Thursday, June 28, 2012

სულ სხვანაირი არიელი


 ზღვის ნაპირზე აღელვებულმა ტალღამ არიელი გამორიყა , ეს უკანასკნელი სულ არ ჰგავდა იმ არიელს რომელსაც ჩვენ ვიცნობთ მულტფილებიდან. ხავსის უმოკლესი კაბა უფარავდა ზღვისფერ ფარფლებს და თმაც მოკლედ ჰქონდა შეჭრილი როგორც შემდეგ ლაპარაკიდან გავარკვიე პარიკმახერ ზღვის ლომს ხელი ასცდენია (მოგეხსენებათ მისი მოუქნელობის ამბავი) .არიელი გამოთხოვეულიც ყოფილა გაყოლია ქარაფშუტობისას მიმზიდველ კალმახს და კაი ჩიტიც დაუჭერია ეს უკანასკნელი ხან გამხმარი ხავსის კაიფში იყო ხან კი აეტორღიალებოდა სირინოზს და ზღვის სიღრმიიდან ცამდე დელფინებივით დახტოდნენ. მოკლედ არიელს მობეზრებია ეს ყველაფერი გაშორებია მაგრამ მზითვებად წაღებული ლოკოკინით მოპირკეთებული ავეჯი იმას დარჩენია. 
 არიელი ცოტა მოსუქებულიც მეჩვენა ასე მითხრა რას ამბობ ქვირითის დიეტაზე ვარო და ეცადა რაც ძალა და ღონე ჰქონდა ხმელეთის ჰაერი შეესუნთქა  შემდეგ ასე შესუნთქული მიყვებოდა როგორ შეყვარებია ერთი აკვალანგისტი იმ უკანაკნელს კი არიელის დანახვაზე გული წასვლია და არიელის სათრევი გამხდარა ნაპირამდე... შემდეგ აქეთ -იქით მიიხედა რომ დარწმუნდა არავინ იყო მაინც დაძაბულმა მითხრა რომ მამამისი თურმე „ოკეანოსის“ ციხეში ჩაუსვიათ მარგალიტის გათეთრებაზე და  სამუდამო მიუსჯიათ... თურმე ახალ მმართველს ლიპსიტები კანონიერ მოქალაქეებად გამოუცხადებია.... ზღვის მცენარეები გაუკაფია თავისი რეზიდენციის ადგილზე და ამას მასობრივი ცურაობები მოჰყოლია(მასობრივი გამოსვლები რომ ჰქვია ხმელეთზე)..
ერთხანს არიელი დადუმდა თითქოს რაღაცას ფიქრობსო და ჩემ გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა დიდ ლოდს რომ სწვდა და ოკეანეში მოისროლა სიტყვებით „არასდროს მიყვარდა ნემო“
შემდეგ მოიქნია კუდი და სილურჯეში გაუჩნარდა ...
პლიაჟიდან ძლივს დავიძარი ავკრიფე ჩემი ნივთები სახლში არიელი გადმოვწერე ვზივარ და ვუყურებ ახლა ...

