Sunday, June 24, 2018

მოგზაურობა პორტუგალიაში


არასდროს მიფიქრია პორტუგალიაში მოგზაურობაზე, მეტიც არც სხვისგან გამიგია იქ წასვლის სურვილზე. ერთხელ facebook-ზე ჩემი უსაყვარლესი ლექტორის ფოტო ვნახე, ადგილი ისეთი უცნაური და სხვანაირად ლამაზი იყო, რომ მაშინვე გუგლს მივაკითხე. აქედან დაიწყო ჩემი დიდი სურვილი პორტუგალიაში წასვლის. ბილეთები შედარებით ძვირი ჯდებოდა, ამიტომ ოცნებას თავი დავანებე და სამომავლოდ გადავდე პორტუგალიაში ვიზიტი.
ხშირად გამიგია რომ ამბობენ სპიკერები, რამდენად მნიშვნელოვანია გჯეროდეს იმის, რაც გინდა რომ მოხდეს. ახალი წელი იყო, ნიკო სახლში მოვიდა და თქვა რომ სამსახურში თავისი უფროსი ახალი წლის საღამოზე ათამაშებდა ტურს ნებისმიერი მიმართულებით, კონკრეტული თანხის ფარგლებში. ხოდა ძალიან გააზრებულად დავიწყე იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ უკვე მოვიგეთ ეს საგზური და ლოკაციებიც ჩამოვთვალეთ მათ შორის ერთ-ერთი პორტუგალია. დავიწყეთ რეალურად ლაპარაკი, რომ, აი აქ წავალთ, ეს სასტუმრო დავჯაშვნოთ, ამ ავიახაზებით გავფრინდეთ და რომელ სეზონზე ჯობს წასვლა. მოკლედ ოცნება რეალობაში გადმოვიტანეთ წინასწარ. ისე მოხდა რომ მოიგო.
მართალი აღმოჩნდა, რომ თუ რაღაცა ძალიან გინდა და წარმოიდგენ, რომ უკვე გაქ და განეწყობი, მართლად მიაღწევ. პორტუგალიაში ჩემი მოგზაურობაც სწორედ აქედან იწყება.
ვერ ვიტყვი რომ ინტერნეტში ისეთივე განებივრებული ხარ ამ ქვეყანაზე ინფორმაციით ტურისტებისგან, როგორც, მაგალითად იტალიაზე. ამიტომ რაღაცეების მონახვას უფრო მეტი დრო ჭირდება.