Friday, August 17, 2012

"ფიბი ცდილობს პეჩენია გამოაცხოს..."

   ბავშვობაში პასკა პასკა კარგად გამომდიოდაო ფიბიმ და გადაწყვიტა პეჩენია გამოაცხოს..
   ნუ ჩემ შთაბეჭდილება როგორი უნდა მქონდეს თქვენც მიხვდებით ჯერ იყო და სათუთად გადანახული შაქარი (უკანასკნელი იმედი) სველ ჭიქაში ჩაყაარა და დანაკლისი იყო აშკარად, მერე მჭადის ფქვილით აპირებდა გაკეთებას(აწ უკვე გამოცდილებამ ვერაფერი ასწავლა ფიბის სკოლის პერიოდში... მჭადისფქვილიანი პეჩენიებნაჭამი ფიბი ახლაც იგივეს იმეორებს) და თან ახლა ამბობს ამდენ ტვინის ბურღვას კექსი გამომეცხოო (მინდა გაცნობოთ რომ ტვინის ბურღავში გულისხმობს იმას რომ ფქვილი და შაქრის პუდრა აურია ერთმაენთში და ახლა მარგარინს ჭრის ) ნუ კი აშკარად ტვინი გაებურღა უკვე =)) ახლა კიდევ აღნიშნა უკვერცხოდ რომ გავაკეთოო... თავში ხელის წარტყმა სამზარეულოში ჩემი ფხუკუნი და ფიბის წკავწაკვი ისმის.
 ჯამიდან ჯამში ინაცვლებდა ფიბის ფხვიერი მასა...და ხელებიც ცომის სასურველი ფორმის მისაცემათ ეჭიმებოდა
მმ ახლა დაღლილი ცომი მაცივარში ისვენებს ნახევარი საათით ... 
და დადგა ის მომენტი როცა პეჩენიას ცომის ცემის შემდეგ ... ლოდინისა და მშიერი თვალების შედეგ ფიბის პეჩენია გავსინჯეთ ნუ კია იყო ცუდი ნამდვილად არა თავიდან ვფიქრობდი სანამ პეჩენიას გავსინჯავდი ბოლოს დამეწერარომ ცდილობდა ფიბი ცდილობდა თქო ...მაგრამ კოვზი ნაცარში ჩამიგდო ასე რომ სისტრიჩკა ეს ერთი და სხვა მრავალი 
პ.ს ისეთ დროს გააკეთე ეს პეჩენია დიატაზე რომ არ ვიქნები
პ.ს2 აი პეჩენიის ლინკი


ფიბისპეჩენიანაჭამი თაკომე 


Thursday, August 16, 2012

რო დაღამდება და რო გათენდება და...



   შეიძლება ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ როცა დავბერდები (თუ თქვენც არ დაბერდებით და სკლეროზი არ შემოგიტევთ) შემახსენეთ, რომ შვილთაშვილის წინაშე რძეში დალბობილი მჭადი არ ვჭამო. მითუმეტეს ვიცი, რომ ჩემი შვილთაშვილი ჩემზე ათჯერ ( და არა 9ჯერ) უფრო მაწაკი და არაადამიანი იქნება.
ჰო.
       დღეს აღმოვაჩინე, რომ სრულიად (ანდა ჩიტივით) თავისუფალი ვარ მეც და ბლოგს მოვადექი. აქ თაკომეს პოსტი დამხვდა და ცოტა არ იყოს შემრცხვა, მართალია, დღეს დაწერა ყველაფრისგან დამოუკიდებელმა ფაქტირებმა გადამაწყვეტინა, მაგრამ მაინც შემრცხვა, ისე ჩემთვის.. ანაზდად...
       აღმოჩნდა,რომ ჩემი ბოლო ნაწერიდან 1 თვე გავიდა...
ისიც აღმოჩნდა, რომ სამწუხარო რაღაცაზე დამიწერია და ესე სევდიან ნოტზე მქონია ჩემი მოღვაწეობა დასრულებული (ნუ ამ დრომდე)...
ა ს ე ,  რ ო მ .
       ფიბი. თავი ხელში აიყვანე და ხელში თავი ჩაიდე და წერას შეუდექი.
ჯერ ვერ ვირგებ იმ ფაქტს,რომ ვისვენებ, ჯერესერთი ეს ზაფხული ისე გაიწელა,როგორც ყველი გავარვარებულ პიცაში და თანაც გაიწელა მარტო დაღლის მხრივ. ორი დღეა მხოლოდ, რაც "დასვენება" დავიწყე და თქვენით წარმოიდგინეთ რას ვგრძნობ,როცა ვიცი,რომ სწავლა 17 სექტემბერს მეწყება. ალბათ წარმოიდგინეთ, როგორ არ მერგება ზაფხული და თითოეული დაკარგული წუთი როგორ მენანება ხომ? და თქვენ მართალი ხართ. და თქვენ მოიგეთ წარმოსახვითი ავტომობილი. ოღონდ გაპრიალებულ-გაწკრიალებული არა, აი ისეთი ფურგონი... ჰიპებს რომ ჰყავდათ, მოხატული და მხიარული. აჰ! რას ქვია არ გინდათ?!
     მე ვითომდა კარგ ხასიათზე ვარ. არადა ჩემი სახე,რომ განახათ (და ბედნიერი ვარ,რომ ვერ ხედავთ), სულ სხვა შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ და იმ შთაბეჭდილების ამარა რომ იქნებოდით მე ისევ იმ წარმოსახვით ფურგონს შემოგაჩეჩებდით, გადაგკოცნიდით და ჩქვენთან ხელჩამორჩმეული გადავიღებდი სურათს. რა თქმა უნდა გაღიმებული.
      ერთი თვის ტაიმ-აუტმა ჩემში ფსევდო მწერალი და უნიათო კლოუნი გააღვიძა და რაღაც სისულელეებს მივედ-მოვედები.
ბათუმს მხოლოდ 4 დღე მაშორებს და სულ ისე მახსენდება პატარაობაში რომ ვითვლიდი ხოლმე...
რო დაღამდება და რო გათენდება, რო დაღამდება და რო გათენდება, რო დაღამდება და რო გათენდება, რო დაღამდება და რო გათენდება, დაღამდება დაა ჩავსკუპდები მატარებელში და გათენდება და მატარებლის ფანჯრიდან ზღვას დავინახავ (ეს ყველაზე ამაღელვებელი მომენტია ჩემთვის) მოგვიანებით კი უკვე თბილ ტალღებზე ანანავებული გავიღიმებ და თუ მწვანე კონცხზე ვიქნები, მაშინ იქვე ჩავლილ მატარებელს ხელს დავუქნევ და იმისი მგზავრების მაგივრადაც დამწყდება გული. შევეცდები დავივიწყო,რომ ზღვაზე ჩემი ყოფნის დროც უხილავ ქვიშის საათზე ითვლის წუთებს და  წამებს და შევეცდები რაც შეიძლება ღრმად ჩავყვინთო.

