Sunday, February 17, 2013

"ცა მიწიდან იწყება"

     საქართველოში რომ ეს ყვავილი არსებობდეს .. მაშინ ვისწავლიდი ყვავილების გვირგვინის გაკეთებას და სულ შოკოლადის სუნი მექნებოდა.. ალბათ მაშინ ღამე აღარ შევჭმადი ხოლმე შოკოლადებს =)))
   დღეები უაზროდ გადის მგონი დასვენებას ისევ სწავლა ჯობია ზოგჯერ... თუმცა არაა კარგად თუ დავფიქრდები ისევ დასვენება ჯობს. მე და ფიბიმ გადავწყვიტეთ ბაკურიანს მივაშუროთ რამდენად გამოგვივა არ ვიცი მაგრამ ძალიან მინდა ისევ თხილამურებზე ... თუ თქვენ ჯერ კიდევ არ მდგარხართ თხილამურებზე ...დადექით! .

   ისე თუ შეგიმჩნევიათ ცას რომ არ უყურებთ? თავიდან არც მე არ დავკვირვებულვარ მაგას მაგრამ ქალაქში მარტო იმიტომ თუ ავხედავ რომ ამინდი დავზვერო.. უცნაური ხალხი ვართ სულ ქვემოთ გვაქვს თვალები არიქა რამე არ გამოგვრჩეს .... მე პირადად ფანჯრიდანაც თუ ვიხედები მხოლოდ კორპუსებს თუ ვამჩნევ .. არ ვიცი ის თვალი მაქ ალბათ დახშული რომელიც ცას უყურებს... :d აი სოფელში.. მოხერხებულ გასაშლელ  სკამზე მზეს მიფიცხებული რომ ვარ მაშინ ვუყურებ და ვცდილბ ღრუბლები ნივთებს და ცხოველებს დავუკაშვირო მაგრამ ფანტაზია არ მყოფნის დიდად ... განსაკუთრებით ქარიან ამინდშია ლამაზი ცა ჩემი აზრით როცა ღრუბლები ტალღებივითაა ცისფერში.. 
   ამიერიდან პირობას ვდებ ბლოგის წინაშე რომ მარტო მიწას აღარ ვუყურებ ...


თაკომე
    

Monday, February 11, 2013

რამდენად ხელმისაწვდომია უმაღლესი განათლება საქართველოში?(საკონკურსო პოსტი)


