“უდიპლომო სასიძოობა” რომ არავის სურს ეს ცხადია, თუმცა რამდენად ხელმისაწვდომია უმაღლესი განათლების მიღება ყველა სოციალური ფენისთვის, დღეს საქართველოში, საკამათოა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია უკვე ყველამ ვიცით ტაქსისტების ორი დიპლომის შესახებ, მაინც გვსურს უმაღლესი განათლების მიღება. უმაღლესი განათლება გეხმარება ადამიანს სოციუმში თავის დამკვიდრებასა და განვითარებაში.
ლენინმა თქვა “სწავლა, სწავლა და სწავლაო.” ჰოდა ბევრი ჩვენგანიც ჯიუტად არ ვეპუებით სიძნელეებს და ჯერ ბაღში, შემდეგ სკოლაში ვსწავლობთ, ვიღებთ საშუალო განათლებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეძენილი ცოდნა შესაბამისობაში არ მოდის ჩვენ ამბიციებთან და მიზნებთან, ამიტომაც ზოგი რისთვის, ზოგიც კი რისთვის, აბარებს უნივერსიტეტში.
უმაღლესი განათლების მიღების საფასური დღეს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში წელიწადში 2250 ლარს შეადგენს. 4 წლის განმავლობაში კი 9000 ლარი გამოდის, რაც ბევრი ოჯახისთვის საკმაოდ რთული გადასახდელია. სამწუხაროდ, წარმოუდგენელია ამხელა თანხა სტუდენტს მშობლებისგან დამოუკიდებლად ჰქონდეს. თუმცა თუ გული გულობს ქადა ორი ხელით იჭმევაო ნათქვამია და ბევრი სტუდენტი ღამეებსაც კი ათენებს იმისთვის, რომ უმაღლესი განათლება შეღავათით მიიღოს, ანუ გრანტი აიღოს ეროვნულ გამოცდებზე, რაც იმას თუ გავითვალისწინებთ რა მდგომარეობაცაა,საკმაოდ რთულია. კონკურენცია დიდია, იმისთვის რომ უმაღლეს სასწავლებელში 30%, 50%, 70%, ანდაც უკეთეს შემთხვევაში 100% გრანტი აიღო და უფასოდ ისწავლო. უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომია ეთნიკური უმცირესობებისთვის. ზაურ ხალილოვი:" (სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი) უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში იმის თაობაზე ვმსჯელობდით, თუ რა ფორმით უნდა მომხდარიყო ეთნიკური უმცირესობების უმაღლეს სასწავლებლებში მიღება. წელს(2012 წელი) რეფორმის ფარგლებში ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდა. ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა გაიზარდა. შევთანხმდით ასეთ მოდელზე:1+4, სტუდენტები პირველ წელს ქართულ ენას ისწავლიან და შემდეგ, ოთხი წლის განმავლობაში, ჩვეულებრივ გაივლიან ბაკალავრიატის პროგრამას.ეს ცვლილება მხოლოდ მათ ეხებათ, ვინც აზერბაიჯანელ და სომხურენოვან სკოლებში სწავლობს." საქმის უკეთ გასარკვევად ჩემ ჯგუფელ ნუნე სევიკიანს გავესაუბრე.
-ნუნე რა საგნები ჩააბარე ეროვნულებზე?
-ზოგადი უნარები ჩავაბარე სომხურ ენაზე. ერთი წელი დავდიოდი ქართულის მოსამზადებელ კურსებზე. ერთი წლის შემდეგ მხოლოდ ქართული ჩავაბარე და სადაც მინდოდა იქ მოვხვდი.
-არის თუ არა უმაღლესი განათლება თქვენთვის უფასო?
-უნარებით ავიღე გრანტი 100%.
უმაღლესი განათლება მხოლოდ 9000 ლარის გადახდას არ მოითხოვს 4 წელიწადში, ის დაკავშირებულია ასევე იმ ხარჯებთან რომელიც სტუდენტს უჯდება წიგნების საყიდლად, ქსეროქსების გადასღებად და სხვა საჭირო მასალისთვის. ვფიქრობ, რომ უმაღლესი სასწავლებლის წიგნები საკმაოდ ძვირი ღირს. საკუთარ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ ერთ საგანში ნაყიდი წიგნების ფასმა 82 ლარი შეადგინა.
უმაღლესი განათლება ხელმისაწვომია აბიტურიენტისთვის იმ მხრივ, რომ მას არა ერთის, ან ორის, არამედ რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის კონკურსზე გასვლა შეუძლია, რითაც მეტად იზრდება შანსი იმისა, რომ რომელიმე უნივერსიტეტის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, მათში ფასი ძირითადად სახელმწიფო უნივერსიტეტზე მეტია მაგალითად, “თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის” ფასი დღეს 6950 ლარია. ამავე უნივერსიტეტში სწავლების ხელმისაწდომობის მიზნით ტარდება სხვადასხვა ოლიმპიადები, გამარჯვების შემთხვევაში სწავლა ერთი წელი გიფინანსდება. ასევე აქვთ გარდამავალი დაფინანსება “ისწავლე დღეს, ასწავლე ხვალ”. ეს გულისხმობს რომ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა 4 წელი ისწავლოს უფასოდ და შემდეგ გადაიხადოს სწავლის საფასური.
როდესაც უნივერსიტეტის საფასურია 9000 ლარი მის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს ფასს. მაგალითისთვის “კავკასიის ბიზნეს სკოლაში” ერთ-ერთი ფაკულტეტის ერთი წლის საფასური სწორედ ზემოთ აღნიშნულ თანხას უტოლდება. მსგავსი საფასურის მქონე უნივერსიტეტებში გრანტის შემთხვევაშიც კი გადასხდელი თანხა საკმაოდ მაღალია. ამასთანავე ამ უნივერსიტეტების პრესტიჟი უფრო დიდია და შესაბამისად მათ მიერ გაცემული დიპლომი მეტად ფასობს.
უმაღლესი განათლება მეტად ხელმისაწვდომია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები; -“აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
-სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებით დამტკიცდა ”უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესი”.
რაც შეეხება სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სახელმწიფო მათ დახმარების ხელს უწვდის იმ შემთხვევაში თუკი შედიან ჩამოთვლილ კატეგორიებში მაგალითად არიან დევნილები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები,არიან შეზღდული შესაძლებლობის მქონდე პირები ან რომლებიც არიან ობოლები და ა.შ
თუ სტატისტიკას გადავხედავთ უმაღლესი განათლების მიღების მსურველი ყოველწლიურად მატულობს.
ამრიგად, უმაღლესი განათლება მეტ-ნაკლებად ყოველი სოციალური ფენისთვისაა ხელმისაწვდომი, არა აქვს იმას მნიშვნელობა რა ასაკის ხარ, სად იმყოფები და რა ეროვნება გაქვს, მთავარია გინდოდეს სწავლა, გქონდეს სურვილი იყო საუკეთესო, მიიღო დაფინანსება და კარგი სწავლით თავადვე შეძლო დააფინანსო შენი განათლება. თუ არადა, რა თქმა უნდა, ალტერნატივაცაა...

დამატებითი ინფორმაციისთვის:
თაკომე
No comments:
Post a Comment