Friday, December 28, 2012

დაუპატიჟებელი სტუმარი

                                                
     ჰეი, ვილი შეიძლება შენი კატა შევჭამო?“     
                                                                       ალფი
                                                                              
      ვილის არც კატა ჰყავდა და მითუმეტეს ვინმეს არც მისი შეჭმა შეეძლო.
ვილი 24 წლის იყო, 24 წლის გუშინ გახდა. გუშინ დილით 7 საათზე გაეღვიძა უჯიშო ძაღლი გაასეირნა და გათოშილი ფეხებით შეხტა საბანში. „ჯადნაბას უკვე კარგად გამოვფხიზლდი“ .. ვილიმ საერთოდ არ იცოდა რატომ ყავდა სახლში ძაღლი. თავიდან იმიტომ იყიდა რომ ზოომაღაზიის ვიტრინიდან საოცარი თვალებით შეჰყურებდა მას ... არა ისეთი როგორიც იფიქრეთ არამედ ისეთით „მეტი არ მინდა წამიყვანო, აქ მე მეგობრები მყავს“.  მის უკან კი შეკრეჭილი პუდელი ჩანდა. არ იცოდა ვილიმ რატომ მივიდა დახლთან და რატომ იყიდა 40 დოლარად ძაღლი, რომელსაც არსად წასვლა არ უნდოდა.თანაც დახლიდარს, როგორც ჩანს, სულაც არ სურდა გამომშვიდობებოდა ძაღლს და გამოსვლისას ტუჩებშიც კი აკოცა. ვილიმ ეს ამბავი მაშინვე დაივიწყა.
სახელიც კი ვერ შეურჩია წესიერად და ბევრი რომ არ ეფიქრა ამაზე კომპიუტერთან დაჯდა ჩაწერა ძაღლის ყველაზე პოპულარული სახელები და ბოლო ადგილზე გასული აარჩია... ძაღლს „იუპიტერი“ დაარქვა მოფერებით „იუ“ თუმცა სახლის გარეთ იუსთვის იუ არადროს დაუძახია.
  წაუუცნაურებდა ვილი. გუშინ მას შემდეგ რაც იუ გაასეირნა და უშედეგოდ შეხტა საბანში გადაწყვიტა წვეულება მოეწყო. ვილის ბევრი მეგობარი არ ყავდა, თუმცა არც ისეთი იყო ვინმეს ეთქვა მარტოსულია და ძაღლიც იმიტომ ჰყავსო. ბევრი არც ამაზე უფიქრია შეძვრა კომპიუტერში და განცხადებებში გამოაქვეყნა:
„ ვილი 24 წლის ხდება. გთხოვთ მობრძანედეთ.“ შემდეგ მითითებული იყო მისამართი და დრო, წერილის ბოლოში კი დაწერა „.... ლიმნის ყიდვა დამავიწყდა წამოიყოლეთ“.
ვილიმ პროდუქტები პარკიდან ამოალაგა, იატაკზე პლედი დააფინა და ზემოდან დააწყო ყველაფერი, უფრო სწორი იქნება  რომ ვთქვათ დაყარაო.
   ვილის ზარი რომ შემოესმა დაახლოებით 8 იყო. მივიდა, გააღო, პირველები მოკლეკაბიანი და  შლაქს შარვლიანი გოგოები შემოვიდნენ, მათ მოყვა „ხოჭოების“ მაიკიანი ბიჭი და ერთიც უცნაურ აქცენტიანი გოგო, ალბათ, 19 წლის იქნებოდა . ვილის ყურადღება იმით მიიქცია რომ ძალიან ბრჭყვიალა შარვალი და ყვითელი ზედა ეცვა, რაც საკმაოდ უგემოვნოდ გამოჩნდებოდა რომ არა მისი ჰაეროვანი მიხვრა-მოხვრა.სულ მალე მისაღები ოთახი ისე გაივსო ვილის ადგილი აღარ იყო, ამიტომ გარეთ გამოვიდა, სადარბაზოში დადგა და ის-ისაა სიგარეტი უნდა ამოეღო ბრჭყვიალებმა მოჭრეს თვალი, ყვითელზედიანი გოგო შენიშნა. მაისური დალაქავებოდა და ცოტა ნაწყენი სჩანდა.
-ამ სახლს ტუალეტი საერთოდ აქვს? გაბრაზებული ტონით იკითხა.
ვილიმ ყურადღება არ მიაქცია .. სიგარეტს მოუკიდა და ლამპიონს გაუსწორა თვალი. სინათლე ოდნავ ბჟუტავდა, გრილოდა.
-შენ გეუბნები?! არ გესმის?
ვილი მოუტრიალდა.
-ა, ეს თქვენ ხართ?
-მიცნობთ?
-თავისთავად, მე ხომ ჩემ დაბადების დღეზე დაგპატიჟეთ.
 გოგონამ უცნაური გამომეტყველება მიიღო და ბოლო ფრაზა ყურებში გაუმეორდა.
-ო, ღმერთო ჩემო, რა სულელი ვარ. გილოცავთ.
ვილი შებრუნდა და ისევ ლამპიონის მაგივრად შარვალს გაუშტერა თვალი.
ბრჭყვიალები უკვე აღარ ჭრიდა თვალს.
-თქვენ რა გქვიათ?
-ლუსი, ზოგი ლუს მეძახის.
-ჩემ ძაღლს იუპიტერი ქვია მე იუს ვეძახი. თქვა ვილიმ და მიხვდა რომ არ უნდა ეთქვა.
გოგონამ გაუღიმა.
-მეც მყავს ძაღლი.
    ვილიმ სიგარეტი ჩაწვა და წკიპურტით მოისროლა.ლუ და ვილი სახლში შებრუნდნენ. ვილი ჰოლს გაუყვა და ძველი ნაცნობი ნახა. რომელს უფრო გაუკვირდა- ვილის ბრედის თავის სახლში დანახვა, თუ ბრედს ვილის ვიღაცის სახლში დანახვა გაურკვეველი იყო.მუსიკა არც ისე ხმამაღალი იყო. მაგრამ ვილიმ თავი სამზარეულოს შეაფარა და სოციალურ ქსელში მილოცვას უპასუხა. რატომ ავიტეხე ეს წვეულებაო ფიქრობდა და თან იუს უყურებდა, რომელსაც თათები გადაეჯვარედინებინა და ვიღაც ქერა ნაშას ფეხებში მოკალათებულიყო.ალბათ, მხოლოდ ამის შემდეგ  თუ აპატიებდა ვილის პუდელთან განშორებას. ვილიმ მაცივარი გამოაღო და ნაკბეჩი ტოსტი იპოვა. დაუფიქრებლად ჩაკბიჩა და ნიჟარაში ფურთხებას მოჰყვა .. ვილის ახსოვდა რომ დილით მაცივარში ტოსტი არ შეუნახავს.
ლუსი სამზარეულოში შემოვიდა მაგიდაზე ასკუპდა და ვილის გაოცებულმა შეხედა. შემდეგ სიცილს მოჰყვა და იქამდე არ გაჩერდა სანამ გული არ იჯერა.
ვილი უხმოდ გავიდა სამზარეულოდა და საშინლად მოუნდა, ყველა ღრიალითა და გინებით გაეყარა რომ ლუსის ხმა შემოესმა.
-         მაპატიე, მაპატიე შუბლი უნდა დამეჭირა არ ვიცი რატომ გამეცინა ,ალბათ, ალკოჰოლის ბრალია. დაბადების დღეს ასე არ უნდა ხვდებოდე.
   ვილიმ ლუსის შეხედა და მიხვდა რომ ლუსის ტუალეტისთვის მიეგნო და ყვითელი ზედა როგორღაც გაეწმინდა. ახლა მხოლოდ სველი გუბეღა ჩანდა მის მაისურზე და ეს წყეული ბრჭყვიალები.
  ლუსიმ ბოდიშის მოხდის მიზნით ვილის ტეკილა მიაწოდა. ვილიმ გამოართვა გადაკრა და  საცეკვაოდ გაიწვია.
    მერე  დილით ვილი თავის ტკივილმა გააღვიძა. ბევრი იწრიალა, მაგრამ ვერ მოხდა და ვერ დაიძინა... გამოფხიზლებული იყო უკვე რომ ფაჩუნის ხმა მოესმა, იუს გახედა. იუ ხალიჩაზე იწყვა, ვიღაცის ლიფი ჩაებღუჯა და ძილში იღრინებოდა.
    ვილი ფეხშიშველი ჰოლს გაუყვა, სამზარეულოში შევიდა,  მაცივარი გამოაღო და ისევ ის ტოსტი დახვდა, ახლა უკვე ორი ნაკბეჩით და ჯერაც ვერ მიმხვდარიყო როგორ დაბრუნდა ეს წყეული ტოსტი ისევ უკან,რომ იატაკზე რაღაცას მოკრა თვალი. თეთრი იყო, ისეთი თეთრი რომ მეტლახისგან მხოლოდ თვალები ანსხვავებდა. „მნაუო“ რომ თქვა ვილის ერთბაშად გაახსენდა ტეკილას გემო და ახალგაღვიძებული მედახლე რომ ლანძღავდა მაგას და ლუს, ამ შუაღამისას რომ არ წაიყვანოთ მძინარე, ხვალ ღმერთი გაგიწყრებოდათო? . ლუ კი ეფიცებოდა საჩუქრად მინდა კარგ ხელშიაო..