“უდიპლომო სასიძოობა” რომ არავის სურს ეს ცხადია, თუმცა რამდენად ხელმისაწვდომია უმაღლესი განათლების მიღება ყველა სოციალური ფენისთვის, დღეს საქართველოში, საკამათოა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია უკვე ყველამ ვიცით ტაქსისტების ორი დიპლომის შესახებ, მაინც გვსურს უმაღლესი განათლების მიღება. უმაღლესი განათლება გეხმარება ადამიანს სოციუმში თავის დამკვიდრებასა და განვითარებაში. 
ლენინმა თქვა “სწავლა, სწავლა და სწავლაო.” ჰოდა ბევრი ჩვენგანიც ჯიუტად არ ვეპუებით სიძნელეებს და ჯერ ბაღში, შემდეგ სკოლაში ვსწავლობთ, ვიღებთ საშუალო განათლებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეძენილი ცოდნა შესაბამისობაში არ მოდის ჩვენ ამბიციებთან და მიზნებთან, ამიტომაც ზოგი რისთვის, ზოგიც კი რისთვის, აბარებს უნივერსიტეტში.
უმაღლესი განათლების მიღების საფასური დღეს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში წელიწადში 2250 ლარს შეადგენს. 4 წლის განმავლობაში კი 9000 ლარი გამოდის, რაც ბევრი ოჯახისთვის საკმაოდ რთული გადასახდელია. სამწუხაროდ, წარმოუდგენელია ამხელა თანხა სტუდენტს მშობლებისგან დამოუკიდებლად ჰქონდეს. თუმცა თუ გული გულობს ქადა ორი ხელით იჭმევაო ნათქვამია და ბევრი სტუდენტი ღამეებსაც კი ათენებს იმისთვის, რომ უმაღლესი განათლება შეღავათით მიიღოს, ანუ გრანტი აიღოს ეროვნულ გამოცდებზე, რაც იმას თუ გავითვალისწინებთ რა მდგომარეობაცაა,საკმაოდ რთულია. კონკურენცია დიდია, იმისთვის რომ უმაღლეს სასწავლებელში 30%, 50%, 70%, ანდაც უკეთეს შემთხვევაში 100% გრანტი აიღო და უფასოდ ისწავლო.     უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომია ეთნიკური უმცირესობებისთვის. ზაურ ხალილოვი:" (სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი) უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში იმის თაობაზე ვმსჯელობდით, თუ რა ფორმით უნდა მომხდარიყო ეთნიკური უმცირესობების უმაღლეს სასწავლებლებში მიღება. წელს(2012 წელი) რეფორმის ფარგლებში ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდა. ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა გაიზარდა. შევთანხმდით ასეთ მოდელზე:1+4,  სტუდენტები პირველ წელს ქართულ ენას ისწავლიან და შემდეგ, ოთხი წლის განმავლობაში, ჩვეულებრივ გაივლიან ბაკალავრიატის პროგრამას.ეს ცვლილება მხოლოდ მათ ეხებათ, ვინც აზერბაიჯანელ და სომხურენოვან სკოლებში სწავლობს." საქმის უკეთ გასარკვევად ჩემ ჯგუფელ ნუნე სევიკიანს გავესაუბრე.
-ნუნე რა საგნები ჩააბარე ეროვნულებზე?
-ზოგადი უნარები ჩავაბარე სომხურ ენაზე. ერთი წელი დავდიოდი ქართულის მოსამზადებელ კურსებზე. ერთი წლის შემდეგ მხოლოდ ქართული ჩავაბარე და სადაც მინდოდა იქ მოვხვდი.
-არის თუ არა უმაღლესი განათლება თქვენთვის უფასო?
-უნარებით ავიღე გრანტი 100%.
უმაღლესი განათლება მხოლოდ 9000 ლარის გადახდას არ მოითხოვს 4 წელიწადში, ის დაკავშირებულია ასევე იმ ხარჯებთან რომელიც სტუდენტს უჯდება წიგნების საყიდლად, ქსეროქსების გადასღებად და სხვა საჭირო მასალისთვის. ვფიქრობ, რომ უმაღლესი სასწავლებლის წიგნები საკმაოდ ძვირი ღირს. საკუთარ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ ერთ საგანში ნაყიდი წიგნების ფასმა 82 ლარი შეადგინა.
უმაღლესი განათლება ხელმისაწვომია აბიტურიენტისთვის იმ მხრივ, რომ მას არა ერთის, ან ორის, არამედ რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის კონკურსზე გასვლა შეუძლია, რითაც მეტად იზრდება შანსი იმისა, რომ რომელიმე უნივერსიტეტის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, მათში ფასი ძირითადად სახელმწიფო უნივერსიტეტზე მეტია მაგალითად, “თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის” ფასი დღეს 6950 ლარია. ამავე უნივერსიტეტში სწავლების ხელმისაწდომობის მიზნით ტარდება სხვადასხვა ოლიმპიადები, გამარჯვების შემთხვევაში სწავლა ერთი წელი გიფინანსდება. ასევე აქვთ გარდამავალი დაფინანსება “ისწავლე დღეს, ასწავლე ხვალ”. ეს გულისხმობს რომ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა 4 წელი ისწავლოს უფასოდ და შემდეგ გადაიხადოს სწავლის საფასური. 
როდესაც უნივერსიტეტის საფასურია 9000 ლარი მის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს ფასს. მაგალითისთვის “კავკასიის ბიზნეს სკოლაში” ერთ-ერთი ფაკულტეტის ერთი წლის საფასური სწორედ ზემოთ აღნიშნულ თანხას უტოლდება. მსგავსი საფასურის მქონე უნივერსიტეტებში გრანტის შემთხვევაშიც კი გადასხდელი თანხა საკმაოდ მაღალია. ამასთანავე ამ უნივერსიტეტების პრესტიჟი უფრო დიდია და შესაბამისად მათ მიერ გაცემული დიპლომი მეტად ფასობს.
უმაღლესი განათლება მეტად ხელმისაწვდომია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები; -“აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
-სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებით დამტკიცდა ”უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესი”.
     რაც შეეხება სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სახელმწიფო მათ დახმარების ხელს უწვდის იმ შემთხვევაში თუკი შედიან ჩამოთვლილ კატეგორიებში მაგალითად არიან დევნილები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები,არიან შეზღდული შესაძლებლობის მქონდე პირები ან რომლებიც არიან ობოლები და ა.შ 
თუ სტატისტიკას გადავხედავთ უმაღლესი განათლების მიღების მსურველი ყოველწლიურად მატულობს. 
        ამრიგად, უმაღლესი განათლება მეტ-ნაკლებად ყოველი სოციალური ფენისთვისაა ხელმისაწვდომი, არა აქვს იმას მნიშვნელობა რა ასაკის ხარ, სად იმყოფები და რა ეროვნება გაქვს, მთავარია გინდოდეს სწავლა, გქონდეს სურვილი იყო საუკეთესო, მიიღო დაფინანსება და კარგი სწავლით თავადვე შეძლო დააფინანსო შენი განათლება. თუ არადა, რა თქმა უნდა, ალტერნატივაცაა...


