"ხელოვნებათმცოდნეობის შესავალს" რომ გავდიოდი პირველ კურსზე, აი ეს ნახატი განვიხილეთ ველასკესის -"მენინები". ბუნდოვნად მახსოვს რა ვილაპარაკეთ, მაგრამ ფაქტია რომ ნახატი ერთი შეხედვითაც საინტერესოა. აქ ჩანს მხატვარი, ღია კარში გამავალი/შემომავალი კაცი, ძაღლი, პორტრეტებიდან მხოლოდ ერთია გამოკვეთილი და ა.შ
წელს, როდესაც პიკასოს მუზეუმში ვიყავი, მთელი ოთახი ნახატების ერთ სერიას ეთმობოდა, სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან ვერ მივხვდი ერთი და იმავე ნახატს თუ ვუყურებდი. ბოლოში რომ გავედი მხოლოდ, მერე მოვაბრუნე თავი და დავინახე, რომ ყველა ერთი იყო ოღონდ სხვადასხვა. მერე დიდხანს ვეძებე ინტერნეტში ნახატი და ვერაფრით მივაგენი.საბოლოოდ მუზეუმის საიტზე შევედი და იქ ვიპოვე. შედეგმა გამაოცა. ნახატების სერია, რომელიც მე ასე მომეწონა ველასკესის "მენინების" პიკასოსეული ვარიანტები იყო.
