Thursday, July 19, 2012

დღის ქრონიკები



მმმ ზაზუნა თავის ბურთშია..მე მოვკალათდი თაფლიანი ჩაით როგორც ყელმტკივანს შეშვენის(არადა 1 საათიც არაა უზარმაზრი ნაყინი ვჭამე ჰუჰ) და ვწერ დღევანდელზე და არამარტო..

მმმ სამშაბათს გეზი სოფლისკენ ავიღე ბებიასთან ერთად... წავიღე ბევრი ბევრი ფილმი ,წიგნი და დასასველებლად განვეწყვე მმმ სახლი მეცარიელა ანუ მარტო რომ ვიყავი მეგობრების გარეშე... გზაში ჭოტია შემოგვეგება (მეზობლის უჭმელი ძაღლი) მოკლედ 2 დღით ვიყავი სანამ სამუშაო დაგვეწყებოდა მე და ფიბის ... გუშინ ჩემ ლეჟანკაზე რო ვიდე და ჩამავალ მზეს ვეფიცხებოდი ორი წვეტი დამეცა არიქა იწვიმებს თქო და კისრისტეხით ავბობღდი ლეჟანკითურთ აივანზე... ხოოდა რომ "დასცხო" როგროც ბულაჩაურელი კაცი იტყოდა "სეტყვაც რომ მააყოლა" უკვე აღარ მეცინებოდა 35 წუთი ისვროდა ციდან ყინულებს ისიც კი ვიფიქრე ბარემ მზა ყინულია და ჩავიგდებ ცივ ყავაში თქო მაგრამ მერე ბებიაჩემის მზერას წავაწყდი=))) ჰუჰ მოკლედ გაანადგურო სეტყვამ ნალოლიავები მოსავალი ....მმ და მივხვდი რა საშინელი გრძნობაა დაფლეთილ მოსავალს რომ უყურბ მოკლედ სოფლის ქრონიკებს მოვეშვები და დღევანდლეი დღის ქრონიკებზე გადავალ... მმ დღეს მე და ფიბი ავასკდით მაღლივს და როგორც იქნა მივაგენით ბიბლიოთეკას მმმ თავს იმით არ შეგაწყნეთ მე როგორი სწერვა ქალი შემხვდა და ნინოს როგორი დონდლო ... მოკლედ 200 - 200 გვერდამდე გვაქ ასატვირთი (სინდისის ხმა: თაკო შენ ახლა ბლოგზე სისულელეების წერას გირჩევნია გ.ახვლედიანის ფონეტიკის ბლაბლაბლა ატვირთო)... 
მერე დავირაზმეთ ჩემი სახლისკენ და პიცის ინგრედიენტები ვიყიდეთ.. ესეც ჩვენი პიცა "დოსტოევსკი" სახელის გაშიფრას აზრი არ აქ ეს ის მოემნტია როცა "იქ უნდა ყოფილიყავი" ესეც დო...
და პოსლე :
მმმ გემრიელი გამოვიდა სხვათაშორის...






დაღლილი თაკომე

Monday, July 16, 2012

წამო გადავხტეთ...

