოლი, ანტრესოლი...
ჰოდა...
     ჩემ გოჭუნას ჯერ-ჯერობით სახელი არ აქვს, (ძირითადად, თუ რამეს დააშავებს, ერთი სიტყვით შემოვიფარგლები ხოლმე :"გოგო!" :D) როგორც მიხვდით, გოგოა და მინდა რამე პატარა და მოხდენილი დავარქვა, მაგრამ სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ) ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე. როგორცკი ოთახში შევდივარ იმ წამსვე ჭყიპინს იწყებს, აქაოდა მივხვდი რო მოხვედი და მოდი მეთამაშეო, სამწუხაროდ ძალიან უყვარს მოსაქმება და დღეში მინიმუმ 3ჯერ მასველებს, მაგრამ რა ვქნა, ასეთია გმირი დედიკოს ბედი :D 
(ეხლა ისევ აბობღდა თავის ანტრესოლზე, მოიკალათა და იქიდან იყურება).
ძალიან უყვარს მოფერება და ბალახი.
ჯერ-ჯერობით ვერ იტანს იმ ვიტამინიან ცარცს, რომლის გაღრღნაც ოფიციალურად ევალება :D ( ეჰ, თაკომეს ზაზუნამ კიდე სულ რომ შეჭამა თავისი)
უყვარს თითების ლოკვა და საწოლზე ჭყიპინით სირბილი და ხტუნვა, იმდენს წრუწუნებს და ხმაურობს, რომ სირენასაც ეძახიან :D საკმაოდ ჯიუტია (პატრონივით) და ვერ გააკეთებინებ იმას, რაც არ უნდა (რატო არ უნდა ხოლმე ეგ კიდევ ვინ იცის..)
დიდი თათუნები აქვს, რისიც ჩემ ერთ ხუჭუჭა დაქალს ეშინია და ამიტომ ვერ ეკარება, არადა მე ეს თათებიც მესაყვარლება და რა ვქნა.
    ინტერნეტში ყველაფერი გადავქექე, ყველანაირი ინფორმაცია მოვიძიე, მაგალითად, იცოდით, რომ მისი ნორმალური ტემპერატურა 39.5 არის? ეს მაშინ გავიგე,რომცა მისი სიმხურვალით გულგახეთქილმა კინაღამ თერმომეტრი ჩავჩარე პირში.
სამწუხაროდ სურათები ჯერ არ მაქვს, მაგრამ როგორცკი მექნება იმ წამსვე განახებთ.
ახლა კი ამ გოჭუნას სურათს გიტოვებთ, იმიტომ,რომ ა) სურათი არ უნდა პოსტს? ბ) ძალიან ჰგაქვს ამ სურათზე გამოსახულ გოჭუნას (უფრო მუქი ყავისფერია ოღონდ),თანაც წარმოიდგინეთ, ზის და სულ ესეთი სახით გაკვირდებათ :D    დროდადრო მოგამარაგებთ ისტორიებით ამ უსაყვარლეს არსებაზე და იქნებ მისი სათამაშოების გაკეთებაც კი ვისწავლო და მერე აქ დავწერო, თაკომეს ესმის ჩემი, როცა საქმე შენი ცხოველის ბედნიერებაზე მიდგება, მაშინ ცდილობ ყველაფერი გაუკეთო, რაც დასჭირდება D: (რასაც მეც და თაკომეც დიდი სიხარულითა და ხალისით ვაკეტებთ :P)


                                             ზღვის გოჭის პატრონი fიბი

Wednesday, May 2, 2012

საწიგნეთი

  დიდი ხანია არაფერი დაგვიწერია არც მე და არც ფიბის ამას კიდევ საპატიო მიზეზები აქვს  სახელად "კოლოქვიუმები"  =)) წიგნის თავში რტყმას მოვრჩი და გადავწყვიტე დამწერა :) ისე ფიბის კიდევ ერთი საპატიო მიზეზი გააჩნია ოჯახში ახალი წევრი ყავს (არა არც ორსულად არ იყო და არც და შესძენია =)) ) პატარა ზღის გოჭი ყავს და ჭკუაზე არაა კრუხი რომ დასტრიალებს თავზე წიწლებს ისეა =)) 
   მმ ჩემ თემას რაც შეეხება ბიბლიოთეკებზეა... ჰმ უმეტესობა ბიბლიოთეკებისა რაღაც უღიმღამოა, უსიცოცხლო ძველი წიგნებით გამოტენილი....
აი ჩემი ოცნების ბიბლიოთეკა მმმმმმმმმმ დიდი სახლი თუ მექნა აუციელბლად ერთი ოთახი ბიბლიოთეკისთვის მინდა...
რა თქმა უნდა ბიბლიოთეკაში უნდა იყოს სიმშვიდე და ა.შ მაგრამ უმეტესობა ბიბლიოთეკებში რაღაცნაირი  მკაცრი სიმშვიდეა .. აი თუნდაც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა სკამზე გაჯგიმული რომ უნდა იჯდე მაგიდასთან.. 
ლიტერატურულ კაფეში ნამყოფი არ ვარ მაგრამ შორიდან რომ ვხედავ ხოლმე =)) ცუდი სიტუაცია არ უნდა იყოს..
ჩემი აზრით ბიბლიოთეკას წიგნების სუნი უნდა ჰქონდეს და არა სიძველის. . და თანამედროვე მწერლების ნაწარმოებები უფრო მეტი თუ ექნებათ უკეთესი... და რავიცი ათასი რამე შეიძება ბიბლიოთეკის გასახალისებლად... თუნდაც ხმამაღლა კითხვა ზღაპრების ბაშვვებისთვის, დისკუსიის მაგიდები სადაც ნაწარმოებს განიხილავ მოსახერხებელი სკამები უმმმ ჰამაკი ხო საერთოდ "დაგლიჯავდა" =))  არც ნამეტანი ულტრათანამედროვე ბიბლიოთეკები არ მომწონს..  მოკლედ ისეთი უნდა იყოს თავს რომ კომფორტულად იგრძნობ და შენი საყავრელი ადგილი რომ იქნება ..შეიძლება საკუთარი ჭიქაც გქონდეს ცხელი შოკოლადის დასალევად საკუთარი თაროც და ბლოკნოტიც სადაც ამოიწერ შენთვის მოსაწონ ფრაზებს, შესაძლოა პატარა სპექტაკლებიც დაიდგას ხოლმე ნებისმიერ მსურველს რომ შეძლია მონაწილეობა...  ვისაც რა პოზაში უნდა იმ პოზაში იკითხოს =)) მოკლედ ბევრი რო აღარ ვიჭუჭკჭუკო...

ესეც რამდნეიმე ჩემთვის მოსაწონი ნიმუში 


მთლად ისეთები ვერაა მე როგორიც წამომიდგენია ...

თაკომე