      ახლა ვილი 24 წლის იყო.  კატა ჰყავდა, და ისეთი ვიღაცაც ვისაც მისი შეჭმა შეეძლო.

 
                                                                                                                                                თაკომე

 

 

 

Monday, December 10, 2012

კიმაგრამ iphone-ს არ სცივა?!

      ყოველთვის მეცინებოდა  ბლოგერები პოსტს მობოდიშებით რომ იწყებდნენ "დიდი ხანია არაფერი დამიწერია". არა, იმიტო კი არ მეცინებოდა რო სასაცილო იყო, უბრალოდ რაღაც საოცრად ემსგავსებოდნენ ხოლმე ერთმანეთს ეს ბლოგერები ჩემს თვალში და ახლა... მეც იგივე ფრაზა რომ უნდა ვთქვა თავს ნამდვილ ბლოგერად აღვიქვამ...
   ბატონო? ნუ ვბოდიალობ და საქმეზე გადავიდე??
   "საქმე" კი როგორც მიხვდით არ მაქვს, ვინაიდან და რადგანაც აგერ უკვე ერთი აბზაცი გამოვაცხვე ისე,რომ  არაფერი მითქვამს.


    ჩემი პირწიგნაკის ( ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ შრიფტის გადაყვანა და ინგლისურად წერა მეზარება, არადა ქართულადაც დაიწერება, მაგრამ პატარაობიდან არ მიყვარს ასო "ფ" რატომღაც... "ფ"ანტა... კა"ფ"ე... "ფ"ეისბუქი... აი მაინც ვთქვი!) სტატუსი დაახლოებით ასეთია... ( დაახოებით იმიტო, რო შესვლისა და გადამოწმების არანაირი ხალისი არ მაქვს) "საკუთარ ჩაცმულობაზე ზრუნვა მობეზრდათ (ან აღარ იმყოფინეს) და ეხლა უკვე აი"ფ"ონების შემოსვაზე გადავიდნენ"... ბევრმა ალბათ თავისი სნობი თავი დაინახა და იფიქრა... "მე რატო უნდა ვეგულისხმე რო?" და მშვიდად და  "დაუ-ლაიქ-ებლად" განაგრძო კედლის სხვა სიახლეების თვალიერება.    
     კარგი. გასაგებია,რომ არ გსურთ თქვენი საყვარელი ელექტრონული მეგობარი გაიკაწროს, მაგრამ რა საჭიროა ისე "გამოაწყოთ", რომ ჩემნაირ ადამიანებს გულის შეტევა  მოუვიდეთ? ჯერ იყო და ( რა გაბრაზებული ბებიის ტონი მაქვს არა? ) რაღაც 3 მეტრიან- ყურებიან რეზინაში გაახვიეთ, (ან ჯიბეში როგორ გეტეოდათ) ეხლა კიდე ზოგი საროვსკის თვლებით გაწყობილ "ჩასაცმელსაც" არ იშურებს. მე არც აი"ფ"ონი მაქვს და არც მითუმეტეს მისი შესამოსელი, მაგრამ ძალიან (მერწმუნეთ ძალიან) დასვენებული ვარ თქვენნაირი უაზრობებით რო არ მაქვს თავი გამოტენილი (ჩემნაირი უაზრობებით მაქვს გამოტენილი და იმიტომ) და მიხარია,რომ თქვენნაირი არარსებული საზრუნავები არ მბოჭავენ... ეხლა გამოდის რო ძალიან ვიღრინები, მაგრამ ღამის 2-ის ნახევარია (აგერ უკვე ლამის) და ეტყობა ძალიან მეძინება. 
     არ ვიცი, მე სულ მგონია,რომ ასეთი საზრუნავებით დამძიმებულმა ადამიანებმა არც ავისუფლება იციან, არც ბედნიერება... მოვა ერთი რაიმე "უკან ბუმბული" ტრენდი და ის შებოჭავს, მერე იმას გადააგორებენ და ახალ მოდის... კიდევ უფრო აბსურდული... სულ ის ფრაზა მახსენდება " ადამიანებს უნდა უყვარდეთ ადამიანები და იყენებდნენ ტექნიკას, მაგრამ იყენებენ ადამიანებს და უყვართ ტექნიკა"... ვეთანხმები და გული მწყდება. 
        ძაანაც არ გამიბრაზდეთ, ზოგი მართლა ძალიან კრეატიული და "საკაიფო" ჩასადებია, თანაც სავსებით გასაგებია, ადამიანი ყოველთვის ინდივიულიამიზმისა და სილამაზისკენ რომ მიილტვის,  მაგრამ მე ძირითადად იმაზე ვღიზიანდები ეს "ჩაცმა-გახდა" მანია როა გავრცელებული და ეპიდემიასავით რომ მოედო მთელს მსოფლიოს. "ჩაცმა ჩაცმისთვის" რომაა და არა საკუთარი პიროვნებისა და ინდივიდობის ხაზგასმის ერთ-ერთი დამხმარე ასპექტი. 
        და რამდენი გაამდიდრა ამ ეპიდემიამ? ჰმმ...             

