ძვირფასო ღმერთო,ამ დილით, რვა საათზე პეგის ვუთხარი, რომ მიყვარს და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ცრემლები წამოუვიდა და გამომიტყდა, რომ დარდი, მძიმე ლოდად რომ აწვა გულზე, მოეხსნა; რომ მისი ერთადერთი სიყვარული მე ვიყავი და ახლა, როცა ვარდისფერი გახდა, სხვას ვერავის ვერ იპოვის.
რა უცნაურია. ორივემ ზლუქუნი მოვრთეთ და ეს ფრიად საამური გახლდათ.რა სასიამოვნოა წყვილის ცხოვრება. განსაკუთრებით მაშინ, როცა 50 წლის ზღვარი გადალახე და ამდენ განსაცდელს გაუძელი.
ზუსტად 10 სათზე მივხვდი, რომ შობის დღე იყო და პეგისთან ვეღარ დავრჩებოდი. იმიტომ, რომ მალე მისი ოთახი ძმებით, ბიძებით, ძმისშვილებით, ბიძაშვილ-დეიდაშვილებით გაივსებოდა და მე კიდევ იძულებული გავხდებოდი, ჩემი მშობლები ამეტანა. ნეტავ ამჯერად რის ჩუქებას აპირებდნენ ამ ჯერზე? 18 ათასი ნაწილისგან შემდგარი თავსატეხის? ქურთულ ენაზე დაწერილი წიგნების? საექსპლუატაციო ბროშურების? შეიძლება ჩემი ადრინდელი პორტრეტი მომართვან, როცა ჯერ კიდევ არ ვუჩიოდი ჯანმრთელობას. ვერაფერს გამოვრიცხავდი. ერთ რამეში ვიყავი ღრმად დარწმუნებული, დღე ნამდვილად სულელურად ჩაივლიდა. სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება და გაქცევის გეგმაც მოვიფიქრე. გაცვლა-გამოცვლა და მისი ჯანი! ჩემი სათამაშოები -აინშტაინს, ბუმბულის ლეიბი -ბეკონს, პოპკორნს კი- კამფეტები. ხანმოკლე დაკვირვებამ მიჩვენა, რომ დედა-როზა წასვლამდე გასახდელში შეივლიდა ხოლმე. გამოვთვალე, რომ ჩემი მშობლები შუადღემდე ვერ მოვიდოდნენ. ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც დაგიბარებია: თორმეტის ნახევარზე დედა-როზამ მაკოცა და მშობლებთან ერთად ბედნიერი შობის გატარება მისურვა, შემდეგ კი გასახდელების სართულზე გაუჩინარდა. დავუსტვინე. აინშტაინმა და ბეკონმა სასწრაფოდ ჩამაცვეს, ხელში ამიყვანეს და დედა-როზას ჯაბახანამდე მიმარბენინეს. ალბათ, ასეთი იყო ავტომობილი, სანამ ადამიანი ნამდვილს გამოიგონებდა. პოპკორნმა, რომელსაც ბადალი არ ჰყავს კლიტეების გახსნში და ბედის წყალობით, ღარიბთა დაბაშია გაზრდილი, უკანა კარის საკეტი გატეხა. მე წინა და უკანა სავარძლებს შორის ძირს დამაგდეს. შემდეგ, ვითომც არაფერი, კლინიკაში შებრუნდნენ.
დედა-როზა კარგა ხნის შემდეგ, როგორც იქნა, მანქანში ჩაჯდა. სანამ დაძრვდა ერთი 10-15-ჯერ დაახველებინა, შემდეგ კი მოწყვიტა ადგილს და ტყვიასავით გავარდა. გენიალურია ჩვენს წელთაღრიცხვამდელი მანქანა. ისე ხმაურობს და ინჯღრევა, თავი ბაზრობაზე გეგონება. საქმე ისაა, რომ დედა-როზას ტარება თავისმა კასკადიორმა მეგობარმა ასწავლა. არაფრად დაგიდევდათ შუქნიშნებს, ტროტუარებსა და წრიულ მოძრაობებს. ამის გამო, მანქანა დროდადრო გზას წყდებოდა და მეც სალონში აქეთ-იქეთ ვაწყდებოდი. დედა-როზამ ბევრი ასიგნალა და მდიდარი ლექსიკაც არაერთგზის მოიშველია. მტრები, გზად რომ ეღობებოდნენ, უმშვენიერესი გამოთქმებით შეამკო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კეტჩი ცხოვრებისეული გამოცდილების ფასდაუდებელი სკოლაა.
