Sunday, December 22, 2013

მოხატული პირბადე

   ძალიან დიდი ხანია ბლოგზე არ დამიწერია, აი რომ ვფიქორბ რატომ აღარ ვწერ დღიურს ან ბლოგზე ან სადმე ვხვდები რომ სოციალური ქსელები და ფორუმები მთელ საწერ მასალას მაცლიან მაგრამ...

   არიან ფილმები რომლებიც კაი ხანს გამახსოვრდებიან, ასეთი არის "the painted veil" მახსოვს რომ ვუყურე გავსკდი ბღავილით, საოცრად ლამაზი ფილმია, საუნტრეკებიც ისეთი აქვს მმმმ აი ძალიან რომ უხდება, მსახიობებიც არაჩვეულებრივი, ფილმი რომელშიც ემოციებია იმდენი .. 
 სიუჟეტი ასეთია: მე–XX საუკუნის ოციანი წლები, ახალგაზრდა ექიმი და მისი მოღალატე ცოლი, კიტი, მიემგზავრება ჩინეთის ერთერთ მიყრუებულ სოფელში ქოლერას ეპიდემიასთან შესაბრძოლებლად.
არ ვიცოდი რომ ფილმი მოემის მიხედვით იყო გადაღებული და უნივერსიტეტში მომიხდა გამეარა მოემის "the painted veil". ვიცოდი რომ მომეწონებოდა რადგან ფილმით ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი მაგრამ რეჟისორს ბევრი რამე შეცვლილი აქ ფილმში და სრულიად სხვადასხვანაირად
 ვითარდება მოვლენები, ამიტომ უფრო საინტერესო იყო კითხვა. რა თქმა უნდა მინდოდა ფილმისნაირი დასარული ჰქონოდა წიგნს, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ მოემმა სილა გამაწნა =)) 
ესაა წიგნი ადამიანებზე, გრძნობებზე, რეალობაზე, პიროვნების დაცემაზე, განვითარებაზე, ბრძოლაზე საკუთარ თავთან, ვნებებთან, სიკვდილთან, ადამიანის თავგანწირვაზე, თვითგვემაზე და ბოლოს იმედზე.
ვისაც არ წაგიკითხავთ წიგნი და არ გინახავთ ფილმი ორივე ქენით =)) რადგან ორივე არაჩვეულებრივია . ბლოგზე თემაც კი მაქვს წიგნი ყოველთვის ჯობს ფილმს მეთქი მაგრამ ვაი რომ ვცდები ამ შემთხვევაში ორივე მშვენიერია.
თაკომე

Tuesday, October 29, 2013

შემოდგომის ნალეგენდარი fიბი




    ის იყო კომპიუტერის გამორთვა და დაძინება დავაპირე, რომ მოულოდნელად ფოლდერი სახელად "მრრრ" გავხსენი, ამ ფოლდერში ვინახავ ფბ-დან გადმოწერილ იმ სურათებს, რომლებიც მათბობს (რა იდიოტი წინადადებაა). მოკელდ ეს სურათები მამშვიდებენ და მიყვარს. დავაკვირდი,რომ ყველაზე მეტად ლამაზი ინტერიერების სურათები მიყვარს, კიდევ თუ დავკონკრეტდებით, საწოლების. ფუმფულა, არეული, თეთრი, დალაგებული, სულ ერთია. მიყვარს საწოლები, რატო არ ვიცი. 

 ჰომ..

    წელს მეც ვიყავი "შემოდგომის ლეგენდაზე"... ნამდვილად არ მეგონა ესეთ დაუვიწყარ დროს თუ გავატარებდი. მართლა ძალიან კარგი ხალხი გავიცანი. თემას ერქვა "28-ე" , უცნაური სახელია, მაგრამ ნამდვილად საინტერესო... სამწუხაროდ მე ჩემი ნაწერით უკმაყოფილო ვარ. ეს არაა ის შემთხვევა, როცა იცი რო რაღაც ნორმალური დაწერე და უბრალოდ რომ თავმდაბლობ. ეს ის შემთხვევაა,როცა იცი, რომ რაღაც შენი სტილისგან განსხვავებული დაწერე და არ გაამართლა. მართლა ძალიან ძლიერი ნაკადი იყო წელს და მეც მიკვირს, მაგრამ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ყველას სიხარულით მივულოცავ.


    ლეგენდა ამჯერად წინანდალში იყო. ჭავჭავაძეების სახლმუზეუმში. ულამაზესი ადგილია. საკონკურსო დღეს ჩემი პუფი გუდასავით მოვიკიდე და ლაბირინთთან ახლოს , უძველესი ხის ქვეშ შევიყუჟე. ადგილი ულამაზესი იყო, თუმცა მუზები იქ არ ბუდობენ...

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ წელს მე და თაკომე ერთობლივ პოსტს დავწერთ "შემოდგომის ლეგენდის" შესახებ. შეიძლება მომდევნო პოსტში უფრო განვავრცო ეს თემა, ეხლა უბრალოდ თვალები ისე მეხუჩება,როოომ... რომ არ ვიცი... ნინოს და თაკოს წარმატებები შემდეგ წელს. ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა <3 