   "მამა, ხო იცი მაღლივითან ხიდი როა, იქიდან რო ხტებიან რა... გოგო და ბიჭი გადახტა თოკით და გაუწყდათ" -შემოყო მამაჩემმა ჩემს ოთახში თავი და მითხრა. მოულოდნელობისგან არც კი ვიცოდი რა მეგრძნო და ყველაზე ცუდი რეაქცია მქონდა. ძალიან ცუდი.
ესეთი რაღაცები წამში მავიწყდება ხოლმე. ჩემი ტვინი (და გულიც) ესეთ ინფორმაციას ავტომატურად ბლოკავს. გავაგრძელე მეცადინეობა და სულ არ დავფიქრებულვარ იმაზე,რომ... აი იმაზე, რაზეც ეხლა ვილაპარაკებ. გავაგრძელე მეცადინეობა და დაღლილმა სოციალურ ქსელს მივაშურე, სადაც ეს სტატია ვიპოვე. და ეხლა უკვე ტვინის ავტომატური რეჟიმი გამორთული მაქვს.
   ბოდიში, მაპატიეთ,რომ ამაზე უნდა ვილაპარაკო. გულით ვნანობ და მინდა რომ არავის დავუმძიმო გული,ახლა,როცა სიტყვები სრულიად ზედმეტია და უადგილო. არ ვიტყვი,რომ უნდა გავმაგრდეთ და რომ ცხოვრება ასეა მოწყობილი. არ ვიტყვი, იმიტომ,რომ ესეთ წინადადებებზე გული მერევა და ვიტყვი რომ 
არ მიყვარს სიკვდილი. 
მძულს სიკვდილი!
ვის უყვარსო ეხლა იკითხავთ და მართალიც იქნებით, მაგრამ აი მინდა და ვამბობ,რომ არ მიყვარს. 
მეზიზღება.
თანაც ასეთი. უჩვეულოდ რომ გაწყვეტს კბილებით ადამიანის სიცოცხლეს, თითქოს უმ ხორცს გლეჯდესო. და ამას ისეთი ხმა აქვს, თითქოს ყურებს replay ღილაკზე დაეჭირა და ვეღარაფრით გამოურთავს. 
თითქოს მესმის იმ თოკის გაწყვეტის ხმა და თმის თითოეული ღერი ყალყზე მიდგება.
   ახალგაზრდების სიკვდილებზე ყოველთვის ვფიქრობდი ხოლმე.  ერთხელ ჩვენმა სკოლელმა თავი მოიკლა, არც ვიცნობდი ისე დამწყდა გული. ჩემთვის. 
ვიფიქრე გაზაფხულს ვერ მოესწრება-მეთქი და გამახსენდა გაზაფხულის თბილ დღეს ასფალტზე ყვავილები რომ ყრია ხოლმე. 
სიკვდილზე წერა არ მიყვარს არადა. ძირითადად ამ თემას მგონი ისინი ეხებიან,ვისაც არ ადარდებს მაინცდამაინც, აპათეტიკურებენ, გარდაცვლილს აღმერთებენ და ესე მგონია ყურადღების მიქცევას ცდილობენ. მე კი ეს ყველაფერი ხელოვნურად მიმაჩნია.ამიტომაც მინდოდა დღეს ამაზე არ დამეწერა. 
თუმცა.
ვწერ.
    ვერაფრით ვერ ვიშორებ თავიდან, ვერაფრით ვერ ვჩერდები. მახსენდება იმ ხიდზე როგორ ვმდგარვარ, როგორ ჩამიხედავს ქვევით და როგორ შევძრწუნებულვარ. 
  წარმოვიდგენ როგორ დგამენ ბოლო ნაბიჯს. როგორ აღწევენ იმ წერტილამდე,საიდანაც რეზინი უკვე ზევით უნდა ავარდეს და რა ამაზრზენია როცა ის ფხრეწის ხმა ისმის. ესე მგონია მაშინ ყველაფერი შეჩერდა. ჩიტების გალობა, ხალხის სუნთქვა, ნიავიც კი.  
  ესე მგონია მაშინაც კი ,როცა მიწამდე ბოლო სანტიმეტრები დარჩებოდა,იფიქრებდნენ ,რომ თოკი აი ახლა, აი ახლა ზევით ატყორცნით და ყველაფერი დამთავრდება,ავლენ ხიდზე და მერე მეგობრებს მოუყვებიან როგორი შეგრძნება იყო, რომ იფიქრეს რომ თოკი კინაღამ გაწყდა და  როდესაც ზევით დაიწყეს სვლა, როგოც მოეშვათ გულებზე.
  სულ თვალწინ მიდგას კადრი...თითქოს გაფუჭებული ფირიაო... 20 სანტიმეტრი მიწამდე და მერე ისევ უკან იხვევა, ზევით ადიან, მერე ისევ წინ იხვევა...ქვევით და ასე განუწყვეტლივ...
   ღმერთო, როგორ მინდა ამ ჩემი ნაწერით არავინ გავაღიზიანო...
ვინმემ ალბათ იფიქრა მასალა იპოვა და სვავივით მიაცხრაო.
არადა ერთადერთი რისი თქმაც მინდა ისაა,რომ გული მართლა დამწყდა. 
მე მჯერა,რომ სამოთხე არსებობს და დარწმუნებული ვარ ეს ორი ადამიანი სწორედ იქ მოხვდება.
   კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს მათი ახლობლების წინაშე, თუკი ეს ნაწერი წაიკითხეს და   ტკივილი გაუმძაფრდათ,უბრალოდ არ შემეძლო,რომ არ დამეწერა.  უბრალოდ მინდოდა მეთქვა როგორ ვწუხვარ...ეს იყო და ეს. 
ძალიან მიყვარს ეს ფილმი და ეს სიმღერა და სწორედ ეს გამახსენდა ახლა