დამატებითი ინფორმაციისთვის:

თაკომე

Tuesday, February 5, 2013

ფრანსუაზ საგანი

ფრანსუაზ საგანი დაიბადა 1935 წლის 21 ივნისს, კაჟარკში, საფრანგეთში. ბავშვობაში კიკის ეძახდნენ. 19 წლის იყო საგანი, როცა პირველი რომანი გამოაქვეყნა: "სალამი სევდავ". რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად, 840,000 ეგზემპლარი გაიყიდა, ითარგმნა მრავალ ენაზე და "კრიტიკოსების" ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. რომანი კარგი სტილით არის დაწერილი, მაგრამ მის წარმატებაში მწერალის წლოვანებამ უფრო დიდი როლი ითამაშა, ვიდე მხატვრულმა ღირსებამ. 1968 წელს საგანმა რომანი – „მფარველი ანგელოზი” დაწერა. მალე საგანმა კიდევ რამდენიმე რომანი გამოსცა: "ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ", "გიყვართ ბრამს?", "საოცარი ღრუბლები" და სხვა. ყველა რომანში მოცემულია ფრანგი ახალგაზრდობის ერთი წრის ცხოვრება - მოწყენილი, უპერსპექტივო და უიმედო.

ეჭვი არ მეპარება ბევრი გადაახტა მის ბიოგრაფიის(ნაგლეჯს) თუ რა თქმა უნდა ბიოგრაფიის გამო არ შემოსულხართ.. საქმე იმაშია, რომ დამეწყო არდადაგები და გადავწყვიტე წამეკითხა რამე მსუბუქი, საინტერესო და გადავაწყდი ფრანსუაზ საგანის წიგნს (50 ტომში, რომ შედის იმას) შიგნით ორი "ნაწარმოები" დამხვდა "გიყვართ ბრამსი?" და "სალამი,სევდავ" რატომღაც ბოლოდან დავიწყე .. სახელი მომეწონა ალბათ ... მოკლედ დავიწყე "სალამი, სევდავ" რომელიც 19 წლის ასაკში დაწერა, რამაც გამაკვირვა ისე კარგად აქვს ყველა გრძნობა აღწერილი გგონია რომ თავადაც განუცდია იგივე არადა თავისი თქმით იმ დროს მი ბიოგრაფიაში მსგავსი არაფერი ყოფილა და რომ ყველაფერი თავად გამოიგონა."სალამი,სევდავ"თავიდანვე გითრევს და იქამდე არ გეშვება სანამ არ გაიგებ ფინალს. სესილი, მამამისი, ბოჰემის მოყვარული კაცი, რომელიც შვილის მეგობარი უფროა ვიდრე მამა და მისი საყვარელი ერთად ისვენებენ ზღვის პირას ..სიტუაცია მაშინ იძაბება როცა ჩამოდის ანა, დედამისის მეგობარი .. ანა არის განსახიერება მაღალი წრის ქალის, თავშეკავებული, გულგრილი, გაუთხოვარი,განათლეული, მკაცრი, წესრიგის მოყვარული ქალი...მისი ჩამოსვლის შემდეგ იწყება სასიყვარულო სამკუთხედი.წიგნში მძაფრადაა აღწერილი სესილის განცდები ანას მიმართ ზოგჯერ დაუნდობელი, ზოგჯერ თბილი დაბნეული, სესილისთვის ანა არის ადამიანი რომელიც ცხოვრებას მოუწესრგიებს კარგ წარმატებულ ახალგაზრდაზე გაათხოვებს, ამიტომ უკნა იხევს ებღაუჭება თავის ბოჰემურ, უზრუნველ, გიჟურ ცხოვრებას და მახეს უგებს ანას. მეტს აღარ მოვყვებით =))
"აი, მაშინ რაღაც ლოდივით დამაწვება ხოლმე გულზე და მეც, თვალდახუჭული, ამ სიტყვებით ვეგებები მას: სალამი,სევდავ!"