                                                             დაღლილი და შემოდგომის ნალეგენდარი fიბი

Monday, September 2, 2013

*რა უნდა ვიცოდეთ როცა ლონდონში მივდივართ*

პირველ რიგში არაფერია სანერვიულო , ყოველთვის მეგონა, რომ მითი იმის შესახებ, რომ სხვა მიწაზე სხვანაირად "აჭიკჭიკდები" მხოლოდ მითი იყო, მაგრამ მეც ასე დამემართა ენობრივი ბარიერი თავისით გადამელახა :) სულ
ცოტა ინგლისურითაც კი ლონდონში არ დაიკარგები. ნებისმიერი გამვლელი რომ გააჩერო და კითხო რაიმე აუცილებლად მიგასწავლის, ამიტომაც მთელი იქ ყოფნის მანძილზე არ შემშნებია დაკარგვის, არადა როცა პირველად მიდიხარ მარტო უცხო ქვეყანაში... დიდი ბრიტანეთი ლამაზია, მაგრამ რა ვქნა მე საქართველოს ბუნება მირჩევნია. შეიძლება მე ვერ ვნახე ისეთი ადგილები რომლებიც მეტ ემოციას დამიტოვებნენ, მაგრამ მომეჩვენა თითოქოს ბუნება ერთფეროვანია, საკამოდ მეუცხოვა როდესაც ვერ დავინახე მთა, ამიტომ მთელი იქ ყოფნის მანძილზე მქონდა განცდა რომ ცა ძალიან ახლოსაა. ამას მხოლოდ მერე მოვუძებნე ახსნა რომ "უმთობის" ბრალი იყო. 7 დღე სასექსში ლონდონთან ახლოს გავატარე, კარავში. იქ სკაუტი ნიშნავს ადამიანს რომლესაც
თვალდახუჭული ენდობი,  ამიტომ მეც ყველანაირად ვენდობოდი მათ რჩევებსა თუ კარავში დიდი თანხის დატოვებას. უნდა ავღნიშნო რომ ხალხი მართლაც ცივია.. თითქოს ტემპერამენტი აკლიათ, პირველივე დღეს უზარმაზარ საცობში მოვხვდით 1 სააათი ვიდექით და ჭკუიდან გადამიყვანა წარმოუდგენელმა სიმშვიდემ... არავის არ მოშლია ნერვები, არცერთ მძღოლს არ დაუსიგნალებია, ყველა მოთმინებით ისხდა თავის მანქანაში. რა უნდა ვიცოდეთ როცა ლონდონში მივდივართ და... უნდა ვიცოდეთ რომ იქ ზაფხულში არ ცივა, ამიტომ არ წაიღოთ დუტის კურტკა და შუბა , თხელი მოსაცმელი კი ნამდვილად დაგჭირდებათ , თუმცა გააჩნია სად მიდიხართ სასექსსში კარავში ისე მციოდა 2 შარვლითა, 3 წინდით და ქუდით მეძინა. ტრანსპორტი -მე პირადად მგონი ყველა ტრანსპორტი გამოვცადე ..მატარებელი საკმაოდ მოხერხებულია თუ ლონდონიდან შორს ხართ, მეტრო კი ერთი შეხედვით საკმაოდ რთული მოგეჩვენებათ რადგანაც 11 ხაზი აქვთ , მაგრამ ყველა მეტრო სადგურში უამრავი მინიშნება და რუკაა რისი დახმარებითაც ადვილად იპოვით სასურველ
სადგურს.. ჩემთვის დამაბნეველი იყო ის, რომ ერთი და იმავე ადგილზე სხვადასხვა მიმართულების მეტრო ჩამოივლის, ამიტომ თვალყური ადევნეთ თქვენ რომელი ხაზიც გინდათ ის რომ დაეწეროს . ჩვენთან, მაგალითად, როდესაც საბურთალოს ხაზზე ხარ იქ ერთი და იმავე მიმართულების მეტრო ჩამოივლის ლონდონში კი სხვადასხვა.. ავტობუსით მგაზვრობაც საკმაოდ მარტივია ბილეთს ყიდვა ავტობუსშივე შეგიძლია თანაც ქალაქს უკეთ დაათვალიერებთ.ტაქსის მართლა ცეცხლის ფასი აქვს და მხოლოდ აეროპორტამდე წამოვედით ტაქსით, რაც საერთო ჯამში იაფი დაჯდა რადგან თანხა 4 კაცზე გავყავით .
გაითვალისწინეთ ისიც რომ თუ მაღაზიაში წერია 8-9 ფუნტი(დაახლოებით 21 ლარია) ეს სულაც არ ნიშნავს რომ იაფია =)) მე ამან საკმაოდ გამაწვალა თავიდან ...ფანარი, 15 ფუნტად ვიყიდე და მხოლოდ შემდეგ გავაანალიზე რომ 40 ლარიანი ფანარი მქონდა =)) (არ ვიცი შეიძლება ეს ჩემი სიდებილის ბრალიცაა =)) )ასევე დამემართა პირველივე დღეს მაღაზიაში ფუნტის მაგივრად ევროს ვტენიდი წყალი მინდოდა და ვერ ვხვდებოდი რატომ მეუბნებოდნენ  ბრიტნაული ფული არ გაქო? საბოლოოდ წყალი მაჩუქეს =))  და რომ გამოვედი მივხვდი რომ ფუნტი და ევრო ერთ ფერებშია =)). აქედანვე წაიღეთ დამტენი, რომელსაც აქვს 3 კბილი რომ უთხრათ UKსთვის მინნდაო ისედაც მოგცემენ ვაგზალზე ვიყიდე მე პირადად, მაგრამ საკმაოდ გამაწვალა ... ისე კი ლონდონში ყოველ მარკეტში იყიდით მსგავს ადაპტორს 3 ფუნტად. რაც შეეხება წვიმას ლონდონში ხშირად
წვიმს, მაგრამ მე პირადად 3 დღე გავჩერდი(ლონდონში) და მშვენიერი ამინდები "დამემთხვა". გირჩევთ ,რომ აუცილებლად ნახოთ ნაციონალური გალერეა(რომელიც უფასოა, საერთოდაც ბევრი მუზეუმია უფასო) და ამას ძალიან დიდი დროც დაუთმოთ.. არცერთმა მუზეუმმა არ მოახდინა იმხელა შთაბეჭდილება როგორიც ამან...პირდაღებული ვუყურებდი რენესანსის, იმპრესიონიზმის და ა.შ. სასწაულ ტილოებს. გირჩევთ რომ ნახოთ სანტ პოლის კათედრალი, თუ თეატრის და შექსპირის მოყვარულ ხართ თავიდანვე, წასვლამდე დაჯავშნეთ ბილეთი გლობუსის თეატრში. ჩვენ გვინდოდა წასვლა, მაგრამ სექტემბრის ჩათვლით ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ნახეთ ასევე Science& Natural history Museums , Victoria & Albert Museum, ეს ორი მუზეუმი ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა და ასევე ახლოსაა ჰაიდი პარკთან :) .გირჩევთ რომ აიღოთ hop on hop off ავტობუსი რომელიც მთელ ქალაქს შემოგატარებთ მე Big BUs ავტობუსს გირჩევდით. ყურადღებით იყავით ქუჩაზე გადასვლისას რადგანაც იქ ჯერ მარჯვნიდან მოდის მანქანა და შემდეგ მარცხნიდან... კვებას რაც შეეხება ჩემი დაკვირვებით სწრაფი კვების ობიექტებში დაახლოებით 5 ფუნტი გიჯდება ერთხელ ჭამა MCში უფრო იაფი. საყიდლებზე გასვლას primarkში გირჩევთ უზარმაზარი მაღაზიაა და თანაც საკმაოდ იაფი, უბრალოდ ძალიან დიდი რიგებია ასე რომ დაღლილი ნუ მიხვალთ იქ.ლონდონში მომეწონა რომ ყველა გეხმარება თუ კითხავ რამეს ერთერთ სასტუმროს მენეჯერს რომ ვკითხე(პირველ დღეს) სად იყო ჩემი სასტუმრო ინტერნეტიდან თვითონ ამომიბეჭდა რუკა დამიხაზა და გამომიშვა.ასევე მომეწონა რომ არავინ ცდილობს რიგში შენზე წინ გაძვრეს. გამაოცა ტაქსისტმა რომელსაც 65 ფუნტი მივეცი აეროპორტამდე და არ გადათვალა მე მაინც არ მოვეშვი გადათვალე თქო მეგონა რომ არასწორად მივაწოდე ფული და დავაკელი... ბოლოს ძლივს ვაიძულე... გენდობიო მეუბნებოდა... 
   ასე რომ არაფრის შეგეშინდეთ ლონდონში აუცილებლად დაგეხმარებიან :) 
თაკომე
პ.ს თუ არასრულწლოვანი ხართ ასანთსაც არავინ მოგყიდით :) 

