
ახლანდელ პატარებს რომ კითხო საყვარელი თამაში რა არიო .. უმეტესობა გეტყვის რომელიმე კომპიუტერული თამაშის სახელს...

განსაკუთრებით კლასობანა მიყვარდა ავარჩევდი ბრტყელ ქვას (კარგად ისროდი უფრო) და ვიწყებდი ხტუნაობას საკმაოდ აზარრტული თამაშია მე თუ მკითხავ ჰუჰ
ვისი სული გსურს მთელი უბნის ბავშვები ვთამაშობდით დიდ სტადიონზე ჩავჭიდებდით ხოლმე ხელს და გამოექანებოდა ერთი ...


გაშეშობანა ყველაზე ნაკლებად მიყვარდა მაგრამ ამასაც დიდი ჟრიამული მოჰქონდა..
პრინციპში გაშეშობანა და დაჭერობანა ერთმანეთს გავს ერთი ისაა გასეშობანაში მეტი შანსი გაქ ცოცალი დარჩე =))
ბავშვობაში უამრავ თამაშს ვიგონებდი (თანაც ტურებით) ახლა იმხელა ფანტაზია რომ მომცა ბლოგისთვისაც უკეთეს თემას ავირჩევდი ჰუჰ
და უკვე 9 საათისთვის დედაჩემის ხმა გაისმებოდა აივნიდან სახლისკენ მიხმობდა ... დაღლილი ავბობღდებოდი გაუნათებელ სადარბაზოში..
კაი იყო ის დროც..
პ.ს პასკა პასკა გამოცხვიი თუ არ გამოცხვები დედას გიტირებ!
თაკომე
No comments:
Post a Comment