ზღვის ნაპირზე აღელვებულმა ტალღამ
არიელი გამორიყა , ეს უკანასკნელი სულ არ ჰგავდა იმ არიელს რომელსაც ჩვენ ვიცნობთ მულტფილმებიდან. ხავსის
უმოკლესი კაბა უფარავდა ზღვისფერ ფარფლებს და თმაც მოკლედ ჰქონდა შეჭრილი როგორც შემდეგ
ლაპარაკიდან გავარკვიე პარიკმახერ ზღვის ლომს ხელი ასცდენია (მოგეხსენებათ მისი მოუქნელობის
ამბავი) .არიელი
გამოთხოვეულიც ყოფილა გაყოლია ქარაფშუტობისას მიმზიდველ კალმახს და კაი ჩიტიც დაუჭერია
ეს უკანასკნელი ხან გამხმარი ხავსის კაიფში იყო ხან კი აეტორღიალებოდა სირინოზს და
ზღვის სიღრმიიდან ცამდე დელფინებივით დახტოდნენ. მოკლედ არიელს მობეზრებია ეს ყველაფერი
გაშორებია მაგრამ მზითვებად წაღებული ლოკოკინით მოპირკეთებული ავეჯი იმას დარჩენია.
არიელი ცოტა მოსუქებულიც მეჩვენა ასე მითხრა რას ამბობ
ქვირითის დიეტაზე ვარო და ეცადა რაც ძალა და ღონე ჰქონდა ხმელეთის ჰაერი შეესუნთქა შემდეგ ასე შესუნთქული მიყვებოდა როგორ შეყვარებია
ერთი აკვალანგისტი იმ უკანაკნელს კი არიელის დანახვაზე გული წასვლია და არიელის სათრევი
გამხდარა ნაპირამდე... შემდეგ
აქეთ -იქით მიიხედა რომ დარწმუნდა არავინ იყო მაინც დაძაბულმა მითხრა რომ მამამისი
თურმე „ოკეანოსის“ ციხეში ჩაუსვიათ მარგალიტის გათეთრებაზე და სამუდამო მიუსჯიათ... თურმე ახალ მმართველს ლიპსიტები
კანონიერ მოქალაქეებად გამოუცხადებია.... ზღვის მცენარეები გაუკაფია თავისი რეზიდენციის
ადგილზე და ამას მასობრივი ცურაობები მოჰყოლია(მასობრივი გამოსვლები რომ ჰქვია ხმელეთზე)..
ერთხანს არიელი დადუმდა თითქოს რაღაცას ფიქრობსო და
ჩემ გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა დიდ ლოდს რომ სწვდა და ოკეანეში მოისროლა სიტყვებით
„არასდროს მიყვარდა ნემო“
შემდეგ მოიქნია კუდი და სილურჯეში გაუჩნარდა ...
პლიაჟიდან ძლივს დავიძარი ავკრიფე ჩემი ნივთები სახლში
არიელი გადმოვწერე ვზივარ და ვუყურებ ახლა ...
თაკომე
wow...
ReplyDeleteფანტაზიას საზღვარი არ აქვს :)) <3
:D huh madlob :*:*
ReplyDeletemagariaaa ^^ isa da... xeli rogori qonda ha? :d
ReplyDelete