
დღეს არც ისე კარგი დღეა.
არადა ადამიანურად და თბილად და ბევრი სიცილით დაიწყო.
აი დღის მეორე ნახევარმა კი იმედები გამიცრუა...
5 საათისთვის პირველ კორპუსში დათო ტურაშვილთან შეხვედრა იყო დაგეგმილი. მისი ძალიან ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული და დათოს ნახვაც ყოველთვის მინდოდა. სამწუხაროდ აქამდე ვერც ერთ შეხვედრაზე ვერ მოვახერხე მისვლა და გული მწყდებოდა.
დღეს 5ის ნახევარზე მე და ჩვენი თაკომე უკვე 115 აუდიტორიის კართან ვიყავით დასკუპებულები. დათოს თურმე აგვიანდებოდა და დაწყება 6 საათამდე იყო გადადებული. 6ამდე ველოდე, სანამ ველოდებოდით, იქაურობა წუწუნით ავიკელი, ნეტა რაზე ვფიქრობდი, რომელიმე წიგნი წამომეღო და ხელს მოვაწერინებდი-მეთქი. მერე წნევამ ამიწია და სახლში მომიწია წამოსვლა. თაკომეს ფურცელი დავუიტოვე ავტოგრაფი წამომიღე-მეთქი. (ავტოგრაფისტი არ ვარ, მაგრამ ეს ავტოგრაფი მინდოდა ბლოკნოტში რომ ჩამეკრა...)

სახლში მოვაღწიე, წამლები დავლიე და თაკომესა და მზიკას ველოდები შეხვედრის ამბები რომ მომიყვნენ და რაღაც არც ერთი გამოჩენილა აგერ უკვე თითქმის ერთი საათია და ეჭვი მაქვს ავტოგრაფებიც მარტო თავისთვის აიღეს...
წნევიანი fიბი
No comments:
Post a Comment