Wednesday, April 24, 2013

*წიგნების დღე*


   მმმ გუშინ საშინელი ქარი იყო, საშინელიც არ ქვია მაგას სახე ამაძრო მთელი დღის განმავლობაში. რაც უფრო ვუკვირდები ვხვდები რომ მოხალისე "მწერალი" ვარ , სწორედ ამიტომაა რომ სადაც რამე კონკურს დავინახავ წერასთან დაკავშირებით ყველასთვის ვწერ და გულდაწყვეტილი არ ვრჩები , განა იმიტომ  რომ ყველა კონკურსში ვიმარჯვებ არა =)) უბრალოდ ვიცი რომ ყოველი მონაწილეობა  მე მეხმარება უკეთესის დაწერაში. გუშინ წიგნის დღე იყო. არ ვიცი კითხვა როდის შემიყავრდა ალბათ იმ მომენტში როცა "ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი" წავიკითხე თემა ასეთი იყო "წიგნები დღეს" თემატიკა კი წიგნის მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში. საერთოდ წერა ისე მიტაცებს ხოლმე რომ თუ რამე ჩემთვის მოსაწონს ვწერ აღარ ვუკვირდები ემთხვევა თუ არა კონკურსის კრიტერიუმებს ხოლმე. გუშინ იყო დაჯილდოვება 15 წუთი რომ აკლდა მაშინ მომწერეს მობრძანდით დაჯილდოვებაზეო შევხვდი ჩემ დაქალს(სინატ გახსენე =)) ) და გავაჩერეთ ტაქსი, ჩავსხედით თუ არა თავბრუ დაგვახვია მძღოლის ნასკებმა და ისეთი შემოვლითი გზებით მიგვიყვანა უი შემეშალა არ მიგვიყვანა კოლმეორნეობაზე ჩამოგვსვა რა უდნა აქვე ბიბლიოთეკა იქ ვეღარ ავალო =))) სასაცილოა პირდაპირ ტაქსი რომ ნახევარ გზაზე გაგდებს. რაც შეეხება კინოჩვენებას და დისკუსიას წიგნის თემაზე მე პირადად ძალიან მომეწონა საინტერესო იყო ეს "პაწუკა" ფილმიც რომელიც დავდე არ დაგეზაროთ ნახეთ. 
 მომეწონა ნოდარ ლადარიაც რომელმაც საკამოდ საინტერესოდ ილაპარაკა :) მოკლედ მონაწილეობას რომ ვიღებდი სულ დამავიწყდა იქამდე სანამ არ თქვეს გამარჯვეუბულებს გამოვაცხადებთო ... მესამე ადგილი სკოლის მოსწავლე ბიჭმა აიღო და აი მაშინ მივხვდი რომ ვერ გავიმარჯვე =)) იმიტომ რომ მომეჩვენა თითქოს იცნობდა გამომცხადებელი ყველა გამარჯვებულს შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა უმშვენიერესი .. და უცებ ჩემი სახელი რომ თქვა =)) ელდა მეცა ელდა მეცა საერთოდ სასააცილო სიტყვაა მაგრამ აქ შეესაბამება იმიტომ რომ ის გოგო პირველად მყავდა ნანახი და აშკარად თვითონაც არ იცოდა მე რომელი ვიყავი =)) ხოდა აი ჩემი ნაწერიც თუ დაგაინტერესათ რომლის დამსახურებითაც საინტერესო საღამოზე აღოვჩნდი და საჩუქრებიც მივიღე :) 