თაკომე

ნიანგებთან ერთად მცურავი


      თითოეულ მოსმენაზე ახლიდან ვიხიბლები ლანა დელ რეით. იცის,რომ ლამაზია და ლამაზობს :))) იცის რომ სასურველია და სასურველობს და ისეთი მიმზიდველია,რომ მმმ... ბიჭი რომ ვიყო აუცილებლად მივიზიდებოდი.
წერა იმან დამაწყებინა,რომ მეცადინეობა არ მსურს, ჰოი საოცრებავ.
     ვზივარ, ვუყურებ ჩემს ნახატებიან კედელს, თითოეული პორტრეტი მიყურებს და სათითაოდ მეკითხება რაღაცას, მე კიდევ თავს ისე ვგრძნობ,როგორც მრავალშვილიანი დედა, როდესაც ყველა ბავშვი ერთდროულად მისცვივდება და რაღაცას ეკითხება. ერთი წყვილი თვალიდან მეორეზე გადამაქვს მზერა, მეორედან მესამეზე და ვარ ესე ხელმოცარული. ყველანაირი პასუხის გარეშე. სუსტი და დაბნეული. თითქოს რაღაცას მთხოვენო, უფრო სწორად, თითქოს ჩემგან რაღაცას მოითხოვენ, რაღაცას ელიან. ერთი-ორი დამცინავადაც მიყურებს. რა გინდათ კიმაგრამ?! ვცდილობ რაც ძალა და ღონე მაქვს. ვცდილობ.
     ეს პოსტიც რაღაც წაუდეპრესიულებს, მაგრამ კლოუნადის გამართვის თავი ნამდვილად არ მაქვს. ტრაგიკომედია გამომივა.
    ესე მგონია რამდენიმე დღის წინ სამყარო ამოყირავდა და თავზე ჩამომეფხატა, მე კიდევ ვერაფრით ვუკბიჩე, რომ გამეწყვიტა მისი ბლანტი, ნესტოებზე მოტმასნილი მატერია და სუნთქვა გამეგრძელებინა.
ხანდახან ისეთი გრძნობა მეუფლება,რომ მაგიდის ქვეშ ვარ შემძვრალი და ფეხის მძიმე, ტლანქი ნაბიჯების ხმას ვითვლი. განუწყვეტლივ. სათვალავი მერევა და მერე ახლიდან ვიწყებ და ესე გრძელდება სულ და მერე გულისცემაც ამ ნაბიჯების ხმას ერწყმის და ესე მგონია ჩემი არითმიის გამო მაგიდის გარშემო მოსიარულეს ნაბიჯი ეშლება... და მერე ორივე ვიბნევით, მაგრამ არ ვჩერდებით არცერთი. ჯიუტად ვაგრძელებთ ჩვენს საქმეს, თითქოს ვიღაცამ დაგვავალა და ამაზე ჩვენი სიცოცხლეები იყოს დამოკიდებული.
    აღწერის რა კარგი უნარი მაქვს არა?        მწერალი ვარ ნამდვილი.
   ესეც ირონია.
ლანას blue jeans გაქვთ ნანახი? ესე მგონია ამ კლიპში ჩავიძირე და რომელიღაცა ალიგატორის ხახაში ვთვლემ.ისიც ნელა ღეჭავს ჩემ პაწაწინა სხეულს. მე კიდევ ტკივილს ვეჩვევი და როცა მისი კბილები კანს გახევს, პატარაზე წამოვვიწკმუტუნებ ხოლმე და მერე მალევე ვჩუმდები. საკუთარი ცრემლები მამარილიანებს და სესაჭმელად უფრო გემრიელს მხდის. ალიგატორი კიდევ მშვიდად, აუღელვებლად დაცურავს და დაცურავს და დაცურავს და თითქოს ჩემი სლუკუნი სადღაც ძალიან შორს, ძალიან ღრმა და მუქ წყალში სისხლივით იხსნება, ჭუჭყიანი მდინარის თითოეულ მცხოვრებს ესმის,მაგრამ ხელს არ უშლის. ისეთი უმწეოა,რომ წყლის ზედაპირამდეცკი ვერ აღწევს.




fიბი

Monday, June 25, 2012

დილაუთენია



   არ ვიცი რატომ მაგრამ არასდროს არ მიყვარდა დიდხანს ძილი და მინდოდა ხოლმე სულ არ დამეძინა არ დამეკარგა დრო შავ სივრცეში...ამიტომ მგონი წესად მაქ გამჯდარი თუ თვალები დავაჭყიტე ესეიგი უდნა ავდგე ... დილა თბილისში ერთ ერთი წყნარი დროა მხოლოდ ცოცხით ხელში ქალები, ავტობუსის მძღოლები,ნაგვის მანქანები (იგულისხმება მენაგვეები მაგრამ რაღაც საშინლად ჟღერს) შეიგრძნობენ მთლიანად დილას ...დილაობით ჩიტების ჟღურტული პიკს აღწევს, თუ ისეთი მომენტი დაიჭრე შეიძლება მთვარეც და მზეც ერთდროულად დაინახო სხვადასხვა მხარეს... რაღაც ისეა მთენი ქალაქი ახალგაგვიძებულ გაურკვევლობაში მყოფს ჰგავს . მერე ნელელა ემატება ქუჩას მოქალაქეები და დილაც ილევა...მოკლედ არასდროს მიყვარდა ღამე :)

