Sunday, May 27, 2012

nowhere man

                                                                             თავი მეცხრე

   რამდენი დღე და რამდენი ღამე გავიდა აარონს წარმოდგენა არ ჰქონდა მოწყენილი იჯდა დათოვლილ ფანჯარასთან და დახორკლილის იმიტაციას აკეთებდა უნდოდა ეგრძნო ის სუსხი რასაც მთელი ნიუ იორკი მოეცვა ... 

ფანჯრიდან ყველაფერი ისეთი შორეული და ხელმიუწვდომელი იყო აარონისთვის რომ მოწყენილობისგან კორპუსზე აგურების თვლას შეუდგა 1, 2, 3,4 ...49 .. ორმოცდამეათე ჩამოვარდნილიყო 51.. აარონს უეცარმა აზრმა გაუელვა არ შეიძლებოდა ამხელა ქალაქში სხვა მისნაირი არ ყოფილიყო რა თქმა უნდა არ ქონდა იმის ილუზია რომ ვინმე ფუგუნაჭამს გადაეყრებოდა მაგრამ ამ ინტერესმა აიძულა და პალტო ააღებინა ხელში(რა თქმა უნდა აარონს პალტო არაფერში სჭირდებოდა მაგრამ წლების მანძლზე გამჯდარ ჩვევას ვერ ივიწყებდა).. აარონი კარიდან გამოვიდა და გაშრა .. სად შეიძებოდა მისი სხეული დაემარხათ ... ან კი დამარხეს საერთოდ იქნებ  კრემაცია გაუკეთეს? გაიფიქრა და გახალისდა წარმოიდგინა როგორ გამოიყურებოდა შებოლილი.. ასე იყო თუ ისე გეზი უახლოესი სასაფაოსკენ აიღო ... აარონმა ფილმებიდან კარგად იცოდა თუ სადმე სული დაძრწის ეს სასაფლაო! თანაც ბავშვობაში აარონს ბოროტი ჯეიმის (ასე ეძახდნენ საშუალო სკოლაში ბიჭს რომელსაც როგორც თვითონ ამბობდა ცოცხლად ჰყავდა ბაყაყი ნაჭამი) ბოროტ ხუმრობის გამო მოჩვენებების შიში 17 წლამდე ტანჯავდა ... 12 წლისა იყო აარონი ბოროტ ჯეიმსსთან ჭადრაკი რომ წააგო და მისი ერთი სურვილის ასრულება რომ დაევალა მთელი 12 წლის მანძილზე არასდროს მონდომებია ეკივლა და გაქცეულიყო როგორც მაშინ შებინდებისას სასაფლაოზე თეთრ პლედ გადაფარებული ბოროტი ჯეიმსი რომ მოსდევდა უცნაური ბგერების ძახილით... აარონი ჭიშკართან ერთხანს გაჩერდა გაახსენდა ბავშობის ეს მოგონება და ამჯერად უკვე ამაყად შეაღო ჭიშკარი ... ბოლო ბოლო ის თეთრ პლედ გადაფარებული ჯეიმსი რომა რ ყოფილიყო რისი უნდა შეშინებოდა .. თავისითავის მხოლოდ...

ჭიშკარმა ისეთი ხმა გამოსცა დაფაზე მოსუვენარი ბავშვი რომ ფრჩხილებს ჩამოუსმევს და მთელ ტანზე დაგბურძგლავს..  სასაფლაო სიწყნარეში იყო ჩაფლული...აარონმა მთელი დღე მოანდომა მოჩვენების ან სულის ძებნას თავიდან ენთუზიაზმით შეუდგა ... -ეიიი სულებოოოო! აქ ხართ? ან მოჩვენებებო ან უსხეულო არსებებო... სასაფლაოზე არავინ იყო.. დარაჯის გარდა რომელიც ჯიხურში სთვლემდა და ალაგ-ალაგ ხველბა აუვარდბეოდა ხოლმე. აარონს მობეზრდა სასაფლაოზე ღრიალი და ახლა უკვე თაისთვის უფრო ბუტბუტებდა ..

-ჰეიიი შოკოლადი მაქ .... შაავი გემრიელიიი ....( ამანაც რომ არ გაჭრა) ... უი არააა თეთრი ყოფიილა ...


-თხილებით? მოესმა აარონს


No comments:

Post a Comment