"ამაზე მეტი forever alone-ობა რა გინდა? ვზივარ პირველ კორპუსში და საკუთარ თავს ქალაქობანას ვეთამაშები.
ვზივარ. ინგლისურს ვაცდენ, თანაც პრეზენტაცია მაქვს გასაკეთებელი და საერთოდ არ მაქვს ესე უაზროდ გასაფლანგი დრო. ზოგმა კიდე საათის ცნობა ვერ ისწავლა და მთელი ცხოვრება აგვიანებს! მე რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული სახით ვზივარ და რა თქმა უნდა ძალიან "სერიოზულ" რაღაცას ვწერ. ამას ჯობია მოთხრობას ვწერდე, იქნებ ბედმა გამიღიმოს და ისევ რამე მოვიგო :D
ჰოოოდა... კომპიუტერი მინდააა. ეხლა აქ ხომ წამოვიღებდი და ვიმეცადინებდი? მეტი არაა ჩემი მტერი (რა გამონათქვამია ეს? ) შევიდოდი Fეისბუქში რომელიღაც დებილ გვერდზე და არანაკლებ დებილ სურათებს დავათვალიერებდი და რაც არ უნდა დებილობა ყოფილიყო ეს საქმიანობა, ამ დებილობაზე უკეთესი მაინც იქნებოდა იმიტო რო დებილივით ვზივარ და დებილობებს ვჯღაბნი და რა დებილობა კალიგრაფია მაქვს და რაა? სიტყვა დებილობა და დებილი ხშორად გამოვიყენე? სულაც არა...

ამაწსინად, რკინიგზაზე დავიკარგეთ და იქ ყველა ადამიანი რაღაცნაირი უბედური იყო... მე მეგონა ეგეთი რაიონები მარტო ფილმებში იყო. რა საინტერესოა, რამხელა გავლენა აქვთ ფილმებს. გიყალიბებენ სტერეოტიპებს სიყვარულზე, ადამიანებზე. თუნდაც ქვეცნობიერად მათზე ვართ დამოკიდებულები და ისეთი სამწუხაროდ ჩვეულებრივი რაღაცები ვერ დაგვიჯერებია, როგორებიც ღარიბთა უბნებია. არა, ვიცით, რომ არსებობენ, მაგრამ მაინც რაღაც არ გვჯერა...
ეს დღეებია პეპლები გადამეკიდნენ. გუშინ კოკისპირულ წვიმაში მოყვა ერთი (ჩემი არ იყოს) და ასფალტზე იჯდა, ვერარ ფრინდებოდა და სველ ფრთებს ისე უღონოდ ამოძრავებდა, თითქოს ბოლო ამოსუნთქვას აყოლებსო. დღეს, ავტობუსის გაჩერებაზე ერთი პეპელა მიმხმარი იყო რკინას. სულ გახუნებულიყო და ფრთების დახეული ჰქონდა, მაგრამ, ეტყობოდა,რომ თავისი სამდღიანი სიცოცლის ბოლო წუთამდე რაც ძალა და ღონე ჰქონდა ებღაუჭებოდა,წვიმას რომ არ ჩამოერეცხა.
ეხლა, პირველი კორპუსის ერთ-ერთ ფანჯარასთან ჯდომისას და ღარიბთა უბნებზე წერისას, წინ რაღაცა უზარმაზარმა ჩამიფარფატა. ფანჯარას ეხეთქებოდა. შიში დავძლიე და ფანჯარა გავუღე, ის კიდე ახლა უკვე კედელზე ზის და ალბათ უკვირს როგორ ხდება ისე,რომ ხეებს ხედავს და მათკენ როცა მიფრინავს, რაღაც უხილავი აბრკოლებს (მინა).

მუსიკაც გაჩერდა მობილურში და თავი ყველაზე უბედური ადამიანი მგონია..."
<<<ერთი სიცოცლე გავლიე პეპლების სურათების თავლიერებით და ამ პეპელას კიდევ არაუშავს :D
ეს იყო ჩანაწერი ბლოკნოტიდან :D ამასთან ერთად მთელი გვერდი გავავსე წინადადებით "კაციშვილი არაა ცემზე მოწყენილი" =)) გინდათ მითხრათ,რომ თავში მიქრის? მითხარით მერე.
fიბი