Tuesday, July 16, 2013

დატვირთული გრაფიკი

 ნეტა როდის იწურება ადამიანის შესაძლებლობები? აი, როცა ვამბობთ არ შემიძლიას-ძირითადად მაინც თავის დაზოგვის მიზნით ვამბობთ ხოლმე მგონი ასეა... დღეს, გრანტის გაუმჯობესების გამოცდაზე ვიყავი, ისე დამღალა უნარებმა თავი აბიტურიენტი მეგონა ისევ. სანამ ტესტებს დაგვირიგებდნენ თავში ამ ფრაზას ვატრიალებდი "აი,თაკო ამდენი უაზრო საგანი გაგივლია და ტექსტი გისწავლია ამ უნივერსიტეტში და რა ტექსტი უნდა მოვიდეს ისეთი რომ გაგაკვირვონ?" ნუ რა თქმა უნდა ტექსტი იყო მონსტრი პირველი მაინც მაგრამ არა იმაზე უარესი როგორის სწავლაც ახლა მიწევს :) ჩემ უკან გოგო ტექსტს თავის პირის ღრუში აბუტბუტებდა და ლამის მივუბრუნდი და ვწეპე.. რა უბედურებაა რა. დამკვირვებლები ერთმანეთს ხელიდან სტაცებდნენ ყველაფერს პაექრობით(არა მე დავალაგებ პასტებს შენ მოაწერინე ხელი არა მე წავიკითხავ=)) ), სანამ გამოცდაზე შევიდოდი ლიფტში გავიჭედე, ასე რომ თავის გასამართლებელი საბუთებიც ბევრი მაქ თუ რამე... საერთო ჯამში კი არ ვიცი როგორ დავწერე =)) ვნახავ პასუხები, რომ დაიდება.. უკვე 2 თვეა გამოცდები მაქ, რაც საკმაოდ დამღლელია ... თბილისში აუტანელი სიცხეა... დღეს ფიბიმ მომწერა მესიჯი, ისეთი ქანცგაცლლი ვეგდე და ვუყურები "grays anatomy"ს, რომ მარტო მომაკვდავი კნუტი თუ ამაყენებდა და გამიყვანდა სახლიდან.კნუტი(ნაგვის ფისო,ახლა ამას ფიბი კითხულობს და თაველბს მიჭუტავს) ძალიან პაწია იყო ახალი ახელილი თვალებით შევფუთეთ მივიყვანეთ ვეტერინართან ვაჭამეთ ვისკასის წვენი თუ რაღაც უფრო სწორად თვითონ ჭამა საწყალმა ისე შიოდა მთელი გზა არ მოისვენა და რომ მივეცით საჭმელი გაინაბა და კრუტუნი დაიწყო. ახლა ფიბი პატრონს ეზებს ამ კნუტისთვის...:) 
  ერთი-ორი სიტყვა ლუდის ფესტივალზეც უნდა ვთქვა უფრო სწორად დიალოგი.
მივდივართ გოგონასთან რომელიც ლუდის კუპონებს არიგებს ამ დროს გვესმის..
-აუ შენ რა მეღდავებეეე??? (ინტონაციია რომ არ გადმოიცემა ნაწერში ძალიან ძალიან ცუდია)
და ვიღაც ტიპი ცდილობს აუხსნას რომ არ ეღადავება ამ დროს მე ვფიქრობ რომ ეს "ტიპი" მთვრალია და ამ გოგოს რაღაცეებს "ეღლაბუცება". მივედით და ვამბობთ (ნუ ნიკა ამბობს=))) 
-2 ნატახტარი მინდა, 2 ეფესი და 2 რაღაც (აღარ მახსოვს რა იყო). ეს გოგოც არ აყოვნებს და ამბობს..

-მოიცა ეხლა შენ მეღადავებეე???? ამ დროს აუცილებელია კადრი ჩემ სახეზე =)) 
ვეუბნებით რომ არ ვეღადავებით მერე იწყებს
-აა მოიცა ერთი წუთე, როგორ თქვიი? და წვალობს
-იყოს 2 ნატახტარი
გვართმევს 20 ლარს და გვიბრუნებს 14 ს (ანუ ორი ლუდის ზედმეტს გვახდევინებს) ჩვენ სანამ ეს გავაანალიზეთ ... მერე მოდის ნაცნობი და ვუყვებით, ამ ამბავს აღმოჩნდება, რომ იცნობს იმ გოგოს მივდივართ და ის გოგო ნიკასთვალებისჭრიმეს გამო გვიბრუნებს 3 ლარს... 
ეს ის მომენტია როცა იქ უნდა ყოფილიყავი.(ღმერთმანი რატომ ვართ ასე გაღმა)

   პ.ს ზაფხულის ერთი თვეღა დარჩა თუ მომდევნო დღეებს არ ჩავთვლით და ისე დამღლელი აღმოჩნდა რომ ... აგვისტოში ლონდონში მივდივარ და იმედია ბლოგისთვის საინტერესო რჩევებს ჩამოვიტან ახლა კი ისევ ჩემ კონსპექტებს და უბედურობებს უნდა მივუბრუნდე.
ძილგატეხილი თაკომე 

Friday, June 21, 2013

PIGER IPSE SIBI OBSTAT


 დღეს მანქანაში რომ ვიჯექი სოფლისთვის ჩაწერილ დისკს გადავაწყდი და ჩავრთე ისეთი იყო დისკსაც მიაწერა ჩემმა დაქალმა "ave papsa" მაგრამ აი ზაფხულში მოსასმენი სიმღერები და სასტიკად მომინდა სოფელში ქალაქის აურზაურიდან შორს ....
გუშინ საელჩოში დამცოფეს =)) ახლა კი ნამდვილად დავრწმუნდი რატომ ეშინიათ ხოლმე ვიზის ჩარტყმა არ ჩარტყმაზე :)) შუშა რომ არა ჩვენ შორის აღმართლი ჩემი ბუნდღღა აღარ იქნებოდა ... მაგრამ რა თქმა უნდა ჯერ მიღრიალა და მერე აღმოჩნდა რომ არც არაფერი მოხდებოდა ის საბუთები რომ 1ამდე ამომეტანა. მგონი ღრიალი იმ ქალის საფირმო ნომერია, ჩემ მერე ერთი ბუნჩლა კაცი მივიდა და იმას უარესი დღე დააყენა ამ დროს ეგრევე დამარტყა თავშ "ნეტა გათხოვილია?" :d 
  ჯერ მხოლოდ ერთი გამოცდა ვწერე ქულა არც ვიცი მაგრამ მგონია რომ ჩავაბარებ საერთოდ ლიტერატურის არასდროს არ მეშინია ხოლმე :) მმმ წავიკითხე შექსპირი ელვის სისწრაფით "რომეო და ჯულიეტა" "მაკბეტი" "ჰამლეტი" "ვენეციელი ვაჭარი" "ოტელო" "იულიუს კეისარი" "ზაფხულის ღამის სიზმარი" "ჭირვეულის მორჯულება" =)) კიდევ მქონდა რაღაცეები წასაკითხი მაგრამ უბრალოდ ვეღარ.. და მივხვდი რომ სულაც არ აღმოჩნდა შექსპირი ისეთი როგორიც მეგონა რომ იქნებოდა არ ვიიც რატომ მეგონა რომ მოსაწყენი იყო... ამდროს აღმოჩნდა რომ საკამოდ საინტერესოა და ჩამთრევი მერე ვოცნებობდი მომსვლოდა თემა ჰამლეტი 21 საუკუნეში უკვე ტვინში მოვხაზე კიდეც რას დავწერდი რომ იქნებოდა ჰამლეტი რომელიმე პარტიის წარმომადგენელი უსამართლობის წინააღმდეგ როგორ შერთავდა მისი ბიძა დედამისს ქონების გამო და როგორც მიხვდით არ მომივიდა ეს თემა.. ალბათ უკეთესია რომ არ მოვიდა ან ვერ გადავურჩებოდა ლექტორს ან ..
  მმ ახლა ვზივარ და სიკვდილივით მეზარება( ეს საერთოდ რა გამოთქმაა) ლათინურის მეცადინოების განახლება არ მჯერა რომ ხვალ ლათინურს მოვიშორებ ... იმედი მაქ ... ლათინურის სწავლებას ის პლიუსი აქვს რომ უამრავ ბრძნულ გამონათქვამს სწავლობ.. ხომ სხვა საინტერესო არაფერი ასე რომ თუ რამეა და ეს მკვდარი ენა არ აირჩიოთ სასწავლად =)) 
მმმ გუშინ ძალიან კარგ ფილმს ვუყურე Les choristes 
თუ ფილმის ყურება გინდათ ნახეთ არ ინანებთ.
კიდევ რაღაც უნდა დამეწერა და სანამ სურათები ვნახე იქამდე დამავიწყდა ... ჰმ იმედია ძლივს ჩატენილი ლათინურიც არ ამომვარდება თავიდან.
P.Sსათაური ლათინურადაა და ნიშნავს "ზარმაცი საკუთარ თავს თვითონ ვნებს" :D

თაკომე

Monday, June 3, 2013

კატა და სხვა...