p.s ვუყურებ ამ გოგოს სურათებს და ვერაფრით მოვწყდი. ისეთი ნაზი, სიფრიფანა და კეთილია,რომ ვერ ვჩერდები, ვუყურებ და ვუყურებ და ვატყობ ნელ-ნელა როგორ მომიცვა და ესე მგონია კიდევ დიდ ხანს გამახსენდება...




fიბი :|

Sunday, July 15, 2012

მოთენთილი ზაფხული

ძალიან გაიწელა ეს ზაფხული..თითქოს ზაფხულიც არაა მცხელა ვსწავლობ მივდივარ მაღლივში ვიხარშები მოხარშულ შევაღწევ შენობაში და გონზე სანამ მოხვალ სიცხისგან ნახევარი დრო გასულია..."ვსო" გადაწყვეტილია ჩემი წყლით უნდა ვიარრო... მმმ ერთი თვეა ზუსტად გამოცდები ისეისე დავიღალე არაფრის თავია რ მაქ არც ბოლგზე მაიმუნობის სწავლაზე ლაპარაკიც აღარ მინდა .... ხოდა ასე მითენთილ-მოთენთილი ავედი გუშინ სამარშუტო ტაქსში =)) და მესმის დაძაბული ქერათმიანი გოგოს ლაპარაკი ტელეფონზე რომელიც ამბობს " როგორ მინდა მაგ გოგოს თმისგან დაცლა" სიცილის თავიც არ მაქ თანაც ცოტა მეშინია გაცინების აქაოდა ისე იჭიმება სულაც არ მემეტება ჩემი თმები მისთვის ... არადა შეხედავ ჩვეულებრივი გოგოა ეტყობა სანამ სახლიდან გამოვიდოდა 1 საატი იტრიალა სარკესთან და 5ჯერ გამოიცვალა ზედა სახე დახატული აქ ჩვეულებრივად ზის არც ფეხები აქ მოკეცილი მაგარიროჟასავით არც ფეხიფეხზე გადადებული ... თანაც აყოლბს "აუ გოგო ახლა მარშუტკაში ვარ თორე.." ნეტა რას იტყოდა სხვას როგორ უნდა იმ გოგოს თავყბაგაუერთიანოს? თმები სათითაოდ დააძროს ნავთი(ნაბთი) დაასხას და ცეცხლს მისცეს? მოკლედ ჩავიციკლე ამ ქუჩაში ნაპოვნ სუბიექტზე როგორც ფილოსოფისს ლექტორი იტყოდა მაგრამ მაშინ აღვშფოთდი....

