Showing posts with label წიგნი. Show all posts
Showing posts with label წიგნი. Show all posts

Tuesday, August 29, 2017

ყვავილები ელჯერნონისთვის - დენიელ კიზი

  "ყვავილები ელჯერნონისთვის" 1958 წელს დაიწერა. ავტორი დენიელ კიზი ამერიკელი მწერალია, მან აღნიშნული ნაწარმოებისთვის მიიღო  "Hugo Award"-ი, რომელსაც ყოველწლიურად გადასცემენ ფანტასტიკის, ან სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურაში.
 "ყვავილები ელჯერნონისათვის" -  გონებრივად ჩამორჩეილი ჩარლი გორდონის დღიურია, რომელსაც ძლიერი სურვილი აქვს იყოს იმაზე ჭკვიანი, ვიდრე არის. თითქოს ჭკუა მას მისცემს ყველაფერს რაც აკლია, განსაკუთრებით კი დედის სიყვარულს. სწორედ ეს სურვილი განაპირობებს, იმას რომ ჩარლი სხვებისგან განსხვავდება, ამიტომაა, რომ მას გამოარჩევენ და გაუკეთებენ ოპერაციას, რომელმაც მისი IQ საგრძნობლად უნდა აწიოს. ელჯერნონი კი თაგვია, რომლესაც ეს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და გონებრივად ჩარლიზე განვითარებულია.
 წარმოიდგინო საუთარი თავი სხვის ადგილას, არაა მარტივი, მითუმეტეს არაა მარტივი დაინახო საკუთარი თავი სხვისი თვალით. ჩარლი კი ოპერაციის მერე სწორედ ასეა. ჩარლი განყენებულია
საკუთარი თავისგან,  მაგრამ ისევ ის პიროვნებაა, რომელიც ოპერაციამდე იყო. პიროვნება რომელსაც ვერ ხედავდნენ, ან არ უნდოდათ მისი დანახვა.

Sunday, June 18, 2017

რობერტ გელბრეითი - გუგულის ძახილი

ჯ.კ როულინგს ჰარი პოტერზე გაჩერება, რომ არ უყვარს დიდი ხანია გამოჩნდა. 2013 წელს როულინგის ახლი წიგნის გამოსვლამ „გუგულის ძახილი“ არ გამოიწვია აჟიოტაჟი, ხალხი არ მიაწყდა მაღაზიებს და ღამე არ გაათენა რიგში დგომაში, როგორც ეს, მაგალითად,  ჰარი პოტერიდა დაწყევლილი ბავშვის შემთხვევაში მოხდა. მიზეზი ფსევდონიმია. ჯოან როულინგმა გადაწყვიტა რობერტ გელბრეითის სახელს ამოფარებოდა. მაგრამ წიგნის გაყიდვები დიდი არ იყო, დეტექტივის ჟანრში თავის დასამკვიდრებლად მხოლოდ ამბავი საკმარისი არ აღმოჩნდა. 
 „The Sunday Times“ -მა ტვიტერზე ანონიმური მესიჯი მიიღო სადაც  ატყობინებდნენ, რომ გელბრეითი როულინგის ფსევდონიმი იყო. თაიმსმა გუგულის ძახილი სპეციალური პროგრამის მეშვეობით ჰარი პოტერს შეადარა სტილისტურად , რამაც დიდი მსგავსება აღმოაჩინა. ამის შემდეგ გაყიდვებმა საოცრად მოიმატა, რაც ბუნებრივია პოტერჰედების დამსაუხრებაა.

Sunday, January 22, 2017

მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის

თუ გიოცნებიათ, რომ რაიმე უჩვეულოს, ანომალიურს გადაყროდით, ან თავად ყოფილიყავით ამგვარი, შეგძლებოდათ სხვადასხვა უჩვეულო რამ, რაც ჩვეულებრივი ადამიანებისგან განგასხვავებდათ... და თუ ეს ნამდვილად გდომებიათ, რამდენი წლის იყავით?
და თუ ზოგჯერ, ახლაც გჯერათ და ოცნებობთ მსგავს თავგადასავალზე, მაშინ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ „მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის“. 

