და აი, შემოვიჭყიტე, ჩემი პატარა თაკომე სულ მივატოვე და ჩემი თავის მრცხვენია, მაგრამ ლეპტოპის კლავიატურა გამიფუჭდა და... ძალიან თუ მოვინდომე შემიძლია რამდენიმე გაფუჭებული კლავიშის მაგივრად რიცხვი დავწერო. (მაგალითად ი=1 და ა.შ) მაგრამ თქვენ კი არა მეც დამატყდებოდა თვალები ეგეთი პოსტის კითხვაში.
გუშინ რაღაც მსუყე დღე იყო, სავსე.
დღეს, მიუხედავად ამ მშვენიერი და პირდაპირ გენიალური ამინდისა მაინც საწოლში ვამჯობინებ ყოფნას. :D
მმ, ვუსმენ ლანა დელ რეის. ეს ახალი ხმაა ჩემს ცხოვრებაში. ახალი სიმშვიდე და ახალი სიამოვნება.
როგორია იცით ჩემთვის? თითქოს მის მშვიდად სექსუალურ ხმას სიგარეტის კვამლი დაყვებაო (ოღონდ რო გაყროლებს ისეთი არა), აი ისეთია თვალებმოხუჭულმა რომ უნდა მოუსმინო და თან სიამოვნებით ჩაიკრუტუნო.ჩაცმის სტილიც ისეთი აქვს, არამოდერნიზებული, არაათასნათურა და ათასწვეტჩამაგრებული და ხმაურიანი, არამედ ძველ PIN UP სტილში ( ეს სტილი ძალიან მიყვარს და მერე ამაზეც დავწერ პოსტს :D) ამ მომღერლის აღმოჩენა კი იმიტომ მიხარია, რომ ის ეხლანდელ "ვარსკვლავებს" არ ჰგავს. ის დარჩება დროის შემდეგ.
"იმან წვეტიანი ლიფი ჩაიცვა, მოდი მე ხორცში გამოვეწყობი"... ეს ტენდენცია მგონი LADY GAGA-მ შემოაცუნცულა და ყველა თავგანწირვით ცდილობს მიბაძოს, გადაჯოკროს...( არა, ეს ტენდენცია სულ იყო, მაგრამ მე მაინც სულ ესეთი შთაბეჭდილება მრჩება და თქვენი არ ვიცი)
მაგრამ იცით რა, საბოლოო ჯამში, თუ შევკრებთ ამ ნიკი მინაჟებს და ათას მისნაირ "რაღაცნაირ" საცვალში გამოწყობილ ვაივარსკვლავს, მივიღებთ, რომ დღევანდელი შოუ-ბიზნესი სხვა არაფერია, თუ არა ელექტრონულად დაყენებული ხმის, სილიკონ-აღზევებული ფიზიონომია-სხეულისა და საოცარი (ამ სიტყვის ირონიული მნიშვნელობით) ვარცხნიილობების აღლუმი.
როგორც მოვიდნენ ისე წავლენ და მერე ადგილი ახალი სულელური ტენდენციებისთვის გათავისუფლდება.
ნეტა შეიძლება ვთქვა, რომ ეპოქის მოტანილს ეპოქა წაიღებს? მგონი შემიძლია არა?
მუდამ თქვენი დაკარგული fიბი :D
No comments:
Post a Comment