Sunday, October 25, 2015

ზღნარი დღე

დღეს დილით შემართებით გავიღვიძე, წინ ლემურებთან შესვლა და
მათი გამოკვება მელოდა. ზოოპარკი 13 ივნისის მერე ძალიან შეცვლილია. თითქოს "გასართობი" ადგილია და ისეთი სევდიანი თან, რომ წამოსვლა მოგინდება, მაგრამ იმედია ეს დამძიმებული გარემო შეიცვლება და ისევ ისეთი ჟრიამული იქნება. 
როცა წავიკითხე, რომ ზოოპარკმა ახალი 
პროექტი დაიწყო "სტუმრად ცხოველთა სამყაროში" ძალიან გამიხარდა. თანაც პირველი შესვლა ლემურთან იყო, ეს უკანასკნელი კიდევ ძალიან მიყვარს. ცხოველთან შესვლა და მისი გამოკვება 20 ლარი ჯდება და ჯობია ბატიბუტის მუჭით ყრას( როგორც დღეს ერთი ქალი აკეთებდა) გადაიხადოთ ერთხელ ეს 20 ლარი, ანდაც ბანანი იყიდოთ და ის აჭამოთ გარედან. თუმცა შიგნით როცა ხარ გალიაში სულ სხვა შეგრძნებაა

Thursday, October 15, 2015

თაკომე, ბარსელონა ნაწ.2

რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით თქვენი მოგზაურობიდან?


ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხი უნდა გაიცეს=)). საქმე კი აი რაშია... ბარსელონაში არის გოთური უბანი სადაც ვიწრო, ვიწრო ქუჩებია და ნაცრისფერი დაბალი შენობები. ამავე უბანშია პიკასოს მუზეუმი რომელიც არის უსაყვარლესი! მუზეუმთან ახლოს დგას კაცი რომელიც სავარაუდოდ არალეგალია. პირველად რომ ჩავიარეთ(მე და ჩემმა ოჯახის წევრ
ებმა)მაგნიტაფონი ედგა წინ და რაღაც სიმღერა ჰქონდა ჩართული გვერდზე კიდევ სიმპსონის პატარა გმირები ცეკვავდნენ. ეს კაცი კიდევ იძახდა "OMG It's so funny!" შემდეგ კატალონიურად ამბობდა სავარაუდოდ იგივეს. ეს სანახაობა მართლაც funny იყო. რაღაც მიზეზების გამო ამ ქუჩის ავლა და ჩავლა და ისევ ავლა მოგვიხდა და რამდენჯერაც არ გავიარეთ ეს კაცი ასეთივე შემართებით გაყვიროდა  "OMG It's so funny!" სიმპსონები იგრიხებოდნენ აქეთ-იქით რიტმში. 

Monday, October 12, 2015

თაკომე,ბარსელონა ნაწ. 1

   წელს გეზი ბარსელონასკენ ავიღე... დავგეგმე წინასწარ მუზეუმები და ადგილები სადაც მივიდოდი, მაღაზიები სადაც შევიდოდი და გემრიელობები რასაც შევჭამდი....იმდენჯერ ვნახე რუკა რომ ჩამოვედი ავტობუსიდან მეტროსთან ხელი გავიშვირე და ვთქვი -აქ სტარბაქსია! ვუალა- მართლაც, სტარბაქსი იყო ჩემი ხელის გასწვრივ. 
საერთოდ ყოველთვის მეგონა,რომ რუკის წაკითხვას ვერასდროს ვისწავლიდი არადა საკმაოდ მარტივი ყოფილა.
   ადგილი სადაც ვცხოვრობდით იყო ცენტრში 10 წუთი უნდოდა ფეხით
რამბლამდე, რომელიც მთავრი ქუჩაა ბარსელონაში, თუმცა მე ვთვლი რომ ამაზე უკეთესი ქუჩებიცაა. 
პირველი რაც თვალში გხვდება ესაა განიერი ქუჩები,სადაც ავტობუსს თავისი გზა აქვს, ველოსიპედს თავისი , ფეხით მოსიარულეს თავისი, ტაქსსაც თავისი გზა ამიტომ თითქმის შეუძლებელია საცობი.