Thursday, January 31, 2013

კიმაგრამ იქნებ ვკვდები?!


     რა დამაწერინებდა, თუ არა მეცადინეობისგან თავის დაღწევის სურვილი?
ეჭვი მაქვს აქეთკენ ჩემ იშვიათი გამოსეირნების გამო, ყველა ჩემს პოსტს "მე მაპატიეთ" ელფერი დაჰყვება, მაგრამ პრინციპში სად მე და სად მაპატიეთ არა? ჰმმმ... ვზივარ საწოლში, ადგომის არანაირი სურვილი არ მაქვს და ჩემს საყვარელ რეიჩელ იამაგატას ვუსმენ ... მმ და ყველას გირჩევთ მომბაძოთ... ძალიან სასიამოვნო ვიღაცაა.. თბილია და რაღაცნაირად კარამელი აქვს ხმაში გამდნარი... ტექსტიც ისეთი კეთილია.. 
ვუსმენ და ამ სიმღერის რიტმში შემოდის ჩემში გაზაფხული, რომელიც გაგიკვირდებათ და კალენდრით 1 თვეში უნდა მოცუნცულდეს. 

      




     ჰოდა. გუშინ დაახლოებით 10 საათზე სახლში რომ ვბრუნდებოდი ერთ აფთიაქში ვაპირებდი შესვლას თმის ბალზამი და სახის კრემი უნდა მეყიდა ( ამას იმიტომ კი არ ვაკონკრეტებ, რომ გითხრათ რომ "თავს ვუვლი" და რაღაც, უბრალოდ იმის თქმა მინდა  რამე გადაუდებელი არ მჭირდებოდა-მეთქი) შევდივარ ამ აფთიაქში,რომელსაც არც "ღია" აწერია, არც "დაკეტილია" არც "შენ შემოგევლე" და არც "წატი შენი"... შევდივარ, შამპუნის განყოფილებისკენ მივიწევ და ყურების ყურსასმენებისგან გათავისუფლებისთანავე მესმის ღრიალი "დაკეტილიაააააა!!!!!!!"  კუდამოძუებული ლეკვივით გამოვედი, კართან "ბოდიში"-მეთქი ჩავიბუტბუტე და ისე. მოვდივარ გზაში და მოვბუზღუნებ... " კიმაგრამ იქნებ  ვკვდები!"  მერე გამახსენდა, რომ აფთიაქებს ღამღამობით აქვს რაღაც სპეციალური სარკმელი, რომელთანაც ზარია,მიაჭერ და გემსახურებიან... ამ უკანასკნელზე მსგავსი არაფერი ყოფილა და კიდევ უფრო გავბრაზდი! " კიმაგრამ იქნებ მართლა ვკვდები?!" შემდეგ კიდევ თავში ზუსტად ასეთმა ფრაზამ გამირბინა და ისე ჩავუღრმავდი,რომ მგონი ნაბიჯსაც შევუნელე. "მე ვარ კლიენტი! მე ვყიდულობ ! ჩემზე არ უნდა ზრუნავდნენ?!" .. რა არის აქ ჩასარმავებელი? აფქიათია და უნდ ამუშაობდეს, ეს ხომ სავსებით ბუნებრივი ფრაზაა არა? საქმე იმაშია (აქ ძალიან მინდოდა გამეგრძელებინა "ჩემო მკითხველოთი'' :D ) რომ ესეთი კითხვა მარტო აფთიაქის გამო არ გიჩნდება ადამიანს.. უბრალოდ ყველაფერში, რაშიც ფული გეხარჯება მოითხოვ,რომ ვირაც გარკვეულწილად "გემსახუროს"..რატომაა მიჩნეული, რომ ვისაც ფული აქვს მხოლოდ იმისი ინტერესები უნდა იყოს დაცული და რატომაა, რომ პროტესტიც კი გიჩნდება, როგორცკი არ სრულდება რაღაც ისეთი, რაშიც შენ ფულს იხდი? რატომაა ფული ძალაუფლება?ვიცი,რომ არაფერს ვამბობ ახლა ისეთს,რაც სხვას არ უთქვამს, ან რაზეც თქვენვე არ გიფიქრიათ, მაგრამ მე იმას მინდა ხაზი გავუსვა,რომ ისეთ ადამიანსაც კი, როგორიც მე ვარ, ანუ ისეთს,რომელსაც მიაჩნია, რომ ფული არაფერს უწყვეტს, ესეთი ფარული დამოკიდებულება აქვს ამ საკითხის მიმართ. "რას ქვია! მე ვარ მომხმარებელი! კლიენტი! ჩემს თმას ბალზამი, ჩემს ფუმფულა ლოყებს კი დამატენიანებელი კრემი სჭირდება!"... სასაცილო კი ისაა,რომ არა არის აუცლებელი ფული ბევრი გქონდეს, საკმარისია ცოტა ფულიცკი, თავი სხვაზე მაღლა რომ დააყენო. თუნდაც არაცნობიერად და ეს მაღიზიანებს ზუსტად... რატომ ცამოყალიბდა მსოფლიიოს ასეთი "წესრიგი?" და რატომაა, რომ ეს "წესრიგი" ჩვენში ესე თავისუფლად, დაბრკოლების გარეშე შემოდის, ისე,რომ ვერც ვხვდებით და ჩვენც ამ "წესრიგის" გამტარები ვართ... დავდივართ ამ "წესრიგით" დამუხტულები ...სხვებსაც ვმუხტავთ  და ვიწამლებით. მე პირადად მოწამლული ვარ და თქვენი არ ვიცი... ესე მგონია ეს თანამედროვე მონობაა... თანაც ისეთი, რომ გაფიქრებინებს მე მაინც თავისუფალი ვარო... ჰმ. 