"  ყოველწლიურად  წიგნების ფესტივალზე პერსონაჟები იყრიდნენ თავს და წელსაც კვლავ გაიშალა ლურჯი ხალიჩა, პერსინაჟებიც გამოჩნდნენ . პირველი ანტიგონეს ეტლი გაჩერდა , ოდნავ კაცური სიარულით გაიარა ხალიჩა, ერთი-ორ  ხნიერთაგანს ავტოგრაფიც მისცა. მას მიყვნენ ჰექტორი, აქილევსი, კირკე, ოიდიპოსი და სხვანი. შემდეგ ცხენიდან ჩამოქვეითდნენ ავთანდილი, სამი მუშკეტერი, დონ-კიხოტი, თამამად და ყიჟინით შემოიჭრა რობინ ჰუდი. მას მოყვნენ დედოფალი მარგო , ანა კარენინამ კარეტიდან ჩაფიქრებულმა გადმოაბიჯა და სწრაფადვე გაუჩინარდა , ლუარსაბი გარგანტუასთან ერთად მოაბიჯებდა, ჯაყოს ახლდნენ თეიმურაზი და მარგო მათ გამოჩენაზე ხალხი აზუზუნდა, ზოგი ჯაყოს უჭერდა მხარს ზოგი თეიმურაზს,  გამოჩნდა უცხოც, რომელიც ერთხანს სიგარეტს ქაჩავდა შემდეგ შეკრებილ საზოგადოებას თვალი გულგრილად მოავლო სიგარეტის ნამწვი იქვე მოისროლა და უემოციოდ  გაიარა ყიჟინა. მას მოსდევდნენ მეფისტოფელი და მისი კონკურენტი ვოლანდი, შეკრებილები გაისუსნენ ზოგიერთი მათაგნის მობრუნებაც კი გახდა საჭირო ნიშადურით . დორეან გრეიმ ამჯერადაც დაიგვიანა სალონში პროცედურებზე შეფერხდა მაგრამ დამსწრე საზოგადოებამ მისი გამოჩენისთანავე აღნიშნა რომ ეს ამად ღირდა, დონ-ჟუანის გამოჩენას კი ქალთა კივილი მოჰყვა, დაცვას თაყვანისმცემლის „გატანაც“ კი მოუხდა.  მარგარიტა ჰარი პოტერს გვერდს უმშვენებდა ცოცხზე, მის თმებს ნიავი ჰაერში ათამაშებდა. თავისი მოტოციკლეტი მოაყენა ლიზბეთმაც, რომელსაც დრაკონის ტატუ მოეშიშვლებინა, პერსონაჟების ნაკადი არ წყდებოდა.
   უზარმაზარ ბიბლიოთეკაში ადგილები ასე განაწილდა: ლიზბეთი უცხოს და რავიკის გვერდით აღმოჩნდა , ჰარი და მარგარიტა ერთად დასხდნენ. დონ ჟუანს გვერდს მამა გორიოს ქალიშვილები უმშვენებდნენ. ხელცარიელი დარჩა ნიკო ლორთქიფანიძის პერსონაჟი მამა, რომელსაც ცოტა დააგვაინდა ფესტივალზე და იქ მისულს ლუარსაბის და გარგანტუას მოსუფთავებული სუფრა დახვდა . ჩხუბი მოუვიდათ ჰალეს და ალექსანდროს, რომლებიც ყველასგან გასაკვირად დომენიკომ გააშველა. 
   დარბაზი მხოლოდ მაშინ გაისუსა, როცა  სცენაზე მკითხველი გამოჩნდა, რომელიც არ ჩქარობდა კითხვის დაწყებას, მკითხველს ინტერესიანი თვალები ჰქონდა, გული აჩქარებით უცემდა, ცოტას ნერვიულობდა, ასე იყო წინაზეც და იმის წინაზეც, პირველ რიგში მას უნდა მოსწონებოდა, შეესისხლორცებინა, მისთვის უნდა ყოფილიყო საინტერესო, თანამედროვე, მტკივნეული და სასაცილოც,ისეთი სადაც საკუთარ თავს დაინახავდა შეიძლება ბუნდოვნად მაგრამ მაინც, შეძლებდა ესწავლა რაღაც, ემსჯელა, ეკამათა, განეცადა განუცდელი სიტყვებად დაწერილი,მისთვის ეს უნდა გამხდარიყო სულიერი საზრდო, ყოფილიყო მომსწრე სხვისი ცხოვრების,უნდა გამოთიშვოდა რეალობას და ფანტაზიების სამყაროში გადაენაცვლა,ზოგჯერ მორიდებით გადაეშალა შემდეგი ფურცელი ზოგჯერ კი გიჟივით ჩაეთავებინა კითხვა, მას უნდა წარმოედგინა წიგნი, პერსონაჟი დამსწრეთათვის...
  ყველა იქ მყოფი შეკრებილი იყო ერთი მიზნისთვის , ერთი ინტერესის გამო, რომელიც ყოველ პესონაჟს თან ახლდა , განსაკუთრებით ღელავდნენ დონ ჟუანი და დორეან გრეი არავინ  იცოდა არც დამსწრეთაგან  არც
მკითხველთაგან და არც თავად ავტორმა , თუ როგორი პერსონაჟის გამოჩენას უცდიდნენ სცენაზე, ვინ იქნებოდა ის ახალი, რომელიც ან დაჩრდილავდა იქ მყოფთ ან მათ ჩრდილ ქვეშ მოექცეოდა. როგორი ხასიათი ექნებოდა, ვის  დაუმშვენებდა გვერდს შემდეგ ფესტივალზე. ყველას აინტერესებდა ვინ დაიპყრობდა მკითხველის გულს, როგორ გავლენას მოახდენდა მის ცხოვრებაზე, შეხედულებებზე.  
  ამ დაძაბულობაში იბადებოდა ახალი პერსონაჟი, გმირი, რომელიც თავის დებიუტს უცდიდა შავ ფურცელზე მყოფი , რომელსაც ავტორი ჯერ კიდევ მაკიაჟს უკეთებდა, ყალიბში ასხავდა, ხვეწდა, თავიდან იწერდა..."