                                                                                     მუდამ ზღვამონატრებული fიბი

ჩიტივით თავისუფალი

   "ჩიტივით თავისუფალი" ჰმ საინტერესოა რომელ ჩიტზეა ლაპარაკი..ან რატომ მაინცდადმაინც ჩიტი და არა მაგალითად ფისოსავით თავისუფალი ან ჟირაფივით უდარდელი... აი ასე იტყვიან ხოლმე რამე შედარებას და მერე მკვიდრდება....
დაიწყო ჩემი ჩიტივით თავისუფალი ზაფხული ... აღარ მაქ გამცოდები ჩასაბარებელი 1 კურსიც ისე დავხურე რომ ყველაფერი რიგზეა ... აღარ მაქ ასაბეჭდი გ.ახვლედიანის ზოგადი ფონეტიკა და ბლა ბლა... გუშინ თითების დატეხვამდე ვკრიფე და საბოლოოდ 59 816 სიტყვა ავტვირთე ... ასე უაზორ დრო არასდროს დამიხარჯავს მგონი... ნუ 400 ლარი რაც ჩამერიცხება მერე შეიძლება დავაფასო ღირდა თქო... 
   მმმ უკვე 16ია მე და ფიბი 23იდან ზღვაზე ვაპირებთ დასვენებას აი ისე ჩვენ გემოზე და კიიდევ ვგეგმავ კოქტეილი გვასინჯო ჰუჰ რომელიც უკვე წელიწადზე მეტია მინდა გავსინჯო და დავწერთ ალბათ იქიდან ჩვენ ზღვურ არდადაგებზე .......ერთი სული მაქ უკვე ღამის მატარებელში ვიყო და გამთენიის ზღვას ვხედავდე მკრთალად რომ შემოდის სილურჯე ვაგონში... და რაღაცნაირ მშვიდ განცდას რომ ბადებს ...

მუდამ თქვენი უაზროდმპოსტავი თაკომე 

Wednesday, August 1, 2012

Waiting for Summer

ასეთი დამღლელი და გაწელილი ზაფხული ჯერ არ მქონია უკვე აგვისტოა 1 თვეღა დარჩა დაზაგრული გოგოების, დასვენებული სახეების, დაცარიელებული ქალაქის ისევ თავის ტემპში ჩაჯდომამდე.. დავამთავრე 1კურსი წარმატებულად თუ არც ისე იმის შემდეგ გავიგებ რაც 2 საგნის ქულა დაიდება ... ისე ძალიან დამღლელი გამოდგა მეორე სემსტრი...საშინელებაა ზაფხულში სწავლა განა იმიტომ რომ ცხელა, გადაღლილი ხარ .. უბრალოდ აღარ შეგიძლია... ერთი კაი რეfრეში მჭირდება ... მმმ თუმცა მიუხედავად გამოცდების მორჩენისა საქმე მაინც არ მელევა ფონეტიკის შესავალს ვბეჭდავ საზაფხულო სამუშაოსთვის და ისეთი უღიმღამო საქმეა მოწყენილობისგან ლამისააა ვისწავლო რასაც ვწერ.... ამ დღეებში ეს სიმღერა ამომეჩემა არ ვიცი შეიძლება არ მოგეწონოთ კიდეც მაგრამ მე რომ ჩამეხვა ფაქტია და ძაანაც მსიამოვნებს ... როგორ მინდა ახლა სადმე წყნარ ადგილას ჰამაკში ვიწვე საზრუნავი არ მქონდეს გარდა იმისა ყველა ამ ზაფხულისთვის ასარჩევი წიგნების წაკითხვა მოვასწრო... და აი ისეთი ამინდი იყოს წიგნზე მარტივად რომ დაბურძგლები ....თაკომე