
იცოდით, რომ თითოეული ფიფქი თითის ანაბეჭდივით, ჟირაფის ლაქებივით, ზებრის ზოლებივით უნიკალურია?
არის, არის :P
რატომღაც ვაპირებდი დღეს თოვლის თემატიკას არ ავეტანე და რამე სხვაზე დამეწერა, მაგრამ საწინააღმდეგო "ჩავიდინე" და ამისი ორი მიზეზი არსებობს:
ა) რატომ არ უნდა დამეწერა, როცა დილიდან სხვაზე არაფერზე ვფიქრობ და
ბ) თვალწინ სულ ჩემი პატარა მეზობელი მიდგას, აი წარმოიდგინეთ! ვიყურები ფანჯარაში და ვხედავ, მოცუცქნული იაკობი დგას ჩემს გარაჟთან( ავტოფარეხთან), ცალ ხელში თოვლის გროვა აქვს( გუნდა არა) და მეორეში მოზრდილი ლოლო, ხან ერთს გაიქანებს პირში და ხან მეორეს :D მერე მე გამომხედავს და მიღიმის. ესეთი ლამაზი ღიმილი აქამდე არ მინახავს. ესეთი წრფელი და ეშმაკური!

თოვლზე სულ ერთი მოთხრობა მახსენდება, რომელსაც აქ აუცილებლად დავდებ, როცა თაკომე წიგნს მომიტანს, რომ ამოვბეჭდო და გასიამოვნოთ. ავტორი ჩემზე ერთი-ორი წლით დიდი თუ იქნება, უნიჭიერესია, რასაც მომდევნო თუ არა, მომდევნოს მომდევნო პოტსით აუცილებლად დაგიმკტკიცებთ :)
ეხლა კი თაკომეს ველოდები იპოდრომზე სათოვლაოდ რომ წაავიდეთ.
fიბი
No comments:
Post a Comment