ახლა იმდენი სასწავლი მაქ თავზე დაყრილი არადა ვერ ვიტყვი რომ მთელი სემესტრი არააფერი გამიკეთებია რა კაი იქნებოდა იმდენი რამდენსაც სწავლობ გამოცდებამდე რომ გამახსოვრდებოდეს ყველაფერი და ნელნელა არ გავიწყდებოდეს ...ვიქნებოდით გენიოსები =)) თანაც რომ წარმოვიდგენ რომ ყველა გამოცდა 3ზე მაქ სასწაულ სიცხეში მაღლივის დავიდარაბაში შინაგანი ბურძგვლა მემართება =)) 
 ეჭვი მაქ რომ ეს ზაფხული საოოოცრად გრძელი აღმოჩნდება


თაკომე

Sunday, June 24, 2012

ჭიამაიების (ახლა უკვე) ჯოჯოხეთი.

ჩემი ჭიამაიებით დაგიფარე სხეულის ყველა სანტიმეტრი. თითოეული უჯრედი დაგიფარე. შენ კიდევ ახტი და ყველა ერთად ჩამოიბერტყე. 


მგონი დროა აკწმუტუნებული ლეკვივით ღმერთს მივუფხაჭუნო კარზე და ყველაფრისთვის ვთხოვო პატიება. მადლობა გადავუხადო იმისთვის რო დედამიწაზე ჩამომახეთქა და ჩემი ადგილი მაჩვენა.


ცოტა არ იყოს დეპრესიული პოსტი გამომდის არა? 
ესე მგონია ნაცარქექია ვარ და სხეულზე უზარმაზარი მჭადი ევს, მე კიდე ვფართხალებ და ვერაფრით გამოვმძვრალვარ ამ სიმძიმიდან.


 fიბი

Saturday, June 16, 2012

ისეთი პოსტი, სათაურსაც რომ ვერ შეურჩევ.



კარგი ჰო ვაღიარებ! ერთი საგანი უეჭველად "ჩამრჩება"... და უფრო მეტის ღისრიც ვარ, ხელი არ გამინძრევია მთელი სემესტრი, მაგრამ გთხოვ, გთხოვ, გთხოვ მარტო შენ ჩამრჩი სოცილოგიავ და დანარჩენო საგნებო ამ ერთხელაც შემომაშველეთ ქულებიიი :(((((





 fიბი :((((

Wednesday, June 13, 2012

აღარ გამოზაფხულდები ჩემთვის???!


    და ეს ჩემი პირველი ბლოგ-პოსტია ახალი ნეთბუქიდან...

საკვირველია აქ რა მინდა,როცა ხვალ ფსიქოლოგიის საფუძვლებში  კოლოკვიუმი  მაქვს.
   
   და ეხლა ღია ფანჯრიდან სრულიად  გენიალური  (საინტერესოა ნახევრად გენიალური რა იქნებოდა... ) ფრაზა შემოფრინდა (თანაც ორჯერ, ერთ წინადადებაში...) ჩემი დედა შე... ნუუუ. მიდი აბა =)))) ხანდახან მგონია ამ ხალხის დეგრადირებულობის დონეს საკმარისად ვერ ვწვდები და ამიტომაა,რომ ესეთი მაგალითების მოსმენისას, ყოველ ჯერზე უფროდაუფრო ვვოცდები და ვბრაზდები. არც ისეთი ჰუმანური ვარ, ჩემი "მიუხვედრელობა"  ხალხის "უცოდველობას" რო გადავაბრალო, აქაოდა " მათ არ იციან რას სჩადიან" (იმედია არ ვმკრეხელობ :|)   შეიძლება არც იციან, მაგრამ იმისთვის აქვთ ტვინები (თუნდაც პაწაინა და დაუნაოჭებელი), რომ იფიქრონ და ესეთი იდიოტობები არ აყრანტალონ წამდაუწუმ. "არ ცოდნა არცოდვაა?!" ჰმ!!!
როგორც მიხვდით ეს საკითხი გულზე მომხვდა :))
    სიმართლე გითხრათ სულაც არ ვაპირებდი ამ თემაზე ლაპარაკს... უფრო დიდი სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არც ვიცოდი რაზე მელაპარაკა, მაგრამ ის მაინც ვიცოდი,რომ ბაასი მინდოდა და "მადლობა ღმერთს, საბაბი მომეცა"
   არა დღეს რაღაც უაზროდ და უხეიროდ გადავეკიდე ზეციურ ძალებს და სანამ თავში ელვამ დამკრა, მირჩევნია ენა დავიმოკლო და ამდენი არ ვიტლიკინო. (ნუთუ ესეც კიდევ ერთი მკრეხელობა იყო?)
   ჩემ გოჭუნას თავისივე ტუალეტში ძინავს :| 
ესეც თქვენი ლირიკული გადახვევა ^.^ (თუმცა რას ვამბობდი ისეთს, ლირიკულად რომ გადამეხვია?)