დღეს მე და ფიბიმ 9.95იანი ბაჩები ვიყიდეთ ნეტა ფიბის უფრო მალე გაუფუჭდება თუ მე?(ამას აუცილებლად გეტყვით) დიდი ხანია ბლოგზე არ დამიწერია ამასობაში 20 წლისაც გავხდი, 7 კოლოქვიუმი ვწერე  , ვიყიდე წიგნები წიგნის ფესტივალზე ამოვჭერი ბევრი კუპონი, წავიკითხე ძველი დღიურები და ბლაბლაბლა..
ჯერჯერობით აუტანელი არაა ზაფხულში უნივერსიტეტი მაგრამ მაღლივში გამოცდაზე რომ ვიყავი მივხვდი ადამიანს ადამიანობა უნდა ახასიათებდეს ...
მესმის რომ დამკვირვებელი ხარ და ნუ არ უნდა გადაიწეროს ბავშვმა ეგ უნდა გააკონტროლო მაგრამ არაადამიანი რატო ხარ ? ვინ გეხვეწება აიღე სველი ხელსახოცი და მერხები გაუწმინდე ბავშვებს "ემანდ" ერთი მინიშნება არ დაიწეროსო... 
ცუდადაა ჩვენი საქმე ... 
დაბ დღემ დამღლელად ჩაიარა ჩემი 20იანი სანთელი გადატყდა ჰმ ... ფიბის 87იანი სანთელი მაინც არ მქონდა(სხვა არ იყოო მაღაზიაში და ეგ ჩააქრო =)) )

მმ წიგნის ფესტივალზე ბოლო დღეს მივედი ბევრი ხალხი ირეოდა მაგრამ ფასდაკლება არც თუ ისე დიდი იყო ლარი,ორი ლარი მეტი მე არ შემხვედრია და თუ ლარად იყო წიგნები ისეთები რომლებსაც არასდროს ყიდულობენ.. მმმ აი ჩემი წიგნები ჯერ არ დამიწყია კითხვა და ვეჭვობ ივლისსამდე ვერც წავიკითხავ ( ხომ კიდევ ოქსფორდის უდიდესი ლექსიკონი)
ძალიან სასაცილოა როცა ძველ ჩანაწერებს კითხულობ განსაკუთრებით მაშინ რაც შენ გემოვნებას ეხება =)) ლელა შურწუმია, ძებნილები და ჯერონიმო , ტიტანიკი =)) მმმ ხოდა ვათვალიერებდი და გადავაწყდი ამას
-საყავრელი ცხოველი. და ჩემი პასუხი ნუ აი რა შეიძლება იყოს ძაღლი თუთიყუში, მაიმუნი ან რამე და დდდ დდნ აი ისიც
                                                              -კატა და სხვა =))

თაკომე

Saturday, May 18, 2013

ბუსუსები ბუსუსები everywhere

  ეს ორი დღეა ქალაქში საშინელი მტვერია გუშინ ბუსუსი გადამეყლაპა :( 
დღეები ჩქარა მიდის მალე გამოცდები მოვა   მეორე კურსის მეორე სემესტრი უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. გუშინდელ ამბებზე დაწერის სურვილი არ მაქ უბრალოდ ვიტყვი იმას რომ არავის არ აქვს უფლება ადამიანს გაეკიდოს და ქვები დაუშინოს თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ ერთმანეთს აკოცეს.. 
  წინა შაბათს მე და ფიბი უწყნარეს ადგილას ვიყავით სადაც თითქოს დრო არ არსებობს ... ცხვარიჭამიაში. მმ ძალიან მშურს იმათი ვისაც იქ წამოჭიმული აქვს აუზიანი სახლები რომ შეხედავ და ელდა გეცემა მმ კაია რომ იცი რომ დედამიწაზე გაქ (ადგილი)კუთხე ისეთ ადგილზე სადაც შეძლებ გამოეთიშო აურზაურს და გაწიგამატარეს. მმ მალე მინდა მოვიდეს ზაფხული, დასვენება, წიგნები, ფილმები, მზე, ზღვა, საქანელა ... 

წერასაც ხასიათი უნდა
....

თაკომე

Wednesday, April 24, 2013

*წიგნების დღე*


   მმმ გუშინ საშინელი ქარი იყო, საშინელიც არ ქვია მაგას სახე ამაძრო მთელი დღის განმავლობაში. რაც უფრო ვუკვირდები ვხვდები რომ მოხალისე "მწერალი" ვარ , სწორედ ამიტომაა რომ სადაც რამე კონკურს დავინახავ წერასთან დაკავშირებით ყველასთვის ვწერ და გულდაწყვეტილი არ ვრჩები , განა იმიტომ  რომ ყველა კონკურსში ვიმარჯვებ არა =)) უბრალოდ ვიცი რომ ყოველი მონაწილეობა  მე მეხმარება უკეთესის დაწერაში. გუშინ წიგნის დღე იყო. არ ვიცი კითხვა როდის შემიყავრდა ალბათ იმ მომენტში როცა "ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი" წავიკითხე თემა ასეთი იყო "წიგნები დღეს" თემატიკა კი წიგნის მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში. საერთოდ წერა ისე მიტაცებს ხოლმე რომ თუ რამე ჩემთვის მოსაწონს ვწერ აღარ ვუკვირდები ემთხვევა თუ არა კონკურსის კრიტერიუმებს ხოლმე. გუშინ იყო დაჯილდოვება 15 წუთი რომ აკლდა მაშინ მომწერეს მობრძანდით დაჯილდოვებაზეო შევხვდი ჩემ დაქალს(სინატ გახსენე =)) ) და გავაჩერეთ ტაქსი, ჩავსხედით თუ არა თავბრუ დაგვახვია მძღოლის ნასკებმა და ისეთი შემოვლითი გზებით მიგვიყვანა უი შემეშალა არ მიგვიყვანა კოლმეორნეობაზე ჩამოგვსვა რა უდნა აქვე ბიბლიოთეკა იქ ვეღარ ავალო =))) სასაცილოა პირდაპირ ტაქსი რომ ნახევარ გზაზე გაგდებს. რაც შეეხება კინოჩვენებას და დისკუსიას წიგნის თემაზე მე პირადად ძალიან მომეწონა საინტერესო იყო ეს "პაწუკა" ფილმიც რომელიც დავდე არ დაგეზაროთ ნახეთ. 
 მომეწონა ნოდარ ლადარიაც რომელმაც საკამოდ საინტერესოდ ილაპარაკა :) მოკლედ მონაწილეობას რომ ვიღებდი სულ დამავიწყდა იქამდე სანამ არ თქვეს გამარჯვეუბულებს გამოვაცხადებთო ... მესამე ადგილი სკოლის მოსწავლე ბიჭმა აიღო და აი მაშინ მივხვდი რომ ვერ გავიმარჯვე =)) იმიტომ რომ მომეჩვენა თითქოს იცნობდა გამომცხადებელი ყველა გამარჯვებულს შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა უმშვენიერესი .. და უცებ ჩემი სახელი რომ თქვა =)) ელდა მეცა ელდა მეცა საერთოდ სასააცილო სიტყვაა მაგრამ აქ შეესაბამება იმიტომ რომ ის გოგო პირველად მყავდა ნანახი და აშკარად თვითონაც არ იცოდა მე რომელი ვიყავი =)) ხოდა აი ჩემი ნაწერიც თუ დაგაინტერესათ რომლის დამსახურებითაც საინტერესო საღამოზე აღოვჩნდი და საჩუქრებიც მივიღე :) 

