Tuesday, March 20, 2012

ბოლო ყვავილი ( ჯეიმს თურბერი )


ძალიან უხდება ერთმანეთს 



ყველასათვის ცნობილია, რომ XII მსოფლიო ომმა
ცივილიზაცია თითქმის მთლიანად გაანადგურა.
ქალაქები, სოფლები მთლიანად აღიგავნენ პირისაგან მიწისა.
ტყეებიც განადგურდა,
ბაღებიც,
ხელოვნების ნიმუშებიც...
კაცები, ქალები და ბავშვები უფრო დაბლები გახდნენ, ვიდრე ყველაზე დაბალი ცხოველები იყვნენ.
გულაცრუებულმა და დაღონებულმა ძაღლებმა მიატოვეს მათი დაცემული პატრონები.
დედამიწის ყოფილი ბატონების ამგვარი დაცემით გულმოცემული კურდღლები თავს დაესხნენ მათ.
წიგნები, ნახატები და მუსიკა გაქრა დედამიწიდან და ადამიანები ისხდნენ ასე, გულ-ხელ-დაკრეფილნი და არაფერს აკეთებდნენ.
ასე გადიოდა წლები...
რამოდენიმე გენერალს, ვინც გადარჩა, იმათაც დაავიწყდათ ბოლო მსოფლიო ომის ამბები.
ბიჭები და გოგონები იზრდებოდნენ ერთმანეთის ყურებაში და არაფერს გრძნობდნენ, ვინაიდან სიყვარულმა დატოვა ეს ქვეყანა...

ერთ დღეს, ერთი გოგონა, რომელსაც არასოდეს ენახა ადრე ყვავილი, შემთხვევით წააწყდა ბოლო გადარჩენილ ცალს.
მან მიირბინა ადამიანებთან და უთხრა, რომ ყვავილი კვდებოდა.
ერთადერთი, ვინც გოგონას ლაპარაკს ყურადღება მიაქცია, ახალგაზრდა კაცი იყო, მხოლოდ მას დააინტერესა რაღაცამ.
გოგონამ და ახალგაზრდა კაცმა ერთად დაიწყეს ყვავილის მოვლა და მანაც იხარა.
ერთ დღეს, ყვავილთან ფუტკარი მოფრინდა, მერე ბეღურაც.
მალე იქ ორი ყვავილი აღმოცენდა, მერე ოთხი და მერე ძალიან ბევრი.
ტყეები კვლავ აღმოცენდა, აყვავდა...
გოგონა დაინტერესდა როგორ გამოიყურებოდა.
ახალაზრდა კაციც დაინტერესდა გოგონათი და აღმოაჩინა, რომ სიამოვნებდა მასთან ყოფნა.
დედამიწაზე კვლავ დაიბადა სიყვარული.
ჯანმრთელი და ძლიერი შვილები ეყოლათ, მათ სიცილი და სირბილი ისწავლეს.
ძაღლები დაბრუნდნენ გადასახლებიდან.
ახალგაზრდა კაცმა აღმოაჩინა, რომ თუ ქვას ქვაზე დაადებდა, თავშესაფარს ააშენებდა.
ძალიან მალე ყველამ ააშენა თავშესაფარი.
ქალაქები და სოფლები კვლავ წამოიმართნენ.
ქვეყანაზე დაბრუნდა სიმღერა.
ტრუბადურები და ჟონგლიორები,
მკერავები და მეწაღეები,
მხატვრები და პოეტები,
მოქანდაკეები და ბორბლის ხელოსნები,
და ჯარისკაცები...
... და ... ,
 ... და ...,
... და ... ,
... და ... ,
და ლეიტენანტები და კაპიტნები,
და გენერლები და მაიორები,
და განმათავისუფლებლები, ვინც სიტყვით გამოდიოდნენ კრებებზე და იცავდნენ ხალხის ინტერესებს.
ზოგი სად წავიდა საცხოვრებლად და ზოგიც სად.
ხანი გამოხდა და ვინც მთებში წავიდა საცხოვრებლად, მოისურვა ბარში ცხოვრება,
ხოლო ვინც ბარში ცხოვრობდა, მთებში გადასახლებას აპირებდა.
განმათავისუფლებლებმა, ღმერთის სახელითა და ხალხის ინტერესების დასაცავად, გააღვივეს უთანხმოება.




და ასე ჩაერთო ქვეყნიერება კვლავ ომში
 


ამჯერად ყველაფერი განადგურდა ...
 და ყვეყანაზე არაფერი აღარ გადარჩა 


მარტო ერთი კაცი
და ერთი ქალი
და ერთიც ყვავილი!.




თაკომე

No comments:

Post a Comment