      რაც შეეხება მეორეს "გიყვართ ბრამსი?" არის წიგნი ქალზე(პოლი) რომელიც 39 წლისაა, ჰყავს საყავრელი როჟე, რომელიც ხშირად ღალატობს მას მაგრამ მაინც თავს ვერ ანებებს, და ახლაგაზრდა 25 წლის მდიდარ ბიჭზე, სიმონზე. აქაც იწყება სასიყვარულო სამკუთხედი. პოლს ეშინია მარტოობის უნდა რომ ვიღაცა ზრუნავდეს მასზე, ვიღაცას უყავრდეს ის, სწორეს ასეთია სიმონი რომელსაც მის გარეშე ყოფნა არ შეუძლია თუმცა პოლი მაინც არაა ბედნიერი...
   ფრანსუაზ საგანი, საკამოდ კარგად წასაკითხი მწერალი ქალია, მოულოდნელი ფინალით დაძაბული სიუჟეტით, კარგადა აქვს  გადმოცემული პერსონაჟის ხასიათები ... თავი რომ აღარ მოგაწყინოთ ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ გირჩევთ წაიკითხოთ დიდ დროს არ წაგართმევთ.

თაკომე

Sunday, February 3, 2013

"ოჰ! მოიცა ერთი! რა დროს ცხოველებია, ადამიანებისთვის ვერ მიგვიხედავს!"


 ეს პოსტი შეიცავს შემაძრწუნებელ სურათებს და არავის სუსტ გულს არ მოვუფრთხილდები იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეძრწუნდეთ! გაგაჟრჟოლოთ და იქნებ მერე მაინც მოხვიდეთ აზრზე!   ეს იქნება ყველაზე აგრესიული პოსტი ჩემი პოსტების, და თვთონ ბლოგის ისტორიაშიც და  გული ძალიან  მწყდება თაკომეს მშიდი და სასიამოვნო ნაწერის მერე მე რომ უნდა შეგაშფოთოთ და ჩემს მეგობარს საქმე წყალში ჩავუყარო, მაგრამ ისე ვარ გაბრაზებული, ცხოვრებაში რომ არ გავბრაზებულვარ! 