"  ყოველწლიურად  წიგნების ფესტივალზე პერსონაჟები იყრიდნენ თავს და წელსაც კვლავ გაიშალა ლურჯი ხალიჩა, პერსინაჟებიც გამოჩნდნენ . პირველი ანტიგონეს ეტლი გაჩერდა , ოდნავ კაცური სიარულით გაიარა ხალიჩა, ერთი-ორ  ხნიერთაგანს ავტოგრაფიც მისცა. მას მიყვნენ ჰექტორი, აქილევსი, კირკე, ოიდიპოსი და სხვანი. შემდეგ ცხენიდან ჩამოქვეითდნენ ავთანდილი, სამი მუშკეტერი, დონ-კიხოტი, თამამად და ყიჟინით შემოიჭრა რობინ ჰუდი. მას მოყვნენ დედოფალი მარგო , ანა კარენინამ კარეტიდან ჩაფიქრებულმა გადმოაბიჯა და სწრაფადვე გაუჩინარდა , ლუარსაბი გარგანტუასთან ერთად მოაბიჯებდა, ჯაყოს ახლდნენ თეიმურაზი და მარგო მათ გამოჩენაზე ხალხი აზუზუნდა, ზოგი ჯაყოს უჭერდა მხარს ზოგი თეიმურაზს,  გამოჩნდა უცხოც, რომელიც ერთხანს სიგარეტს ქაჩავდა შემდეგ შეკრებილ საზოგადოებას თვალი გულგრილად მოავლო სიგარეტის ნამწვი იქვე მოისროლა და უემოციოდ  გაიარა ყიჟინა. მას მოსდევდნენ მეფისტოფელი და მისი კონკურენტი ვოლანდი, შეკრებილები გაისუსნენ ზოგიერთი მათაგნის მობრუნებაც კი გახდა საჭირო ნიშადურით . დორეან გრეიმ ამჯერადაც დაიგვიანა სალონში პროცედურებზე შეფერხდა მაგრამ დამსწრე საზოგადოებამ მისი გამოჩენისთანავე აღნიშნა რომ ეს ამად ღირდა, დონ-ჟუანის გამოჩენას კი ქალთა კივილი მოჰყვა, დაცვას თაყვანისმცემლის „გატანაც“ კი მოუხდა.  მარგარიტა ჰარი პოტერს გვერდს უმშვენებდა ცოცხზე, მის თმებს ნიავი ჰაერში ათამაშებდა. თავისი მოტოციკლეტი მოაყენა ლიზბეთმაც, რომელსაც დრაკონის ტატუ მოეშიშვლებინა, პერსონაჟების ნაკადი არ წყდებოდა.
   უზარმაზარ ბიბლიოთეკაში ადგილები ასე განაწილდა: ლიზბეთი უცხოს და რავიკის გვერდით აღმოჩნდა , ჰარი და მარგარიტა ერთად დასხდნენ. დონ ჟუანს გვერდს მამა გორიოს ქალიშვილები უმშვენებდნენ. ხელცარიელი დარჩა ნიკო ლორთქიფანიძის პერსონაჟი მამა, რომელსაც ცოტა დააგვაინდა ფესტივალზე და იქ მისულს ლუარსაბის და გარგანტუას მოსუფთავებული სუფრა დახვდა . ჩხუბი მოუვიდათ ჰალეს და ალექსანდროს, რომლებიც ყველასგან გასაკვირად დომენიკომ გააშველა. 
   დარბაზი მხოლოდ მაშინ გაისუსა, როცა  სცენაზე მკითხველი გამოჩნდა, რომელიც არ ჩქარობდა კითხვის დაწყებას, მკითხველს ინტერესიანი თვალები ჰქონდა, გული აჩქარებით უცემდა, ცოტას ნერვიულობდა, ასე იყო წინაზეც და იმის წინაზეც, პირველ რიგში მას უნდა მოსწონებოდა, შეესისხლორცებინა, მისთვის უნდა ყოფილიყო საინტერესო, თანამედროვე, მტკივნეული და სასაცილოც,ისეთი სადაც საკუთარ თავს დაინახავდა შეიძლება ბუნდოვნად მაგრამ მაინც, შეძლებდა ესწავლა რაღაც, ემსჯელა, ეკამათა, განეცადა განუცდელი სიტყვებად დაწერილი,მისთვის ეს უნდა გამხდარიყო სულიერი საზრდო, ყოფილიყო მომსწრე სხვისი ცხოვრების,უნდა გამოთიშვოდა რეალობას და ფანტაზიების სამყაროში გადაენაცვლა,ზოგჯერ მორიდებით გადაეშალა შემდეგი ფურცელი ზოგჯერ კი გიჟივით ჩაეთავებინა კითხვა, მას უნდა წარმოედგინა წიგნი, პერსონაჟი დამსწრეთათვის...
  ყველა იქ მყოფი შეკრებილი იყო ერთი მიზნისთვის , ერთი ინტერესის გამო, რომელიც ყოველ პესონაჟს თან ახლდა , განსაკუთრებით ღელავდნენ დონ ჟუანი და დორეან გრეი არავინ  იცოდა არც დამსწრეთაგან  არც
მკითხველთაგან და არც თავად ავტორმა , თუ როგორი პერსონაჟის გამოჩენას უცდიდნენ სცენაზე, ვინ იქნებოდა ის ახალი, რომელიც ან დაჩრდილავდა იქ მყოფთ ან მათ ჩრდილ ქვეშ მოექცეოდა. როგორი ხასიათი ექნებოდა, ვის  დაუმშვენებდა გვერდს შემდეგ ფესტივალზე. ყველას აინტერესებდა ვინ დაიპყრობდა მკითხველის გულს, როგორ გავლენას მოახდენდა მის ცხოვრებაზე, შეხედულებებზე.  
  ამ დაძაბულობაში იბადებოდა ახალი პერსონაჟი, გმირი, რომელიც თავის დებიუტს უცდიდა შავ ფურცელზე მყოფი , რომელსაც ავტორი ჯერ კიდევ მაკიაჟს უკეთებდა, ყალიბში ასხავდა, ხვეწდა, თავიდან იწერდა..."

თაკომე

Sunday, April 21, 2013

ჩემი ცუნცულა ზღვოჭი :3

 აი ის უხერხული მომენტი, სამეცადინო რომ  გაქვს და ბლოგი მაშინ რომ გახსენდება სიზარმაცეშეყრილს :D
ჰოდა გადავწყვიტე ჩემი მსუქანი გოგონა გაგაცნოთ. ნომ-ნომი ჰქვია ( ням-ням რუსულად ) სულ ჭამს და თუ არ ჭამს ჭყიპინებს მშიაო...
  დღეს წიწმატი გასინჯა :D 

fიბი

Wednesday, April 17, 2013

დღე,რომელიც არ ყოფილა

     აი თუნდაც იმიტომ,რომ არ მინდა და მორჩა. 

