არასდროს მიფიქრია პორტუგალიაში მოგზაურობაზე, მეტიც არც სხვისგან გამიგია იქ წასვლის სურვილზე. ერთხელ facebook-ზე ჩემი უსაყვარლესი ლექტორის ფოტო ვნახე, ადგილი ისეთი უცნაური და სხვანაირად ლამაზი იყო, რომ მაშინვე გუგლს მივაკითხე. აქედან დაიწყო ჩემი დიდი სურვილი პორტუგალიაში წასვლის. ბილეთები შედარებით ძვირი ჯდებოდა, ამიტომ ოცნებას თავი დავანებე და სამომავლოდ გადავდე პორტუგალიაში ვიზიტი.
ხშირად გამიგია რომ ამბობენ სპიკერები, რამდენად მნიშვნელოვანია გჯეროდეს იმის, რაც გინდა რომ მოხდეს. ახალი წელი იყო, ნიკო სახლში მოვიდა და თქვა რომ სამსახურში თავისი უფროსი ახალი წლის საღამოზე ათამაშებდა ტურს ნებისმიერი მიმართულებით, კონკრეტული თანხის ფარგლებში. ხოდა ძალიან გააზრებულად დავიწყე იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ უკვე მოვიგეთ ეს საგზური და ლოკაციებიც ჩამოვთვალეთ მათ შორის ერთ-ერთი პორტუგალია. დავიწყეთ რეალურად ლაპარაკი, რომ, აი აქ წავალთ, ეს სასტუმრო დავჯაშვნოთ, ამ ავიახაზებით გავფრინდეთ და რომელ სეზონზე ჯობს წასვლა. მოკლედ ოცნება რეალობაში გადმოვიტანეთ წინასწარ. ისე მოხდა რომ მოიგო.
მართალი აღმოჩნდა, რომ თუ რაღაცა ძალიან გინდა და წარმოიდგენ, რომ უკვე გაქ და განეწყობი, მართლად მიაღწევ. პორტუგალიაში ჩემი მოგზაურობაც სწორედ აქედან იწყება.
ვერ ვიტყვი რომ ინტერნეტში ისეთივე განებივრებული ხარ ამ ქვეყანაზე ინფორმაციით ტურისტებისგან, როგორც, მაგალითად იტალიაზე. ამიტომ რაღაცეების მონახვას უფრო მეტი დრო ჭირდება.
პორტო(პორტუ):

პორტუგალია საერთოდ და რა თქმა უნდა პორტოც, თოლიების საყვარელი ადგილია. თოლიები ისე გრძნობენ პორტოში თავს, როგორც თბილისში მტრედები და იაპონიაში ყვავები.

პორტოს დახასიათებას ყველაზე მეტად ზღაპრული უხდება. ყველაფერი მართლა ზღაპრულ გარემოს ქმნის, სახლები, ხავსიანი სახურავებით, ზოგან ნისლი, ნაწვიმარი კედლები(პორტოში ხშირად წვიმს),მდინარე დუეროზე ჩამწკრივებული ხიდები, ტრამვაი, ტურისტულ მაღაზიებში გამოფენილი ულამაზესი ნაკეთობები და ღვინის ხუფისგან დამზადებული სუვენირები, ვიწრო დახლართული ქუჩები, დაუსრულებელი აღმარ-დაღმართები.
პორტო ერთ-ერთი რომანტიული ქალაქია, რომელშიც ჩაისთვის ლიმონს ქუჩაში მოწყვეთ და თან გაიყოლებ.

ლისაბონი:
ამბობენ რომ ან პორტო უნდა მოგეწონოს ან ლისაბონი. მე პორტო უფრო მომეწონა. შეიძლება ბევრი რამ ვერ ვნახე ლისაბონში მაგრამ, ჩემთვის ლისაბონი სხვა ევროპულ ქალაქებს გავს, უფრო ბარსელონას. ლისაბონში ფართო ქუჩებია,და ყველანაირად ემჩნევა რომ დედაქალაქია.



ლისაბონში და პორტოში ხშირად გხვდებიან არალეგალი ადამიანები და ქართული "გუბკა, ბრიტვა, მაზი"-ის ნაცვლად პორტუგალიურ ანალოგს ჯერ ნარკოტიკს გთავაზობენ უარზე კი მაჯის საათს.

ლისაბონიდან ნახევარი საათის სავალ გზაზე პატარ ქალაქი სინტრაა. სინტრას ზღაპრულობა მის გარშემო გაშენებული სასახლეების დამსახურებაა. ქალაქი წყნარია, ბევრი კატით და ერთადერთი მაღაზიით, რომელშიც მხოლოდ ელემენტარული რაღაცეები იყიდება და რომელიც 6 საათზე იკეტება, ამიტომ წინასწარ მომარაგება აუცილებელია. სინტრა პორტოზე მეტად მთაგორიანი აღმოჩნდა, იმდენად რომ ყოველი გარეთ გასვლა ალბათ 1-2 საათ ინტენსიურ ვარჯიშს უდრის.

სინტრას სასახლეები და მისი ბაღები საოცრად ზღაპრულია, შედარებით ახალია 17-19 საუკუნის, სიძველით ვერა მაგრამ სანახაობით კი ნამდვილად დაიკვეხნის.

პორტუგალიაში მოგზაურობა ერთ დიდ ზღაპარს გავს, სადაც კერამიკული ფილებით მორთულ სახლში ცხოვრობ, ფანჯარაში მანდარინების და ლიმნის ხეები გეჭრებიან, შინაურ ფრინველად თოლია გყავს, ღუმელში pastel de nata გაქ შედგმული, ფანჯრიდან მდინარეზე მოლივლივე გემებს თოლიები ენაცვლებიან, ქუჩიდან ფადოს ხმა ისმის, პორტვეინის ჭიქას ცლი და ხვალინდელი წვიმიანი ამინდი სულაც არ გადარდებს.
Takome
Okay...
ReplyDeleteThis might sound really weird, maybe even kind of "out there"....
BUT what if you could just press "Play" to listen to a short, "miracle tone"...
And INSTANTLY attract MORE MONEY to your LIFE???
What I'm talking about is hundreds... even thousands of dollars!!
Think it's too EASY??? Think this couldn't possibly be for REAL?
Well then, I'll be the one to tell you the news..
Sometimes the most significant miracles life has to offer are the SIMPLEST!!
In fact, I'm going to provide you with PROOF by letting you PLAY a real-life "miracle money-magnet tone" I've produced...
You just hit "Play" and the money will start coming into your life... starting so fast, you will be surprised...
CLICK here NOW to PLAY this marvelous "Miracle Money-Magnet Tone" as my gift to you!!