დღეს ახალგაღვიძებული ფანჯარას რომ მივუახლოვდი ისეთი სითეთრე იყო თვალები მოვჭუტე... ალბათ როგორ გამიხარდებოდა სკოლის პერიოდში ნუ დაბალ კლასებში თოოვლი... მმ ვი(თოვლავებდი) და თოვლის ბაბუას ავაშენებდი რა თქმა უნდა რახიტს! არასდროს გამომდიოდა წესიერის აშენება.. მაგრამ პირველი რაც გავიფიქრე იყო .. "ფუ შენი.."
შეიძლება იმიტომ რომ მაღლივში მიწევდა ასვლა და ვის უნდა დააბრალო გაყინული მაღლივის ბიბლიოთეკა თუ არა თოვლს .. დღეს კონსპექტები იმდენჯერ წავიკითხე რომ გამაღვიძო და მკითხო რა სად წერია ზეპირად გეტყვი... ჰაჰ სასაცილო ისაა რომ წიგნებში ნასწავლ მასალაზე ის უფრო კარგად მამახსოვრდება რომელ გვერდზე ეწერა და ფურცლის რა მხარეს..ვიდრე თვითონ რა ეწერა ბლაჰ ვერაფერი კარგი.
ხელკა |
მარეტი |
ჯერჯერობით ორი გამოცდა დავწერე და ორივე, ვფიქრობ ნორმალურად ..სახლში გათოშილი რომ ამოვბობღდი... დავჯექი და დავიწყე ფილმის ძებნა ხოდა სანამ კინოში იყო მაშინაც მინდოდა მენახა და ახლა ინტერნეტშიც რომ დაიდოო მმმ ხოდა ავდექი და გადმოვწერე "მონსტრები არდადაგებზე" მმმ მოვკალათდი ავიღე ჩემი ყველის სუხარები და დავიწყე ყურება... ძალიან კარგი მულწიკია ჰუჰ ბოლო კადრებზე ბევრი ვიცინე და ნუ არამარტო .. ვისაც ჯერ არ გინახავთ უყურეთ აუცილებლად აი ტრეილერიც და ხოო მარეტიც გააყოლეთ ხელს ჰუჰ
შემდეგში ქუდების ქსოვაზე დავწერ :)
თაკომე
No comments:
Post a Comment