                                                                         მუდამ თქვენი გულდაწყვეტილი fიბი

Thursday, December 6, 2012

მთქნარეული




    რამდენჯერ დავიწყე ბლოგზე წერა ღმერთმა უწყის და კიდევ რამდენჯერ გადავიფიქრე..მაგრამ 21ამდე მოვასწრო უნდა პოსტის დადება =)) ეს დღეებია მთქნარეული ვარ იმ დათვს ვგავარ ზამთარში რომ გამოეღვიძება. 


 წელს რაღაც მიხარია ახალი წელის მოსვლა ქუჩებშიც მორთულ ვიტრინებს რომ ვხედავ რაღაცნაირად თბილად მეღიმება. ნაძვის ხის დადგმა მინდა კიდევ მალე მალე და ნათურების შემოხვევა და შუქის ჩაქრობა მმმ
  დღეს გაყინული ხელებით მოვბოდიალებდი და გამახსენდა ფიბიმ რომ მითხრა დიდ ჭიქიანი და იაფი ყავა იყიდებაო ერთგან ხოდა მეც იქითკენ მიმიწევდნენ ფეხები უფრო სწორად ხელები იმით რომ მაინც გამეთბო ეს აუტანელი სიცივე. დროა ხელთათმანების...
მივედი მენიუ მანახეს 2.50 ეწერა მეთქი კაპუჩინო მინდა მოვჩხრიკე ხურდები და გოგონამ შეცხადა 1.50 ღირსო. შემდეგ მკითხა რამდენი შაქარი ჩაგიყაროო მეთქი ჭიქა რამხელაა თქო და რომ ამოწია ჭიქა აღარ დასრულდა =)) არ ვიცოდი ფიბი დიდ ჭიქაში და იაფში თუ აააააააააამას გულისხმობდა თსუს 1 კორპუსამდე ნელი ნაბიჯით წავედი არც არსად მეჩქარებოდა ბიბლიოთეკაში მქონდა საქმე ... მაგრამ არც ჩემმა ნელმა ნაბიჯმა უშველა ვერ იქნა და ვერ გათავდა ყავა საბოლოოდ გულდაწყვეტილმა გადავაგდე:( (ყავისხამი)
  კარგი გარემოა თსუს ბიბლიოთეკაში თუ არ ჩავთვლით დღევანდელ ბურღის ხმას რომელიც არ იქნა და არ გათავდა ჩემი ყავისავით...
      საღამოს ფიბის გავუარე ვიჭორავეთ გოგოებმა=)) ვიჭორავეთ რა მგონი პირი რომ მოვაღე აღარ გავჩუმდი და იმათაც რა ექნათ მისმენდნე... 


სქელო უკნიდან
მე და სქელო
  ჩავრგე მერე თავი ქუდში გავეხვიე კურტკაში და გორას რომ ამოვუყევი და ტროტუარზე გადავედი უკვე რაღაც მხტუნავი არსება შევნიშნე ქვემოთ ... გამიკვირდა ფისო თუა ამ შუაღამისას რა თამაში აუტყდა თქო ( 8 საათი შუაღამეა ფისოსთვის აბა რაა?!) კარგად დავაკვირდი .. და ნაცრისფერ ფუფმულა ყურდაცქვეტილ კურდღელს მოვკარი თვალი.. თვალის მოკვრა და გოგოებთან გადარეკვა ერთი იყო და გადარეკვა და მაგათი სახლიდან გამოცვენა მეორე =)) ფიბი შეგულიანდა და მიუახლოვდა თავიდან ცოტა შეეშინდა ისე კარგი სქელო ვინმე კი გამოდგა =)) დაიჭირა ფიბიმ და იმწუთში მინაბა თვალები.. მერე დედაჩემს დავურეკე თვალცრემლიანმა კურდღელს წამოვიყვან გაიყინება რა თქო და იმანაც თვალცრემლიანმა მითხრა ჩიტი და ზაზუნაც გეყოფაო =)) შევედით ისევ ფიბისთან და სულ მალე პატრონიც ვიპოვეთ... რომელიც შემოვიდა პარკით აიყვანა სქელო ფუმფულა ბაჭია და კარში გასვლისას თქვა "უნდა დავკლათო" ...






სახეპალმა
თაკომე

Friday, November 9, 2012

დაგვიანებული პოსტი (2)