ხომ კიდევ დავრწმუნდი რომ საქართველოში 3დ არ არსებობს პროსტა თუ მაგარიროჟა ხარ და  სათვალით გინდა ყურება მაგშემთხვევაში შეგიძლია მსგავს ფილმზე შეხვიდე :)







გადასარეFრეშებელი თაკომე

Thursday, July 12, 2012

საზამ(თრობა)


მმმ დღეს მეოთხე გამოცდა "ჩავაძაღლე" =)) იმედი მაქ და იქიდან წამოსულმა ფბს და კიდევ ერთ ახალგაზრდას გავუარე =)) მმ დღეს საკმაოდ ცხელოდა..ერთი სული მქონდა ავტობუსის ჩახუთული სივრციდან როდის გამოვაღწევდი საერთოდაც საზიზღრობაა ზაფხულში ავტობუსით მგზავრობა... მოკლედ რა დროს ამინდია და გავუარე ფიბის და მთელი გზა ხო ხან ის წუწუნებდა და ხან მე ხან ერთმანეთს ვეწუწუნებოდით და ხან ვკინკლაობდით მერე როგორც იქნა მივაღწიეთ მაკდონალდს მმ მომსახურე პერსონალის (ძალით)ღიმილი გადმოგვედო თუ რა იყო არ ვიცი ფიბისთან მისულებმა იმდნეი ვიცინეთ იმდენი რომ ... საზამთრო არ შეგვერგო არცერთს ყოველ ლუკმაზე დახრჩობამდე ვიცინოდით ხან ჩემ მწარე კომენტარზე ხან ფიბი გამოტენილ ლოყაზე მუშტის მიდებით საზამთროს რომ წურავდა =)) მოკლედ საერთო ჯამში კარგი დღე გამოვიდა ..

თაკომე

Wednesday, July 11, 2012

ბლოკნოტიდან

"ღრმად პატ. მისტერ სპენსერ!
    სულ ესაა რაც მაგ მეგვიპტელების თაობაზე გამიგია, ვერც მაინცდა-მაინც დავაინტერესე საკუთარი თავი, თუმცა თავად თქვენი ლექციები უდაოდ საინტერესო იყო, ვაღიარებ, ნიშანს თუ არ დამიწერთ სული არ გამიტყდება, რადგან მაინც ყველაფერში ჩამჭრეს ინგლისურის გარდა.
                                                     სრული პატივისცემით და ა.შ  
                                                                                        ჰ.კ" 
                              ^ თამაში ჭვავის ყანაში"
  

   "ჯერ ადრეა, გალაკტიონ, ცოტა ხნის შემდეგ... აა, ახლა უკვე გვიანაა, გალაკტიონ..." 
          ^ ამონარიდი გალაკტიონის დღიურიდან^




  " ისე მჭირდები, ვით... როგორც... რა ვთქვა...
    ბოლონიურ ქაშაყს სჭირდება წყალი...
    ნეტა ვინ გიხსნის ახლა საკინძეს,
    ვინ ეწაფება შენს უტკბეს ტყუილს...
    ო, ღმერთო ჩემო, ნუ გამაგიჟებ!
    კი არ ვლოცულობ, ვდგავარ და ვყმუი."


" ქალის სხეულო, ნაზო, სათუთო,
   ნუთუ შენც ამას გიმზადებს ბედი?
   ჰო, ან არადა, სძლიე საწუთროს,
   სასუფეველში ცოცხალი შედი"
                       ^ ფრანსუა ვიიონი^ 




" ჯოჯოხეთი არის ტკივილი იმის გამო, რომ აღარ ძალგიძს სიყვარული" 
                          ^ დოესტოევსკი


" ამ ქვეყნად მტყუანს ისე არ დევნიან,როგორც მართალს"
                           ^ანტონიო და დავითი^   


                  fიბი

ზღვას ვუყვიროდი ზღვას...

გურამ დოჩანაშვილის "თანამგზავრი"ძალიან საყავრელი და ამაღელვებელი მოთხრობაა მე ძალიან მიყვარს დიდ დროს არ წაგართმევთ...


