Tuesday, July 16, 2013

დატვირთული გრაფიკი

 ნეტა როდის იწურება ადამიანის შესაძლებლობები? აი, როცა ვამბობთ არ შემიძლიას-ძირითადად მაინც თავის დაზოგვის მიზნით ვამბობთ ხოლმე მგონი ასეა... დღეს, გრანტის გაუმჯობესების გამოცდაზე ვიყავი, ისე დამღალა უნარებმა თავი აბიტურიენტი მეგონა ისევ. სანამ ტესტებს დაგვირიგებდნენ თავში ამ ფრაზას ვატრიალებდი "აი,თაკო ამდენი უაზრო საგანი გაგივლია და ტექსტი გისწავლია ამ უნივერსიტეტში და რა ტექსტი უნდა მოვიდეს ისეთი რომ გაგაკვირვონ?" ნუ რა თქმა უნდა ტექსტი იყო მონსტრი პირველი მაინც მაგრამ არა იმაზე უარესი როგორის სწავლაც ახლა მიწევს :) ჩემ უკან გოგო ტექსტს თავის პირის ღრუში აბუტბუტებდა და ლამის მივუბრუნდი და ვწეპე.. რა უბედურებაა რა. დამკვირვებლები ერთმანეთს ხელიდან სტაცებდნენ ყველაფერს პაექრობით(არა მე დავალაგებ პასტებს შენ მოაწერინე ხელი არა მე წავიკითხავ=)) ), სანამ გამოცდაზე შევიდოდი ლიფტში გავიჭედე, ასე რომ თავის გასამართლებელი საბუთებიც ბევრი მაქ თუ რამე... საერთო ჯამში კი არ ვიცი როგორ დავწერე =)) ვნახავ პასუხები, რომ დაიდება.. უკვე 2 თვეა გამოცდები მაქ, რაც საკმაოდ დამღლელია ... თბილისში აუტანელი სიცხეა... დღეს ფიბიმ მომწერა მესიჯი, ისეთი ქანცგაცლლი ვეგდე და ვუყურები "grays anatomy"ს, რომ მარტო მომაკვდავი კნუტი თუ ამაყენებდა და გამიყვანდა სახლიდან.კნუტი(ნაგვის ფისო,ახლა ამას ფიბი კითხულობს და თაველბს მიჭუტავს) ძალიან პაწია იყო ახალი ახელილი თვალებით შევფუთეთ მივიყვანეთ ვეტერინართან ვაჭამეთ ვისკასის წვენი თუ რაღაც უფრო სწორად თვითონ ჭამა საწყალმა ისე შიოდა მთელი გზა არ მოისვენა და რომ მივეცით საჭმელი გაინაბა და კრუტუნი დაიწყო. ახლა ფიბი პატრონს ეზებს ამ კნუტისთვის...:) 
  ერთი-ორი სიტყვა ლუდის ფესტივალზეც უნდა ვთქვა უფრო სწორად დიალოგი.
მივდივართ გოგონასთან რომელიც ლუდის კუპონებს არიგებს ამ დროს გვესმის..
-აუ შენ რა მეღდავებეეე??? (ინტონაციია რომ არ გადმოიცემა ნაწერში ძალიან ძალიან ცუდია)
და ვიღაც ტიპი ცდილობს აუხსნას რომ არ ეღადავება ამ დროს მე ვფიქრობ რომ ეს "ტიპი" მთვრალია და ამ გოგოს რაღაცეებს "ეღლაბუცება". მივედით და ვამბობთ (ნუ ნიკა ამბობს=))) 
-2 ნატახტარი მინდა, 2 ეფესი და 2 რაღაც (აღარ მახსოვს რა იყო). ეს გოგოც არ აყოვნებს და ამბობს..

-მოიცა ეხლა შენ მეღადავებეე???? ამ დროს აუცილებელია კადრი ჩემ სახეზე =)) 
ვეუბნებით რომ არ ვეღადავებით მერე იწყებს
-აა მოიცა ერთი წუთე, როგორ თქვიი? და წვალობს
-იყოს 2 ნატახტარი
გვართმევს 20 ლარს და გვიბრუნებს 14 ს (ანუ ორი ლუდის ზედმეტს გვახდევინებს) ჩვენ სანამ ეს გავაანალიზეთ ... მერე მოდის ნაცნობი და ვუყვებით, ამ ამბავს აღმოჩნდება, რომ იცნობს იმ გოგოს მივდივართ და ის გოგო ნიკასთვალებისჭრიმეს გამო გვიბრუნებს 3 ლარს... 
ეს ის მომენტია როცა იქ უნდა ყოფილიყავი.(ღმერთმანი რატომ ვართ ასე გაღმა)

   პ.ს ზაფხულის ერთი თვეღა დარჩა თუ მომდევნო დღეებს არ ჩავთვლით და ისე დამღლელი აღმოჩნდა რომ ... აგვისტოში ლონდონში მივდივარ და იმედია ბლოგისთვის საინტერესო რჩევებს ჩამოვიტან ახლა კი ისევ ჩემ კონსპექტებს და უბედურობებს უნდა მივუბრუნდე.
ძილგატეხილი თაკომე