Sunday, November 13, 2016

ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი

ამ შემოდგომას იტალიაში ვიყავი, ნებისმიერი წიგნის მაღაზიის გამოსაჩენ ადგილზე „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ იდო, პირველი გვერდი მაშინვე შემომეკითხა.( უნდა აღვნიშნო რომ საკმაოდ ძვირი ღირდა 25 ევრო, რაც ჩვენ ვალუტაზე რომ გადმოვიყვანოთ 64 ლარია.)ამიტომ ყოველ ახალ შემხვედრ მაღაზიაში შემდეგ გვერდს ვკითხულობდი, მერე თბილისში ჩამოსულს საჩუქარი გამიკეთეს ... ჩამოვიდა თუ არა 2 დღეში წავიკითხე ( ისე ერთი დღის საქმეა).
ახლა რაც შეეხება წიგნს. „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ - ჯ.კ როულინგის, ჯეკ თორნის და ჯონ ტიფანის ახალი პიესაა. პიესის ნახვა ლონდონის Palace Theatre -შია შესაძლებელი. ლონდონში რომც წახვიდეთ, შანსი იმისა რომ ბილეთის ყიდვას შეძლებთ ცოტაა. საქართველოში რომ ამ პიესის დადგმა ვინმემ გადაწყვიტოს მშვენიერი ამბავი იქნება...და ნეტა ვინმემ მართლა გადაწყვიტოს.
ზოგადად პიესების კითხვა არ მიყვარს, მაგრამ ეს ის მომენტია როცა უნდა ვაღიარო, რომ როულინგს იმედი არ გაუცრუებია.
ვიცი ჰარი პოტერის „ფანებს“ ეს ამბავი როგორ გაახარებდათ, იმიტომ რომ მეც ძაალიან გამიხარდა და თან შემეშინა, იქნებ ვერ დაეწერა ისეთი... იქნებ შემცვლოდა წარმოდგენა...გაეფუჭებინა.