გადმოსაწერი ლინკი



"პატარა მატარებელი ბაკურიანიდან ბორჯომში მიდის.

ერთ-ერთ ვაგონში სამი კაცია მხოლოდ. ერთმანეთის პირისპირ სხედან. ორი მათგანი ახალგაზრდაა. ბიჭებს სათხილამურო ფეხსაცმელები, ვიწრო შარვლები და ჯემპრები აცვიათ – ერთს – წითელი, მეორეს – ცისფერი. მესამე ხანშიშესული კაცია. მუნდშტუკს მუხლის თავზე თითებით ათამაშებს და ფანჯარაში იყურება. კაცი ზურგშექცეული ზის ორთქმავლისკენ და მისი მზერა თითქოს რაღაცას მიჰყვება, ბიჭების თვალებს კი, როცა ისინი ფანჯარაში იხედებიან, თითქოს რაღაც ეგებება.......... გიყვართ? - ეკითხება უცებ კაცს თემური.
- რა? - ვერ იგებს შეკითხვას კაცი და უღიმის.
- თოვლი... გიყვართ-მეთქი თოვლი?
- კი.

კარგია თოვლი.
- თქვენ ალბათ ძალიან გიყვართ თოვლი, - ამბობს წითელჯემპრიანი, - თვალი არ მოგიცილებიათ ფანჯრისათვის.
- ხო... ძალიან მიყვარს. მაპატიეთ
- რატომ გიყვართ? - ეკითხება წითელჯემპრიანი, ოღონდ ისეთი გულუბრყვილო ტონით, რომ კითხვის ახირებულება არ იგრძნობა.
- რა ვიცი... - ამბობს კაცი, - როცა დათოვლილ მიწას და ხეებს ვუყურებ, სიმშვიდეს ვგრძნობ. დიდი სიმშვიდეა თოვლში, უზარმაარი... შეიძლება, სიმშვიდეზე ითქვას უზარმაზარი?
- კი, როგორ არა... ყველაფერი შეიძლება იყოს უზარმაზარი.
- ხო...

ამიტომ მიყვარს თოვლი.
- სიმშვიდე რომ იგრძნობა? - ეკითხება თემური.
- ხო. მე მიყვარს სიმშვიდე. დიდხანს, დიდხანს ვუყურებ ხოლმე თოვლს... მერე შევაცქერდები რომელიმე ნაძვს. ნაძვის ტოტებზე თოვლი დევს, არც მოხრილია და არც ირხევა. მაინც შემეშინდება ხოლმე, რომ ნაძვი არ გაინძრეს და თოვლი არ ჩამოყაროს მხრებიდან...

ეგრე რომ მოხდეს, სიმშვიდე დაირღვევა......"



თაკომე

Tuesday, July 10, 2012

სამოსელი პირველი

მმმ ჩემი უსაყვარლესი წიგნი გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი"უზომოდ ბევრ მასალას იძლევა ჩვენი გვერდისთვის "უჯრიდან"..


" მეც თქვენსავით ვიყავი ერთხანს, მხოლოდ ჩემიანები მიყვარდა. და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური, სიყვარულის მცენარე - აბა თუ მიხვდებით, რომელი?

-ყაყაჩო!

-არა, ჩქარა ჭკნება...
-ენძელა!
- ნაზია ძალზე...
- გეორგინი!
- გაფოფრილია...
- ვარდი!!
- შაბლონურია...
- აბა რა?!
- და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, - სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდაც საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი, ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლაც, მჩხვლეტს...
- ყურადღებას ნუ მიაქცევ ალექსანდრო!
- როგორ არ მივაქციო - გაიკვირვა ალექსანდრომ, - მჩხვლეტს... "


"ვიღაცამ თითქოს ხელისგული მიადო ლტოლვილს და, თუმცა ეძინა, სიამოვნებისაგან კიდევ უფრო გაიტრუნა . რაღაცა მსუბუქი, თბილი ელანუნებოდა ლოყაზე და ჟრუანტელმა დაუარა. უზომოდ მადლიერმა წამოიკვნესა და თვალი გაახილა თუ არა, მაშინვე შეშფოთებულმა სახე მოიჭმუხნა და ხელით მოიჩრდილა – მზე დასდგომოდა სახეზე."
"სულ ერთადერთხელ გაჩნდეს ადამიანი და ისიც სხვისთვის?!"

