და ეს ჩემი პირველი ბლოგ-პოსტია ახალი ნეთბუქიდან...
საკვირველია აქ რა მინდა,როცა ხვალ ფსიქოლოგიის საფუძვლებში კოლოკვიუმი მაქვს.
და ეხლა ღია ფანჯრიდან სრულიად გენიალური (საინტერესოა ნახევრად გენიალური რა იქნებოდა... ) ფრაზა შემოფრინდა (თანაც ორჯერ, ერთ წინადადებაში...) ჩემი დედა შე... ნუუუ. მიდი აბა =)))) ხანდახან მგონია ამ ხალხის დეგრადირებულობის დონეს საკმარისად ვერ ვწვდები და ამიტომაა,რომ ესეთი მაგალითების მოსმენისას, ყოველ ჯერზე უფროდაუფრო ვვოცდები და ვბრაზდები. არც ისეთი ჰუმანური ვარ, ჩემი "მიუხვედრელობა" ხალხის "უცოდველობას" რო გადავაბრალო, აქაოდა " მათ არ იციან რას სჩადიან" (იმედია არ ვმკრეხელობ :|) შეიძლება არც იციან, მაგრამ იმისთვის აქვთ ტვინები (თუნდაც პაწაინა და დაუნაოჭებელი), რომ იფიქრონ და ესეთი იდიოტობები არ აყრანტალონ წამდაუწუმ. "არ ცოდნა არცოდვაა?!" ჰმ!!!
როგორც მიხვდით ეს საკითხი გულზე მომხვდა :))
სიმართლე გითხრათ სულაც არ ვაპირებდი ამ თემაზე ლაპარაკს... უფრო დიდი სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არც ვიცოდი რაზე მელაპარაკა, მაგრამ ის მაინც ვიცოდი,რომ ბაასი მინდოდა და "მადლობა ღმერთს, საბაბი მომეცა"
არა დღეს რაღაც უაზროდ და უხეიროდ გადავეკიდე ზეციურ ძალებს და სანამ თავში ელვამ დამკრა, მირჩევნია ენა დავიმოკლო და ამდენი არ ვიტლიკინო. (ნუთუ ესეც კიდევ ერთი მკრეხელობა იყო?)
ჩემ გოჭუნას თავისივე ტუალეტში ძინავს :|
ესეც თქვენი ლირიკული გადახვევა ^.^ (თუმცა რას ვამბობდი ისეთს, ლირიკულად რომ გადამეხვია?)
ესე მგონია ზაფხული არასდროს დაიწყება. არ ამიმხედრდეთ ეხლა, გარეთ გადი, ისე ცხელა ლამისაა ოფლში ცურვისგან და უჰაერობისგან აკვალანგებით ვიაროთო...
მე ის ვიგულისხმე ჩემო გაბრაზებულებო ( ანდა რას გერჩით :))),რომ ესე მგონია დასვენება არ მეღირსება-მეთქი.
ისე არც უნდა მეღისოს, თითი არ გამინძრევია მთელი სემესტრის განმავლობაში, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ? =)))
მინდა ბულაჩაურში, თაკომეს აღწერილ დრეში მინდა მონაწილეობის მიღება. კიდე ზღვაზე მინდა. ქვებიდან ხტომა და რიფებიდან პატარა მოლუსკების მოძრობა მინდა... (რომლებსაც არ ვჭამ.მავნე:}) კიდე საზამთრო მინდა, დიდი, ცივი და ტკბილი!
მე კიდევ. ვზივარ და ხვალ კოლოკვიუმი მაქვს.
თქვენი გაწამებული fიბი :(
No comments:
Post a Comment