წინასწარ მქონდა გათვლილი: როგორც კი მივიდოდით, თავი უნდა წამომეყო და მეყვირა ,,კუ-კუ, დედა-როზა! ეს მე ვარ!” მაგრამ დედა-როზას სახლამდე წინააღმდეგობების გადალახვა იმდენ ხანს გაგრძელდა, ამასობაში ძილიც მომერია. გამომეღვიძა. ისევ ბნელოდა, ციოდა და ირგვლი სიჩუმეს დაესადგურებინა. მე კი ძირს დაგებულ ნოტიო ხალიჩაზე ვიწექი. მაშინ პირველად გამიელვა თავში, რამე სისულელე ხომ არ ჩავიდინე-მეთქი. მანქანიდან გადმოვედი. თოვდა. ისე, “ფანტელების ვალსი” მაკნატუნადან ბევრად უფრო სასიამოვნო იყო. ისე მციოდა, ჩემდა უნებურად კბილს კბილზე ვაცემინებდი.
დიდ, განათებულ სახლს მოვკარი თვალი და იქეთ გავეშურე. სიარული ძალიან მიჭირდა. ღილაკს რომ მივწვდომოდი, ისე შევხტი, დაშვებისას ქეჩაზე მოვადინე ზღართანი. სწორედ ქეჩაზე მიპოვა დედა-როზამ. -კი მაგრამ…. კი მაგრამ…. – დააპირა რაგაცის თქმა. შემდეგ ჩემსკენ დაიხარა და ამოილუღლუღა:
-ჩემო ძვირფასო.
მაშინ გავიფიქრე, შეიძლება სისულელე სულაც არ ჩამიდენია-მეთქი. ხელში ამიყვანა და სასტუმრო ოთახში შემიყვანა, სადაც დედა-როზას უზარმაზარი ნაძვის ხე წამოჭიმულიყო და . თავმომწონედ გვიპაჭუნებდა თვალს. სახლის სილამაზემ გამაოცა. დედა-როზამ ბუხართან გამათბო და დიდი ფინჯნებიდან ცხელი შოკოლადიც მივირთვით. დარწმუნებული ვიყავი, სანამ გამომთათხავდა, სურდა, გაერკვია, კარგად თუ ვგრძნობდი თავს. მეც არ ვჩქარობდი ჯანზე მოსვლას. სხვთა შორის, არც გამძნელებია იმიტომ, რომ მართლა ქანცგაწყვეტილი ვიყავი.
-საავადმყოფოში ყველა შენს ძებნაშია, ოსკარ. წარმოუდგენელი ალიაქოთი და გნიასია. სასოწარკვეთილმა შენმა მშობლებმა პოლიციაც კი გამოიძახეს.
-მათგან არცაა გასაკვირი. თუ ფიქრობენ, რომ ხელზე ბორკილებდადებულს უფრო შემიყვარდებიან,ძალიან ცდებიან. _
-რას ერჩი მათ?
-ჩემი ეშინიათ. ჩემთან ლაპარაკი ვერ გაუბედავთ. რაც უფრო ვერ ბედავენ, მით უფრო ურჩხული მგონია თავი. რად მიფრთხიან ასე? ნუთუ ასეთი მახინჯი ვარ? იქნებ ცუდი სუნი მდის? ნუთუ იდიოტი ვარ და ვერ მივმხვდარვარ?
-მათ შენი კი არა, ავადმყოფობის ეშინიათ, ოსკარ.
- ჩემი ავადმყოფობა ჩემი სხეულის ნაწილია… იმის გამო, რომ ავად ვარ, განა სხვანაირად უნდა მოიქცნენ; გამოდის, რომ მხოლოდ ჯანმრთელი და საღ-სალამათი ოსკარის სიყვარული შეუძლიათ.
- მათ უყვარხარ ოსკარ, თვითონ მითხრეს.
- თქვენ რა, მათ ელაპარაკებით?
- ჰო, ძალიან შურთ ჩვენ ასე კარგად რომ გავუგეთ ერთმანეთს; არა კი არ შურთ, სწუხან, დარდობენ, რომ ეს თვითონ ვერ შეძლეს.
მხრები ავიჩეჩე. ბრაზიც ცოტა ჩამიცხრა. დედა-როზამ მეორე ფინჯანი ცხელი შოკოლადი მომართვა.
-იცი, ოსკარ, შენ ერთ მშვენიერ დღეს მოკვდები. შენი მშობლებიც მოკვდებიან. დედა-როზას ნათქვამმა გამაოცა. ამაზე პირადად მე არასოდეს მიფიქრია. -დიახ, ისინიც მოკვდებიან. სრულიად მარტონი. საშინელი სინდისის ქენჯნის განცდით, რომ ერთადერთ ვაჟიშვილთან, პატარა ოსკართან შერიგება ვერ მოახერხეს.