         მთელი დღე ცრიდა და ჩემი დავარცხნილი თმაც დღის ბოლოს დახუჭუჭდა... მაღვიძარამ რომ დარეკა თვალი უკვე გახელილი მქონდა ავიზლაზნე ფრთხილად გავაღე კარი საშინელი სიბნელე იყო ბბრრრ ძალიან ძალიან ძნელია ასეთ დღეებში ფუმფულა საბნიდან ფეხის გამოყოფა ბრრრ... ავეზლაზნე და თვალებ მოჭუტული დავდექი გაჩერებაზე იმ იმედით რომ მარშუტკა მოვიდოდა დაბრუნდნენ რა ავტობუსები და აღარ დავიწუწუნებ 85ზე :( მივაღწიე უნივერსიტეტში ენა ამომვარდა კინაღამ სირბილისგან ძალიან ძალიან საინტერესო ლექცია იყო შიო არაგვისპირელზე უმმმ აი 3 საათი რო გადის და ფიქრობ ნეტა ზარი არ დაირეკოს ლამის ამ ქალმა შემაცვლევინოს ძლივს შეგუებულარჩეული მიმართულება ... სემინარზე განგვიცხადა =))) ქულებს ვაცხადებო მმმმ ჯერ კიდევ წინა სემინარზე დაარიგა ნაწერები ყველამ გამოართვა და გადახედა რა შეცდომები ქონდათ მე ვიჯექი და სტვენა რომ მცოდნოდა ის დრო იყო "დამეშტვინა" ... მე მე სწორედ ის ვარ კოლოქვიუმზე მეორე ლექციაზე რომ შევანგრიე კარი შევიჭერი არ ვიცოდი რომ კოლოქვიუმი გვქონდა არ მქონდა რვეული არც თემა ვიცოდი და იმ საცოდავად ამოხეულ ფურცელზეც (ისიც სხვამ ამომიხია )რისვაივაგლახით და ტვინიკოსობით (კლდიაშვილი დიკენს დავუკავშირე =)) ) შევთითხნე რაღაც ფურცელ ნახევარი გადავიხედ გადმოვიხედე და დავინახე 3-4 ფურცელი ჰქონდა ყველას ნაწერი  და ჩემი ნაწერიც იქამდე არ წავიღე სანამ ვიღაც კიდევ  არ ადგა და ისე  მოვახერხე რომ ჩემი ფურცელი მისი რვეულის ქვეშ ჩავმალე დიიახ დიახ სწორედ მე ვიყავი ეს და დღეს ვიჯექი და ვფიქრობდი რომ კაკ მაქსიმუმ 4 ქულა მქონდა ლამის მერხის ქვეშ ჩავძვერი და ამ დროს 10იო რომ თქვა თვალები გადმომეკარკლა ახლაც არ მახსოვს რა ვიბოდიალე ვინაანე ნეტა გამომერთმია და მენახა ერთი რა მეწერა მოკლედ დღე ასეთი სასიამოვნო უცნაურობით დაიწყო ... 
   ამ ბოლო დროს ძალიან ბერვი კითხვა მიწევს ძალიან მოკლე დროში ... მმმ წავიკითხე ბარნოვის "ტრფობა წამებული" საინტერესო თვალთახედვაა ჩემთვის ცოტა გამაღიზიანებელიც კი იყო დღეს იმდენი ვილაპარაკე ამ რომანზე რომ აქ თავს აღარ მოგაწყენთ ... რასინის "ფედრა" მმმ არ მომეწონასავით ანტიკურ ლიტერეატურას რომ გავდიოდი ბევრად უკეთესი ნაწარმოებები გავიარე და ეს რაღაც ვერა ვერ მოვიწუნე ჰუჰ კიდევ ვოლტერის კანდიდი წავიკითხე ეს უკანასკნელი საკმაოდ საინტერსოა ..
   არ შემიძლია არ ავღნიშნო რა ფენომენი შემხვდა ამასწინათ ბიბლიოთეკაში ვდგავარ ვუცდი ჩემს "ფედრას" =)) შემოდიან ორნი გოგო რიჟაა საყვარელი ვიღაც ჩანს ბიჭი საკამოდ გემოვნებიანადაა ჩაცმული რაღაცნაირი გამოხედვა აქვთ რომ ესესაა რაღაც ისეთ წიგნს მოითხოვენ ისეთ რომ ბიბლიოთეკარებიც გაოგნდებიან მათი ინტელექტით ამ დროს მესმის 
ბიჭი: უკაცრავად TWIGLIGHT მეორე ნაწილი გავქთ? 
ეს ის მომენტი იყო როდესაც უნდა გაიფიქრო ღმერთო ურო ჩამცხე 
უარყოფით პასუხი რომ მიიღეს გულზე შემოეყარათ ...


   მმმ კაი ხანია ბლოგზე არ დამიწერია ზედმეტად ჭკვიანი რომ ვარ და იდიოტურად შევადგინე ცხრილი იმიტომაა რომ ვერაფერს ვერ ვასწრებ -=)








თაკომე

Sunday, October 28, 2012

"შემოდგომის ლეგენდა"

         მმმ შემოდგომის ელგენდაზე წინა წლიდან მოყოლებული ვიცოდი თუმცა მონაწილეობის მიღების სურვილი არ მქონია მერეე ერთხელაც მირჩიეს და გავაგზავნე რატომღაც მეგონა დღეებს დავითვლიდი სანამ ფინალისტებს გამოცხადებენ თქო მაგრამ არა ..მერე ვნახე რომ 196 ადამიანი იღებდა მონაწილეობას და უჰ შანსი არაა თქო გავიფიქრე მაგრამ ჩემდა გასაკვირად 10ეულში მოვხვდი. მმმ გამიხარდა რა თქმა უნდა მაგრამ შემეშინდა კიდეც "ემანდ" რამე სისულელ არ დავწერო თქო... მიერე მოვიდა 19 ოქტომბერიც რუგზაკ აკიდებული მივედი პირველ კორპუსთან არავინ იყო ჯერ არადა 10 აკლდა მძღოლი გამოვიჭირე და ფანჯარაში შევვუვარდი თქვენ მიდიხართ კახეთში თქო? შევიკრიბეთ და დავიძარით მმ როგორი წარმომედგინა შატო მერე და როგორი დამხვდა.. .მმმ მეგონა იქნებოდა რაააღაც ძალიან გრანდიოზული სურათებზე ასე ჩანდა და ჩავედით და პატარა კუსკუსა მყუდრო სასტუმრო დაგვხვდა პირვველ სართულზე  უუუამრავი ნივთით. მმმმ ჟიურის წევრები იყვნენ დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, სალომე ბენიძე, ივა ფეზუაშვილი(წინა წლის გამარჯვებული) და მაკა ლდოკონენი. ბევრი შემიძლია ვილაპარაკო რა კარგი აურა და სიმყუდროვე იყო მაგრამ მართლა უუდიდესი პოსტი გამომივა ამიტომ ვიტყვი რომ ყველაფერი იყო იმისთვის რო კარგად გეგრძნო თავი პირველივე დღეს საღამოსვე ამოგვაღებინეს წერილები და გავიგეთთემა რაზე უდნა დაგვეწერა უმმმ როგორ არ მიყვარს როცა წერა მინდა და პასტა ხელში არ მაქ მეორე დღეს უნდა დაგვეწყო წერა და 8 საათი გვქონდა მმმ მე შემხვდა წერილი რომელიც ძალიან მომეწონა მაგრამ არ მინდოდა ბანალური სიყვარულის ისტორია დამეწერა ბევრი ვიფიქრე ღამეს და დილით აზრზე არ ვიყავი რა დამეწერა იმიტომ რომ უამრავი სიუჟეტი განმივითარდა გონებაში. აი წერილი..

თეონა დოლენჯაშვილის წერილი
 
აქ ჩემს სურვილს ვწერ „ ..... ............ ..... ....
..... ..... .............. .. ....... ....... ..... .......“
 ფურცელს ოთხად ვკეცავ და სასიყვარულო წარწერებით აჭრელებულ კედლის ღრიჭოში ვათავსებ. ისე რომ არც მზემ გაახუნოს, არც წვიმამ დაასველოს, არც ქარმა წაიღოს, ვიდრე მისი ასრულების დრო არ მოვა.
21.04. პარიზი. მონმარტი. სიყვარულის კედელი.

ქალაქის მთავარ მოედანზე ვარ. თაღქვეშ. ბაღში ატონიუმის უზარმაზარ თეთრ მოლეკულასთან ტურისტები ფოტოებს იღებენ. მე წერილს ვწერ:
 „... ..... ....................  ........................ .. .......... .......
.... ............................ ...... მერე  წმინდა მიხეილის ბარელიეფს ხელისგულს ვადებ, მისი ქვის გულისცემას ვუსმენ და იქვე ამოკვეთილ ძაღლსაც ვეფერები. ეს რიტუალია იმისთვის, რომ წერილში ჩაწერილი სურვილი ახდეს.
3.12.
ბრიუსელი. წმინდა მიხეილის კედლის ბარელიეფი.

