Wednesday, May 2, 2012

საწიგნეთი

  დიდი ხანია არაფერი დაგვიწერია არც მე და არც ფიბის ამას კიდევ საპატიო მიზეზები აქვს  სახელად "კოლოქვიუმები"  =)) წიგნის თავში რტყმას მოვრჩი და გადავწყვიტე დამწერა :) ისე ფიბის კიდევ ერთი საპატიო მიზეზი გააჩნია ოჯახში ახალი წევრი ყავს (არა არც ორსულად არ იყო და არც და შესძენია =)) ) პატარა ზღის გოჭი ყავს და ჭკუაზე არაა კრუხი რომ დასტრიალებს თავზე წიწლებს ისეა =)) 
   მმ ჩემ თემას რაც შეეხება ბიბლიოთეკებზეა... ჰმ უმეტესობა ბიბლიოთეკებისა რაღაც უღიმღამოა, უსიცოცხლო ძველი წიგნებით გამოტენილი....
აი ჩემი ოცნების ბიბლიოთეკა მმმმმმმმმმ დიდი სახლი თუ მექნა აუციელბლად ერთი ოთახი ბიბლიოთეკისთვის მინდა...
რა თქმა უნდა ბიბლიოთეკაში უნდა იყოს სიმშვიდე და ა.შ მაგრამ უმეტესობა ბიბლიოთეკებში რაღაცნაირი  მკაცრი სიმშვიდეა .. აი თუნდაც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა სკამზე გაჯგიმული რომ უნდა იჯდე მაგიდასთან.. 
ლიტერატურულ კაფეში ნამყოფი არ ვარ მაგრამ შორიდან რომ ვხედავ ხოლმე =)) ცუდი სიტუაცია არ უნდა იყოს..
ჩემი აზრით ბიბლიოთეკას წიგნების სუნი უნდა ჰქონდეს და არა სიძველის. . და თანამედროვე მწერლების ნაწარმოებები უფრო მეტი თუ ექნებათ უკეთესი... და რავიცი ათასი რამე შეიძება ბიბლიოთეკის გასახალისებლად... თუნდაც ხმამაღლა კითხვა ზღაპრების ბაშვვებისთვის, დისკუსიის მაგიდები სადაც ნაწარმოებს განიხილავ მოსახერხებელი სკამები უმმმ ჰამაკი ხო საერთოდ "დაგლიჯავდა" =))  არც ნამეტანი ულტრათანამედროვე ბიბლიოთეკები არ მომწონს..  მოკლედ ისეთი უნდა იყოს თავს რომ კომფორტულად იგრძნობ და შენი საყავრელი ადგილი რომ იქნება ..შეიძლება საკუთარი ჭიქაც გქონდეს ცხელი შოკოლადის დასალევად საკუთარი თაროც და ბლოკნოტიც სადაც ამოიწერ შენთვის მოსაწონ ფრაზებს, შესაძლოა პატარა სპექტაკლებიც დაიდგას ხოლმე ნებისმიერ მსურველს რომ შეძლია მონაწილეობა...  ვისაც რა პოზაში უნდა იმ პოზაში იკითხოს =)) მოკლედ ბევრი რო აღარ ვიჭუჭკჭუკო...

ესეც რამდნეიმე ჩემთვის მოსაწონი ნიმუში 


მთლად ისეთები ვერაა მე როგორიც წამომიდგენია ...

თაკომე

No comments:

Post a Comment