თაკომე

Sunday, April 21, 2013

ჩემი ცუნცულა ზღვოჭი :3

 აი ის უხერხული მომენტი, სამეცადინო რომ  გაქვს და ბლოგი მაშინ რომ გახსენდება სიზარმაცეშეყრილს :D
ჰოდა გადავწყვიტე ჩემი მსუქანი გოგონა გაგაცნოთ. ნომ-ნომი ჰქვია ( ням-ням რუსულად ) სულ ჭამს და თუ არ ჭამს ჭყიპინებს მშიაო...
  დღეს წიწმატი გასინჯა :D 

fიბი

Wednesday, April 17, 2013

დღე,რომელიც არ ყოფილა

     აი თუნდაც იმიტომ,რომ არ მინდა და მორჩა. 

    დილა სასაცილო იყო, მართალია საწოლიდან ძლივს ავითრიე წელი, მაგრამ მაინც იმედიანად წავედი.
გასაუბრება გაიწელა. ერთი საათი ველოდეთ (ნამდვილად არ ვიცი რას,ან ვის...) გაცვლითი პროგრამა იყო, ყველა ტური გავიარე და აი უკვე ერთი ნაბიჯიღა მაკლდა. (სერთოდ, დავაკვირდი დ აყოველთვის ერთი ნაბიჯი მრჩება ხოლმე მიზნამდე და ის ერთი ნაბიჯი ვერცერთხელ ვერ გადავდგი... ეს ისე, ლირიკული გადახვევა).
     ვატყობ წერის "წუწუნის" მანერით ვაპირებ პოსტის გაგრძელებას და მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, უგემოვნობის უწვრილეს, ფაქტობრივად ანორექსიით დაავადებულ ზღვარზე დავდივარ, ამინც არ მეყოფა ენერგია, ამაზე გემოვნებიანი რამე რომ დავწერო, ასე რომ...
ერთი საათი "კაფელის" იატაკზე დგომამ, გამოუძინებლობამ და სხვა ბავშვებისგან ჩუტყვავილასავით გადადებულმა ნერვიულობამ (არადა იქამდე, არ ვნერვიულობდი, სანამ პირველი წინადადება არ წარმოვთქვი და არ მივხვდი,რომ ინგლისური არ მახსოვს... გამჭვირვალე მარკერით დაჯღაბნილ სიტყვებს კინაღამ ჭერში როცა დავუწყე ძებნა...) "გამაბანძა".
      ბევრი რომ არ ვიბოდიალო, ყველანაირი გზა მოვიჭერი.
თუმცა არაფერს ვნანობ, არასდროს მიყვარდა ყველა ერთი და იმავე დაბეჯითებით რომ იმეორებს "მე იმიტომ ვჯობივარ სხვებს..." "მე ვარ დამოუკიდებელი"... ბლა ბლა ბლა... სისულელეა ეს ყველაფერი. ამაზე მარტო ის ფრაზა მახსენდება, სიმღერიდან,რომლის სახელიც არ მახსოვს ( სამაგიეროდ, მელოდია მახსოვს ). you're so special, just like everybody else....
     ვიცი, რომ ნამდვილად არაა საამაყო,როცა გაცვლითი პროგრამის გასაუბრებაზე, გამსაუბრებლებს შეეწინააღმდეგები და ისე გააბრაზებ,რომ ერთი თვალებს გადაატრიალებს ჰაერში და შენკენ აღარცკი გამოიხედავს (მითუმეტეს კაცი) და მეორეს კიდე ისე გაამწარებ,რომ მოთმინებას დააკარგვინებ და ისე ახტუნავდება სკამზე,როგორც ეული რწყილი მაწანწალა ძაღლის დანახვაზე... მაგრამ ფაქტი ისაა,რომ მიუხედავად დიიიდი გულდაწყვეტისა, რომ ლიტვას და უსაყვარლეს კაუნასს ვერ ვნახავ, მაინც კმაყოფილი ვარ, ერთადერთი რაც მწყინს ისაა,რომ არგუმენტები საკმარისად ვერ განვავრცე, თორე ისე არაფერს ვუჩივი. არ მიყვარს ხალხი სხვებს და მითუმეტეს თავის თავს ზედმეტად სერიოზულად რომ აფასებს. 