    ესე მგონია ზაფხული არასდროს დაიწყება. არ ამიმხედრდეთ ეხლა, გარეთ გადი, ისე ცხელა ლამისაა ოფლში ცურვისგან და უჰაერობისგან აკვალანგებით ვიაროთო... 
     მე ის ვიგულისხმე ჩემო გაბრაზებულებო ( ანდა რას გერჩით :))),რომ ესე მგონია დასვენება არ მეღირსება-მეთქი.
ისე არც უნდა მეღისოს, თითი არ გამინძრევია მთელი სემესტრის განმავლობაში, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ? =))) 
    მინდა ბულაჩაურში, თაკომეს აღწერილ დრეში მინდა მონაწილეობის მიღება. კიდე ზღვაზე მინდა. ქვებიდან ხტომა და რიფებიდან პატარა მოლუსკების მოძრობა მინდა... (რომლებსაც არ ვჭამ.მავნე:}) კიდე საზამთრო მინდა, დიდი, ცივი და ტკბილი! 
   მე კიდევ. ვზივარ და ხვალ კოლოკვიუმი მაქვს.


    თქვენი გაწამებული fიბი :(

Tuesday, June 12, 2012

როგორ გაივლიან ზაფხულის დღეები

მზე რომ აუცილებლად იქნება ზაფხულში და თანაც მწველი არავის ეპარება ეჭვი ხოდა მოდი წარმოვიდგენ ერთ მყუდრო დღეს ჩემთან სოფელში

...
დილით პირველს რა თქმა უნდა მე გამეღვიძება გამოვალ ფრთხილი ნაბიჯით გარეთ მაგრამ დამიჯერეთ ნაბიჯი როგორი ფრთხილიც არ უნდა იყოს... ფიბის აუცილებლად დაეჭყიტება თვალები. მერე მე და რომელიმე ერთი შევუდგებით საუზმის მომზადებას ... რამე მარტივს ავირჩევთ, სხვები აივანზე სუფრას გაშლიან და დილიდან მოსულ ფისოს გუშნდელ გადანახულ საჭმელს მისცემენ თანაც ორი მათგანი ვიცი რომ აუცილებლად მოეფერება. მერე ჩვართავთ მუსიკას ამოჩმეებულ მუსიკას რომელიც წლების მსვლელობასთან ერთად იცვლება არ იქნება ეს რაღაც ამაღლებული ან ხარისხიანი მაგრამ იქნება მხიარული და ზაფხულის ფერებით...
მერე ერთერთი მათგანი გარეცხავს ჭურჭელს აივანზე ამოყვანილი წყლით და თან მრეცხავის ზაგარს მიიღებს მერე ყველა თავისი საქმით დაკავდება ზოგი ხატვას დაიწყებს ზოგი უბრალოდ დაჯდება და დატკბება ხედით ზოგი სიმღერას აყევა ზოგი წიგნის კითხვას გააგრძელებს ჰაერში კიდევ ბალახისა და დილის სუნი იტრიალებს...
ასე იქნება მეორე საჭლის სამზადისამდე (არ  გეგონოთ სულ ვჭამდეთ იქ 2 ჯერ ვჭამთდა თანაც ცოტას) ამჯერად სხვა გაამზადებს სადილს ისევ დავსხდებით ოთხკუთხედი მაგიდის გარშემო ბევრს ვიცინებთ ბზიკების შემოსევებზე ყველანი რომ დავიფანტებით ხოლმე წივილ-კივილით .. საღამოს არაგვზე ჩავისეირნებთ ფეხებს ციიიივ ციიივ არაგვში ჩავდგავთ და მთელ სხეულზე დახორკლილები დაივიწყებთ სხვების გაწუწვას (არადა ვიცით რომ ეს არც ისე სახალისოა როცა მზე უკვე გადასულია და შენც კანკალს გაწყებინებს) მაგრამ მაინც... დავსხდებით არაგვთან და იქამდე ვისხდებით სანამ არ მივხვდებით რომ აი ახლა ამ წამს თუ არ ავწიეთ უკანალები სხვა შემთხვევაში აუცილებლად  მოვყვებით  ნახირში (რაც დამიჯერეთ შემაძრწუნებლად ჟღერს) მერე ავბობღდებით გორაზე დაღლილები შევაღებთ ჭიშკარს და თავს უვკე დაცულად ვიგრძნობთ კართან მეზობლის ძაღლი შეგვხვდება რომელიც არ იკბინება მაგრამ წარმოდგენას იმისა რომ შეიძება გიკბინოს ვერ ვეკარებით ან თუ ვეკარებით მალევე მოვრჩებით ხოლმე მის ფერებას... მერე დავსხდებითისევ აივანზე დავლევთ ცივ ყავას ზოგი სიმღერას მღერის ზოგი უბრალოდ ზის ჰორიზონტს გაჰყურებს მწვანეშ ჩაფლულს..ზოგს შესცივდა და ოთახშია წამოწოლილი კინოს უყურებს...
აი ასე გაივლის დღეები :)