"-ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი , ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე .. "



” ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაირებოდეს… ოღონდ უნებურად..როგორც დევნილი… ან მდევარი.. – და როცა მოვა,როდესაც მოვა, და შემოგხედავს,რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს – დუმილის დროსაც, მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი…

ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე – მხარი , კისერი, ნამდვილი ქალის წელი, ხელები მუდამ ამბობენ…და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ.. ო, მაშინ…

თვალებით ყევლაფერის თქმა უნდა სეძლოს ..ყველაფერი მიგანიშნოს, და რაც მთავარია უნდიხარ შე თუ არა…
-სახლის ჩრდილებიც, – ყველაფერს აქვს თავის ჩრდილი – შუბლს,თმას ცხვირს, ტუჩებს..
ხელისგული – ნამდვილი ქალის ხელის აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ…მერე ფრთხილად ჩამოაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ – მაშინვე მიხდებით ნამდვილი ქალი თუა – ანდა საკუთრი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ -რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვის ქალის ხელისგული…და თუ უყვარხარ,თუ უყვარხარ, მაშინ მხარზედაც, ჩაცმულსაც კი რომ დაგადოს ის ნაზი ხელი ….. ”



"დედამიწას სიყვარული ატრიალებს, ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შეძლებდა ბრუნვას. ზოგ–ზოგებისადმი სიყვარული რომ არა."

"წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ"


"აქ დომენიკომ ვეღარ მოითმინა, განზე მიაბრუნა თავი, და მხარუკუღმა დაუღრიალა:- ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ!მაშინვე მშვიდად უპასუხეს:-ადამიანი რომ გყვარებოდა"



"-ცოლი გყავს?
 -არც ისე"


"- ერთ იცოდე, დომენიკო: ის ნიადაგი, სადაც მცენარე–მტაცებელი იზრდება, ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება, ნიადაგის ბრალია, კარგად დაიმახსოვრე ეს დომენიკო."




"ღამის 12 საათია და ყველაფერი გენიალურადააა"
თაკომე

Thursday, July 5, 2012

როგორ გავაკეთოთ გვირვინი მარტივად

          მმმ ჩემი რუბრიკა DIY (do it yourself) გრძელდება... მმმ სულ მინდოდა ულამაზესი მინდვრის ყავვილების გვრიგვინი დამემხო თავზე ხოოდა ამასწინათ ერთ-ერთ სოლიდურ =)) მაღაზიაში გადავაწყდი ლამაზ გვირგვინებს "მკვდარი" ყვავილების რომელიც 22 ლარი ღირდა და ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ჩემით მექნა რამე ხოოოდა გუშინ გადავათვალიერე ვიდეოები და ერთ მარტივ ვარიანტს წავაწყდი ... საჭიროა ხელოვნური ყვავილები(მმმ ერთი ღერო 5 ყვავილიანი =)) 1ლარი ნუ სავარაუდოდ 2 მაინც გინდათ), წებო სილიკონის ჩხირები რომელიც 50 თეთრი ღირს და რეზინი რომელიც 70 თეთრი ღირს  შესაბამისად 3.20 ად გამოგივათ ლამაზი "აბადოკგვირგვინი"

ამ ვიდეოში როგორც აკეთებს ისე გააკეთებთ და მშვენიერი გამოგივათ

 მმმ ესეც შედეგიი 
თაკომე

Tuesday, July 3, 2012

ძიეტობა

მმმ ჩემი მომატებული კილოგრამების დაკლება გადავწყვიტე ცდა
1) ტრენაჟორებზე სიარულით და მივხვდი რომ კუნთების მეტი არაფერი შემმატა ნუ კუნთები ცოტა ხმამაღალი ნათვქამია..

