Sunday, November 13, 2016

ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი

ამ შემოდგომას იტალიაში ვიყავი, ნებისმიერი წიგნის მაღაზიის გამოსაჩენ ადგილზე „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ იდო, პირველი გვერდი მაშინვე შემომეკითხა.( უნდა აღვნიშნო რომ საკმაოდ ძვირი ღირდა 25 ევრო, რაც ჩვენ ვალუტაზე რომ გადმოვიყვანოთ 64 ლარია.)ამიტომ ყოველ ახალ შემხვედრ მაღაზიაში შემდეგ გვერდს ვკითხულობდი, მერე თბილისში ჩამოსულს საჩუქარი გამიკეთეს ... ჩამოვიდა თუ არა 2 დღეში წავიკითხე ( ისე ერთი დღის საქმეა).
ახლა რაც შეეხება წიგნს. „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ - ჯ.კ როულინგის, ჯეკ თორნის და ჯონ ტიფანის ახალი პიესაა. პიესის ნახვა ლონდონის Palace Theatre -შია შესაძლებელი. ლონდონში რომც წახვიდეთ, შანსი იმისა რომ ბილეთის ყიდვას შეძლებთ ცოტაა. საქართველოში რომ ამ პიესის დადგმა ვინმემ გადაწყვიტოს მშვენიერი ამბავი იქნება...და ნეტა ვინმემ მართლა გადაწყვიტოს.
ზოგადად პიესების კითხვა არ მიყვარს, მაგრამ ეს ის მომენტია როცა უნდა ვაღიარო, რომ როულინგს იმედი არ გაუცრუებია.
ვიცი ჰარი პოტერის „ფანებს“ ეს ამბავი როგორ გაახარებდათ, იმიტომ რომ მეც ძაალიან გამიხარდა და თან შემეშინა, იქნებ ვერ დაეწერა ისეთი... იქნებ შემცვლოდა წარმოდგენა...გაეფუჭებინა.
It was always difficult being Harry Potter and it isn’t much easier now that he is an overworked employee of the Ministry of Magic, a husband and father of three school-age children.While Harry grapples with a past that refuses to stay where it belongs, his youngest son Albus must struggle with the weight of a family legacy he never wanted. As past and present fuse ominously, both father and son learn the uncomfortable truth: sometimes, darkness comes from unexpected places.
ჰარი პოტერის ისტორია გრძელდება 19 წლის მერე, მაგრამ აქცენტი არა ჰარიზე, რონზე და ჰერმიონზეა არამედ ჰარის შვილსა და მალფოის შვილზე. ყურადღება სპოილერი „ალბუსი(ჰარის შვილი) და სკორპიუსი(მალფოის შვილი) გადაწყვეტენ დროში უკან დაბრუნდნენ და სიკვდილს გადაარჩინონ სედრიკ დიგორი“.
მომეწონა, რომ როულინგმა ჰარი თან საკმაოდ ჩართო ისტორიაში და თან გამიჯნა. პიესა საინტერესოა და ბევრ საყვარელ პერსონაჟს გვიბრუნებს უკან.
ინტერნეტში ვნახე შეფასებები და ძაან კრიტიკული იყო. მე პირადად მომენატრნენ პერსონაჟები და ამ სცენარით კიდევ ერთხელ ვიგრძენი თავი ჰოგვარტსში.
ესეც გაზრდილი ჰარი,მალფოი,ალბუსი,სკორპიუსი,ქალბატონი როულინგი და სხვანი.


პ.ს პიესაში ჰერმიონის როლს შავკანიანი მსახიობი ასრულებს. რითიც, ვფიქრობ, უნდოდათ ეთქვათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რასას, სქესს, რეიგიურ კუთვნილებას და ა.შ რომ ჰერმიონი იყო... ძლიერი ქალი.
 მაგრამ, ჩემთვის მაინც ეს რიჟა გოგო იქნება !


თაკომე

No comments:

Post a Comment