არა!
უსინდისობასაც აქვს საზღვარი!
დღეს მიწისძვრა მგონი მარტო მე ვერ ვიგრძენი :D ერთადერთი ის გავიგე, ბებიაჩემი რო აჭყიპინდა ადექი, ჩაიცვი, ვიღუპებითო.
ძილი გავაგრძელე, მაგრამ შარვალი იქვე დავიდე, არიქა მიწა კიდევ თუ იძრა, უცბად ამოვიცვამ და გავვარდები თქო, მერე გამახსენდა, რომ ეხლა მარტო ჩემ თავზე არ უნდა ვზრუნავდე და ჩემი გოჭუნაც (ზღვის გოჭუნა) უნდა მეხსნა ტავზე ჩამონგრეული ჭერისგან. საბედნიეროდ არაფერი მომხდარა.
დღეს ისე წვიმდა, ვიფიქრე უნივერსიტეტი რა ხილია არ ვიცი და არც მინდა რომ ვიცოდე თქო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც წავედი და გავარკვიე, რომ თურმე 30 ქულიანი კოლოკვიუმიდან 7 ამიღია! (არ მოგესმათ) და რა მიხარია? იკითხავთ თქვენ.
საქმე ის არის, რომ კოლოკვიუმზე სამარცხვინოდ ვიწერდი და ლექტორმა ჩემი ეს გადამწერლობითი სამუშაო სულ რაღაც ერთი წინადადებით დაასრულა: "თქვენ უკან, შეწყვიტეთ წერა"... მეც დავნებდი და უბრძოლველად ჩავაბარე ფურცელი, იმის იმედით, რომ ნაწერს არ გამიუქმებდა... იმედით კი იმიტომ,რომ ლექტორს თვალებში ვეღარ ჩავხედე, რომ მეკითხა რა ბედი ეწევა ჩემს ნაშრომს-მეთქი, მხოლოდ ის შევძელი რომ დარცხვენილმა და თავჩაქინდრულმა გამოვაბიჯე აუდიტორიიდან...
სათქმელი,როგორც ატყობთ მაინცდამაინც არაფერი მაქვს და სინდისის ქენჯნის გამო ვწერ, ამიტომაც მოდით და ჩემ გოჭუნას აღგიწერთ.
ვირთხას ამსგავსებენო?
მე მომკალით და (ანდა არ გინდათ) ვირთხას ვერაფრით ვამსგავსებ, ჰაჰა- პატარა ბაჭიასთან გავავლო პარალელი, ეგაა და ეგ.
დღეს აკვარიუმში მეორე სართული, უფრო სწორედ კი ანტრესოლი გავუკეთე, საძინებელი ზევით, სამზარეულო და სველი წერტილები ქვევით...
ეჰ...არადა ანტრესოლზე როგორ ვვოცნებობ. ხომ გაგიგიათ მშობლები ცდილობენშვილებს ის გაუკეთონ, რაც თქვითონ არ აქვთო... ეჰ, ანტრესოლი, ანტრესოლი...
ჰოდა...
ჩემ გოჭუნას ჯერ-ჯერობით სახელი არ აქვს, (ძირითადად, თუ რამეს დააშავებს, ერთი სიტყვით შემოვიფარგლები ხოლმე :"გოგო!" :D) როგორც მიხვდით, გოგოა და მინდა რამე პატარა და მოხდენილი დავარქვა, მაგრამ სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ) ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე. როგორცკი ოთახში შევდივარ იმ წამსვე ჭყიპინს იწყებს, აქაოდა მივხვდი რო მოხვედი და მოდი მეთამაშეო, სამწუხაროდ ძალიან უყვარს მოსაქმება და დღეში მინიმუმ 3ჯერ მასველებს, მაგრამ რა ვქნა, ასეთია გმირი დედიკოს ბედი :D
(ეხლა ისევ აბობღდა თავის ანტრესოლზე, მოიკალათა და იქიდან იყურება).
ძალიან უყვარს მოფერება და ბალახი.
ჯერ-ჯერობით ვერ იტანს იმ ვიტამინიან ცარცს, რომლის გაღრღნაც ოფიციალურად ევალება :D ( ეჰ, თაკომეს ზაზუნამ კიდე სულ რომ შეჭამა თავისი)
უყვარს თითების ლოკვა და საწოლზე ჭყიპინით სირბილი და ხტუნვა, იმდენს წრუწუნებს და ხმაურობს, რომ სირენასაც ეძახიან :D საკმაოდ ჯიუტია (პატრონივით) და ვერ გააკეთებინებ იმას, რაც არ უნდა (რატო არ უნდა ხოლმე ეგ კიდევ ვინ იცის..)
დიდი თათუნები აქვს, რისიც ჩემ ერთ ხუჭუჭა დაქალს ეშინია და ამიტომ ვერ ეკარება, არადა მე ეს თათებიც მესაყვარლება და რა ვქნა.
ინტერნეტში ყველაფერი გადავქექე, ყველანაირი ინფორმაცია მოვიძიე, მაგალითად, იცოდით, რომ მისი ნორმალური ტემპერატურა 39.5 არის? ეს მაშინ გავიგე,რომცა მისი სიმხურვალით გულგახეთქილმა კინაღამ თერმომეტრი ჩავჩარე პირში.
სამწუხაროდ სურათები ჯერ არ მაქვს, მაგრამ როგორცკი მექნება იმ წამსვე განახებთ.
ახლა კი ამ გოჭუნას სურათს გიტოვებთ, იმიტომ,რომ ა) სურათი არ უნდა პოსტს? ბ) ძალიან ჰგაქვს ამ სურათზე გამოსახულ გოჭუნას (უფრო მუქი ყავისფერია ოღონდ),თანაც წარმოიდგინეთ, ზის და სულ ესეთი სახით გაკვირდებათ :D დროდადრო მოგამარაგებთ ისტორიებით ამ უსაყვარლეს არსებაზე და იქნებ მისი სათამაშოების გაკეთებაც კი ვისწავლო და მერე აქ დავწერო, თაკომეს ესმის ჩემი, როცა საქმე შენი ცხოველის ბედნიერებაზე მიდგება, მაშინ ცდილობ ყველაფერი გაუკეთო, რაც დასჭირდება D: (რასაც მეც და თაკომეც დიდი სიხარულითა და ხალისით ვაკეტებთ :P)
ზღვის გოჭის პატრონი fიბი
აუ მეც მყავს ზღვის გოჭი, ვგიჟდები <3
ReplyDelete