Friday, December 28, 2012

დაუპატიჟებელი სტუმარი

                                                
     ჰეი, ვილი შეიძლება შენი კატა შევჭამო?“     
                                                                       ალფი
                                                                              
      ვილის არც კატა ჰყავდა და მითუმეტეს ვინმეს არც მისი შეჭმა შეეძლო.
ვილი 24 წლის იყო, 24 წლის გუშინ გახდა. გუშინ დილით 7 საათზე გაეღვიძა უჯიშო ძაღლი გაასეირნა და გათოშილი ფეხებით შეხტა საბანში. „ჯადნაბას უკვე კარგად გამოვფხიზლდი“ .. ვილიმ საერთოდ არ იცოდა რატომ ყავდა სახლში ძაღლი. თავიდან იმიტომ იყიდა რომ ზოომაღაზიის ვიტრინიდან საოცარი თვალებით შეჰყურებდა მას ... არა ისეთი როგორიც იფიქრეთ არამედ ისეთით „მეტი არ მინდა წამიყვანო, აქ მე მეგობრები მყავს“.  მის უკან კი შეკრეჭილი პუდელი ჩანდა. არ იცოდა ვილიმ რატომ მივიდა დახლთან და რატომ იყიდა 40 დოლარად ძაღლი, რომელსაც არსად წასვლა არ უნდოდა.თანაც დახლიდარს, როგორც ჩანს, სულაც არ სურდა გამომშვიდობებოდა ძაღლს და გამოსვლისას ტუჩებშიც კი აკოცა. ვილიმ ეს ამბავი მაშინვე დაივიწყა.
სახელიც კი ვერ შეურჩია წესიერად და ბევრი რომ არ ეფიქრა ამაზე კომპიუტერთან დაჯდა ჩაწერა ძაღლის ყველაზე პოპულარული სახელები და ბოლო ადგილზე გასული აარჩია... ძაღლს „იუპიტერი“ დაარქვა მოფერებით „იუ“ თუმცა სახლის გარეთ იუსთვის იუ არადროს დაუძახია.
  წაუუცნაურებდა ვილი. გუშინ მას შემდეგ რაც იუ გაასეირნა და უშედეგოდ შეხტა საბანში გადაწყვიტა წვეულება მოეწყო. ვილის ბევრი მეგობარი არ ყავდა, თუმცა არც ისეთი იყო ვინმეს ეთქვა მარტოსულია და ძაღლიც იმიტომ ჰყავსო. ბევრი არც ამაზე უფიქრია შეძვრა კომპიუტერში და განცხადებებში გამოაქვეყნა:
„ ვილი 24 წლის ხდება. გთხოვთ მობრძანედეთ.“ შემდეგ მითითებული იყო მისამართი და დრო, წერილის ბოლოში კი დაწერა „.... ლიმნის ყიდვა დამავიწყდა წამოიყოლეთ“.
ვილიმ პროდუქტები პარკიდან ამოალაგა, იატაკზე პლედი დააფინა და ზემოდან დააწყო ყველაფერი, უფრო სწორი იქნება  რომ ვთქვათ დაყარაო.
   ვილის ზარი რომ შემოესმა დაახლოებით 8 იყო. მივიდა, გააღო, პირველები მოკლეკაბიანი და  შლაქს შარვლიანი გოგოები შემოვიდნენ, მათ მოყვა „ხოჭოების“ მაიკიანი ბიჭი და ერთიც უცნაურ აქცენტიანი გოგო, ალბათ, 19 წლის იქნებოდა . ვილის ყურადღება იმით მიიქცია რომ ძალიან ბრჭყვიალა შარვალი და ყვითელი ზედა ეცვა, რაც საკმაოდ უგემოვნოდ გამოჩნდებოდა რომ არა მისი ჰაეროვანი მიხვრა-მოხვრა.სულ მალე მისაღები ოთახი ისე გაივსო ვილის ადგილი აღარ იყო, ამიტომ გარეთ გამოვიდა, სადარბაზოში დადგა და ის-ისაა სიგარეტი უნდა ამოეღო ბრჭყვიალებმა მოჭრეს თვალი, ყვითელზედიანი გოგო შენიშნა. მაისური დალაქავებოდა და ცოტა ნაწყენი სჩანდა.
-ამ სახლს ტუალეტი საერთოდ აქვს? გაბრაზებული ტონით იკითხა.
ვილიმ ყურადღება არ მიაქცია .. სიგარეტს მოუკიდა და ლამპიონს გაუსწორა თვალი. სინათლე ოდნავ ბჟუტავდა, გრილოდა.