ამბავი ასე იწყება,
„შერეკილი“ ბაბუა შვილიშვილს უცნაურ ამბებს უყვება, ეს სხვებისთვისაა უცნაური, თორემ ბაბუა ამ ამბებზე ჩვეულებრივად ლაპარაკობს.
მერე ტრაგედია ტრიადება ოჯახში, ბაბუა უცნაურ ვითარებაში კვდება და ჯადოსნური, საშიში, ჩახლართული და საინტერესო ამბავიც იწყება. დაგროვილ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჯეიკობი(შვილიშვილი) ფოტოებზე აღბეჭდილი უცნაური ადამიანების მოსაძებნად მიდის.

Sunday, November 13, 2016

ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი

ამ შემოდგომას იტალიაში ვიყავი, ნებისმიერი წიგნის მაღაზიის გამოსაჩენ ადგილზე „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ იდო, პირველი გვერდი მაშინვე შემომეკითხა.( უნდა აღვნიშნო რომ საკმაოდ ძვირი ღირდა 25 ევრო, რაც ჩვენ ვალუტაზე რომ გადმოვიყვანოთ 64 ლარია.)ამიტომ ყოველ ახალ შემხვედრ მაღაზიაში შემდეგ გვერდს ვკითხულობდი, მერე თბილისში ჩამოსულს საჩუქარი გამიკეთეს ... ჩამოვიდა თუ არა 2 დღეში წავიკითხე ( ისე ერთი დღის საქმეა).
ახლა რაც შეეხება წიგნს. „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ - ჯ.კ როულინგის, ჯეკ თორნის და ჯონ ტიფანის ახალი პიესაა. პიესის ნახვა ლონდონის Palace Theatre -შია შესაძლებელი. ლონდონში რომც წახვიდეთ, შანსი იმისა რომ ბილეთის ყიდვას შეძლებთ ცოტაა. საქართველოში რომ ამ პიესის დადგმა ვინმემ გადაწყვიტოს მშვენიერი ამბავი იქნება...და ნეტა ვინმემ მართლა გადაწყვიტოს.
ზოგადად პიესების კითხვა არ მიყვარს, მაგრამ ეს ის მომენტია როცა უნდა ვაღიარო, რომ როულინგს იმედი არ გაუცრუებია.
ვიცი ჰარი პოტერის „ფანებს“ ეს ამბავი როგორ გაახარებდათ, იმიტომ რომ მეც ძაალიან გამიხარდა და თან შემეშინა, იქნებ ვერ დაეწერა ისეთი... იქნებ შემცვლოდა წარმოდგენა...გაეფუჭებინა.

Monday, July 4, 2016

"ყველა ნათელი ადგილი"



რომ დაგენახათ თქვენს სახლთან ყოველდღე ჩიტი მოფრინავს და თავს ურტყავს შუშას, გაუღებდით კარს? ჩათვლიდით, რომ აქ თქვენ სახლამდე მისი სახლი იყო?


„ყველა ნათელი ადგილი“ ამბავია ერთ ბიჭზეა, რომელსაც ფინჩი ქვია და ერთ გოგოზე, რომელსაც ვაიოლეტი ქვია.
Jennifer Niven-ის რომანი მარტივი წასაკითხია, ისეთია რომ ჩაგითრევს და მთელი დღე არ მოგეშვება, ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგცემს.
ძალიან ზედაპირულად რომ ვთქვა, წიგნი თინეიჯერებზე და მათ პრობლემებზეა, სუიციდზე, ბიპოლარულ აშლილობაზე, გაუცხოებაზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე, კარგ სიტყვებზე, ლამაზ ადგილებზე, მშობლებზე, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ შვილს დაეხმარონ და მშობლებზე, რომლებიც არაფერს აკეთებენ, რომ შვილს დაეხმარონ.

