Showing posts with label ბავშვობა. Show all posts
Showing posts with label ბავშვობა. Show all posts

Wednesday, November 18, 2015

ორმო


ბავშვობაში ფრჩხილებში სულ ქვიშა მქონდა კარგად გამჯდარი. გათენდებოდა თუ არა ჩავრბოდით ეზოში და ორმოს ვთხრიდით ბავშვები. ყველას თავისი ორმო ქონდა, აბა გაგებედა და რომელიმეს ორმოდან ამოგეღო რამე, დაუწერელი კანონი იყო: ხელები მხოლოდ შენ ორმოში... დღის ბოლომდე ვისიც ყველაზე დიდი ორმო იქნებოდა, ის იყო გამარჯვებული, მაგრამ თუ შენი ნაპოვნი ნივთები სხვისას აჯობებდა, მაშინ შენ იგებდი.
უცნაური გასართობი იყო, მაგრამ ძალიან აზარტული. პირველი ნაპოვნი ნივთი ყოველთვის უმიშვნელო იყო. ან გატეხილი თოფის ნაწილი, ან სათამაშოს ხელი. აი, რაც უფრო ღრმა შრეებში თხრიდი, მით უფრო რთული ხდებოდა, თუმცა, მით უფრო საინტერესო ნივთებს პოულობდი. გასაღები,ბოთლი, ბეჭედი, კულონი. ჩემი გათხრების მანძილზე უამრავი მოურგებელი გასაღები ვიპოვე, გატეხილი ნივთი და მონეტა.
ასე რვა საათისთვის, როცა უკვე ბნელდებოდა, ყველა თავის ორმოს ამოავსებდა, ცოტა დანანებით ხელებით შემოასწორებდა და შემდეგ ფეხებით დატკეპნიდა. მეორე დღეს იგივე ორმოს არავინ უბრუნდებოდა. მახსოვს, როგორ დამწყდა გული, როცა ვერაფრით  ამოვიღე ნივთი, რომლის ნახევარიც ჩანდა. ხელები დამეღალა, მომბეზრდა ფესვებთან ჭიდაობა და დავთმე. მიწა დავაყარე, ავდექი, ჩამოვიფერთხე ტანსაცმელი და გადავუარე . სულ მეგონა რომ სკივრი იყო, რომელშიც ასევე საინტერესო რაღაცეები იქნებოდა.
საკმაოდ პატარა ტერიტორიაზე, საოცარია, რამდენი ნივთი იმალებოდა.ნაპოვნ ნივთებს ქილებში ვაგროვებდით და ვხუფავდით.ასეთი ქილები დღემდე დგას ჩემ სარდაფში მურაბების გვერდზე.
ვფიქრობ, აქედან დაიწყო ჩემი უცნაური ჰობი. დავდიოდი ეზოებში და მიწაში ნივთებს ვმალავდი.  ასე გაუჩინარდა სახლიდან ბაბუაჩემის მედალი, ყოფილი შეყვარებულის ნაჩუქარი პატარა დათვი, ბლოკნოტის გასაღები, ლაზერი, ჯიბის ლექსიკონი და სხვა.
ერთხელ უცნაური სიზმარი დამესიზმრა. მაშინ, როცა ბავშვობა კაი ხანია უკან მომეტოვებინა.

Saturday, January 28, 2012

როგორ მეცვლება გემოვნება ანუ ვიზრდები


ადამიანს  ყოველთვის აქვს იდეალზე წარმოდგენა ... და ეს წარმოდგენა მე პირადად დროის გასვლასთან ერთად მეცვლება.
ბავშვობაში მაგარი გოგოები მეგონა ისეთი ტიპები ვისაც უამრავი ბიჟუტერია ჰქონდა და მუაგრად იცვამდა თან იმ დროს ის ფილმი მომწონდა „საზიზღარი გოგონები“ ..
აი სადღაც ასეთები ზემოთ რომ სურათია.
მერე რადიკალურად შემეცვალა გემოვნება და ვფიქრობდი რომ პირობითად მაგარი გოგო გოთია =)) ნუ მთლად გოთიც არა მაგრამ სადგაც აი ასეთი..
იდუმალი და რაღაცნაირი გოთური (=)) )
მერე რაც შეიძლება სადა და ფერადი ტიპის გოგო მელამაზებოდა, ყველაფერს ვარდისფერი სათვალიდან რომ უყურებს და დადებითს ეძებს
ჩემი სტილიც შესაბამისად ასე იცვლებოდა ახლა კი აზრზე არ ვარ როგორი ტიპის გოგო(ქალია) ჩემთვის იდეალი
მგონი აღარც მჭირდება იდეალების არსებობდა მეთვითონაც კარგად ვწყვეტ როგორი სტილი აჯობებს :) 
ადამიანმა ყველა ეტაპი უნდა გაიაროს რო ალბათ თავისი სტილს მიაგნოს ხოდა მეც ყველაფერს ვიღებ წარსული იდეალებისგან...(ზომიერების პარგლებში)
(და რა გამოვიდვარ მე? ძერსკი გოთი რომელსაც რატომღაც ფერადად აცვია =)))

თაკომე