თებერვლის ცივი ღამეა. ქალაქის მთავარი საათის ზარების რეკვას უსმენენ პრაღის დემონები და ანგელოზები. ხიდის ლამპიონები მდინარის ჩამუქებულ წყალს ჩრდილებს უცვლიან. ცაზე ხუთ ვარსკვალავს ვითვლი და ვფიქრობ, რომ სწორედ ისეთი ღამეა, როდესაც ხიდიდან გადააგდეს იან ნეპომუნცი, რომელმაც არ გათქვა აღსარების საიდუმლო და ამით გაადარჩინა სიყვარული. ფურცელზე წერილს ვწერ:
 „.... ......... ................ ..... ............... .....
...... ................ .......... .............. ...................... .....“ და ხიდის კედლის ღრიჭოში საგულდაგულოდ ვჩურთავ. ყინავს. სურვილების ჩაფიქრების ღამეა. ნეტა როდის დადგება ახდენის..
14.02.
პრაღა. კარლოვის ხიდი

ცხელა. ფეხით გამოვიარე ტროა, ეფესო, უძველესი ბიბლიოთეკა, ვნახე ქალაქის ნანგრევები, მანუსკრიპტები და იოანეს საფლავის ქვები. ახლა აქ ვარ, უამრავ ტურისტთა შორის. მათი ფურცლების, წერილების, სურვილების კორიანტელში. ყველა თავის ასახდენ ამბავს წერს. მე ისევ ჩემსას: „.... ......... ............... .... ........... .......... ............... ..... ...............
........ .... .................... ........ ........... „
და კედელს ვაბარებ. ამ კედლის ძირში მიიძინა ღვთისმშობელმა, რომელსაც ვუყვარვარ. ამ კედლის ცხელ ქვებში ბინას იდებს ჩემი წერილიც.
17.08. ეფესი.
ღვთისმშობლის მიძინების კედელი

ყველა ის ადგილი მოვიარე, სადაც სურვილებს უკვეთავენ. სადაც მათ ახდენას ნატრობენ. ეს ბოლოა. ბეთლემი. რძის მღვიმე. სიჩუმეა. ისეთი სიჩუმე, სადაც ფიქრიც კი ისმის. არ მინდა ესმოდეთ, ამიტომ სურვილს სწრაფად ვწერ „....... ..................... ... ..... .... .. .. ............ .... .........
............ ... .. ... .. ..... .. ...... ............... .............. ...........“ და წერილს კლდის ნაპრალში ვმალავ. გაბარებ.
ვიცი, რომ ახდება. და მეშინია..
7.01. ბეთლემი. Milk Grotto"
          
მმმ დავჯექი 11ზე დასაწერად წარმოდგენა არ მქონდა რას ვწერდიი და დავიწყე წერა ... სულ სხვა სიუჟეტი დავწერე იქამდე რომ არც გამიფიქრია ისეთი და ერთ ამოსუნთქვაში მოვრჩი 12ისთვის უკვე დაწერილი მქონდა.. ჩავედი გავიარ-გამოვიარე ტურაშვილმა გვკითხა დაიწყეთ? მეთქი მე მოვრჩი და რიატო იჩქარეო ხოდა მერე ცოტა ეჭვი კი შემეპარა მაგრამ არაფერი შემიცვლია მმმ კმაყოფილი ვარ ჩემი ნაწერით :) და ესაა მთავარი. გამარჯვება არ გაამარჯვება არ მაინტერესებს 
აი ჩემი ნაწერიც... 

                                   
                 “მრავალნაცადი წერილი ღმერთს“


  " ბებია ყოოველთვის მეუბნებოდა, თუ ვინმესთან დალაპარაკება გინდა და არავინ გყავს, ღმერთს დაელაპარაკე მაგაზე შინაური არც მე ვარ და არც დედაშენიო.
     მე იმ ადამიანებს მივეკუთვნები ყველაფერი გულთან ახლოს, რომ მიაქვთ და მზად არიან ნებისმიერის მხარზე აქვითინდნენ. შარლოტა მქვია, ვიცი, ბევრი შარლოტაა, ამიტომ გეტყვი, რომ წაბლისფერი თმა მაქვს, კბილები ოღრო-ჩოღრო, ცხვირზე ცოტა ჭორფლი მაყრია და უცნაური აქცენტით ვლაპარაკობ.
    დღეს 21 აპრილია, სიყვარულის კედელთან ვდგავარ და ვაკვირდები ხალხს. ზოგს 4-4 წერილი მოაქვს, ზოგიერთს რიდით კუჭავს სიყვარულის კედელში. მე კიდევ აგერ უკვე სამი ცალი დავკუჭე და მოვისროლე. ძნელი ყოფილა დაწყება.
     მე ვიწყებ წერას:
  „ჯონათანი, ჯონათანი, ჯონათანი... სახელიც ისეთი აქვს, რომ გული სითბოთი მევსება. ჩვენი სოფელი ჯონათანისნაირებისთვის მზად არ იყო და როცა ჩამოვიდა, ყველა გოგოს ის შეუყვარდა. მეც ღმერთი არ გამიწყრა და თავდავიწყებით შემიყვარდა ჯონათანი. მას მერედიტიც კი ეკეკლუცებოდა, მერედიტს შავი მბზინავი თმა ჰქონდა და სოფლის საბჭოს წევრი იყო. სადაც არ გაიხედავდი მის ყალბ ღიმილს მოჰკრავდი თვალს...“
     სიყვარულის კედელი  ფერადფერადი ქაღალდებითაა სავსე. ყველას ასრულება სწადია. ჩემი წერილისგან თვითმფრინავს ვაკეთებ და ურეისოდ ვუშვებ.

     3 დეკემებერი
     ახლახანს ჩამოვედი, ქალაქიც არ დამითვალიერებია. ბაღში ატონიუმის უზარმაზარ თეთრ მოლეკულასთან ტურისტები ფოტოებს იღებენ. მთხოვეს და მეც გადავუღე ატონიუმის მოლეკულას, აპარატი ურცხვად ჩავაბარე და ხელით ვანიშნე ყველანი ბრწყინვალედ გამოხვედით და „ჩიიზიც“  ზუსტად კადრში ჩაჯდა თქო.
     მე ვიწყებ სასიყვარულო წერილის წერას:
„მე და ჯონათანმა ერთმანეთი ჩემს სოფელში გავიცანით. ჯონათანი იმ დროს 27 წლისა იყო მე 19-ის და როგორც ყველა გოგოს მეც თავდავიწყებით შემიყვარდა. ყოველ დილას წირვაზე ერთად დავდიოდით, უფრო სწორად ის მიდიოდა წინ და მე უკან უხმოდ მივსდევდი...“
   წმინდა მიხეილის ბარელიეფს ხელისგულს ვადებ, ქვის გულისცემას ვუსმენ და იქვე ამოკვეთილ ძაღლსაც ვეფერები. ეს რიტუალია იმისთვის, რომ სურვილი ახდეს.
    თუმცა წერილს ვკუჭავ და ბრიუსელის ქუჩაში ურცხვად ვაგდებ.