თაკომე

Monday, June 11, 2012

პატარ-პატარა გმირობები

რა ძნელია თურმე ბავშვობის ანდაც დიდობის შიშს გაუმკლავდე თითქოს არაფერ ისეთ შიშს.. უფრო ნათელი რომ გახდეს ყველაფერი მე დღეს გავბედე და საკუთარი ტუჩებით ბუშტ(ებ)ი გავბერე თითქოს არაფერი ხო? არადა სადღაც 2 წლის წინ თვალში გახეთქილი ბუშტი რომ მომხვდა მთელი  დღე პულსს თვალით მისინჯავდნენ (კაი ხო გაზვიადება ვის არ სჩვევია) მაგრამ მართლა იმის მერე ბუშტი არ გამიბერავს აქამდე=))) ხოდა დღეს ახალ მისული რომ ვიყავი სკაუტებში და თან აქაოდა სიმამაცეა დევიზიო მეც ჩემით შევთავაზე ბუშტების გაბერვა ...
ჩემ დღევანდელ გმირობაზე ლაპარაკს სულაც არ ვაპირებდი მაგრამ ...
მმ მოკლედ მოდი ისევ გმირობის თემას გავაგრძელებ მგონი რომ ყველა ჩვენგანში ცხოვრობს გმირი ოღონდ არ ვიცით ხოლმე.. გმირობისთვის არაა აუცილებელი ვიღაცას სიცოცხლე შეუნარჩუნო ან ატომური იარაღი გაანადგურო. ზოგჯერ გმირობაა ისეთ ადამიანს რომ უღიმი რომელმაც გული გატკინა ...ზოგჯერ გმირობაა ის რომ დაინახავ ადამიანს რაღაც დაუვარდა და კი არ დაუძახებ თვითონ მიაწვდი... გმირობაა ის გულით რომ არ გინდა რაღაცის გაკეთება და სხვის თხოვნას გაითვალისწინებ.. გმირობაა ის პირველ კლასში რომ ხარ და არ იტირებ ..ზოგჯერ გმირობაა ის წინ უგემრიელესი ტორტი რომ გიდევს და არ ჭამ...ზოგჯერ გმირობაა ის ნასწავლი რომ გაქ მასალა და სხვებს უთმობ ... ზოგჯერ გმირობაა ის თევზს რომ დაიჭერ დაუკან გაუშვებ...ზოგჯერ გმირობაა ის ავარიის შემდეგ ისევ მანქანაში რომ ჩაჯდები..ზოგჯერ გმირობაა ის  სიტყვებზე "სულ შენი არაა"?სათამაშს რომ დაუთმობ/
 ჩვენი ცხოვრება პატარ-პატარა გმირობებისგან შედგება უბრალოდ არ ვიცით ხოლმე..


თავშიავარდნილი თაკომე