пятница, 29 октября 2010 г.

ქარჩხაძეომანია


და აი გავხსენითე ბლოგი და ამინც ვერ ვიცლით არადა როგორ მინდება ხოლმე წერა :)
დღეს რაღაცნაირად ვარ აი მთელი დღე რომ გინდა იჯდე უაზროდ და რძიან ყავას სვამდე.. 
რაც უფრო ახლოვდება გამოცდები ..უფრო ვიძაბებით ყველა.
თუმცა გამოცდბეი იმასთან არაფერ შუაში არაა რაც მე მინდა დავწერო..
ჰომ რა მინდა დავწერო და ეს არის ჯემალ ქარჩხაძე მწერალი რომელმაც ფესვებში გამხლართა და აღარ მიშვებს.
ყველაფერიიგი დაიწყო.. გაგრძელდამარიანათიეს ორი პაწაწინა მოთხრობა იყო ისეთი რაღაც განსხვავებული..თანამედროვე ..რაც მე მჭირდებოდა :) 
მერე დამეწყო ქარჩხაძეომანია..(ასე ემართებათ ხოლმე ჩემხელა გოგოებს როცა სკოლაშიიგი გაივლიან) რომანიმდგმურიარის ულამაზესი სიყვარულის ისტორია არაა ბანალური ძალიიან ლამაზია აი ისეთი რომ ვერ შეეხები რადგან გეშინია გააფუჭო.. და ნუ საბოლოოდ ვერც შეეხო.. :| არადა როგორ მეგონა რომ..თუმცა ყველაფერი კარგად ხომ არ მთავრდება.
ზებულონი” 
ერთხელ ზებულონი მუხებს შუა ჩადგა, ფეხები რაც შეეძლო ღონივრად დააბჯინა მიწას, ხელები მაღლა შემართა, თვალები დახუჭა და წარმოიდგინა, ვითომ თვითონაც მუხა იყო. დიდხანს იდგა ასე, თვალდახუჭული და გატრუნული. მანამ იდგა, სანამ მუხად არ იქცა და არ მიხვდა რა დიდებული რამ ყოფილა მუხა, რა მძლავრი, რა მშვიდი, რა ღონიერი…”
მიუხედავად იმისა რომ ზებულონი არც თუ ისე დადებითი პიროვნებაა მე მაინც მომეწონა.. 
საერთოდ წიგნები ყოველთვის გასწავლიან რაღაცას ასეცაა ნათვამიწაიკითხე წიგნები, უკეთესი იქნებითუმცა ყველა წიგნი როდი გიტოვებს რაღაც თავისას.. ზებულონის შემთხვევაში მართლაც იყო ერთი რაღაც რაც ძალიან კარგად დამამახსოვრდა შეიძლება ვიღაცისთვის უაზრობაც იყოს ეს თუმცა მე მივხვდი რომ მოღალატეები ზოგჯერ სულაც არ არიან მოღალატეები. ზოგს ურჩევნია ატაროს მოღალატის სტატუსი ვიდრე ქვეყანა დააქციოს. ესაა მთავარი სამშობლოს სიყვარულში.
 ”ყველა ვერ შევა ისტორიაში, გენაცვალე, სადაა ამდნი ადგილი!”(ეს ისე)
განზომილება” 
 ეს ერთადერთი წიგნი იყო რომლის ყიდვაც ძალიან ძალიან მინოდა. სამწუხაროდ ჯემალმა ვერ მოასწრო მისი დამთავრება ... ვიცოდი რომ წიგნი დამთავრებული არ იყო და ვიცოდი რომ თუ წავიკითხავდი დამრჩებოდა უდიდესი კითხვის ნიშანი თავში...შეგრძნება დაუმთავრებლობისა.
თუმცა ყველაფერი არც ისე ცუადად დამთავრდა. მართალია ალბათ ეს წიგნი ამ ასაკში არ უნდა წამეკითხა...მაგრამ მოგეხსენებათ და ადამიანები ცნობისმოყვარეები ვართ. საერთო ჯამში არ მინანია თუმცა წიგნის აზრი გაურკვეველი დარჩა .
ეს წიგნი არ იყო ქარჩხაძე ჩემთვის ...
ანტონიო და დავითი” 
მმ ეს წიგნი კი წიგნის ფესტივალზე ვიყიდე.. :) (და კარგიც ვქენი) საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვის ანტონიოც და დავითიც ..
ერთი ეს მითხარი, გადამთიელო სული რა ადგილას მაქვს? წუხელ მთელი ღამე ვეძებდი და ვერსად ვიპოვე ....
-აქ სუფრას გადახედა და თანამეინახეებს თურქულად უთხრა  აი ამას ცოდნია სული სად გავქვს და თუ ცრუ და მატყარა არ არის ახლა უნდა გვაჩვენოს. და აქ, თანამეინახეთა საერთო სიცილ-ხარხარში, რაც იმის მანიშნებელი იყო რომ ამ საგანზე ჯერ კიდევ გუშინ ბევრი უცინიათ , ისევ ანტონიოს მიუბრუნდა.
-რა ადგილას მაქვს სული გადამთიელო?
 ანტონიო დაელოდა სანამ სიცილი ჩაცხრებოდა მერე დავითს კითხვაზე კითხვითვე მიუგო.
-დავითია შენი სახელი?
დავითი ამ მოულოდნელი შეკითხვით იმდენად სახტად დარჩა რომ წარბი რომელსაც დრო და დრო აზიდავდა ხოლმე, ახლა უნებურად შეუხტა. მერე წამიერმა გაკვირვებამ რომ გაუარა,ღიმილით თქვა:
- არ იცი განა?
-ეგ კი ვიცი,- მიუგო ანტონიომ .- მაგრამ ის არ ვიცი რა ადგილას გაქვს ეგ სახელი. იქნებ შენ თვითონ მაჩვენო.
 დავითი ანტონიოს ერთხანს დაჟინებით უცქერდა, თითქოს მის სახეზე რაღაცის ამოკითხვას ლამობსო. მერე ისევ გაიღიმა.
-ვიცი რისი თქმაც გინდა.
-იცი? - შეაწყვეტინა ანტონიომ.- მაშ, ისიც გეცოდინება, ეგ ცოდნა რა ადგილას გაქვს?
დავითს თვალებში ჩრდილმა გადაურბინა და ტუჩები მოკუმა. წამით სიჩუმე ჩამოვარდა. მისი თანამეინახეებიც მდუმარედ ისხდნენ და ცდილობდნენ დავითსა და ანტონიოს სახის გამომეტყველებით გამოეცნოთ . თუ რაზე იყო ლაპარაკი.
- სითამამეს გიქებ, მაგრამ..
-მაგრამ, -კვლავ შეაწყვეტინა ანტონიომ,- ის აღარ იცი სითამამე რა ადგილას მაქვს.”

ნუ იმედია ვინმეს დაგაინტერესათ ქარჩხაძემ :) და ამ მოთხრობებმა .. მე კი ამაზე არ ვაპირებ გაჩერებას. ( აბიტურიენტობის შემდეგ განვაახლებ კითხვის პროცესს.
by:takome