    14 თებერვალი
   პრაღა. ისეთი სუსხია ძვალგაყინული ხიდზე ვდგავარ და ხელზე ვიორთქლებ. უკვე ღამის პირველი სრულდება. ფეხების გასათბობად ვხტუნაობ, გამვლელები ფიქრობენ, რომ ტინგიცა ვარ.
    მახსენდება იან ნეპომუნცი, რომელმაც არ გათქვა აღსარების საიდუმლო და ამით გადაარჩინა სიყვარული.
    ვიწყებ წერას:
„მე და ჯონათანი ხშირად დავდიოდით ხოლმე ტბაზე და ბატებს პურს ვაჭმევდით. ჯონათანი მეჩხუბებოდა-მთელ პურს კი ნუ ისვრი, დააქუცმაცე და ისე ისროლეო. მე კიდევ მიკვირდა, რატომ მიცურავდნენ ხოლმე ბატები ჩემგან შორს...“
   სურვილების ჩაფიქრების ღამეა, ვიღებ წერილს ოთხად ვკეცავ და კედლის ღრიჭოს მაგივრად წყალში ვისვრი იანივით.

27 აგვისტო
   მზე ცის ჰორიზონტს გაუსწორდა, საშინლად ცხელა, ფურცელი ხელზე მეკრობა. ფეხით გამოვიარე ტროა და ეფესო. ახლა აქ ვარ ღვთისმშობლის მიძინების კედელთან. ყველა თავის ნატვრას წერს. მეც ვიწყებ:
    „ჯონათანი მდიდარი არ ყოფილა, თუმცა ვერ იტყოდი, რომ მასზე სიღარიბეს თავისი დაღი დაესვა. ყოველთვის ლაღი იყო და ეკლესიის გუნდშიც კი უკრავდა. მახსოვს როგორი სუნი ჰქონდა მის ტანსაცმელს, ეს უთოს სუნი იყო, ცხელი უთოსი.
    ჯონათანს დედმამიშვილები არ ჰყავდა. მე სამი და და ორი ძმა მყავს. ჩემი დები ნენსი და ელზა გათხოვილები არიან და შვილებიც ჰყავთ. აი, მაიკი...“
     წერილს ვკუჭავ და თავიდან ვიწყებ.
     „ჯონათანი პირველმა მე გავიცანი, ავტობუსის გაჩერებაზე იდგა და მოუთმენლად ელოდა გამვლელს, რომ კითხვა დაესვა. მე ნელ-ნელა ვადგამდი ნაბიჯებს, მინდოდა ჯერ შემესწავლა და მერე მერჩია რაიმე მისთვის. ყავისფერი ბათინკები ეცვა, თასმები უბრალოდ ჩაეჩურთა შიგნით. შავი ჯინსის შარვალი გაცრეცოდა და ფეხებთან უზარმაზარი ჩანთა ედო. რომ დამინახა სიხარულისგან შეხტა, ჩემს ნელ სვლას ვერ გაუძლო და თვითონ დაიძრა ჩემსკენ....“
      ამ კედლის ძირში მიიძინა ღვთისმშობელმა, რომელსაც ვუყვარვარ. წერილს ხელში ვათამაშებ, შუბლზე ცივი ოფლი მასხამს, ჩანთაში ვიდებ და კედელს ვუახლოვდები, უამრავ სურვილში ვირჩევ ერთს და იქვე ვუღებ სურათს, ისე რომ არავინ დამინახოს. შემდეგ მთელი ღამე ამ წერილს ვკითხულობ.

    7 იანვარი
     ბეთლემში ვარ ორი დღეა, თუმცა სასტუმროდან ფეხი არ გამიდგამს, ვფიქრობდი.
     დღეს გამოვედი პირველად ქალაქში, ცივა, ქუჩები დაორთქლილია. ყველა ის ადგილი მოვიარე, სადაც სურვილებს უთქვამდნენ, სადაც მათ ახდენას ნატრობდნენ ეს ბოლოა.
   ვიწყებ სურვილის წერას:
„აი უკვე მერამდენედ ვიწყებ და ვიცი, რომ ბოლომდე ჩავალ. ჯონათანი ჩემს სოფელში, რომ ჩამოვიდა...“
    წერილს კლდის ნაპრალში ვმალავ, გაბარებ ვიცი, რომ ახდება და მეშინია... აგერ უკვე რამდენი ხანია ჯონათანი აღარაა ისეთი სახელი სხეულში სითბო რომ მეღვრება."

თაკომე



Friday, October 5, 2012

no surprises


    ჩემი ტყუპისცალი სამსახურში გალუმპული მივიდა. 3 საათი გავიდა მას მერე. უფრო მეტიც, მაგრამ ფეხები მაინც სველი და გაყინული აქვს, ხასიათიც დაუსველდა და ზის ყურებჩამოყრილი.
   დილით ორჯერ დაიქუხა. თბილ, ფუმფულა საბანში გახვეულმა ორჯერვე გამოვახილე თვალი, საბნიდან ამოვყავი ცხვირი, საათს შევხედე, გამიხარდა დღეს უნივერსიტეტში რომ არ ვარ წასასველი და ისევ ჩავყავი საბანში მოულოდნელად გაყინული ცხვირი.
    ჩემ ტყუპისცალს ნაკლებად გაუმართლა. არც საბანი აქვს და არც თბილი ფეხები.
    პატარაობაში სარკეში ჩახედვისას სულ მეგონა რო ვიღაც აი იქ, სადმე შორს ცხოვრობს და ის კი არაა ჩემი ანარეკლი, არამედ პირიქით. სარკეს ზურგს შევაქცევდი თუ არა, მეგონა,რომ იქიდან მაინც მიყურებდნენ.
    ეხლაც ეგეთი გრძნობა მეუფლება. გამუდმებით მგონია,რომ ჩემი ტყუპისცალი მიყურებს. აინტერესებს ყველაფერი და არ ეზარება ასე ყოფნა.
    თუმცა დღეს სენტიმენტალურ ხასიათზე გავიღვიძე, ჩემი ტყუპისცალი ალაგ-ალაგ იღრინება. მაგრამ ეს ყველაფერი ისე უხდება, როგორც პატარა ბავშვს თავისივე მსუქანი ფეხი უკიჭებო პირში.
    ბედნიერი ვარ.
   დილით ყავას ვთქვეფდი და პატარაობა გამახსენდა. და რატო მასმევდნენ ყავას პატარაობაში არ ვიცი, მაგრამ ეს ჩვევა (ყავის ათქვეფის) დღემდე გამომყვა, და ყოველთვის,როცა ერთმანეთზე შეწებებულ შაქრისა და ყავის გრანულებს ვუყურებ და სურნელი ნესტოებში მიღიტინებს, თითქოს ისევ ვპატარავდები და მახსენდება, რომ ყავას არც არავინ მასმევდა. სულ მიმალავდნენ და სულ ვპოულობდი.
      დღეს ისეთი დღეა სულ რომ საწოლში უნდა იწვე. საუნდთრეკად no surprises ისმოდეს,შენ კი ტუპისცალს ჩაეხუტო და კატასავით იკრუტუნო. შეეცადო საბანი რაც შეიძლება მაგრად შემოუკეცო გათოშილი ფეხები რომ გაუთბეს, იგრძნო როგორი შენიანია, როგორი რეალურია და დაგავიწყდეს,რომ მომენტებში შენი თავიც კი არარეალურად გეჩვენება. მაგრა მაგრა მიეკრა და იგრძნო რომ  ყოველთვის ერთ პლაცენტაში იყავით. ჩასახვიდან დღემდე და კიდევ ძალიან დიდ ხანს.