    დილა სასაცილო იყო, მართალია საწოლიდან ძლივს ავითრიე წელი, მაგრამ მაინც იმედიანად წავედი.
გასაუბრება გაიწელა. ერთი საათი ველოდეთ (ნამდვილად არ ვიცი რას,ან ვის...) გაცვლითი პროგრამა იყო, ყველა ტური გავიარე და აი უკვე ერთი ნაბიჯიღა მაკლდა. (სერთოდ, დავაკვირდი დ აყოველთვის ერთი ნაბიჯი მრჩება ხოლმე მიზნამდე და ის ერთი ნაბიჯი ვერცერთხელ ვერ გადავდგი... ეს ისე, ლირიკული გადახვევა).
     ვატყობ წერის "წუწუნის" მანერით ვაპირებ პოსტის გაგრძელებას და მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, უგემოვნობის უწვრილეს, ფაქტობრივად ანორექსიით დაავადებულ ზღვარზე დავდივარ, ამინც არ მეყოფა ენერგია, ამაზე გემოვნებიანი რამე რომ დავწერო, ასე რომ...
ერთი საათი "კაფელის" იატაკზე დგომამ, გამოუძინებლობამ და სხვა ბავშვებისგან ჩუტყვავილასავით გადადებულმა ნერვიულობამ (არადა იქამდე, არ ვნერვიულობდი, სანამ პირველი წინადადება არ წარმოვთქვი და არ მივხვდი,რომ ინგლისური არ მახსოვს... გამჭვირვალე მარკერით დაჯღაბნილ სიტყვებს კინაღამ ჭერში როცა დავუწყე ძებნა...) "გამაბანძა".
      ბევრი რომ არ ვიბოდიალო, ყველანაირი გზა მოვიჭერი.
თუმცა არაფერს ვნანობ, არასდროს მიყვარდა ყველა ერთი და იმავე დაბეჯითებით რომ იმეორებს "მე იმიტომ ვჯობივარ სხვებს..." "მე ვარ დამოუკიდებელი"... ბლა ბლა ბლა... სისულელეა ეს ყველაფერი. ამაზე მარტო ის ფრაზა მახსენდება, სიმღერიდან,რომლის სახელიც არ მახსოვს ( სამაგიეროდ, მელოდია მახსოვს ). you're so special, just like everybody else....
     ვიცი, რომ ნამდვილად არაა საამაყო,როცა გაცვლითი პროგრამის გასაუბრებაზე, გამსაუბრებლებს შეეწინააღმდეგები და ისე გააბრაზებ,რომ ერთი თვალებს გადაატრიალებს ჰაერში და შენკენ აღარცკი გამოიხედავს (მითუმეტეს კაცი) და მეორეს კიდე ისე გაამწარებ,რომ მოთმინებას დააკარგვინებ და ისე ახტუნავდება სკამზე,როგორც ეული რწყილი მაწანწალა ძაღლის დანახვაზე... მაგრამ ფაქტი ისაა,რომ მიუხედავად დიიიდი გულდაწყვეტისა, რომ ლიტვას და უსაყვარლეს კაუნასს ვერ ვნახავ, მაინც კმაყოფილი ვარ, ერთადერთი რაც მწყინს ისაა,რომ არგუმენტები საკმარისად ვერ განვავრცე, თორე ისე არაფერს ვუჩივი. არ მიყვარს ხალხი სხვებს და მითუმეტეს თავის თავს ზედმეტად სერიოზულად რომ აფასებს. 

დანარჩენ დღეს რაც შეეხება, გარეთ ყინავდა. მუზეუმშიც მოვიწყინე, მაგრამ სამაგიეროდ ფეხები გამითბა. ხვალ და ზეგ რთული დღეები მაქვს, მაგრამ არ მიმეცადინია მაინც. ეხლა კი ერთი სული მაქვს როდის დავწვები წვიმის ხმას რომ მივაყურადო და ისე ჩამეძინოს ( იმედი მაქვს, სანამ  აბაზანიდან არ გამოვალ, წვიმა არ გადაიღებს :D )

მთელი დღე ერთი სურვილი დამყვებოდა ვყოფილიყავი სადმე "არათბილისში" და ეს აზრი ისე მათბობდა,რომ ცოტაც და საერთოდ გავითქვიფებოდი ჩემს ოცნებებში... მოჟამული ამინდი. სახლი ბუნებაში.თეთრი, ფუმფულა საწოლი წვიმის წვეთებით დაკაწრულ ფანჯარასთან და საწოლში მოკალათებული ჩემი "ტყუპისცალი". ამაზე მეტი არც დღეს და არც საერთოდ... არაფერი მდომებია.


                                                                          მარადჟამ ერთნაბიჯსმოკლებული fიბი

Sunday, April 7, 2013

რაც უნდა ნახო...

   აი ახლა ვზივარ თვალებგამომშრალი ორი "სელპაკი" მიგდია წინ და ვწერ ფილმზე რომლის ყურებასაც 10 წუთია მოვრჩი. აი ხომ არსებობენ ფილმები და რომ უყურებ და გავა 1 წუთი და აღარც გახსოვს, მე კიდევ მგონია რომ კაი ხანი გამყვება ეს ფილმი უფრო მეტად მძაფრი ემოციური შეგრძნებები. ხან რომ გინდა ვიღაცა მოკლა, შემოულაწუნო, იქვითინო, ხან ი
ღიმი, გეცინება საერთოდ მიკვირს როგორ "ტენიან" ხოლმე 300 - 500 გვერდიან წიგნებს 1 საათში და მიჩდება უკმარისობის განცდა გადაეღოთ 3 საათიანი და ვუყურებდი.. ძალიან ძნელია რაღაც დიდი და კაი შეკვეოცო. არ ვიცი ჯერ წიგნი იყო ამ ფილმზე დაწერილი და მერე ფილმი გადაიღეს თუ არა მაგრამ თუ ასე იყო.. მაშინ ყოჩაღ.       ბოლო 30 წუთი სრულიად სხვა განწყობა გაქ , გაბრაზების კითხვისნიშნების თავში...
   ეს არაა სიყვარულის ბანალური ისტორია არც ორიგინალური, რაღაც უფრო მეტია თავგანწირული ... არ ვიცი უკვე მოგინდა თუა რა ამ ფილმის ნახვა და გაინტერესებს თუ არა რაზე ვლაპარაკობ... 
  "venuto al mondo" სხვის მოყოლილს რომ შენი თვალით ნანახი ჯობს ფაქტია, ამიტომაც  გადავწვიტე რომ არ მოვყვე  სულ ცოტათი მაინც შინაარსი, არაა აუცილებელი დაიწყება თუ არა ფილმი თავისით ჩაგითრევს.
 
    ...ფილმი საკმაოდ მძაფრია და ტკივილიანი თითოეული პერსონაჟის  ტკივილს განგაცდევინებს... გამონახეთ 2 საათი და დამიჯერეთ არ ინანებთ.

თაკომე

Thursday, April 4, 2013

რატომ არის რომ...

  რატომ არის რომ ფასდაკლებებით ნაყიდი საკვები ყოველთვის უგემურია ან რატომ არის რომ ყველას სასწორი არასწორად წონის ან რატომ არის რომ თმისამაგრები უკვალოდ ქრებიან...
... პირველზე პასუხი მომეძებნება აი
მეორე და მესამე ჩემთვის მისტიურ შეკითხვად რჩება . სასწორზე გარეთ რომ არ უნდა დადგე მაშინ ვიწვნიე როცა ჩემი არასახარბიელო წონა ბათუმის ბულვარში მჭექარე სასწორმა დასჭექა.
ხომ აი მეორე მისტიურობას რაც შეეხება აი წარმოდგენა არ მაქ სად ქრებიან თმისსამაგრები აი ხო შეიძლება დაიკარგოს და გავიდეს დრო და იპოვო ხო? არა ეს "იმენა" შავ ხვრელში ხვდება =)) მე არ მახსოვს დაკარგული თმისსამაგრი მეპოვნოს 
მე კი არა მგონი ცხოვრებასაც არ ახსოვს.
 მმმ დღეს პასპორტის სურათი გადავიღე აგვისტოში ბანაკში მივდივარ ლონდონთან და ვღელავ ცოტა . ჰმ ისე რომ დავფიქრდე არასდროს მინდოდა ლიდერი ვყოფილიყავი ზედმეტი თავისტკივილია მაგრამ ალბათ ცხოვრება ასეთ შანსს რომ გაძლევს უნდა ადგე და გამოიყენო .. 
ხომ კიდევ რატომ არის რომ სანამ ბლოგზე შმეოვალ მილიონი სიტყვა მაქ თავში და რომ შემოვალ გაქროლებული ვესტერნული გორგალი მაქ თავში ..


