ფრანსუაზ საგანი დაიბადა 1935 წლის 21 ივნისს, კაჟარკში, საფრანგეთში. ბავშვობაში კიკის ეძახდნენ. 19 წლის იყო საგანი, როცა პირველი რომანი გამოაქვეყნა: "სალამი სევდავ". რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად, 840,000 ეგზემპლარი გაიყიდა, ითარგმნა მრავალ ენაზე და "კრიტიკოსების" ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. რომანი კარგი სტილით არის დაწერილი, მაგრამ მის წარმატებაში მწერალის წლოვანებამ უფრო დიდი როლი ითამაშა, ვიდე მხატვრულმა ღირსებამ. 1968 წელს საგანმა რომანი – „მფარველი ანგელოზი” დაწერა. მალე საგანმა კიდევ რამდენიმე რომანი გამოსცა: "ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ", "გიყვართ ბრამს?", "საოცარი ღრუბლები" და სხვა. ყველა რომანში მოცემულია ფრანგი ახალგაზრდობის ერთი წრის ცხოვრება - მოწყენილი, უპერსპექტივო და უიმედო.

"აი, მაშინ რაღაც ლოდივით დამაწვება ხოლმე გულზე და მეც, თვალდახუჭული, ამ სიტყვებით ვეგებები მას: სალამი,სევდავ!"
რაც შეეხება მეორეს "გიყვართ ბრამსი?" არის წიგნი ქალზე(პოლი) რომელიც 39 წლისაა, ჰყავს საყავრელი როჟე, რომელიც ხშირად ღალატობს მას მაგრამ მაინც თავს ვერ ანებებს, და ახლაგაზრდა 25 წლის მდიდარ ბიჭზე, სიმონზე. აქაც იწყება სასიყვარულო სამკუთხედი. პოლს ეშინია მარტოობის უნდა რომ ვიღაცა ზრუნავდეს მასზე, ვიღაცას უყავრდეს ის, სწორეს ასეთია სიმონი რომელსაც მის გარეშე ყოფნა არ შეუძლია თუმცა პოლი მაინც არაა ბედნიერი...
ფრანსუაზ საგანი, საკამოდ კარგად წასაკითხი მწერალი ქალია, მოულოდნელი ფინალით დაძაბული სიუჟეტით, კარგადა აქვს გადმოცემული პერსონაჟის ხასიათები ... თავი რომ აღარ მოგაწყინოთ ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ გირჩევთ წაიკითხოთ დიდ დროს არ წაგართმევთ.
თაკომე
No comments:
Post a Comment