Saturday, March 3, 2012

ვარჯიში

სათაური ძაან ბანალური როა კი ვიცი ...

მოკლედ ვარჯიში ყოველთვის მეზარება ხოლმე ადექი მოკალათებული სავარძლიდან და იქნიე ხელფეხი არც ისე მიმზიდველია არა? (არ შემეპასუხოთ =)) ) 
სახლში ტრენაჟორი მაქვს რომელსაც ყოველდღე გევრდს ვუვლი ... ხოდა ასე და ამგავარად გადავწყივტე თავი მეიძულებინდა და "ფორმაში" ჩავმდგარიყავი ეს კიდევ იმ შემთხვევაშ მოხდებოდა თუ ავდგებოდი და სადმე ვივლიდი (ანუ ფულს გადავიხდიდი და შესაბამისად იძულებული გავხდებოდი მეარა =))) 
მოკლედ ფიბიმ აღნიშნა Xboxს ამბავი და მეც პირველივვე დღეს ვეცი და ვითამაშე ვიხტუნე , ჩავიკუზე და ა.შ და  დავრჩი მეორე დღეს გაღიმებული ... კუნთების ტკივილი არაფერია იმასთან რასაც  Xbox დაგმართებს =)) ისიც ვიფიქრე რაში მინდა ვარჯიშზე სიარული თქო.(ფიბი ისეთი კეთილია გუშინ ითამაშა და სოლიდარობის ნიშნად კუნთები დაიჭიმა მადლობ ფიბი შენ ნამდვილი მეგობარი ხარ =))))
მოკლედ დღეს პირველი დღე მქონდა ვარჯიშის და რატომღაც მთელი ღამე ვფიქრობდი რომ დილით არაფერი აღარ მექნებოდა დაჭიმული(ფეხი დამეჭიმა) ხოოდა ავდექი დილით და ვეღარ ავდექი =)) ისე სასაცილოდ ვიარე გზაზე გამვლელები აშკარად ფიქრობდნენ "საწყალი დეფექტიანიო" 
სხა გზა არ მქონდა ავდექი და უფრო ავიტკიე კუნთები პირველი დღე იყო მაინც და თავი გამოვიჩინე =)) ვზივარ ახლა კუნთები მაქ დაწყვეტაზე სკამიდან რომ ვდგები ვკივი ..
ასე რომ თაკომეს რჩევა.... იყავით მოკალათებული დივანზე .




Takome

No comments:

Post a Comment