დაიწყო ჩემი ჩიტივით თავისუფალი ზაფხული ... აღარ მაქ გამცოდები ჩასაბარებელი 1 კურსიც ისე დავხურე რომ ყველაფერი რიგზეა ... აღარ მაქ ასაბეჭდი გ.ახვლედიანის ზოგადი ფონეტიკა და ბლა ბლა... გუშინ თითების დატეხვამდე ვკრიფე და საბოლოოდ 59 816 სიტყვა ავტვირთე ... ასე უაზორ დრო არასდროს დამიხარჯავს მგონი... ნუ 400 ლარი რაც ჩამერიცხება მერე შეიძლება დავაფასო ღირდა თქო...
მმმ უკვე 16ია მე და ფიბი 23იდან ზღვაზე ვაპირებთ დასვენებას აი ისე ჩვენ გემოზე და კიიდევ ვგეგმავ კოქტეილი გვასინჯო ჰუჰ რომელიც უკვე წელიწადზე მეტია მინდა გავსინჯო და დავწერთ ალბათ იქიდან ჩვენ ზღვურ არდადაგებზე .......ერთი სული მაქ უკვე ღამის მატარებელში ვიყო და გამთენიის ზღვას ვხედავდე მკრთალად რომ შემოდის სილურჯე ვაგონში... და რაღაცნაირ მშვიდ განცდას რომ ბადებს ...
მუდამ თქვენი უაზროდმპოსტავი თაკომე
No comments:
Post a Comment