Monday, March 18, 2013

წადი fიბი, წადი



ესე მგონია მთელი დღე ცემინების მეტს არაფერს ვაკეთებ...
ერთი დღე არ გამიკეთებია შარფი და ყელისტკივილმაც არ დააყოვნა. ჰეჰ. 
მაიმუნობის ხასიათზე ვარ რაღა დაგიმალოთ. მინდა უზარმაზარი (ნუ ჩვეულებრივ ზომას რას ვერჩი... ჰო რა ათრევს უზარმაზარს... კუბოსავით მხარზე ხო არ გავიდებ?) მარკერი მქონდეს და ადამიანებს ულვაშებს ვახატავდე ( ნუ ზოგს ისედაც აქვს....) 
ვიცი,რომ ერთადერთი არ ვარ, ვისაც დროს გაჩერება უნდა. ბავშვობაში სულ ვფიქრობდი რა კარგი იქნებოდა... გაშეშებულ ხალხს, მანქანებს, შენობებს ( თორე ისე სადმე გარბიან), ცხოველებს, ცაში უცნაურად ჩამოკიდებულ ჩიტებს რომ დავათვალიერებდი, ვივლიდი სიჩუმეში და რაღაც უხარისხოს, დებილურს ვიღიღინებდი. 
მმმმ სიჩუმე... ხანდახან სადმე ქალაქგარეთ რომ აღმოვჩნდები, წარმოვიდგენ თბილისში როგორი ქაოსია და მსიამოვნებს, ამ ყველაფრისგან შორს რომ ვარ, მაგრამ ეჰ... სამწუხაროდ არ შემიძლია თბილისს დიოდხანს მოვშორდე. იმიტომ არა რომ "ჩემი ქალაქია", ან " მშობელი დედასავით მიყვარს", სიმართლე გითხრათ, თბილისი არის ის ქალაქი, რომელიც ესე მგონია ჩემით უკმაყოფილოა, ისევე როგორც მე მისით, ესე მგონია ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მაგებინებს, რომ ჩემი არ ესმის. არ მიყოფს არც ერთ პაწაწინა სანტიმეტრს, სადაც მოწყენილობისას შევაფარებ თავს, თითქოს სულ მიმეორებს "fიბი წადი, წადი შენი ადგილი აქ არც არასდროს ყოფილა, არც არის და არც იქნება. წადი" ოღონდ არ მაგდებს, უბრალოდ მეუბნება დამრიგებლური ტონით. ვუყვარვარ მგონია, მაინც აქ დავიბადე და შვილობილი ვარ, ზუსტად ამიტომ მთხოვს წავიდე. იცის,რომ მისგან შორს როცა ვიქნები, გაცილებით უფრო გვეყვარება ერთმანეთი.
ერთი საათია ვცდილობ ვიპოვო ის მუსიკალური კომპოზიცია, რაც მესიამოვნება... და უბრალოდ იმას ვხვდები, რომ ძალიან მეძინება და ჭირვეული ბავშვივით ვიქცევი, მაგრამ არც "ქლათ" ეგრეა საქმე.. ეტა ჯეიმსი ჩამეღვარა ყურსასმენებში და მესიამოვნა. 
ავიჩემე წერა მინდა მეთქი და ისე მეძინება,რომ ძილზე მეტზე ვერც ვწერ და ვერც ვფიქრობ.... 
მოკლე პოსტის ავტორი... ამბიციური (აქაოდა უზარმაზარს შევთხზავო) fიბი

No comments:

Post a Comment