Friday, December 30, 2016

ამომავალი მზის ქვეყანაში



"ძაღლების ცხოვრების დამგეგმავივკითხულობ აბრაზე, ხელში ყავის ქილა მიჭირავს, რომლის ბრაილის შრიფტსაც მზის სხივი ეცემა, მარჯვენა საჭიანი მძღოლი მოთმიებით მიცდის როდის გადავალ ზებრაზე, ვხვდები, რომ რაღაც ისე ვერაა, ფეხქვეშ ვიხედები და ვხედავ, ოდნავ მარჯვნივ უნდა ვიარო, ველოსიპედის ზებრაზე ვარ.
 ამომავალი მზის ქვეყანაში დილა ძალიან ადრე იწყება, ღამე ყველაზე ნაკლებად ჩერდება იაპონიაში. 5-ზე უკვე ბნელდება, თანაც ისე, როგორც აქაური დროით 9-ზე.

 კულტურული შოკი ნერვების შლაში გადადის. კი მაგრამ, როგორ ახერხებენ, რომ ყველაზე და ყველაფერზე წინასწარ აქვთ ნაფიქრი? ჩავდივარ მეტროში კიბეზე და ვცდილობ გამოვიჭირო იაპონია რამეში, რიგითი იაპონელიც, რაღაცა იქნება... ეგებ გადამასწროს? ან ეგებ, სულაც აიღოს და რამე დააგდოს ძირს, ან ეგებ, ქუჩაში ჭამდეს?-