დანარჩენ დღეს რაც შეეხება, გარეთ ყინავდა. მუზეუმშიც მოვიწყინე, მაგრამ სამაგიეროდ ფეხები გამითბა. ხვალ და ზეგ რთული დღეები მაქვს, მაგრამ არ მიმეცადინია მაინც. ეხლა კი ერთი სული მაქვს როდის დავწვები წვიმის ხმას რომ მივაყურადო და ისე ჩამეძინოს ( იმედი მაქვს, სანამ  აბაზანიდან არ გამოვალ, წვიმა არ გადაიღებს :D )

მთელი დღე ერთი სურვილი დამყვებოდა ვყოფილიყავი სადმე "არათბილისში" და ეს აზრი ისე მათბობდა,რომ ცოტაც და საერთოდ გავითქვიფებოდი ჩემს ოცნებებში... მოჟამული ამინდი. სახლი ბუნებაში.თეთრი, ფუმფულა საწოლი წვიმის წვეთებით დაკაწრულ ფანჯარასთან და საწოლში მოკალათებული ჩემი "ტყუპისცალი". ამაზე მეტი არც დღეს და არც საერთოდ... არაფერი მდომებია.


                                                                          მარადჟამ ერთნაბიჯსმოკლებული fიბი

Sunday, April 7, 2013

რაც უნდა ნახო...

   აი ახლა ვზივარ თვალებგამომშრალი ორი "სელპაკი" მიგდია წინ და ვწერ ფილმზე რომლის ყურებასაც 10 წუთია მოვრჩი. აი ხომ არსებობენ ფილმები და რომ უყურებ და გავა 1 წუთი და აღარც გახსოვს, მე კიდევ მგონია რომ კაი ხანი გამყვება ეს ფილმი უფრო მეტად მძაფრი ემოციური შეგრძნებები. ხან რომ გინდა ვიღაცა მოკლა, შემოულაწუნო, იქვითინო, ხან ი
ღიმი, გეცინება საერთოდ მიკვირს როგორ "ტენიან" ხოლმე 300 - 500 გვერდიან წიგნებს 1 საათში და მიჩდება უკმარისობის განცდა გადაეღოთ 3 საათიანი და ვუყურებდი.. ძალიან ძნელია რაღაც დიდი და კაი შეკვეოცო. არ ვიცი ჯერ წიგნი იყო ამ ფილმზე დაწერილი და მერე ფილმი გადაიღეს თუ არა მაგრამ თუ ასე იყო.. მაშინ ყოჩაღ.       ბოლო 30 წუთი სრულიად სხვა განწყობა გაქ , გაბრაზების კითხვისნიშნების თავში...
   ეს არაა სიყვარულის ბანალური ისტორია არც ორიგინალური, რაღაც უფრო მეტია თავგანწირული ... არ ვიცი უკვე მოგინდა თუა რა ამ ფილმის ნახვა და გაინტერესებს თუ არა რაზე ვლაპარაკობ... 
  "venuto al mondo" სხვის მოყოლილს რომ შენი თვალით ნანახი ჯობს ფაქტია, ამიტომაც  გადავწვიტე რომ არ მოვყვე  სულ ცოტათი მაინც შინაარსი, არაა აუცილებელი დაიწყება თუ არა ფილმი თავისით ჩაგითრევს.
 