(p.s  ძალიან მინდოდა სურათები ქვევითაც ჩამომეწია მაგრამ ხანდახან ეს საიტი ჯიუტდება :| )  
მოწამლული fიბი

Saturday, January 26, 2013

უსახელო


  ეს ამბავი ერთი კონკურსისთვის "შევთხზი" მაგრამ ძაან გამიტაცა და 200 სიტყვის მაგივრად ბერვად მეტი დავწერე ამიტომ ვერ გავაგზავნე :) ხოდა გადავწყვიტე ბლოგზე დამედო ესეც ასე მისია შესრულებულია ....

     "დაუჯერებელია ეს ამბავი ასე მომხდარიყო. გაზაფხული ჯერ არ იყო ჩამთავრებული რომ სამსახურიდან გაანთავისუფლეს. მიზეზი მარტივი იყო, გულგრილობა.
   კობა მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა და თვითონ მე- 6 და თანაც, ამავდროულად, ერთადერთი ბიჭი იყო . ლოყები მუდამ შეფაკლული ჰქონდა, გეგონება დედის უჯრა ამოუქექავს და პუდრი უპოვნიაო. ყოველთვის იქ იყო სადაც არ უნდა ყოფილიყო, იქნებოდა ეს დის პაემანი, უბნის ჩხუბი თუ სხვა. კობა ყველაფერს ასწრებდა, ყველა კუნჭული შესწავლილი ჰქონდა და რაც ჯერ გამორჩენოდა მის თვალს მუდამ იმის ძიებაში იყო. კობას უფროსი დები იქამდე ჩაგრავდნენ, სანამ არ წამოყოჩდა და (აქაოდა) 17 წლის რომ გახდა და ღინღლებიც ამოუვიდა დებში თავი დაიმკვიდრა. განსაკუთრებით იაკო იყო მისი ყველაზე და. ის ერთი წლით იყო კობაზე დიდი, თუმცა ჭკუით ძმაც არ ჩამოუვარდებოდა.
   ჯერ იყო და კობა ზღვაზე დაუკითხავად წავიდა , გაიპარა, დედას უთხრა პურზე მივდივარო, თანაც ქვემოდან ამოძახა კიდეც კიტრიც ხო არ წამოვიღოო და ამ დროს ტაქსს აჩერებდა. რა ჯანდაბა  უნდოდა ზღვაზე ნოემბრის 18 რიცხვში მაშინ მიხვდა როცა იქ ჩავიდა და შეამცივნა.
  კობა არ იყო უცნაური ბავშვი და არც ისეთი ნიჭიერი ყოველ სუფრის გაშლაზე რომ 2 სადღეგრძელო ეთმობა.პატარაობიდან მხოლოდ იმით გამოირჩეოდა რომ ბიჭი იყო ამდენ ქარაფშუტაში.
   კობას თავიდანვე, სულ პატარაობიდანვე უნდოდა განსხვავებული ყოფილიყო ჯერ იყო და 19 წლისამ შარვალი ჩამოიფლითა და თმები კავკასიონის მთებივით დაგრიხა, მერე მობეზრდა ყოველდღიურად ჟელეს ხმარება და მარტო შარვლით შემოიფარგლებოდა . მაგ პერიოდში შეყვარებულიც გაიჩინა, ლონდა ერქვა. კობას არასდროს უკითხვას სადაური იყო ლონდა, თვითონ სახელიც კი არ მოსწონდა, ამიტომ ყოველთვის ლოს ეძახდა. ლონდა გამხდარი გოგო იყო ყოველთვის შორტები ეცვა ხოლმე და ლაპარაკს სულ ასე იწყებდა...“უი, ის გითხარი?“ მოსწონდა კობას ლონდა იმიტომ რომ უბნის ბიჭებს მოსწონდათ და კიდევ იმიტომ რომ გრძელი ფეხები ჰქონდა. თავიდან დიდად არ მოსდიოდა ეს გრძელი ფეხები თვალში, იმიტომ რომ ლონდა თუ ქუსლებზე იდგა  მზიან დღეს კობას  ჩრდილავდა, მაგრამ მერე შენიშნა ყველა გამვლელს რომ შურდა მისი და ...  20-ის რომ გახდა ლონდას დაშორდა, შეიძლება იმიტომ რომ იმ დღეს ლონდამ ფეხი მოიტეხა და თაბაშირში ჩაუსვეს, ასე უთხრეს, შეიძლება 1 წელი ვერ გაიაროო .. არა, დანამდვილებით ამიტომ დაშორდა ლონდას.