დღევანდელი დღე იმ შენაძენებით დაიწყო, წინა პოსტში, რომ ვერ შვიძინე... გაგრძელდა ლუკა პოლარეს უგემრიელესი ნაყინით და ბევრი სასიამოვნო რამით, რაც მოგონებაში დაილექება. მაგრამ დასასრული ჰქონდა ისეთი, ადამიანების მოდგმას რომ შეგაძულებს!!!
 მოვდივარ გორაზე და ვხედავ როგორ ამოვარდა დიდი სიჩქარით მანქანა, როგორ იღრინება მისი ძრავა და როგორ მირბის დამფრთხალი ფისო... ბორბლებს სანტიმეტრებით სცდება და რაღაც შესახვევს აფარებს თავს... ეს ფაქტი თავისთავად ამაზრზენია. "მიქრის ვიღაცა ტლანქი ამ თავისი მანქანით და ვერც ხედავს საწყალი კატა როგორ თავგანწირვით გარბის"-მეთქი ვფიქრობ და ცოტათი აღელვებული 
ვაგრძელებ გზას ( ცოტათი იმიტომ, რომ მაინც სიკვდილს გადარჩენილი კატა მახარებს!!!) ... რამდენიმე მეტრში კიდევ ვხედავ როგორ იკლაკნება რაღაც, და ვხვდები რომ ეს ის კატაა რომელიც სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ აქვე კართან იჯდა ( როცა გორაზე ავდიოდი) ... გაჭყლეტილი კატები ბევრჯერ მინახავს, მაგრამ სიკვდილს არასდროს შევსწრებივარ. ცრემლები მომენტალურად მცვივა, თან გაოგნებული მაინც თვალს ვერ ვაშორებ. "იქნებ ეხლა ადგეს, გასწორდეს და ისევ იმ კართან დაჯდეს?" მაგრამ არც არაფერი. ფისო საწყლად იკლაკნება. თათებს ჰაერში ასავსავებს, თვითონაც ვერ ხვდება რა დაატყდა თავს და ბოლო ძალას არ იშურებს,რომ თავის სიცოცხლეს ჩაებღაუჭოს, ცოტა ხანში ეს აქტიური მოძრაობა ჩერდება და მარტო უკანა თათების რამდენიმე გაფართხალებაში გადადის და მერე ისიც წყდება... 
ჯერ ფისოს დატირება არ დამიმთავრებია, აქ უკვე მეორე ამაზრზენი მოქმედება იწყება. ჩამოდის ეს...  ( ვაიმე ცენზურა რომ არა!!!!!) ჩამოდის ეს მანქანა, გადმოდის ეს არაკაცი,(!) კატასთან ჩერდება... ორი გომბიო გადმოდის მასთან ერთად და სიცილ-წიკვინით "წუხს" :
-უიიიიიიიიი! მართლა გაგიტანია ბიჭო! (იწყებს ერთი)
- ვაიმე... ფუუუუ... არ მოკიდო ხელი არ მიეკაროოოო!!!! - ( არ აყოვნებს მეორე )

ისეთი ზიზღით ვუყურებ, აქამდე არავისთვის და არფრისთვის რომ არ შემიხედავს. მანქანას ვასწრებ... ცოტა ხანში მანქანა მასწრებს და ვხედავ როგორი გაოცებული თვალებით მიყურებენ ის ცანცარა, ცელულიტიანი ხეპრეები!  საშინელ სიტყვებს არ ვაყოვნებ და მანქანა თვალს ეფარება... მხოლოდდამხოლოდ ვხედავ მანქანის ნომერს, რომელიც 4 ასოსა და 4 ციფრისგან შედგება, თან წვრილად წერია და ვერაფრით ვიმახსოვრებ... 

მოვდივარ და წრამოვიდგენ, ამ საშინელ მანქანაში პირველი კატის გაჭყლეტიდან - მეორე კატის დევნამდე დაჯღერებულ ( გაწიკვინებულ) დიალოგს: 

- გოგოებო! აბა ამ კატას თუ გავიტან ( ანდა " გინდათ ეხლა ეს კატა გავიტანო?")
ამას მოყვება ნიშნის მოგებით " მიდი აბა?", ან " ოოო, მოიცა ერთი რისი გამტანი ხარ შენ?"  ამ ფრაზას მოყვება გაზზე ფეხის დაჭერა და გასისხლიანებული საბურავები. ( ისე გადაუარეს,რომ ვერც დაიჯერეს) , მაგრამ ამაზე არ წყდება "ასპარეზი" მანქანა ხალისით მისდევს მეორე ფისოს . . . 

 თანაც იმ კატას ვიღაც უვლიდა. იქვე თეფში იდო საჭმლით. და მიხარია,რომ ამ არაადამიანების სიძულვილში მარტო არ ვიქნები. 