უცნაურად აღაღადებული fიბი
    

    
     

Thursday, October 4, 2012

...Your true colorS...

რატომღაც დამჩემდა ამ ბოლო დროს სიმღერის ტექსტს ვუსმინო და არა თვითონ სიმღერას აქამდე ხშირად იყო ხოლმე რომ უაზროდ მიყვარდა რამე სიმღერა აი ისე მისამღერი რომ იცი მარტო და წინ და უკან რა არი გაგებაში არ ხარ უფრო სწორად არ უკვირდები ხოოდა დღეს მარშუტკაში რომ ვიჯექი ჩავრთე ჩემი ipod და სიმღერებს დავწყე ძებნა რატომღაც ყოველთვის ისეა რომ რა სიმღერაც იმ მომენტში მინდა ჯინაზე იმალება ხოლმე და გადავაწყტი ane brun-ს რომელიც შარშან მომწონდა ძაან საკმაოდ თბილი და ტკბილი ხმა აქ ჩემთვის ხოოდა რაააკი (რაკი რა ღადაობა სიტყვაა თუ რაცააა) კაი ხანია არ მომისმენია დავტოვე სიმღერა true colors და ჩემს ზემოთაღნიშნულ ჩვევას მივყევი =)) ხოოდა მივხვდი რომ ძალიან ძალიან კარგი ტექსტი აქ აი ისეთი სულში რომ ხელებს გიფათურებს აი სიმღერა მოუსმინეთ მმმ

ტექსტი :)
You with the sad eyes
Don't be discouraged
Oh I realize
It's hard to take courage
In a world full of people
You can lose sight of it all
And the darkness inside you
Can make you feel so small

But I see your true colors
Shining through
I see your true colors
And that's why I love you
So don't be afraid to let them show
Your true colors
True colors are beautiful,
Like a rainbow

Show me a smile then,
Don't be unhappy, can't remember
When I last saw you laughing
If this world makes you crazy
And you've taken all you can bear
You call me up
Because you know I'll be there

And I'll see your true colors
Shining through
I see your true colors
And that's why I love you
So don't be afraid to let them show
Your true colors
True colors are beautiful,
Like a rainbow


თაკომე

Monday, September 17, 2012

მე-2 კურსის 1-ლი დღე

  მმმმ პირველი დღე ყოველთვის ემოციურად დატვირთულია ....ჩემი პირველი დღე სკოლაში იმით დაიწყო რომ დედაჩემმა საგულდაგულოდ ნაყიდი ყვავილები სხვა ქალს მიმაცემინა ( ვაიმე რა კარგად ვფლობ ქართულს) ანუ დამრიგებლები აერია... მერე ...ზურაბ ჟვანია გვილოცავდა ბავშვებს სკოლის დაწყებას და მეც მოწყენილობისგან სკოლის ფანჯრიდან "გადმოხედებულ" ( ვაიმე რა კარგად ვფლობ ქართულს2)ქალს ვეჯღანებოდი რომელიც შემდგომში ჩემი დამრიგებელი აღმოჩნდა და შემრცხვა კიდეც კლასში რომ შევედი...
 უნივერსიტეტის პირველი დღე სულაც არ იყო შთამბეჭდავი... არც კი მახსოვს რა განცდებით დავტოვე ჯერ კიდევ სარემონტო სამუშაობში "თავჩაქინდრული" პირველი კორპუსი არც დაბენეული პირველკურსელი ვყოფილვარ ვინმე "უფროსკურსელს" ჩემზე საღადაო თემა რომ მისცემოდა..უფრო აგრესიული ვიყავი =))) თსუს გარუკვევლობაში მქონდა პირველად ფეხი შედგმული და აბა რა იქნებოდა...
   მმმ მე-2 კურსის პირველი დღე კი იმით დაიწყო რომ ქუჩის შესახვევიდან 85 ნომერი დავინახე წამებში უამრავი რამ გავიფიქრე აჯობებდა გავქცეულიყავი და ხალხს ჩემზე ეღადავა(რატომღაც მგონია რომ ვინც ავტობუსში ზის გულში ყოველთვის "ღადაობს" გამოქცეულ მგზავრზე) ან არადა დამეგვიანა რადგან 85 ისეთი იშიათობაა პავლოვის ქუჩაზე როგორც თემო ხვიბლიანი 21 საუკუნეში...მოკლედ გავიქეცი უკვე დაძრულ ავტობუსში შევხტი... და უპს... რა შევხტიი.. =)) მხრით ჩამოვეცვი რაღაც ბასრს ნუ ცოტატი ვაზვიადებ მაგრამ მერე მთელი დღე მიხდებოდა იმის ახსნა რას ნიშნავს ავტობუსს შევეჯახე =)) იქ მისულს მთელი უნივერსიტეტი თუ არა უმეტესობა პირველი კორპუსის ეზოში დამხვდა... შესუნთქულმა გავიარე იქაურობა და როგორც მოწადინებული სტუძენტი ლექციაზე შევედი მმმ საკმაოდ საინტერესო ლექციები მელის წინ ვგრძნობ ერთადერთი რატომაც ფილოლოგობა მიხარია ლიტერატურაა ...
  მმმ კიდევ მე და ფიბიმ გენიალური ფრაზა მოვისმინეთ ჩემს ლექციაზე =)) რომ დედის საშო სამოთხეა... ლექტორმა ამაშi აშკარად ღრმა აზრი ჩადო მაგრამ 2 საათი ბოდიალის შემდეგ არც მე და არც ფიბის ფხუკუნის მეტი არაფერი შეგვეძლო =))
  მოკლედ მე დღეს არც დაბნეული პირველკურსელები მინახავს და არც მაგათზე მიღადავია ....არის ჩემში რაღაც არასტუდენტური


მე-2 კურსელი თაკომე

Sunday, September 9, 2012

პირველი ხელფასი

    მმმ საზაფხულო სამუშოების ვნებათაღელვამ რომ ჩაიარა მშვიდად ვუცდიდი ხელფასის დარიცხვას არც მეჩქარებოდა ფულის აღებდა და არც იმაზე ვნერვიულობდი ვაითუ არ მოეცათ იმიტომ რომ ვიცოდი მომცემდნენ და კარტაზეც დაირიცხებოდა სად წავიდოდა მოკლედ ჩემმა პირველმა ხელფასმა 400 ლარი შეადგინა უნდა ვთქვა რომ თუ აქამდე ვამბობდი აღარ ავიღებ საზაფხულო სამუშაოს მეთქი ახლა დაზუსტებით შემიძლია ვთქვა ავიღებ ...ვიწვალებ და მერე იმ 400 ლარს ჩემ გემოზე დავხარჯავ...