   კობა სულ ძიებაში იყო და ერთხანს რაღაც გაურკვეველი სექტის წევრიც გახდა, თავისდაუნებურად. ამ სექტის წევრები ყოველ ხუთშაბათს იკრიბებოდნენ კორპუსის სხვენზე და რაღაც სიმბოლოებს გამოსახავდნენ. რომ აცივდა ესეც მობეზრდა კობას გაშეშებული რომ იდგა ხოლმე სახურავზე სახე ისე ეყინებოდა სიმწრისგან წინ მდგომს თხოვდა ხოლმე მომაორთქლეო.
  კობამ უნივერსიტეტში 22 წლისამ ჩააბარა არა იმიტომ რომ აქამდე ვერ აბარებდა, უბრალოდ არ იცოდა ვინ უნდოდა გამოსულიყო და საბოლოოდ რომ ჩამოყალიბდა არქეოლოგია აერჩია. თავიდან ამ საქმესაც ენთუზიაზმით შეუდგა, ეგონა ესაა ის რაზეც ვოცნებობდიო აღმოჩენების გაკეთება ხომ ბავშვობიდან უყვარდა, მაგრამ შემდეგ ექსპედიციებში, აი მაშინ, როცა ესესაა აღმოჩენა უნდა გაეკეთებინა და ფუნჯს ფრთხილად უსვამდა და ისე შეხორცებოდა მიწაზე თითქოს წონა არ ჰქონოდა, აი სწორედ მაშინ, დიდი საგავრეულო ქვა აღმოაჩინა, მიწის პატრონმა აქაოდა ჩვენი მამაპაპის საგვარეულო ქვა აღმოაჩინეო - 60 ლიტრა სუფთა ღვინო აჩუქა. ეს იყო და ეს.
     კობამ cv შეავსო, რაც კი რამ გაახსენდა შიგნით ჩაწერა, მერე იაკოს ანახა- ყველაზე დას- და იმან ერთი პუნქტი ამოუშალა - დამამთავრებელ კლასებში ჭადრაკის მასწავლებლის წოდება დიდი ვერაფერიაო. შემდეგ მეილით გადააგზავნა, თანაც სურათის გადაღება დაეზარა და ის სურათი დაამონტაჟა ვიღაცის დაბადების დღეზე რომ ცეკვავს და ბედნიერი სახე აქვს, ჰალსტუხიან ტანში ჩასვა, დააპატარავა, ცოტა გაამუქა, გაწმინდა და მზად იყო.
  კობამ მუშაობა 11-ს რომ 37 წუთი აკლდა მაშინ დაიწყო. პირველივე დღეს ქალების სიმპატია დაიმსახურა. უფროსიც კარგად შეხვდა. მესამე დღეს კორპორატიულ წვეულებაზე ერთად იცეკვეს კიდეც . მოკლედ კობას თავი ქუდში ჰქონდა, ყოველდღე ხან რომელ თანამშრომელ კეკლუც გოგოს, ხან რომელს შემოჰქონდათ ყავა მისთვის. ერთ-ერთი მათგანის „დაჩაზეც“ კი დაისვენა.
  იმ დღეს კობას დააგვიანდა,ტემპერატურა 40-ამდე აღწევდა. ყველა ბავშვი შადრევნის ქვეშ იდგა. ერთმა კობა გაწუწა კიდეც, კობას დააგვიანდა 20 წუთი, იმიტომ რომ ჯერ იმ ბავშვს დაემუქრა და უფრო გაწუწეს, მერე კიდევ ფანტას ხურდას უცდიდა.
  სამსახურში რომ შეაბიჯა ყველა რაღაცნაირად უყურებდა, უხეშად. თავიდან გაუკვირდა მაგიდასთან რომ ყავა არ დახვდა, მერე მდივანმა დაურეკა, უფროსი გიბარებსო. კობამ ერთი თმა გადაიწია, სარკეში გაიღიმა და ოთახის კარი შეაღო.
   კაბინეტში სხვა სუნამოს სუნი დახვდა, ერთი წამი გაიფიქრა კიდეც მე რატომ არ მომაფიქრდა უფროსისთვის სუნამოს ჩუქებაო, ვიღაცამ ეტყობა დამასწრო ეს, ალბათ, მეორე სართულის ლადო იქნებოდაო, მერე ფეხსაცმლებს შეხედა და თვალი ააყოლა, თვალი ბოლომდე ვერ მისწვდა და ამიტომ იძულებული გახდა თავი უკან გადაეგდო . ეს სახე ძალიან ეცნობოდა, მაგრამ ვერ იხსენებდა რატომ იყო ასე ნაცნობი. ერთხანს დუმდა ღიმილიანი სახე ისევ ისეთი იყო როცა კარებს გადმოაბიჯა , ფიქრები ერეოდა ერთმანეთში, გონება ისე ჰქონდა დაძაბული შემთხვევით ვინმეს თითი რომ მიედო მის სხეულზე დაელექტროვებული დარჩებოდა. მერე ბეჯს შეხედა მოჭუტულ  თვალებზე შუბლიდან ოფლი ჩამოსვლოდა ფურცლის პატარა ნაგლეჯზე გარკვევით ეწერა ლონდა. "  