-შენ გეუბნები?! არ გესმის?
ვილი მოუტრიალდა.
-ა, ეს თქვენ ხართ?
-მიცნობთ?
-თავისთავად, მე ხომ ჩემ დაბადების დღეზე დაგპატიჟეთ.
 გოგონამ უცნაური გამომეტყველება მიიღო და ბოლო ფრაზა ყურებში გაუმეორდა.
-ო, ღმერთო ჩემო, რა სულელი ვარ. გილოცავთ.
ვილი შებრუნდა და ისევ ლამპიონის მაგივრად შარვალს გაუშტერა თვალი.
ბრჭყვიალები უკვე აღარ ჭრიდა თვალს.
-თქვენ რა გქვიათ?
-ლუსი, ზოგი ლუს მეძახის.
-ჩემ ძაღლს იუპიტერი ქვია მე იუს ვეძახი. თქვა ვილიმ და მიხვდა რომ არ უნდა ეთქვა.
გოგონამ გაუღიმა.
-მეც მყავს ძაღლი.
    ვილიმ სიგარეტი ჩაწვა და წკიპურტით მოისროლა.ლუ და ვილი სახლში შებრუნდნენ. ვილი ჰოლს გაუყვა და ძველი ნაცნობი ნახა. რომელს უფრო გაუკვირდა- ვილის ბრედის თავის სახლში დანახვა, თუ ბრედს ვილის ვიღაცის სახლში დანახვა გაურკვეველი იყო.მუსიკა არც ისე ხმამაღალი იყო. მაგრამ ვილიმ თავი სამზარეულოს შეაფარა და სოციალურ ქსელში მილოცვას უპასუხა. რატომ ავიტეხე ეს წვეულებაო ფიქრობდა და თან იუს უყურებდა, რომელსაც თათები გადაეჯვარედინებინა და ვიღაც ქერა ნაშას ფეხებში მოკალათებულიყო.ალბათ, მხოლოდ ამის შემდეგ  თუ აპატიებდა ვილის პუდელთან განშორებას. ვილიმ მაცივარი გამოაღო და ნაკბეჩი ტოსტი იპოვა. დაუფიქრებლად ჩაკბიჩა და ნიჟარაში ფურთხებას მოჰყვა .. ვილის ახსოვდა რომ დილით მაცივარში ტოსტი არ შეუნახავს.
ლუსი სამზარეულოში შემოვიდა მაგიდაზე ასკუპდა და ვილის გაოცებულმა შეხედა. შემდეგ სიცილს მოჰყვა და იქამდე არ გაჩერდა სანამ გული არ იჯერა.
ვილი უხმოდ გავიდა სამზარეულოდა და საშინლად მოუნდა, ყველა ღრიალითა და გინებით გაეყარა რომ ლუსის ხმა შემოესმა.
-         მაპატიე, მაპატიე შუბლი უნდა დამეჭირა არ ვიცი რატომ გამეცინა ,ალბათ, ალკოჰოლის ბრალია. დაბადების დღეს ასე არ უნდა ხვდებოდე.
   ვილიმ ლუსის შეხედა და მიხვდა რომ ლუსის ტუალეტისთვის მიეგნო და ყვითელი ზედა როგორღაც გაეწმინდა. ახლა მხოლოდ სველი გუბეღა ჩანდა მის მაისურზე და ეს წყეული ბრჭყვიალები.
  ლუსიმ ბოდიშის მოხდის მიზნით ვილის ტეკილა მიაწოდა. ვილიმ გამოართვა გადაკრა და  საცეკვაოდ გაიწვია.
    მერე  დილით ვილი თავის ტკივილმა გააღვიძა. ბევრი იწრიალა, მაგრამ ვერ მოხდა და ვერ დაიძინა... გამოფხიზლებული იყო უკვე რომ ფაჩუნის ხმა მოესმა, იუს გახედა. იუ ხალიჩაზე იწყვა, ვიღაცის ლიფი ჩაებღუჯა და ძილში იღრინებოდა.
    ვილი ფეხშიშველი ჰოლს გაუყვა, სამზარეულოში შევიდა,  მაცივარი გამოაღო და ისევ ის ტოსტი დახვდა, ახლა უკვე ორი ნაკბეჩით და ჯერაც ვერ მიმხვდარიყო როგორ დაბრუნდა ეს წყეული ტოსტი ისევ უკან,რომ იატაკზე რაღაცას მოკრა თვალი. თეთრი იყო, ისეთი თეთრი რომ მეტლახისგან მხოლოდ თვალები ანსხვავებდა. „მნაუო“ რომ თქვა ვილის ერთბაშად გაახსენდა ტეკილას გემო და ახალგაღვიძებული მედახლე რომ ლანძღავდა მაგას და ლუს, ამ შუაღამისას რომ არ წაიყვანოთ მძინარე, ხვალ ღმერთი გაგიწყრებოდათო? . ლუ კი ეფიცებოდა საჩუქრად მინდა კარგ ხელშიაო..