ემოციებისგან თავი მტკივა. ამაზრზენია ასეთი ნაგვები ადამიანებს რომ უწოდებენ თავიანთ უტვინო თავებს და სადღეგრძელოებში "კაცობაზე" თავს რომ დებენ ! ! !  ( და სხვა რომ შეაქებს თავიანთ ქონიან ღიპზე ხელის მოსმით, რომ იფერებენ ) !!!!!!
 
ყველაზე ამაზრზენი კი იცით რა არის? ასეთი სიბინძურის ჩადენისგან მათი შეჩერება მხოლოდ ჯარიმას რომ შეუძლია.(და ისიც უხოეთში, თორემ , ჩვენ აბა გვეკადრება ასეთი კანონი?!) რა გულისამრევია საცოდავი ცხოველების სიცოცხლეს მხოლოდდამხოლოდ ამ "ადამიანების" ჟმოტობა რომ გადაწყვეტს !!! !!! !!!

თუმცა რაზეა ლაპარაკი?! ქვეყანაში, სადაც: " ოჰ! მოიცა ერთი! რა დროს ცხოველებია, ადამიანებისთვის ვერ მიგვიხედავს!" აზროვნება და მენტალიტეტია გამეფებული....

ვინც ახლა ამ პოსტის კითხვისას ანალოგიური გაიფიქრა, მეზიზღება, მართლა მთელი გულით მძულს და მის მაგივრად მრცხვენია .. 

fიბი.

I Can liVe UnDeRwAteR

მანქანაში რომ ზიხარ და რადიოს აწვალებ ტალღები ერთმანეთს ცვლიან და ამ დროს რაღაც საყავრელ სიმღერას წააწყდები ამოიღებ შენ მობილურს და მიადებ დინამიკს ჭკვიანი ტელეფონი ამოიცნობს mikaს 
put your lips on me and 
i can live underwater,
underwater, underwater!
underwater!
და მერე ჩაგეხვევა ... 
   ისეთი დღეებია არაფრის დიდებით ცხვირი რომ არ უნდა გაყო გარეთ ... იჯდე სახლში უყურებდე უაზრო სერიალებს და პოპკორნს აკნატუნებდე.. უკვე მოვრჩი გამოცდების აჟიოტაჟს, ზოგჯერ მიკვირს სად ეტევა ამდენი ინფორმაცია თავში ან სად ქრება მერე ისე რომ არც კი გახსოვს რომ გისწავლია.. მოგონებებს გავს რომ შეგემთხვევა რაღაც და მერე ბუნდოვანდება და ქრება. ასე რომ მეგობრებო ''CARPE DIEM" (ლათინურმა ეს ხო მაინც მaსწავლა სხვა თუ არაფერი) - ანუ დაიჭირეთ წამი, მომენტი, როცა ბედნიერი ხართ, გიხარიათ რამე, ეიფორიაში ხართ, ნირვანაში შეაბჯებთ დაიჭრეთ იქამდე სანამ შეგიძლიათ იქამდე გაწელეთ მომენტი სანამ თითით გამოწელლი საღეჭი რეზინივით არ გაწდება . 
   როდესაც ჩემ ცხოვრებაში რაღაც ხდება ისეთი განსაკუთრებული რაც არ მინდა რომ დამავიწდეს რაც არ უნდა მეზარებოდეს ვიღებ პასტას, ბლოკნოტს და იმ განცდებს ვწერ რაც იმ მომენტში განვიცადე ახლა რომ ვნახულობ ასეთ ჩაწერილებს ზოგერ თავს ვერ ვცნობ ზოგჯერ მიკვირს რატომ არ დამამახსოვდა ეს უკეთ... არ მაქვს საუბარი ერთი დღით ცხოვრებაზე უაზრობაა ადამიანი ფიქრობდე მხოლოდ ერთ დღეზე და არა მომავალზე .. ელემენტარულად დაითრგუნები ერთ დღეში ხომ დიდად ვერაფერს მოასწრებ..


ასე რომ "CARPE DIEM" 




თაკომე