Tuesday, October 29, 2013

შემოდგომის ნალეგენდარი fიბი




    ის იყო კომპიუტერის გამორთვა და დაძინება დავაპირე, რომ მოულოდნელად ფოლდერი სახელად "მრრრ" გავხსენი, ამ ფოლდერში ვინახავ ფბ-დან გადმოწერილ იმ სურათებს, რომლებიც მათბობს (რა იდიოტი წინადადებაა). მოკელდ ეს სურათები მამშვიდებენ და მიყვარს. დავაკვირდი,რომ ყველაზე მეტად ლამაზი ინტერიერების სურათები მიყვარს, კიდევ თუ დავკონკრეტდებით, საწოლების. ფუმფულა, არეული, თეთრი, დალაგებული, სულ ერთია. მიყვარს საწოლები, რატო არ ვიცი. 

 ჰომ..

    წელს მეც ვიყავი "შემოდგომის ლეგენდაზე"... ნამდვილად არ მეგონა ესეთ დაუვიწყარ დროს თუ გავატარებდი. მართლა ძალიან კარგი ხალხი გავიცანი. თემას ერქვა "28-ე" , უცნაური სახელია, მაგრამ ნამდვილად საინტერესო... სამწუხაროდ მე ჩემი ნაწერით უკმაყოფილო ვარ. ეს არაა ის შემთხვევა, როცა იცი რო რაღაც ნორმალური დაწერე და უბრალოდ რომ თავმდაბლობ. ეს ის შემთხვევაა,როცა იცი, რომ რაღაც შენი სტილისგან განსხვავებული დაწერე და არ გაამართლა. მართლა ძალიან ძლიერი ნაკადი იყო წელს და მეც მიკვირს, მაგრამ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ყველას სიხარულით მივულოცავ.


    ლეგენდა ამჯერად წინანდალში იყო. ჭავჭავაძეების სახლმუზეუმში. ულამაზესი ადგილია. საკონკურსო დღეს ჩემი პუფი გუდასავით მოვიკიდე და ლაბირინთთან ახლოს , უძველესი ხის ქვეშ შევიყუჟე. ადგილი ულამაზესი იყო, თუმცა მუზები იქ არ ბუდობენ...

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ წელს მე და თაკომე ერთობლივ პოსტს დავწერთ "შემოდგომის ლეგენდის" შესახებ. შეიძლება მომდევნო პოსტში უფრო განვავრცო ეს თემა, ეხლა უბრალოდ თვალები ისე მეხუჩება,როოომ... რომ არ ვიცი... ნინოს და თაკოს წარმატებები შემდეგ წელს. ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა <3 

                                                             დაღლილი და შემოდგომის ნალეგენდარი fიბი