Sunday, June 24, 2018

მოგზაურობა პორტუგალიაში


არასდროს მიფიქრია პორტუგალიაში მოგზაურობაზე, მეტიც არც სხვისგან გამიგია იქ წასვლის სურვილზე. ერთხელ facebook-ზე ჩემი უსაყვარლესი ლექტორის ფოტო ვნახე, ადგილი ისეთი უცნაური და სხვანაირად ლამაზი იყო, რომ მაშინვე გუგლს მივაკითხე. აქედან დაიწყო ჩემი დიდი სურვილი პორტუგალიაში წასვლის. ბილეთები შედარებით ძვირი ჯდებოდა, ამიტომ ოცნებას თავი დავანებე და სამომავლოდ გადავდე პორტუგალიაში ვიზიტი.
ხშირად გამიგია რომ ამბობენ სპიკერები, რამდენად მნიშვნელოვანია გჯეროდეს იმის, რაც გინდა რომ მოხდეს. ახალი წელი იყო, ნიკო სახლში მოვიდა და თქვა რომ სამსახურში თავისი უფროსი ახალი წლის საღამოზე ათამაშებდა ტურს ნებისმიერი მიმართულებით, კონკრეტული თანხის ფარგლებში. ხოდა ძალიან გააზრებულად დავიწყე იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ უკვე მოვიგეთ ეს საგზური და ლოკაციებიც ჩამოვთვალეთ მათ შორის ერთ-ერთი პორტუგალია. დავიწყეთ რეალურად ლაპარაკი, რომ, აი აქ წავალთ, ეს სასტუმრო დავჯაშვნოთ, ამ ავიახაზებით გავფრინდეთ და რომელ სეზონზე ჯობს წასვლა. მოკლედ ოცნება რეალობაში გადმოვიტანეთ წინასწარ. ისე მოხდა რომ მოიგო.
მართალი აღმოჩნდა, რომ თუ რაღაცა ძალიან გინდა და წარმოიდგენ, რომ უკვე გაქ და განეწყობი, მართლად მიაღწევ. პორტუგალიაში ჩემი მოგზაურობაც სწორედ აქედან იწყება.
ვერ ვიტყვი რომ ინტერნეტში ისეთივე განებივრებული ხარ ამ ქვეყანაზე ინფორმაციით ტურისტებისგან, როგორც, მაგალითად იტალიაზე. ამიტომ რაღაცეების მონახვას უფრო მეტი დრო ჭირდება.


პორტო(პორტუ):


იტალიაში ნამყოფი ადამიანი პორტოზე ნამდვილად გაცვლის რომს, ყოველ შემთხვევაში მე ასე დამემართა.  პორტო უსაყვარლესი ქალაქია, რომლის კორპუსებსაც მიშენებები აქვს ! მაგრამ იმდენად ორგანულია, რომ პირიქით მხარს დაუჭერ მეზობელმა რომ დაშენება მოინდომოს.
პორტუგალია საერთოდ და რა თქმა უნდა პორტოც, თოლიების საყვარელი ადგილია. თოლიები ისე გრძნობენ პორტოში თავს, როგორც თბილისში მტრედები და იაპონიაში ყვავები.


პორტო გამოირჩევა 5-6 სართულიანი სახლებით, რომლებსაც ყველას ფერად-ფერადი კერამიკული ფილები აქვს. ყველა სახლი გამორჩეულია და თავისებურად ლამაზი. რატომღაც ყველას კარი მჭიდროდ გამოკეტილია, არ ვიცი შეიძლება ჩვენი ქალაქებივით იქაურ მაცხოვრებლებს მობეზრდათ პორტო და ლისაბონისკენ დაიძრნენ ან უბრალოდ მე შემხვდა ყველგან კარჩაკეტილი სახლები.
არ გაგიკვირდეთ თუ პორტოში სერინობისას ერთ ქუჩაზე შეიძლება შეგხვდეთ, კატა, ქათამი, მტრედი და ძაღლი.
პორტოს დახასიათებას ყველაზე მეტად ზღაპრული უხდება. ყველაფერი მართლა ზღაპრულ გარემოს ქმნის, სახლები, ხავსიანი სახურავებით, ზოგან ნისლი, ნაწვიმარი კედლები(პორტოში ხშირად წვიმს),მდინარე დუეროზე ჩამწკრივებული ხიდები,  ტრამვაი, ტურისტულ მაღაზიებში გამოფენილი ულამაზესი ნაკეთობები და ღვინის ხუფისგან დამზადებული სუვენირები, ვიწრო დახლართული ქუჩები, დაუსრულებელი აღმარ-დაღმართები.
პორტო ერთ-ერთი რომანტიული ქალაქია, რომელშიც ჩაისთვის ლიმონს ქუჩაში მოწყვეთ და თან გაიყოლებ.
პორტუგალიაში ხშირად ნახავთ კონსერვის მაღაზიებს, რომლებიც ისეა გაფორმებული, რომ თავიდან სათამაშოების მაღაზია გეგონებათ. თევზი ალბათ არავის გააკვირვებს რომ პორტუგალიის კულინარიაში დიდ ადგილს იკავებს. თევზებიდან პორტუგალიელები codfish-ს ანიჭებენ უპირატესობას, სავარაუდოდ დიდი რაოდენობითააა, რადგანაც ყველა მენიუში მთავარი კერძი მხოლოდ ამ თევზით გხვდება.