ცდა 2) ცომეული ამოვიღე კვების რაციონიდან მაგრამ ცომეულში იგულისხმებოდა მხოლოდ პური და არა ლობიანი =))
ცდა 3) იაპონური დიეტა იყო რომელიც მიქადდა 7-8 კილოს დაკლებას (რაც რომ დამეკლო ძვალი(ფხა) დავრჩებოდი , იაპონური დიეტა დიდი უგემურობა რამეა მაგრამ საკმაოდ ეფექტური 
დღე 1
საუზმე: შავი ყავა
სადილი: 2 მოხარშული კვერცხი, მოხარშული კომბოსტოს სალათი მცენარეული ზეთით, ერთი ჭიქა ტიომატის წვენი.
 ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი თევზი
დღე 2
საუზმე: შავი ყავა, “სუხარი”
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, ბოსტნეულისა და კომპბოსტოს სალათი მცენარეული ზეთით;
 ვახშამი: 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, 1 ჭიქა კეფირი
დღე 3
საუზმე: შავი ყავა, “სუხარი”
სადილი: 1 დიდი შემწვარი ყაბახი მცენარეულ ზეთში
ვახშამი: 2 კარგად მოხარშული კვერცხი, 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, ახალი კომბოსტოს სალათი მცენარეულ ზეთში.
დღე 4
საუზმე: შავი ყავა
სადილი: 1 უმი კვერცხი, 3 დიდი მოხარშული სტაფილოს სალათი მცენარეულ ზეთში, 15 გრამი ყველი.
 ვახშამი: ხილი
დღე 5
საუზმე: უმი სტაფილო და ლიმონის წვენი
სადილი: შემწვარი ან მოხარშული თევზი და 1 ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: ხილი
დღე 6
საუზმე: შავი ყავა
სადილი: 0,5 მოხარშული ქათამი, ახალი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, სტაფილოს სალათი ზეთში
დღე 7
საუზმე: ჩაი
სადილი: 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი და ხილი
ვახშამი: დიეტის ნებისმიერი ვახშამი, მესამე დღის ვახშმის გარდა (შეიძლება მოხარშული კრაბი)
დღე 8
საუზმე: შავი ყავა
სადილი: 0,5 მოხარშული ქათამი, ახალი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, სტაფილოს სალათი ზეთში
დღე 9 
საუზმე: უმი სტაფილო და ლიმონის წვენი
სადილი: შემწვარი ან მოხარშული თევზი და 1 ჭიქა ტომატის წვენი.
 ვახშამი: ხილი
დღე 10
საუზმე: შავი ყავა
სადილი: 1 უმი კვერცხი, 3 დიდი მოხარშული სტაფილო ზეთში, 15 გრ. ყველი
ვახშამი: ხილი
დღე 11
საუზმე: შავი ყავა და ერთი პატარა “სუხარი”
სადილი: 1 დიდი შემწვარი ყაბახი მცენარეულ ზეთში
ვახშამი: 2 კარგად მოხარშული კვერცხი, 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, ახალი კომბოსტოს სალათი მცენარეულ ზეთში.
დღე 12
საუზმე: შავი ყავა და ერთი პატარა “სუხარი”
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, ბოსტნეულის სალათი, და კომბოსტო ზეთში
 ვახშამი: 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი და 1 ჭიქა კეფირი
დღე 13
საუზმე: შავი ყავა
სადილი: 2 მოხარშული კვერცხი, მოხარშული კომბოსტოსა სალათი ზეთში, 1 ჭიქა ტომატის წვენი
ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი თევზი


მმ დავიკელი 4 კილო 13დღეში მაგრამ მმ მეტყობა და ვარ კმაყოფილი 






უგემური თაკომე