თაკომე 

Wednesday, January 9, 2013

ჯემალ ქარჩხაძე "მარიანა"


    
1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1961 – 1982 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროში, თოჯინების თეატრსა და კინოსტუდია ”ქართულ ფილმში”. 
პირველი მოთხრობა –”აბზიანიძეების ოჯახი” 1962 წელს გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა მოთხრობების კრებული ”სასწაული”, ”მეთერთმეტე მცნება”, ”დღე ერთი”, ”ანტონიო და დავითი”; რომანები - ”მდგმური”, ”ქარავანი”, ”ზებულონი”, „განზომილება”; მოთხრობები - ”ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა”, ”იუპიტერის სინანული”, ”მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება”.
ქარჩხაძის პროზა ერთის მხრივ მიჰყება თხრობის ტრადიციულ ეტიკეტს, მაგრამ მეორეს მხრივ, მკვეთრად ინდივიდუალური, განუმეორებელია. მწერლის სტილი არ არის სქემატური. ქარჩხაძის ნაწარმოებებს ზნეობრივი მაქსიმალიზმი და უკომპრომისობა ახასიათებს. მისი გმირები სიკეთის მადლით არიან გაჯერებულნი. 1999 წელს რომანისათვის ”განზომილება” მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.ქარჩხაძის ნაწარმოებები თარგმნილია და გამოცემულია რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და სხვა ენებზე.დავით წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰ. ლაქსნესის „ატომის სადგური”, ლ. ფოიხტვანგერის „ცრუ ნერონი”, რ. კიპლინგის ზღაპრები, გრიმების ზღაპრები და სხვ.დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.