-ნუ ამბობთ მსგავს რამეებს, დედა-როზა. საშინელი კაეშანი შემომაწვა გულზე
- იფიქრე მშობლებზე, ოსკარ. შენ მიხვდი, რომ მოკვდები. რადგან გონიერი ბიჭი ხარ. მაგრამ ის ვერ გაგიგია, შენს გარდა სხვებიც რომ კვდებიან. ყველა კვდება, ოსკარ: შენი მშობლებიც, მეც… ერთ დღეს.
- კეთილი, მაგრამ რაღა მე მომიწია პირველს? _
-მართალია, შენ პირველს გიწევს ამ ქვეყნიდან წასვლა, მაგრამ პირველობა განა ყველაფრის უფლებას გაძლევს? არც სხვისი დავიწყების უფლება მოუციათ შენთვის.
- გავიგე, დედა-როზა. დაურეკეთ მათ.
ეს იყო და ეს, ღმერთო. დანარჩენს მოკლედ მოვჭრი. მარჯვენა დამიმძიმდა და მიჭირს წერა. დედა-როზამ საავადმყოფო გააფრთხილა; საავადმყოფომ - ჩემი მშობლები, რომლებიც სასწრაფოდ დედა-როზასთან გამოცხადდნენ და ყველამ ერთად აღვნიშნეთ შობის დღე. როცა მშობლები მოვიდნენ, შემდეგი ვუთხარი:
-მომიტევეთ, დამავიწყდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენც მოკვდებით.
არ ვიცი ამ ფრაზამ რა ჭანჭიკი გადაუტრიალათ თავში, მაგრამ ისეთებივე გახდნენ, როგორც უწინ. მშვენიერი შობის საღამო გავატარეთ. დედა-როზამ დესერტად შუაღამის წირვის სატელევიზიო გადაცემისა და კეტეჩის ერთ-ერთი მატჩის ჩანაწერის ყურება ისურვა. განგვიმარტა, უკვე რამდენიმე წელია, წირვამდე კეტცის მატჩს ვუყურებ, მუხლებში ძალა რომ ვიგრძნოო. ეს ჩვევად მექცა და ახლაც სიამოვნებით ვნახავდიო. ამის გამო, ყველამ ერთად ვუყურეთ დედა-როზას მიერ საგანგებოდ შემონახულ ორთაბრძოლის ჩანაწერს. არაჩვეულებრივი იყო. მეფისტა ჟანა დარკის წინააღმდეგ. საცურაო კოსტიუმებისა და სამუხლეების კორიანტელი! ყოჩაღი ცქვიტი ქალები! - როგორც აწითლებული მამაჩემი ამკობდა მათ. ეტყობოდა, კეტჩის მიმართ არც მამაჩემი იყო გულგრილი. იმდენი უთაქეს სახეში ერთმანეთს ამ ქალებმა, წარმოუდგენელია პირდაპირ. მსგავს ორთაბრძოლაში მე ასჯერ მოვკვდებოდი. დედა-როზას თქმით, ყველაფერი ვარჯიშზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტი მუშტი გხვდება სიფათში, მით უფრო მეტს უძლებო. მთავარია, იმედი არ გადაგეწუროსო. საბოლოოდ ჟანა დარკმა დაამარცხა მეფისტო. თავიდან კი მსგავს ფინალს ვერც იფიქრებდი. შედეგი შენც უთუოდ გესიამოვნებოდა.
ჰო, მართლა, დაბადების დღეს გილოცავ, ღმერთო. დედა-როზამ ეს-ეს არის თავისი უფროსი ვაჟიშვილის ლოგინში ჩამაწვინა, კონგოში რომ მუშაობდა სპილოების ვეტერინარად და თანაც ჩამაგონა, რომ ჩემი მშობლებთან შერიგება შენთვის უპრიანი საჩუქარი იქნებოდა. სიმართლე რომ გითხრა, ეს საჩუქრის კვალობაზე დიდი ვერაფერია, სადღაც ზღვარზეა, არც იქით და არც აქეთ. მაგრამ დედა-როზა, შენი ძველი მეგობარი თუ იჩემებს…..
ხვალამდე, გკოცნი ოსკარი
P. შ. სურვილის ჩათქმა მავიწყდებოდა. დაე, ჩემი მშობლები მარად ისეთები იყვნენ, როგორც ამ საღამოს. არაჩვეულებრივი შობა იყო. განსაკუთრებით - მეფისტა ჟანა დარკის წინააღმდეგ. ვწუხვარ, სადღესასწაულო წირვას რომ ვერ ვუყურე, მანამდე ჩამეძინა.
takome

No comments:
Post a Comment