ლისაბონი:



ამბობენ რომ ან პორტო უნდა მოგეწონოს ან ლისაბონი. მე პორტო უფრო მომეწონა. შეიძლება ბევრი რამ ვერ ვნახე ლისაბონში მაგრამ, ჩემთვის ლისაბონი სხვა ევროპულ ქალაქებს გავს, უფრო ბარსელონას. ლისაბონში ფართო ქუჩებია,და ყველანაირად ემჩნევა რომ დედაქალაქია.
აუცილებელი ადგილი სადაც მეც მიმასწავლეს და ნამდვილად უნდა წახვიდეთ პორტუგალიური ტკბილეულის pastel de nata-ს გასასინჯად 1837 წლის საცხობი Pasteis de Belem-ია. რიგი რომელიც საკმაოდ გრძელია მალე გადის და იმაზე ბევრად მეტი pastel de belem-ი იყიდეთ ვიდრე გგონიათ, რომ გინდათ, რადგანაც საოცრად გემრიელია და არასდროსაა საკმარისი. გემოთი შეიძლება ნაპოლეონს მივამსგავსოთ, ფენოვანი ცომის დაბრაწული ჭიქა კრემითაა ამოვსებული.
თუ პორტოში ლიმნის ხეები გხვდება, ლისაბონში მანდარინის ბაღში ამოყოფ თავს. იასამნისფერი ხეებიც არ უნდა გაგიკვირდეთ და არც სივრცის შეგრძნება, რომელიც ოკეანესთან ახლოს ყოფნით წარმოიქმნება.
ლისაბონში და პორტოში ხშირად გხვდებიან არალეგალი ადამიანები და ქართული  "გუბკა, ბრიტვა, მაზი"-ის ნაცვლად  პორტუგალიურ ანალოგს ჯერ ნარკოტიკს  გთავაზობენ უარზე კი მაჯის საათს.
პორტუგალიაში რბილი, გემრიელი ლუდი აქვთ და ქვეყნის გარშემოც ძირითადად სწორედ ადგილობრივი ლუდი იყიდება.






სინტრა:

ლისაბონიდან ნახევარი საათის სავალ გზაზე პატარ ქალაქი სინტრაა. სინტრას ზღაპრულობა მის გარშემო გაშენებული სასახლეების  დამსახურებაა. ქალაქი წყნარია, ბევრი კატით და ერთადერთი მაღაზიით, რომელშიც მხოლოდ ელემენტარული რაღაცეები იყიდება და რომელიც 6 საათზე იკეტება, ამიტომ წინასწარ მომარაგება აუცილებელია. სინტრა პორტოზე მეტად მთაგორიანი აღმოჩნდა, იმდენად რომ ყოველი გარეთ გასვლა ალბათ 1-2 საათ ინტენსიურ ვარჯიშს უდრის.
სინტრას ერთ ბეწო ქუჩებში იმხელა ავტობუსები დადიან რომ დამიჯერეთ, აღარასდროს შეგეშინდებათ მანქანის დაპარკინგების ან გატევა-ვერ გატევის მანქანით მოძრაობისას. იქ მძღოლები რაღაც სასწაული მანევრებით ქუჩაზე ბევრად დიდი ავტობუსებით ახერხებენ მოძრაობას.




სინტრას სასახლეები და მისი ბაღები საოცრად ზღაპრულია, შედარებით ახალია 17-19 საუკუნის, სიძველით ვერა მაგრამ სანახაობით კი ნამდვილად დაიკვეხნის.

სინტრადან 40 წუთში ევროპის უკიდურეს დასავლეთის წერტილია Cabo da Roca. ულამაზესი კონცხი, რომელიც ოკეანესგან ციცაბო რელიეფით გაშორებს. კლდეებზე ცოცვით რომ გულს იჯერებ, ულამაზეს მინდვრის ყვავილებში უნდა ჩაჯდე და ცოტახანი ოკეანეს უყურო, ალბათ ამ ადგილზე ყველაზე ადვილია იოგის პოზაში ფეხების შემოწყობა და მედიტაცია. Cabo da Roca-ს უხეში რელიეფი ოკეანეს ერწმნის და საოცარ ჰარმონიას ქმნის. ეს კონცხი კიდევ ერთი მიზეზია თუ რატომ უნდა წახვიდე პორტუგალიაში, კერძოდ სინტრაში.

პორტუგალიაში მოგზაურობა ერთ დიდ ზღაპარს გავს, სადაც კერამიკული ფილებით მორთულ სახლში ცხოვრობ, ფანჯარაში მანდარინების და ლიმნის ხეები გეჭრებიან, შინაურ ფრინველად თოლია გყავს, ღუმელში pastel de nata გაქ შედგმული, ფანჯრიდან მდინარეზე მოლივლივე გემებს თოლიები ენაცვლებიან, ქუჩიდან ფადოს ხმა ისმის, პორტვეინის ჭიქას ცლი და ხვალინდელი წვიმიანი ამინდი სულაც არ გადარდებს.



Takome


1 comment:

  1. Okay...

    This might sound really weird, maybe even kind of "out there"....

    BUT what if you could just press "Play" to listen to a short, "miracle tone"...

    And INSTANTLY attract MORE MONEY to your LIFE???

    What I'm talking about is hundreds... even thousands of dollars!!

    Think it's too EASY??? Think this couldn't possibly be for REAL?

    Well then, I'll be the one to tell you the news..

    Sometimes the most significant miracles life has to offer are the SIMPLEST!!

    In fact, I'm going to provide you with PROOF by letting you PLAY a real-life "miracle money-magnet tone" I've produced...

    You just hit "Play" and the money will start coming into your life... starting so fast, you will be surprised...

    CLICK here NOW to PLAY this marvelous "Miracle Money-Magnet Tone" as my gift to you!!

    ReplyDelete