თქვენი მონამორჩილი =)


ჯემალ ქარჩხაძე ერთ-ერთი ჩემი საყავრელი მწერალია და ხშირადაც ვწერ ბლოგზე მასზე 
 თანაც რადგანაც წინა დადებულ მოთხრობებს ამდენი იწერს და მარიანაც არაა (თურმე) ინტერნეტში კეთილი თოვლის ბებია გავხდები :)
ესეც მარიანა(მმმ ლამაზი, მეოცნებე...) დასკანერებული ...


ჯემალ ქარჩხაძე მარიანა მთლიანად

თაკომე

ჩახვეული jungle bells


    ხომ რადგან ახალმა წელმა ჩაიარა და მეც ნერვები მეყო დამეწერა ჯერ 2012 წელზე დავწერ რომ ჩემთვის ისევე როგორც სხვებისთვის არმაგედონი არ დადგა... 2012 წელს იყო ბევრი ლამაზი წუთი და ცოტა გასახსენებელი ცუდი.. რაც ძალიან მახარებს ..
  დღეს ახალგაღვიძებული ფანჯარას რომ მივუახლოვდი ისეთი სითეთრე იყო თვალები მოვჭუტე... ალბათ როგორ გამიხარდებოდა სკოლის პერიოდში ნუ დაბალ კლასებში თოოვლი... მმ ვი(თოვლავებდი) და თოვლის ბაბუას ავაშენებდი რა თქმა უნდა რახიტს! არასდროს გამომდიოდა წესიერის აშენება.. მაგრამ პირველი რაც გავიფიქრე იყო .. "ფუ შენი.." 
   შეიძლება იმიტომ რომ მაღლივში მიწევდა ასვლა და ვის უნდა დააბრალო გაყინული მაღლივის ბიბლიოთეკა თუ არა თოვლს .. დღეს კონსპექტები იმდენჯერ წავიკითხე რომ გამაღვიძო და მკითხო რა სად წერია ზეპირად გეტყვი... ჰაჰ სასაცილო ისაა რომ წიგნებში ნასწავლ მასალაზე ის უფრო კარგად მამახსოვრდება რომელ გვერდზე ეწერა და ფურცლის რა მხარეს..ვიდრე თვითონ რა ეწერა ბლაჰ ვერაფერი კარგი. 
ხელკა
    ძალიან კარგი რამეა ხელკა(ნუ ჩემით შევარქვი) ხელის გრელკა ანუ აიაი მე ასეთი მაჩუქეს <3 მმმ დიდი ფუფუნებაა ცივ ამინდებში ჩავაგდებ წყალში 10 წთ ამოვიგებ ღუნღულაა და რომ გაცივდება შიგნით მეტალი აგდია იმას დავაჭერ და კრისტალდება თუ მარილდება ის წყალი ვერ ვხვდები  ფაქტია ერთიანად თბება  მუდამ გაყინული ხელებისთვის მისწრებაა ჰუჰ მუაგარი რამეა .. 
მარეტი
   


 ჯერჯერობით ორი გამოცდა დავწერე და ორივე, ვფიქრობ ნორმალურად ..სახლში გათოშილი რომ ამოვბობღდი... დავჯექი და დავიწყე ფილმის ძებნა ხოდა სანამ კინოში იყო მაშინაც მინდოდა მენახა და  ახლა ინტერნეტშიც რომ დაიდოო მმმ ხოდა ავდექი და გადმოვწერე "მონსტრები არდადაგებზე" მმმ მოვკალათდი ავიღე ჩემი ყველის სუხარები და დავიწყე ყურება... ძალიან კარგი მულწიკია ჰუჰ ბოლო კადრებზე ბევრი ვიცინე და ნუ არამარტო .. ვისაც ჯერ არ გინახავთ უყურეთ აუცილებლად აი ტრეილერიც და ხოო მარეტიც გააყოლეთ ხელს ჰუჰ
   





შემდეგში ქუდების ქსოვაზე დავწერ :) 

თაკომე