Thursday, June 28, 2012

ნიანგებთან ერთად მცურავი


      თითოეულ მოსმენაზე ახლიდან ვიხიბლები ლანა დელ რეით. იცის,რომ ლამაზია და ლამაზობს :))) იცის რომ სასურველია და სასურველობს და ისეთი მიმზიდველია,რომ მმმ... ბიჭი რომ ვიყო აუცილებლად მივიზიდებოდი.
წერა იმან დამაწყებინა,რომ მეცადინეობა არ მსურს, ჰოი საოცრებავ.
     ვზივარ, ვუყურებ ჩემს ნახატებიან კედელს, თითოეული პორტრეტი მიყურებს და სათითაოდ მეკითხება რაღაცას, მე კიდევ თავს ისე ვგრძნობ,როგორც მრავალშვილიანი დედა, როდესაც ყველა ბავშვი ერთდროულად მისცვივდება და რაღაცას ეკითხება. ერთი წყვილი თვალიდან მეორეზე გადამაქვს მზერა, მეორედან მესამეზე და ვარ ესე ხელმოცარული. ყველანაირი პასუხის გარეშე. სუსტი და დაბნეული. თითქოს რაღაცას მთხოვენო, უფრო სწორად, თითქოს ჩემგან რაღაცას მოითხოვენ, რაღაცას ელიან. ერთი-ორი დამცინავადაც მიყურებს. რა გინდათ კიმაგრამ?! ვცდილობ რაც ძალა და ღონე მაქვს. ვცდილობ.
     ეს პოსტიც რაღაც წაუდეპრესიულებს, მაგრამ კლოუნადის გამართვის თავი ნამდვილად არ მაქვს. ტრაგიკომედია გამომივა.
    ესე მგონია რამდენიმე დღის წინ სამყარო ამოყირავდა და თავზე ჩამომეფხატა, მე კიდევ ვერაფრით ვუკბიჩე, რომ გამეწყვიტა მისი ბლანტი, ნესტოებზე მოტმასნილი მატერია და სუნთქვა გამეგრძელებინა.
ხანდახან ისეთი გრძნობა მეუფლება,რომ მაგიდის ქვეშ ვარ შემძვრალი და ფეხის მძიმე, ტლანქი ნაბიჯების ხმას ვითვლი. განუწყვეტლივ. სათვალავი მერევა და მერე ახლიდან ვიწყებ და ესე გრძელდება სულ და მერე გულისცემაც ამ ნაბიჯების ხმას ერწყმის და ესე მგონია ჩემი არითმიის გამო მაგიდის გარშემო მოსიარულეს ნაბიჯი ეშლება... და მერე ორივე ვიბნევით, მაგრამ არ ვჩერდებით არცერთი. ჯიუტად ვაგრძელებთ ჩვენს საქმეს, თითქოს ვიღაცამ დაგვავალა და ამაზე ჩვენი სიცოცხლეები იყოს დამოკიდებული.
    აღწერის რა კარგი უნარი მაქვს არა?        მწერალი ვარ ნამდვილი.
   ესეც ირონია.
ლანას blue jeans გაქვთ ნანახი? ესე მგონია ამ კლიპში ჩავიძირე და რომელიღაცა ალიგატორის ხახაში ვთვლემ.ისიც ნელა ღეჭავს ჩემ პაწაწინა სხეულს. მე კიდევ ტკივილს ვეჩვევი და როცა მისი კბილები კანს გახევს, პატარაზე წამოვვიწკმუტუნებ ხოლმე და მერე მალევე ვჩუმდები. საკუთარი ცრემლები მამარილიანებს და სესაჭმელად უფრო გემრიელს მხდის. ალიგატორი კიდევ მშვიდად, აუღელვებლად დაცურავს და დაცურავს და დაცურავს და თითქოს ჩემი სლუკუნი სადღაც ძალიან შორს, ძალიან ღრმა და მუქ წყალში სისხლივით იხსნება, ჭუჭყიანი მდინარის თითოეულ მცხოვრებს ესმის,მაგრამ ხელს არ უშლის. ისეთი უმწეოა,რომ წყლის ზედაპირამდეცკი ვერ აღწევს.




fიბი

No comments:

Post a Comment