Thursday, May 12, 2016

“იყო იმაზე კეთილი ვიდრე საჭიროა“


ეს ციტატა გხვდება წიგნში, რომელსაც „საოცრება“ ჰქვია. საინტერესო სიტყვებია იყო იმაზე კეთილი ვიდრე საჭიროა. მე ძალიან მომწონს.
წიგნის ავტორი რ.ჯ. პალაციო რატომღაც კაცი მეგონა, ახლა მოვძებნე google -ში და ქალი აღმოჩნდა. წიგნს კი ემჩნევა რომ ქალის ნაწერია, განცდილია სხვანაირად.... მაგრამ ჯიუტად მაინც კაცი მეგონა =)).
"Palacio was compelled to write Wonder after fearing that her younger son (who at the time was three years old) would react badly after noticing a girl with facial birth defects was sitting beside him as they were waiting in line to buy ice cream."
წიგნი პატარა ბიჭზეა, რომელსაც უბრალოდ არ გაუმართლა და დაიბადა ისეთი, როგორიც დაიბადა. ავგუსტის დანახვაზე ზოგი სარგადაყლაპულივით შეშდება, ზოგი კივილით გარბის, ზოგი კიდევ პოულობს თავის თავში ძალას და გაკვირვებას მალავს.
ეს არაა სტანდარტული თხრობის მანერა. საინტერესოდ წერს მწერალი. განახებს თითოეული პერსონაჟის თვალით დანახულ ავგის. თუ ერთ მომენტში შენთვის გაუგებარია რატომ იქცევა პერსონაჟი ასე, მწერალი მეორე მხირდან განახებს, იმას გიყვება რაც იმ პერსონაჟმა განიცადა.რაც წიგნს ბევრად უფრო საინტერესოს ხდის.
წიგნში ექვსი პერსონაჟის თვალით აღვიქვმათ სამყაროს.

Sunday, December 22, 2013

მოხატული პირბადე

   ძალიან დიდი ხანია ბლოგზე არ დამიწერია, აი რომ ვფიქორბ რატომ აღარ ვწერ დღიურს ან ბლოგზე ან სადმე ვხვდები რომ სოციალური ქსელები და ფორუმები მთელ საწერ მასალას მაცლიან მაგრამ...

   არიან ფილმები რომლებიც კაი ხანს გამახსოვრდებიან, ასეთი არის "the painted veil" მახსოვს რომ ვუყურე გავსკდი ბღავილით, საოცრად ლამაზი ფილმია, საუნტრეკებიც ისეთი აქვს მმმმ აი ძალიან რომ უხდება, მსახიობებიც არაჩვეულებრივი, ფილმი რომელშიც ემოციებია იმდენი .. 
 სიუჟეტი ასეთია: მე–XX საუკუნის ოციანი წლები, ახალგაზრდა ექიმი და მისი მოღალატე ცოლი, კიტი, მიემგზავრება ჩინეთის ერთერთ მიყრუებულ სოფელში ქოლერას ეპიდემიასთან შესაბრძოლებლად.
არ ვიცოდი რომ ფილმი მოემის მიხედვით იყო გადაღებული და უნივერსიტეტში მომიხდა გამეარა მოემის "the painted veil". ვიცოდი რომ მომეწონებოდა რადგან ფილმით ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი მაგრამ რეჟისორს ბევრი რამე შეცვლილი აქ ფილმში და სრულიად სხვადასხვანაირად
 ვითარდება მოვლენები, ამიტომ უფრო საინტერესო იყო კითხვა. რა თქმა უნდა მინდოდა ფილმისნაირი დასარული ჰქონოდა წიგნს, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ მოემმა სილა გამაწნა =)) 
ესაა წიგნი ადამიანებზე, გრძნობებზე, რეალობაზე, პიროვნების დაცემაზე, განვითარებაზე, ბრძოლაზე საკუთარ თავთან, ვნებებთან, სიკვდილთან, ადამიანის თავგანწირვაზე, თვითგვემაზე და ბოლოს იმედზე.
ვისაც არ წაგიკითხავთ წიგნი და არ გინახავთ ფილმი ორივე ქენით =)) რადგან ორივე არაჩვეულებრივია . ბლოგზე თემაც კი მაქვს წიგნი ყოველთვის ჯობს ფილმს მეთქი მაგრამ ვაი რომ ვცდები ამ შემთხვევაში ორივე მშვენიერია.
თაკომე