თაკომე

Tuesday, April 2, 2013

(წა)წუწუნ(ება)

   ეს დღეებია ზურგი საშინლად მტკივა გამუდმებით უაზრო ზურგიან სკამებზე ჯდომისგან,ყველასთან ვწუწუნებ მგონი(დღეს ლათინურის ლექტორსაც კი ვეწუწუნე) =)) 

  და საერთოდაც ხშირად ვწუწუნებ რომ ვუკივრდები არადა მაგარი რამეა ეს წუწუნი , არაფრის მომცემი და თავის შესაცოდებელი ...
მაგრამ აი იტყვი "აუ დავიღალე","მშია","ძალიან ბევრი მაქ" და თითქოს რაღაც მოგეშვება , და სანამ არ იტყვი კიდევ იქამდე გექაჩება შედაუნებურად ამოგალუღლუღებინებს.
  მახსოვს აბიტურიენტი რომ ვიყავი ისტორიის მასწავლებელმა მოიტანა ფურცელი და დემონსტრაციულად დადო მაგიდაზე ფურცელზე ეწერა "წუწუნი" და იყო გადახაზული იმის მერე მგონი აღარ დაგვიწუწუნია. 
   რამდენად გამაღიზიანებელია არ ვიცი ალბათ გააჩნია სიხშირესაც თუ გამუდმებით წუწუნებ უკვე დროა თოკი დაიჭირო და მო (ანუ თავი მოთოკო)=))
   ხომ საერთოდ რატომ დავიწყე წუწუნზე საუბარი თავი 80 წლის ბებერი მგონია ამ ზურგის ტკივლის გადამკიდე მგონი უკვე გავაცნობიერე რა ძნელია იყო მოხუცი.
   მმმ წუწუნთან არაფერ შუაშია მაგრამ თმა შევიღებე... მმ დიდი ხანია მინდოდა შემეღება ... და აი 1 კვირის წინ გავრისკე შედეგით კმაყოფილი ვარ, ნუ ყველა მეუბნება ბუნებრივად გაქ და გიხდებაო მე კი ვამბბობ წარბები მყიდიან მეთქი... =))) 
აი ამ ფერზე მინდოდა და მგონი გამომივიდასავით ... 
მოწუწუნე თაკომე


Monday, March 18, 2013

მე რომ...

     ახლა ვფიქრობდი აი რომ მოხდეს ასე დამეცეს თავში მეხი, კომიდან გამოვიდე, ტვინის შერყევა მივიღო, ჩართული ფენი წყალში ჩავდო ან "დავბოლდე" და შევძლო ისეთი რამ რაც აქამდე არ შემეძლო.. რომელ სუპერ შესაძლებლობას ავირჩევდი მმმმ 

1.კითხულობდე სხვის აზრებს...
ძაან მომაბეზრებელია ასე მგონია, ჯერესერთი სულ ყველაფრის ცოდნა უინტერესოა მეორეც არარსებობს ადამინი თუნდაც ახლო დებილობა რომ არ გაევლოს თავში და ამ დებილობაზე ფიქრიც კი დებილობაა ნუ თუმცა პლიუსიც აქვს ყოველთვის გეცოდინება რას იტყვის(შეიძლება არც თქვას) ადამიანი იქამდე სანამ იტყვის და როგორ მივა ამ სათქმელამდე..
2.ხედავდე სიბნელეში...
აი ავტომატურად რომ გადადიოდე ღამის ხედვაზე და აღარასდროს ეტაკებოდე ნივთებს და არ აბიჯებდე ბოლოდან მეორე კიბეს ფეხს იმ აზრით რომ ეს ბოლოა და მერე გიწევდეს გაუთვლელი და წაბორძიკებული ნაბიჯის გადადგმა (გამოცდილი მაქ) ხოდა წარმოიდგინეთ რამდენი ფული დაგეზოგებოდა შუქს საერთოდ არ აანთებდი და თვალების უმტკინეულოდ იკითხებდი დაწოლილი დაძინებამდე.. 
3.სუნთქავდე წყალში...
მმ ეს მაგარი რამე იქნებოდა, სირინოზობა დიდად არასდროს არ მინდოდა მაგრამ როგორი ულამაზესია ოკეანის სამყარო ტელეეკრანებიდან თქვენც გექნებათ ნანახი... და  როგორ გშურს "80 000 კილომეტრი წყალქვეშს" რომ კითხულობ...და ძაან გინდა იქ იმ ამოუცნობ წყალქვეშა სამყაროში ბუზების ნაცვლად ხამანცკების თვლა...
4.იყო უკვდავი..
დიდი ვერაფერი...რა აზრი აქ უკვდავად ყოფნას თუკი ყველა შენი ახლობელი კვდება ... თუმცა ფიქრი იმაზე რომ ქუჩაზე გადასვლისას წითელი რომ აინთება ფეხს არ აუჩქარებ მიმზიდველად ჟღერს =))
5.შეგეძლოს ფრენა.. 
ხომ ეს ალბათ ბევრის ოცნებაა...მაგრამ რა იცი აქაოდა აფრინდი და რომელიმე უხეშბეწვიანმა მტაცებელმა ჩიტმა შეგსანსლოს ... ნუ თუ არ ვიქნები ასეთი პესიმისტი მაშინ შეიძლება თქვა რომ შესანიშნავი იქნებოდა ეხებოდე ღრუბლებს გრძნობდე როგორი მსუბუქი ხარ, ბუმბულივით...და იღებდე გეზს(გეზი რაღაა და "ფრთას") იქითკენ საითაც მოგინდება..
6. შეგეძოს შეუხებლად ნივთების გადაადგილება.
მმმ კაი იქნებოდა უბრალოდ ეჭვი მაქ გასუქდებოდი .. წარმოიდგინე რატომ ადგები და აიღებ კალამს თუ ის თავისით მოვა შენთან... (მუჰამედის მთის არ იყოს =)) )
7.შეგეძლოს დროში მოგზაურობა..

ხომ ესეც კარგი რამეა უბრალოდ მე ალბათ გამიჭირდებოდა მომავლის დათვალიერება..წარმოიდგინე გადახვედი მომავალში და მკვდარი ხარ =)) ან ლოთი ქმარი ყოველდღე გცემს მმ ნეა... აი წარსული კიდევ უფრო საინტერესოა... წავიდოდი ფარაონებს ვნახავდი ან ჰომეროოსს ჩემ თავს ჩავამატებინებდი სადმე =))
 
...კიდევ ბევრს დავწერდი უბრალოდ ღამის პირველი შესრულდა უკვე და ჩემ თავთან მეუხერხულება =)))....მე რომ არჩევნის უფლება მქონდეს ალბათ გამიჭრდებოდა რამე კონკრეტულის არჩევა.. თქვენ რას აირჩევდით??? (ატყდება ახლა კომენტარების ბუმი ხო ვიცი)


