შეიძლება ბევრი ამ წიგნს "გოგონა დრაკონის ტატუთი" იცნობს მაგრამ მე პირადად ეს სახელი უფრო მომწონს..უფრო უხდება და მთავარ სათქმელსაც ლაკონურად გადმოგვცემს.
ამ წიგნის შესახებ სხვადასხვა ბლოგის საშუალებით შევიტყვე საერთოდ მჩვევია რაიმე წიგნის ძებნა ბლოგებზე შეფასებების მიხედვით თავიდანვე ჩამითრია გამიკვირდა ისეთი აღფრთოვანებით ლაპარკობდნენ ამ წიგნზე და გადავწყვიტე მეყიდა..
არ ვიცი ბლოგებმა არ ვიცი ხალხმა (ან რამე რეკლამამ) მაგრამ წიგნი ძნელი საშოვნი იყო.. მოვიარე ბიბლუსის მაღაზიები და სულ მეუბნებოდნენ რა ყველას ეგ წიგნი გინდათო ვიკითხე ჩვეულებრივ წიგნის მაღაზიებში არც იქ შემხვედრია.. მოკლედ საბოლოოდ ვაგზალს მივაკითხე და თავისუფლად შევძლეი მისი ყიდვა სულ 10.90 დამიჯდა (თუმცა ახლა ზოგიერთ ჯიხურში 7 ლარად იყიდით თუ არ ვცდები)
ხომ წიგნს უკანა ყდაზე ვიგებთ წიგნის მოკლე შინაარს და ავტორზე ცნობებს როგორც შემდეგ გავიგე ჟურნალისტი ყოფილა, სამწუხაროდ თავისი წიგნის წარმატებას ვერ მოესწრო(ყველაზე მეტად ეს მიშლის ხოლმე ნერვებს სიკვდილის შედეგ დაფასება:|) აი ის რაც ვიკიპედიაზე
სტიგ ლარსონად - შვედი ჟურნალისტი და მწერალი. მას ეკუთვნის რიგი კრიმინალური რომანებისა, რომლებიც გამოქვეყნდა მწერლის გარდაცვალების შემდეგ. სახელი გაითქვა მილენიუმის ტრილოგიით.
ისე ეს ქართული ვიკიპედია ხომ მხოლოდ 4–5 წინადადებით შემოიფარგლება ხოლმე თუ მაინცდამაინც ილია არაა ან ვაჟა.

წიგნი ზოგჯერ იმდენად ამაზრზენი მომეჩვენა ბლაჰ ნიჭიერი კაცი იყო სტიგ ლარსონი და კარგი ფანტაზიის მქონე.. დასასრულც ისეთი აქვს ალბათ უფრო რეალური J
მოკლედ მე პირადად არ მიყვარს დეტექტივები, მაგრამ ამ წიგნმა მოლოდინს გადააჭარბა და საკმაოდ გამიხარდა რომ ასეთი ჩამთრევი წიგნი ვნახე 2 დღეა ხელიდან არ გამიგდია J ცოტა მოვიწყინე კიდეც „უმისოდ“ (ღმერთმანი რა სიტყვებს ვწერ ზოგჯერ)უიჰ ხო უნდა ავღნიშნო რომ საკმაოდ კარგი თარგმანია
მალე ფილმიც გამოვა..საინტერესოა თუ აჯობებს წიგნს (მაგრამ არამოგნია)
თაკომე
No comments:
Post a Comment