Saturday, November 11, 2017

ერთხელ ბერლინში ჯესისთან

ჩემი და jessie j ის სიყვარულის ისტორია წლებს ითვლის. Jessie j -ს კონცერტი ბერლინში 2017 წლის 17 ოქტომბერს დაიგეგმა. იმ წუთში ვიყიდე ბილეთები და მე და ნიკო უკან მოუხედავად გავეშურეთ ბერლინის 2 დღიანი ტურისკენ. ბევრი ამბობს ერთ დღეში რა უნდა ნახო და ა.შ. ჩემი აზრით ერთ დღეში ბევრი რამის ნახვაა შესაძლებელი. მითუმეტეს თუ წინასწარ გათვლი ყველაფერს და გეგმა გექნება. ჩემი სია ასე გამოიყურებოდა : Brandenburg gate, Berlin cathedral church, Holocaust memorial, Reichstag building, Alexanderplatz, East side gallery, Gendarmenmarkt, pergamon museum.


აქედან მხოლოდ  Berlin cathedral church, და pergamon museum ვერ ვნახე თუმცა დამატებით Kaiser Wilhelm Memorial Church და Victory Column ვნახეთ.
ბერლინი მკაცრი ქალაქია. მართალია  საკმაოდ ლამაზი მოხატული კედლები ბევრგანაა, მაგრამ იერი მაინც ასეთია. ნაცრისფერი შენობები ალბათ დიდ როლს თამაშობენ ამაში. 
ბერლინი რომ მკაცრი ქალაქია ამ პატარა მაგალითშიც ჩანს, ჩიტებს არ წყალობენ. ჩიტივით თავისუფალი ალბათ ამ ქალაქს არ ერგება იმიტომ, რომ ყველგან შენობის გამოწეულ კიდეებზე, რაფებზე, სტენდებზე სადაც კი ჩიტს დაჯდომა და სულის მოთქმა შეუძლია ნემსივითაა ამოწეული რკინები, მიზეზი ალბათ ისაა, რომ არ დაასკინტლოს, თუმცა ჩიტის სკინტლზე ცუდი სანახავი ეს ამოშვერილი რკინები უფროა ჩემთვის.

ვფიქრობ, ბერლინი ტურისტული ქალაქი სულაც არაა, იმას ვგულისხმობ რომ ძალიან გამიჭირდა რუკის მოძებნა და ყიდვა, ასევე სუვენირების მაღაზიებიც აქა-იქ იყო, მაშინ როდესაც რომი, ლონდონი, ბარსელონა საკმაოდ დატვირთულია მსგავსი მაღაზიებით.

მიუხედავად განწყობისა და შემართებისა ბერლინში მშვენიერი ამინდი დაგვხვდა როგორც წესი,  ოქტომბერში საკმაოდ ცივა. გამიმართლა, თბილი დუტის კურტკა რომელიც წავიღე სულ არ დამჭირვებია.