    ...ფილმი საკმაოდ მძაფრია და ტკივილიანი თითოეული პერსონაჟის  ტკივილს განგაცდევინებს... გამონახეთ 2 საათი და დამიჯერეთ არ ინანებთ.

თაკომე

Thursday, April 4, 2013

რატომ არის რომ...

  რატომ არის რომ ფასდაკლებებით ნაყიდი საკვები ყოველთვის უგემურია ან რატომ არის რომ ყველას სასწორი არასწორად წონის ან რატომ არის რომ თმისამაგრები უკვალოდ ქრებიან...
... პირველზე პასუხი მომეძებნება აი
მეორე და მესამე ჩემთვის მისტიურ შეკითხვად რჩება . სასწორზე გარეთ რომ არ უნდა დადგე მაშინ ვიწვნიე როცა ჩემი არასახარბიელო წონა ბათუმის ბულვარში მჭექარე სასწორმა დასჭექა.
ხომ აი მეორე მისტიურობას რაც შეეხება აი წარმოდგენა არ მაქ სად ქრებიან თმისსამაგრები აი ხო შეიძლება დაიკარგოს და გავიდეს დრო და იპოვო ხო? არა ეს "იმენა" შავ ხვრელში ხვდება =)) მე არ მახსოვს დაკარგული თმისსამაგრი მეპოვნოს 
მე კი არა მგონი ცხოვრებასაც არ ახსოვს.
 მმმ დღეს პასპორტის სურათი გადავიღე აგვისტოში ბანაკში მივდივარ ლონდონთან და ვღელავ ცოტა . ჰმ ისე რომ დავფიქრდე არასდროს მინდოდა ლიდერი ვყოფილიყავი ზედმეტი თავისტკივილია მაგრამ ალბათ ცხოვრება ასეთ შანსს რომ გაძლევს უნდა ადგე და გამოიყენო .. 
ხომ კიდევ რატომ არის რომ სანამ ბლოგზე შმეოვალ მილიონი სიტყვა მაქ თავში და რომ შემოვალ გაქროლებული ვესტერნული გორგალი მაქ თავში ..


თაკომე

Tuesday, April 2, 2013

(წა)წუწუნ(ება)

   ეს დღეებია ზურგი საშინლად მტკივა გამუდმებით უაზრო ზურგიან სკამებზე ჯდომისგან,ყველასთან ვწუწუნებ მგონი(დღეს ლათინურის ლექტორსაც კი ვეწუწუნე) =)) 

  და საერთოდაც ხშირად ვწუწუნებ რომ ვუკივრდები არადა მაგარი რამეა ეს წუწუნი , არაფრის მომცემი და თავის შესაცოდებელი ...
მაგრამ აი იტყვი "აუ დავიღალე","მშია","ძალიან ბევრი მაქ" და თითქოს რაღაც მოგეშვება , და სანამ არ იტყვი კიდევ იქამდე გექაჩება შედაუნებურად ამოგალუღლუღებინებს.
  მახსოვს აბიტურიენტი რომ ვიყავი ისტორიის მასწავლებელმა მოიტანა ფურცელი და დემონსტრაციულად დადო მაგიდაზე ფურცელზე ეწერა "წუწუნი" და იყო გადახაზული იმის მერე მგონი აღარ დაგვიწუწუნია. 
   რამდენად გამაღიზიანებელია არ ვიცი ალბათ გააჩნია სიხშირესაც თუ გამუდმებით წუწუნებ უკვე დროა თოკი დაიჭირო და მო (ანუ თავი მოთოკო)=))
   ხომ საერთოდ რატომ დავიწყე წუწუნზე საუბარი თავი 80 წლის ბებერი მგონია ამ ზურგის ტკივლის გადამკიდე მგონი უკვე გავაცნობიერე რა ძნელია იყო მოხუცი.
   მმმ წუწუნთან არაფერ შუაშია მაგრამ თმა შევიღებე... მმ დიდი ხანია მინდოდა შემეღება ... და აი 1 კვირის წინ გავრისკე შედეგით კმაყოფილი ვარ, ნუ ყველა მეუბნება ბუნებრივად გაქ და გიხდებაო მე კი ვამბბობ წარბები მყიდიან მეთქი... =))) 
აი ამ ფერზე მინდოდა და მგონი გამომივიდასავით ... 
მოწუწუნე თაკომე