      ახლა ვილი 24 წლის იყო.  კატა ჰყავდა, და ისეთი ვიღაცაც ვისაც მისი შეჭმა შეეძლო.

 
                                                                                                                                                თაკომე

 

 

 

Monday, December 10, 2012

კიმაგრამ iphone-ს არ სცივა?!

      ყოველთვის მეცინებოდა  ბლოგერები პოსტს მობოდიშებით რომ იწყებდნენ "დიდი ხანია არაფერი დამიწერია". არა, იმიტო კი არ მეცინებოდა რო სასაცილო იყო, უბრალოდ რაღაც საოცრად ემსგავსებოდნენ ხოლმე ერთმანეთს ეს ბლოგერები ჩემს თვალში და ახლა... მეც იგივე ფრაზა რომ უნდა ვთქვა თავს ნამდვილ ბლოგერად აღვიქვამ...
   ბატონო? ნუ ვბოდიალობ და საქმეზე გადავიდე??
   "საქმე" კი როგორც მიხვდით არ მაქვს, ვინაიდან და რადგანაც აგერ უკვე ერთი აბზაცი გამოვაცხვე ისე,რომ  არაფერი მითქვამს.


    ჩემი პირწიგნაკის ( ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ შრიფტის გადაყვანა და ინგლისურად წერა მეზარება, არადა ქართულადაც დაიწერება, მაგრამ პატარაობიდან არ მიყვარს ასო "ფ" რატომღაც... "ფ"ანტა... კა"ფ"ე... "ფ"ეისბუქი... აი მაინც ვთქვი!) სტატუსი დაახლოებით ასეთია... ( დაახოებით იმიტო, რო შესვლისა და გადამოწმების არანაირი ხალისი არ მაქვს) "საკუთარ ჩაცმულობაზე ზრუნვა მობეზრდათ (ან აღარ იმყოფინეს) და ეხლა უკვე აი"ფ"ონების შემოსვაზე გადავიდნენ"... ბევრმა ალბათ თავისი სნობი თავი დაინახა და იფიქრა... "მე რატო უნდა ვეგულისხმე რო?" და მშვიდად და  "დაუ-ლაიქ-ებლად" განაგრძო კედლის სხვა სიახლეების თვალიერება.    
     კარგი. გასაგებია,რომ არ გსურთ თქვენი საყვარელი ელექტრონული მეგობარი გაიკაწროს, მაგრამ რა საჭიროა ისე "გამოაწყოთ", რომ ჩემნაირ ადამიანებს გულის შეტევა  მოუვიდეთ? ჯერ იყო და ( რა გაბრაზებული ბებიის ტონი მაქვს არა? ) რაღაც 3 მეტრიან- ყურებიან რეზინაში გაახვიეთ, (ან ჯიბეში როგორ გეტეოდათ) ეხლა კიდე ზოგი საროვსკის თვლებით გაწყობილ "ჩასაცმელსაც" არ იშურებს. მე არც აი"ფ"ონი მაქვს და არც მითუმეტეს მისი შესამოსელი, მაგრამ ძალიან (მერწმუნეთ ძალიან) დასვენებული ვარ თქვენნაირი უაზრობებით რო არ მაქვს თავი გამოტენილი (ჩემნაირი უაზრობებით მაქვს გამოტენილი და იმიტომ) და მიხარია,რომ თქვენნაირი არარსებული საზრუნავები არ მბოჭავენ... ეხლა გამოდის რო ძალიან ვიღრინები, მაგრამ ღამის 2-ის ნახევარია (აგერ უკვე ლამის) და ეტყობა ძალიან მეძინება. 
     არ ვიცი, მე სულ მგონია,რომ ასეთი საზრუნავებით დამძიმებულმა ადამიანებმა არც ავისუფლება იციან, არც ბედნიერება... მოვა ერთი რაიმე "უკან ბუმბული" ტრენდი და ის შებოჭავს, მერე იმას გადააგორებენ და ახალ მოდის... კიდევ უფრო აბსურდული... სულ ის ფრაზა მახსენდება " ადამიანებს უნდა უყვარდეთ ადამიანები და იყენებდნენ ტექნიკას, მაგრამ იყენებენ ადამიანებს და უყვართ ტექნიკა"... ვეთანხმები და გული მწყდება. 
        ძაანაც არ გამიბრაზდეთ, ზოგი მართლა ძალიან კრეატიული და "საკაიფო" ჩასადებია, თანაც სავსებით გასაგებია, ადამიანი ყოველთვის ინდივიულიამიზმისა და სილამაზისკენ რომ მიილტვის,  მაგრამ მე ძირითადად იმაზე ვღიზიანდები ეს "ჩაცმა-გახდა" მანია როა გავრცელებული და ეპიდემიასავით რომ მოედო მთელს მსოფლიოს. "ჩაცმა ჩაცმისთვის" რომაა და არა საკუთარი პიროვნებისა და ინდივიდობის ხაზგასმის ერთ-ერთი დამხმარე ასპექტი. 
        და რამდენი გაამდიდრა ამ ეპიდემიამ? ჰმმ...             