რა თქმა უნდა 400 ლარი არაა ბევრი ფული მაგრამ ჩემთვის არც ცოტა აღმოჩნდა მმმ მშვენიერი განცდაა ბანკომატი მითითებულ თანხას რომ გაძლევს დაუფიქრებლად არ გეკითხება რაში დახარჯავ არ გეუბნება რომ არ აქ ფული არ გალოდინებს ერთი სიტყვით სულ "ფეხებზეკიდია". 
  ხელფასის ხარჯვა ჯერ კიდევ ბათუმში დავიწყე .... თბილისში რომ ჩამოვედი გავვარდი და აიპოდი ვიყიდე პატარა კუსკუსა მწვანე ეჭვი მაქ საკმაოდ გამომადგება გაჭყლეტილ ავტობუსში ყოფნისას ვიყიდე ასევე კუსკუსა ჩანთა და შარვალი მმ თან კიდევ დამრჩა 50 ლარი და ახლა ვზივარ და ვფიქრობ რაში დავხარჯო არადა როცა არ გაქ ფული ეგრევე რაღაცის ყიდვა გინდება ხოლმე....
  მმმ პირველი ხელფასი სილის გაწნასავითაა გეუბნება რომ შენც შეგიძლია რაღაცის გაკეთება.... 


                           თაკომე

Monday, September 3, 2012

როგორ გავატარე ზაფხული...

       მახსოვს პირველი 7 კლასი მაინც ამ თემას გვაწერინებდნენ ხოლმე ბავშვებს "როგორ გავატარე ზაფხული" და ყველანი ერთ სტილში ვწერდით ვიყავი იქ ვიყავი აქ და თუ ვინმე კიდევ სხვაგანაც იყო "იქ" და  "აქ" ის გარდა მთელი კლასი ფიქრობდა რომ კარგად გაუტარებია ზაფხული... ჩემმა ზაფხულმა ფეხი 23 აგვისტოს აიდგა ...
  მმმ ბათუმში დასვენებას მე და ფიბი მთელი წელი ვგეგმავდით ბოლოსკენ ცოტა პრობელმებიც შეგვექნა ბინაზე მაგრამ საბოლოოოდ საკმაოდ კარგი ბინა შეგვხვდა...ხოოდა დავიძარით ბათუმისკენ ღამის მატარებლით როცა ღამის მატარებლით მიდიხარ (და თუ სამი კაცი ხართ) უნდა ილოცო რომ ვიღაც მეოთხე წესიერი იყოს... ჩვენთან მეოთხე კაცი საკამოდ უცნაური იყო თავიდან გვეგონა რომ ქართული არ ესმოდა და საკამოდ "ვიღადავეთ" მის ზეციდან ჩამოწეულ ხელზე მაგრამ დილით გამარჯობაო რომ თქვა სახეები აგველეწა....
პირველი დღე საკმაოდ დამღლელი და გრძელი გამოდგა მთელი ღამე არ მეძინა ამინდი 5 დღის განმავლობაში შესანიშნავი იყო... თავიდანვე გვითხრა ტაქსისტმა რომ ბარხატნი სეზონზე ვიყავით =)) ფიბის ისევე როგორც წინა წლებში არ სწყინდება ჩემზე კაიფი როცა ზღვაში ვდგავარ ის კი ცურაობს... anyway ჯიუტად არ ვსწავლობ ცურვას (ჰუჰ) ბათუმში ისევე როგორც წინა წლებში ტაქსისტები 5 ბორბლის გადადგმაზე 4 ლარს  გართმევენ სიტყვებით "სამის გამაო ხო არ დავქოქავ მანქანას"... მმმ წელს ბათუმში ველოსიპედზეც ვიჯექი მმმ მეგონა დატრიალდებოდა თუ არა ბორბალი ეგრევე ბრახვანს მოვადენდი და მთლიანი თუ არა ნახევარი ბულვარის დასაცინი გავხდებოდი მაგრამ აშკარად კარგად გავართვი თავი ტარების გახსენებას ველოსიპედი იმ ტრანსპორტს განეკუთნება რომელიც არასდროს გავიწყდება თანაც მმ ფასიც კარგი აქ ნახევარი საათი 3 ლარი (ეს ნახევარ საათი კი ზოგჯერ ძაააან დამღელია) მმმ პირველად ვიყავი აკვაპარკში და საკმაოდ კარგი იყო იქამდე სანამ აუზში თავით ჩაყუდებულ ბავშვს არ დავინახავდი რომელიც წყალს პირში იგუბებდა და სხვა ბავშვს ასხავდა მერე პირიდან (რატო შვილი?? თორე კი)
    როცა ბათუმში მოღრუბლული ამინდია და არ იცი რა ქნა არის რამდენიმე ვარიანტი იჯდე სახლში ... წახვიდე კინოში(აპოლოში)... წახვიდე კაფეში
მმმ მე და ფიბი წავედით 15 წუთი რომ აკლდა სეანსის დაწყებას.... კინოში წავედით კი არა გაააააავვვარდით "the watch"ზე ჰუჰ კომედიაა ფიბის არ მოეწონა მე ბევრი ვიცინე ...კიიიდევ გავსინჯე ბევრი ბევრი კოქწეილები... მმ პირევლი გავსინჯე მოჰიტო, რომელზეც არ გადავირიე თუმცა მჯერა რომ უკეთესი მოჰიტოც არსებობს რომელიც ჯერ არ გამისინჯავს ჰუჰ 
მიიიერე "სისხლიანი მერი"....მოვწრუპე და არაუშვადა მმმ და და გუშინ მე და ფიბიმ გავსინჯეთ "ორგაზმი" მმმმ მართლა ძალიან გემრიელი იყოო ფიბიმ უკვე ილაპარაკა დელფინარიუ(მზე) ....

დღეს ნავით გავისეირნე და ძაღლუნია მოვიგეთ სათამაშოების აპარატში (არ მეგონა ოდესმე თუ ვინმე იგებდა ახლაც არ მგონია =))) 
პ.ს. ფიბიმ მობილურზე უკვე მოყვა ჰუჰ 





თაკომე (დამეზარა თორე მეტს ვწერდი) ჰუჰ