თაკომე

წადი fიბი, წადი



ესე მგონია მთელი დღე ცემინების მეტს არაფერს ვაკეთებ...
ერთი დღე არ გამიკეთებია შარფი და ყელისტკივილმაც არ დააყოვნა. ჰეჰ. 
მაიმუნობის ხასიათზე ვარ რაღა დაგიმალოთ. მინდა უზარმაზარი (ნუ ჩვეულებრივ ზომას რას ვერჩი... ჰო რა ათრევს უზარმაზარს... კუბოსავით მხარზე ხო არ გავიდებ?) მარკერი მქონდეს და ადამიანებს ულვაშებს ვახატავდე ( ნუ ზოგს ისედაც აქვს....) 
ვიცი,რომ ერთადერთი არ ვარ, ვისაც დროს გაჩერება უნდა. ბავშვობაში სულ ვფიქრობდი რა კარგი იქნებოდა... გაშეშებულ ხალხს, მანქანებს, შენობებს ( თორე ისე სადმე გარბიან), ცხოველებს, ცაში უცნაურად ჩამოკიდებულ ჩიტებს რომ დავათვალიერებდი, ვივლიდი სიჩუმეში და რაღაც უხარისხოს, დებილურს ვიღიღინებდი. 
მმმმ სიჩუმე... ხანდახან სადმე ქალაქგარეთ რომ აღმოვჩნდები, წარმოვიდგენ თბილისში როგორი ქაოსია და მსიამოვნებს, ამ ყველაფრისგან შორს რომ ვარ, მაგრამ ეჰ... სამწუხაროდ არ შემიძლია თბილისს დიოდხანს მოვშორდე. იმიტომ არა რომ "ჩემი ქალაქია", ან " მშობელი დედასავით მიყვარს", სიმართლე გითხრათ, თბილისი არის ის ქალაქი, რომელიც ესე მგონია ჩემით უკმაყოფილოა, ისევე როგორც მე მისით, ესე მგონია ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მაგებინებს, რომ ჩემი არ ესმის. არ მიყოფს არც ერთ პაწაწინა სანტიმეტრს, სადაც მოწყენილობისას შევაფარებ თავს, თითქოს სულ მიმეორებს "fიბი წადი, წადი შენი ადგილი აქ არც არასდროს ყოფილა, არც არის და არც იქნება. წადი" ოღონდ არ მაგდებს, უბრალოდ მეუბნება დამრიგებლური ტონით. ვუყვარვარ მგონია, მაინც აქ დავიბადე და შვილობილი ვარ, ზუსტად ამიტომ მთხოვს წავიდე. იცის,რომ მისგან შორს როცა ვიქნები, გაცილებით უფრო გვეყვარება ერთმანეთი.
ერთი საათია ვცდილობ ვიპოვო ის მუსიკალური კომპოზიცია, რაც მესიამოვნება... და უბრალოდ იმას ვხვდები, რომ ძალიან მეძინება და ჭირვეული ბავშვივით ვიქცევი, მაგრამ არც "ქლათ" ეგრეა საქმე.. ეტა ჯეიმსი ჩამეღვარა ყურსასმენებში და მესიამოვნა. 
ავიჩემე წერა მინდა მეთქი და ისე მეძინება,რომ ძილზე მეტზე ვერც ვწერ და ვერც ვფიქრობ.... 
მოკლე პოსტის ავტორი... ამბიციური (აქაოდა უზარმაზარს შევთხზავო) fიბი

Sunday, March 10, 2013

"უცხო"

     ჰმმ როგორ ჯობს ფეხები რომ ძალიან დაღლილი გაქ შემოკეცო თუ დაიკიდო და როგორც გიდევს ისე გქონდეს დღეს მე და ფიბიმ ბილიარდი ვითამაშეთ ღმერთოჩემო რატომ არც კომპიუტერის და არც ნამდვილ ბილიარდში არ მიმართლებს....ისწავლა ამ ფიბიმ უკვე მოკაკული თითებით აღარ თამაშბს.. ჰუჰ როგორ არ მიყვარს კვირა, კვვირას რას ვერჩი ორშაბათი არ მიყვარს :( ხოდა გადავეჩვიე ბლოგზე წერას რაღაც მაგრამ .... წინა სემესტრში გავიარე დასავლეთ-ევროპული ლიტერატურის ისტორია და ყველაზე მეტად დამამახსოვდა კამიუს "უცხო".
    ალბერ კამიუ  (7 ნოემბერი, 1913 - 4 იანვარი, 1960), ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, აბსურდის ფილოსოფიის წარმომადგენელი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.კამიუ გარდაიცვალა ავტოავარიაში, მისი თქმით ყველაზე აბსურდული სიკვდილი ავტოავარიაში დაღუპვა იქნებოდა და "უწია" .... ჰუჰ
ხომ წიგს რაც შეეხება "უცხოს" მთავარი გმირია მერსო, რომელიც ყველა სხვა პერსონაჟისგან განსხვავებულია, უცხოა, მისთვის ყველაფერი სულერთია იქნება ეს დედის სიკვდილი,ცოლის მოყვანა(ერთხელ თავის საყვარლის კითხვაზე მოიყვანს თუ არა ცოლად უპასუხებს რომ კი მაგრამ დააყოლებს იმასაც რომ სხვასაც რომ ეკითხა მასაც იგივეს უპასუხებდა)თუ უმიზეზოდ ადამიანის მოკვლა...მერსო თითქოს დინებას მიჰყვება, თავის გადასარჩენად არც კი იბრძვის რადგან თვლის რომ აზრი არ აქვს დღეს მოკვდები თუ ხვალ საბოლოოდ შედეგი ხომ მაინც ერთი და იგივე იქნება.მერსო გულგრილია ყველაფრის მიმართ სწორედ ეს გულგრილობა გახდება მისი გასამართლების მთავარი მიზეზი...მერსოსთვის ერთი რამაა გაუგებარი რა მნიშვნელობა ჰქონდა მის საქმეში არაბის მკვლელობას თუ სიკვდილს იმიტომ მიუსჯიდნენ რომ დასაფლავების დღეს დედა არ დაიტირა... 
   მმმ მოკლედ კი შევიჭერი ძალიან როლში მაგრამ იმედია დაგაინტერესათ საკამოდ ფსიქოლოგიურია უკვე 3 თვე გავიდა რაც წავიკითხე და მაინც მეფიქრება ხოლმე მერსოზე ... 

თაკომე

Monday, March 4, 2013

ის დღე სწავლა რომ იწყება




   დღეს დამეწყო სწავლა მეორე კურსის მეორე სემესტრი ბლაჰ ჯერ ერთი დღე ვიყავი და უკვე ასე მგონი გამოწურული ლიმონივით ვარ "დაჟე" კურკაც რომ არ დარჩა შიგნით...თვალი რომ გავახილე და უაზროდ რომ თოვდწვიმდა გულზე შემომეყარა, მერე გაწუწულს 85 რომ გაასწრო და 15 წუთი ვუცადე ეგეც გულზე შემომეყარა და ისიც 5 საათი რომ გავუძელი ენათმეცნიერებას და ლიტერატურის თეორიას მოკლედ დღეს გულზე შემოყრილი ვარ=))


   არდადაგებზე თითქმის არაფერი მიკეთებია გარდა ქუდის და კაშნეს მოქსოვისა, ფრანსუა საგანის წაკითხვისა და სერიალის ყურებისა..ხო აი, სერიალს რაც შეეხება კაი ხანია ვეძებდი რამე კარგ სერიალს და გადავაწყდი FRINGE-ს საკამოდ საინტერეოსა 5 სეზონი რომელიც არ ტოვებს გაწეილილის ეფექტს ჟანრი: საშინელებათა, ფანტასტიკა, ტრილერი, დრამა, დეტექტივი.... რეიტინგი 8.5 აქვს, სიუჟეტი ასეთია" ფედერალური გამოძიების ბიუროს აგენტი ოლივია დანემი, ჰამბურგი - ბოსტონის ავიარეისის დაღუპვის მიზეზებს იკვლევს. გამოიძიების პროცესში მის კოლეგას ჯონ სკოტს დაჭრიან. ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილი ოლოვია ხვდება, რომ მის დახმარებას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მყოფი ექიმი უოლტერ ბიშოპი შეძლებს. ექიმთან საუბარი მხოლოდ მისი შვილის, პიტერის თანდასწრებითაა შესაძლებელი. ოლივია აგრძელებს ძიებას და გავლენიან ნინო შარპს გაიცნობს. ოლივია, პიტერი და ექიმი ბიშოპი 627 რეისის საიდუმლოებებს გახსნას იწყებენ და ისეთ აღმოჩენებს აკეთებენ, რაც ჩვენი აღქმის შესაძლებლობას ცდება." მმ მოკლედ დედამიწას,ხალხს მეცნიერები და არამარტო იყენებენ თავისი გამოგონებების "დასატესტად" ... მოკლედ თუ საქმე არაფერი გაქვთ და სერიალს ეძებთ არ ინანებთ გუშინ დავამთავრე ღამის 2ზე და ისეთი განცდა მქონდა "კიმაგრამ ხვალ ვეღარ ვნახავ? ":D



გულშემოყრილი თაკომე