                                                                         მუდამ თქვენი გულდაწყვეტილი fიბი

Thursday, December 6, 2012

მთქნარეული




    რამდენჯერ დავიწყე ბლოგზე წერა ღმერთმა უწყის და კიდევ რამდენჯერ გადავიფიქრე..მაგრამ 21ამდე მოვასწრო უნდა პოსტის დადება =)) ეს დღეებია მთქნარეული ვარ იმ დათვს ვგავარ ზამთარში რომ გამოეღვიძება. 


 წელს რაღაც მიხარია ახალი წელის მოსვლა ქუჩებშიც მორთულ ვიტრინებს რომ ვხედავ რაღაცნაირად თბილად მეღიმება. ნაძვის ხის დადგმა მინდა კიდევ მალე მალე და ნათურების შემოხვევა და შუქის ჩაქრობა მმმ
  დღეს გაყინული ხელებით მოვბოდიალებდი და გამახსენდა ფიბიმ რომ მითხრა დიდ ჭიქიანი და იაფი ყავა იყიდებაო ერთგან ხოდა მეც იქითკენ მიმიწევდნენ ფეხები უფრო სწორად ხელები იმით რომ მაინც გამეთბო ეს აუტანელი სიცივე. დროა ხელთათმანების...
მივედი მენიუ მანახეს 2.50 ეწერა მეთქი კაპუჩინო მინდა მოვჩხრიკე ხურდები და გოგონამ შეცხადა 1.50 ღირსო. შემდეგ მკითხა რამდენი შაქარი ჩაგიყაროო მეთქი ჭიქა რამხელაა თქო და რომ ამოწია ჭიქა აღარ დასრულდა =)) არ ვიცოდი ფიბი დიდ ჭიქაში და იაფში თუ აააააააააამას გულისხმობდა თსუს 1 კორპუსამდე ნელი ნაბიჯით წავედი არც არსად მეჩქარებოდა ბიბლიოთეკაში მქონდა საქმე ... მაგრამ არც ჩემმა ნელმა ნაბიჯმა უშველა ვერ იქნა და ვერ გათავდა ყავა საბოლოოდ გულდაწყვეტილმა გადავაგდე:( (ყავისხამი)
  კარგი გარემოა თსუს ბიბლიოთეკაში თუ არ ჩავთვლით დღევანდელ ბურღის ხმას რომელიც არ იქნა და არ გათავდა ჩემი ყავისავით...
      საღამოს ფიბის გავუარე ვიჭორავეთ გოგოებმა=)) ვიჭორავეთ რა მგონი პირი რომ მოვაღე აღარ გავჩუმდი და იმათაც რა ექნათ მისმენდნე... 


სქელო უკნიდან
მე და სქელო
  ჩავრგე მერე თავი ქუდში გავეხვიე კურტკაში და გორას რომ ამოვუყევი და ტროტუარზე გადავედი უკვე რაღაც მხტუნავი არსება შევნიშნე ქვემოთ ... გამიკვირდა ფისო თუა ამ შუაღამისას რა თამაში აუტყდა თქო ( 8 საათი შუაღამეა ფისოსთვის აბა რაა?!) კარგად დავაკვირდი .. და ნაცრისფერ ფუფმულა ყურდაცქვეტილ კურდღელს მოვკარი თვალი.. თვალის მოკვრა და გოგოებთან გადარეკვა ერთი იყო და გადარეკვა და მაგათი სახლიდან გამოცვენა მეორე =)) ფიბი შეგულიანდა და მიუახლოვდა თავიდან ცოტა შეეშინდა ისე კარგი სქელო ვინმე კი გამოდგა =)) დაიჭირა ფიბიმ და იმწუთში მინაბა თვალები.. მერე დედაჩემს დავურეკე თვალცრემლიანმა კურდღელს წამოვიყვან გაიყინება რა თქო და იმანაც თვალცრემლიანმა მითხრა ჩიტი და ზაზუნაც გეყოფაო =)) შევედით ისევ ფიბისთან და სულ მალე პატრონიც ვიპოვეთ... რომელიც შემოვიდა პარკით აიყვანა სქელო ფუმფულა ბაჭია და კარში გასვლისას თქვა "უნდა დავკლათო" ...






სახეპალმა
თაკომე