

მოვდივარ გორაზე და ვხედავ როგორ ამოვარდა დიდი სიჩქარით მანქანა, როგორ იღრინება მისი ძრავა და როგორ მირბის დამფრთხალი ფისო... ბორბლებს სანტიმეტრებით სცდება და რაღაც შესახვევს აფარებს თავს... ეს ფაქტი თავისთავად ამაზრზენია. "მიქრის ვიღაცა ტლანქი ამ თავისი მანქანით და ვერც ხედავს საწყალი კატა როგორ თავგანწირვით გარბის"-მეთქი ვფიქრობ და ცოტათი აღელვებული

ჯერ ფისოს დატირება არ დამიმთავრებია, აქ უკვე მეორე ამაზრზენი მოქმედება იწყება. ჩამოდის ეს... ( ვაიმე ცენზურა რომ არა!!!!!) ჩამოდის ეს მანქანა, გადმოდის ეს არაკაცი,(!) კატასთან ჩერდება... ორი გომბიო გადმოდის მასთან ერთად და სიცილ-წიკვინით "წუხს" :
-უიიიიიიიიი! მართლა გაგიტანია ბიჭო! (იწყებს ერთი)
- ვაიმე... ფუუუუ... არ მოკიდო ხელი არ მიეკაროოოო!!!! - ( არ აყოვნებს მეორე )

მოვდივარ და წრამოვიდგენ, ამ საშინელ მანქანაში პირველი კატის გაჭყლეტიდან - მეორე კატის დევნამდე დაჯღერებულ ( გაწიკვინებულ) დიალოგს:
- გოგოებო! აბა ამ კატას თუ გავიტან ( ანდა " გინდათ ეხლა ეს კატა გავიტანო?")
ამას მოყვება ნიშნის მოგებით " მიდი აბა?", ან " ოოო, მოიცა ერთი რისი გამტანი ხარ შენ?" ამ ფრაზას მოყვება გაზზე ფეხის დაჭერა და გასისხლიანებული საბურავები. ( ისე გადაუარეს,რომ ვერც დაიჯერეს) , მაგრამ ამაზე არ წყდება "ასპარეზი" მანქანა ხალისით მისდევს მეორე ფისოს . . .

ემოციებისგან თავი მტკივა. ამაზრზენია ასეთი ნაგვები ადამიანებს რომ უწოდებენ თავიანთ უტვინო თავებს და სადღეგრძელოებში "კაცობაზე" თავს რომ დებენ ! ! ! ( და სხვა რომ შეაქებს თავიანთ ქონიან ღიპზე ხელის მოსმით, რომ იფერებენ ) !!!!!!

ყველაზე ამაზრზენი კი იცით რა არის? ასეთი სიბინძურის ჩადენისგან მათი შეჩერება მხოლოდ ჯარიმას რომ შეუძლია.(და ისიც უხოეთში, თორემ , ჩვენ აბა გვეკადრება ასეთი კანონი?!) რა გულისამრევია საცოდავი ცხოველების სიცოცხლეს მხოლოდდამხოლოდ ამ "ადამიანების" ჟმოტობა რომ გადაწყვეტს !!! !!! !!!
თუმცა რაზეა ლაპარაკი?! ქვეყანაში, სადაც: " ოჰ! მოიცა ერთი! რა დროს ცხოველებია, ადამიანებისთვის ვერ მიგვიხედავს!" აზროვნება და მენტალიტეტია გამეფებული....
ვინც ახლა ამ პოსტის კითხვისას ანალოგიური გაიფიქრა, მეზიზღება, მართლა მთელი გულით მძულს და მის მაგივრად მრცხვენია ..
fიბი.
გასაგებია რომ მიზანთროპი ხარ და ცხოველები გირჩევნია საკუთარ მოდგმას (შესაძლოა მათთან მეტ საერთოს გრძნობ)
ReplyDeleteმაგრამ სანამ ვინმეს გამოლანძღავ შენი მოუმწიფებელი თინეიჯერის მეამბოხე გულით, ეცადე თავი წარმოიდგინო მძღოლის ადგილზე.
გგონია ძალიან უნდოდა ბორბლების სისხლით დასვრა? კი, აშკარად ვიღაც იდიოტი იყო, რომელსაც მართვის მოწმობა თუ არ ჩამოართვეს, ადამიანსაც გაიტანს ერთხელ, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს განგებ ჩაიდინა, სრული უაზრობაა.
რაც შეეხება იმ გოგონება, რომლებსაც გომბიოებს უწოდებ (რაც ამ ლექსიკის პატრონს მათზე მეტად შეეფერება) რა გასაკვირია რომ არ უნდოდათ ხელი ეხლოთ ცხოველისთვის, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, როგორ იყო ალბათ სისხლით მოსვრილი, შესაძლოა რამე გადამდები დაავადებაც ჰქონოდა.
როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის და ცხოველის განზრახ დაზიანებასაც კი გაგებით ეკიდებიან, უბედური შემთხვაზე ასე რა გაშფოთებს?
შეგიძლია წაშალო ჩემი კომენტარი ან რამე ტოქსიკური მიპასუხო, მაგრამ ვიფიქრე რომ ეს უნდა გცოდნოდა.