Tuesday, August 29, 2017

ყვავილები ელჯერნონისთვის - დენიელ კიზი

  "ყვავილები ელჯერნონისთვის" 1958 წელს დაიწერა. ავტორი დენიელ კიზი ამერიკელი მწერალია, მან აღნიშნული ნაწარმოებისთვის მიიღო  "Hugo Award"-ი, რომელსაც ყოველწლიურად გადასცემენ ფანტასტიკის, ან სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურაში.
 "ყვავილები ელჯერნონისათვის" -  გონებრივად ჩამორჩეილი ჩარლი გორდონის დღიურია, რომელსაც ძლიერი სურვილი აქვს იყოს იმაზე ჭკვიანი, ვიდრე არის. თითქოს ჭკუა მას მისცემს ყველაფერს რაც აკლია, განსაკუთრებით კი დედის სიყვარულს. სწორედ ეს სურვილი განაპირობებს, იმას რომ ჩარლი სხვებისგან განსხვავდება, ამიტომაა, რომ მას გამოარჩევენ და გაუკეთებენ ოპერაციას, რომელმაც მისი IQ საგრძნობლად უნდა აწიოს. ელჯერნონი კი თაგვია, რომლესაც ეს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და გონებრივად ჩარლიზე განვითარებულია.
 წარმოიდგინო საუთარი თავი სხვის ადგილას, არაა მარტივი, მითუმეტეს არაა მარტივი დაინახო საკუთარი თავი სხვისი თვალით. ჩარლი კი ოპერაციის მერე სწორედ ასეა. ჩარლი განყენებულია
საკუთარი თავისგან,  მაგრამ ისევ ის პიროვნებაა, რომელიც ოპერაციამდე იყო. პიროვნება რომელსაც ვერ ხედავდნენ, ან არ უნდოდათ მისი დანახვა.